ბლოგი
ბლოგი
პირიფორმისის სინდრომი
მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს.მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში ...
სომატოტროპინი
ადამიანის ზრდის ჰორმონი, ასევე ცნობილი როგორც HGH და სომატოტროპინი, არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც თქვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოიმუშავებს და გამოყოფს. იგი მოქმედებს სხეულის მრავალ ნაწილზე და ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას. მას შემდეგ, რაც ბავშვის ძვლებში ზრდის ფირფიტები (ეპიფიზები) შეერწყმის ერთმანეთს, HGH აღარ ზრდის სიმაღლეს, თუმცა თქვენს ორგანიზმს ის მაინც სჭირდება. ზრდის ...
ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, ...
ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 9
თავად ნელი ძილი სამ ქვესტადიად იყოფა. პირველი სტადია არის გარდამავალი მდგომარეობა პასიურ სიფხიზლესა და მსუბუქ ძილს შორის, ახასიათებს თვალების ნელი მოძრაობა და ცხადი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხილვები, რომლებსაც ჰიპნაგოგიკური (ბერძნულად „სიზმრებში გადამყვანი“) ხატები ეწოდება. როგორც წესი, თქვენ იოლად გადადიხართ პირველი სტადიიდან მეორეზე, რაც უკვე ნამდვილი ძილია და ახასიათებს ტვინის უნიკალური ტალღების მაგალითები, ...
იოგას ნათელქმნა ნაწილი 8 – Light on Yoga
ნიამა არის ქცევის წესები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ დისციპლინას, მაშინ როცა იამა უნივერსალურია თავისი გამოყენებით. პატანჯალის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნიამაა: შაუჩა (სიწმინდე), სანტოშა (კმაყოფილება), ტაპასი (გზნება ან ასკეტიზმი), სვადჰიაია (საკუთარი თავის/მეს შესწავლა) და იშვარა-პრანიდჰანა (უფლისადმი მიძღვნა). შაუჩა. სხეულის სიწმინდე აუცილებელია კეთილდღეობისთვის. მაშინ როცა კარგი ჩვევები, როგორიცაა ბანაობა, სხეულს გარეგნულად წმენდს, ასანა ...
იოგას ნათელქმნა ნაწილი 7 – Light on Yoga
პატანჯალის იოგა სუტრები ოთხ თავად ანუ პადად იყოფა. პირველი ეხება სამადჰის, მეორე — იოგას მიღწევის საშუალებებს (სადჰანას), მესამეში ჩამოთვლილია ძალები (ვიბჰუტი), რომლებსაც იოგი თავისი ძიების გზაზე ხვდება, ხოლო მეოთხე ეხება განთავისუფლებას (კაივალია). აჰიმსა. სიტყვა აჰიმსა შედგება უარყოფითი ნაწილაკისგან „ა“ (არა) და არსებითი სახელისგან „ჰიმსა“, რაც კვლას ან ძალადობას ნიშნავს. ეს ...

პირიფორმისის სინდრომი
მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს.მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში.საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და მსხვილი…

სომატოტროპინი
ადამიანის ზრდის ჰორმონი, ასევე ცნობილი როგორც HGH და სომატოტროპინი, არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც თქვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოიმუშავებს და გამოყოფს. იგი მოქმედებს სხეულის მრავალ ნაწილზე და ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას. მას შემდეგ, რაც ბავშვის ძვლებში ზრდის ფირფიტები (ეპიფიზები) შეერწყმის ერთმანეთს, HGH აღარ ზრდის სიმაღლეს, თუმცა თქვენს ორგანიზმს ის მაინც სჭირდება. ზრდის დასრულების შემდეგ HGH ეხმარება სხეულს ნორმალური სტრუქტურისა და მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში, მათ შორის სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის ნორმალიზებაში.ჰორმონები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ თქვენი ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას, სისხლის მეშვეობით ატარებენ შეტყობინებებს თქვენს ორგანოებში, კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ეს სიგნალები კარნახობს თქვენს სხეულს, რა გააკეთოს და როდის. თქვენი სხეული 50-ზე…

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე.მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, – ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს – როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან ქსოვილები…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 9
თავად ნელი ძილი სამ ქვესტადიად იყოფა. პირველი სტადია არის გარდამავალი მდგომარეობა პასიურ სიფხიზლესა და მსუბუქ ძილს შორის, ახასიათებს თვალების ნელი მოძრაობა და ცხადი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხილვები, რომლებსაც ჰიპნაგოგიკური (ბერძნულად „სიზმრებში გადამყვანი“) ხატები ეწოდება. როგორც წესი, თქვენ იოლად გადადიხართ პირველი სტადიიდან მეორეზე, რაც უკვე ნამდვილი ძილია და ახასიათებს ტვინის უნიკალური ტალღების მაგალითები, სახელად „ძილის ნართი“ ან “K-კომპლექსი“. მენტალური აქტივობა ამ სტადიაზე გაიშვიათებული, დამიწებული და ფიქრის მსგავსია. ჩვეულებრივ 20-30 წუთის მერე თქვენ უფრო ღრმა – „დელტა ძილში“ ეშვებით, ეს სახელი ჰქვია ტვინის ნელი რიტმული ტალღების გამო, რომლებიც ნელი ძილის ამ სტადიაზე ჩნდება. დელტა ძილიდან მეხსიერებაში ძალიან ცოტა რჩება. საინტერესოა, რომ ამ ძილის…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 8 – Light on Yoga
ნიამა არის ქცევის წესები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ დისციპლინას, მაშინ როცა იამა უნივერსალურია თავისი გამოყენებით. პატანჯალის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნიამაა: შაუჩა (სიწმინდე), სანტოშა (კმაყოფილება), ტაპასი (გზნება ან ასკეტიზმი), სვადჰიაია (საკუთარი თავის/მეს შესწავლა) და იშვარა-პრანიდჰანა (უფლისადმი მიძღვნა). შაუჩა. სხეულის სიწმინდე აუცილებელია კეთილდღეობისთვის. მაშინ როცა კარგი ჩვევები, როგორიცაა ბანაობა, სხეულს გარეგნულად წმენდს, ასანა და პრანაიამა მას შიგნიდან ასუფთავებს. ასანების პრაქტიკა ტონუსს მატებს მთელ სხეულს და გამოდევნის ტოქსინებსა და მინარევებს, რომლებიც გამოწვეულია გადამეტებული სიამოვნებით. პრანაიამა წმენდს და აანიავებს ფილტვებს, ჟანგბადით ამარაგებს სისხლს და ასუფთავებს ნერვებს. მაგრამ სხეულის ფიზიკურ გაწმენდაზე უფრო მნიშვნელოვანია გონების გაწმენდა მისი შემაშფოთებელი ემოციებისგან, როგორიცაა სიძულვილი, ვნება, ბრაზი, ხორციელი გულისთქმა, სიხარბე, ცდომილება…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 7 – Light on Yoga
პატანჯალის იოგა სუტრები ოთხ თავად ანუ პადად იყოფა. პირველი ეხება სამადჰის, მეორე — იოგას მიღწევის საშუალებებს (სადჰანას), მესამეში ჩამოთვლილია ძალები (ვიბჰუტი), რომლებსაც იოგი თავისი ძიების გზაზე ხვდება, ხოლო მეოთხე ეხება განთავისუფლებას (კაივალია). აჰიმსა. სიტყვა აჰიმსა შედგება უარყოფითი ნაწილაკისგან „ა“ (არა) და არსებითი სახელისგან „ჰიმსა“, რაც კვლას ან ძალადობას ნიშნავს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არა კვლის ბრძანება, რადგან მას გააჩნია უფრო ფართო, დადებითი მნიშვნელობა — სიყვარული. ეს სიყვარული მოიცავს მთელ შესაქმეს, რადგან ჩვენ ყველანი ერთი მამის — უფლის შვილები ვართ. იოგს სწამს, რომ ნივთის განადგურება ან არსების მოკვლა მისი შემოქმედის შეურაცხყოფაა. ადამიანები კლავენ ან საკვებისთვის, ან საფრთხისგან თავის დასაცავად. მაგრამ…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 8
როდესაც ფხიზლობთ და დაკავებული ხართ რაიმე აქტივობით (სეირნობა, კითხვა და ა.შ) თქვენი ტვინი გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მეხსიერებასთან ერთად ქმნის ნედლეულს სამყაროს მოდელირებისთვის. სიფხიზლისა და აქტიურობის დროს ეს მოდელი ზედმიწევნით ასახავს თქვენს ურთიერთობებს გარე სამყაროსთან.თუ თქვენ ფხიზლობთ მაგრამ აქტიური არ ხართ მონაცემთა ბალანსი გარეგანიდან შინაგანში გადაინაცვლებს. თქვენი აზროვნება გარკვეულ დონეზე დამოუკიდებელი ხდება გარეგანი სტიმულატორებისგან გონება იფანტება და თქვენ ოცნებებში იძირებით. გონების რაღაც ნაწილში აგებთ სამყაროს რომელიც განსხვავდება რეალურისგან. ამავე დროს თქვენს ხელთ უკვე არსებული მოცემული სამყაროს გამარტივებული მოდელი ნებისმიერ დროს, მაგალითად რაიმე საფრთხის გაჩენის შემთხვევაში შეძლებს მიიპყროს თქვენი ყურადღება.ხოლო ძილისას გარე სამყაროდან ისე მცირე სენსორული…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga
იოგას ყველა მნიშვნელოვანი ტექსტი უდიდეს ყურადღებას უთმობს სადჰანას ან აბჰიასას (მუდმივ პრაქტიკას). სადჰანა არ არის იოგას ტექსტების მხოლოდ თეორიული შესწავლა; ეს სულიერი ძალისხმევაა. ზეთის მისაღებად აუცილებელია ზეთოვანი თესლის დაწნეხვა. შეშა უნდა დაიწვას და აალდეს რათა მასში დაფარული ცეცხლი გამოავლინოს. ანალოგიურად, სადჰაკამ მუდმივი პრაქტიკით უნდა გააღვივოს ღვთიური ალი საკუთარ თავში.„ახალგაზრდა, მოხუცი, ღრმად მოხუცებული, ავადმყოფი და უძლურიც კი აღწევს სრულყოფილებას იოგაში მუდმივი პრაქტიკით. წარმატებას იღებს ის, ვინც ვარჯიშობს და არა ის, ვინც უქმად არის. იოგაში წარმატება არ მიიღწევა წმინდა ტექსტების მხოლოდ თეორიული კითხვით. წარმატება არ მიიღწევა იოგის ან სანიასის (განდეგილის) სამოსის ტარებით და არც მასზე საუბრით. მხოლოდ მუდმივი პრაქტიკაა წარმატების საიდუმლო.…

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა
მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტა შეეწყვიტა ხორცის ჭამა და გამხდარიყვნენ ვეგეტარიანელები, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მალევე შეწყვიტეს ვეგეტარიანული კვება და დაუბრუნდნენ მანამდე უკვე ნაცნობ საკვებს.რა განაპირობებს ამას? სად ქრება ენთუზიაზმი? ძალიან ხშირად ეს უბრალოდ არცოდნაა და ამ არ ცოდნიდან გამოწვეული დისკომფორტი ან ჯანმრთელობის პრობლემები. რა თქმა უნდა, ვინ რას და როგორ ჭამს ჩემი საქმე არ არის, ეს ინდივიდის არჩევანია.ეს პოსტი იმისთვის არის შექმნილი, რომ განვიხილოთ ახალბედა ვეგეტარიანელების ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რათა ეს შეცდომები თავიდან ავიცილოთ და თქვენი არჩევანი არ გადაიქცეს დისკომფორტად, ჯანმრთელობის პრობლემებად და ხანდახან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად.ხშირად ახალბედა ვეგეტარიანელებმა არაფერი იციან ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებაზე და არ ესმით რა…

ჰიპომაგნემია
ჰიპომაგნემია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მაგნიუმის დეფიციტი, ხდება მაშინ, როდესაც თქვენს სისხლში მაგნიუმის დონე ნორმაზე დაბალია. ის შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე.მაგნიუმი არის ელექტროლიტი, რომელიც წარმოადგენს მთავარ კომპონენტს მრავალი ორგანიზმის რეაქციისა, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედულ ფუნქციაზე, ნერვულ გამტარობაზე და სხვა. თქვენი ტვინის, გულის და კუნთების ფუნქციების შესრულება მაგნიუმზე სერიოზულად არის დამოკიდებული.მაგნიუმი უშუალოდ ახდენს გავლენას სხვა ელექტროლიტების, მათ შორის ნატრიუმის, კალციუმისა და კალიუმის ბალანსზე. ჰიპომაგნემია ხშირად ვლინდება ჰიპოკალციემიასთან (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) და ჰიპოკალიემიასთან (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ერთად.აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ორგანიზმის მაგნიუმის უმეტესი ნაწილი ინახება ძვლებში, მხოლოდ ექსტრაუჯრედულ სითხეში (ძირითადად სისხლის პლაზმაში) გახსნილი მაგნიუმია ხელმისაწვდომი უჯრედებისა…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 7
ადამიანებს ყოველთვის უჩნდებოდათ კითხვები ძილის საჭიროებასთან დაკავშირებით. მართლაც რატომ ვთიშავთ საკუთარ თავს დღე-ღამეში რვა საათით? ყველაზე შესაბამისი პასუხია – გონებისა და სხეულის დასასვენებლად და კიდევ სიბნელის საათებში საფრთხისგან თავდასაცავად. მაგრამ ძილის მისტიფიკაცია უფრო მეტ კითხვას ბადებს, რა ნიშნავს სიფხიზლე? სიფხიზლის მთავარი ნიშანი – გაცნობიერებაა. რის გაცნობიერება? როცა ძილსა და სიფხიზლეზე ვლაპარაკობთ, ამაში გარე სამყაროს გაცნობიერებას ვგულისხმობთ. მიუხედავად იმისა, რომ ძილისას, როცა გარე სამყაროს უდიდეს ნაწილს ვერ ვაცნობიერებთ, მაინც შეგვიძლია გავაცნობიეროთ ჩვენს წარმოსახვაში მიმდინარე პროცესები. არსებობს სიფხიზლის ხარისხები. ლუციდური სიზმარმხილველები უკეთესად აცნობიერებენ რეალობას, რადგან მათ იციან რომ ეს ესიზმრებათ, ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ რომ ისინი ფხიზლობენ ძილში. უმაღლესი გაცნობიერების მეთოდების ტრადიციული…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga
„შივა სამჰიტა“ სულიერ მაძიებლებს ოთხ ტიპად ყოფს: 1) მრდუ — სუსტი, 2) მადიამა — საშუალო, 3) ადჰიმატრა — მაღალი და 4) ადჰიმატრატამა — უმაღლესი. ამ უკანასკნელს, ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომს, ერთადერთს შეუძლია გასცდეს ხილული სამყაროს უსასრულო ოკეანეს.სუსტი მაძიებლები არიან ისინი, ვისაც აკლია ენთუზიაზმი, აკრიტიკებენ თავიანთ მასწავლებლებს, ხარბები არიან, ცუდი ქმედებებისკენ მიდრეკილნი, ბევრს ჭამენ, ვნებებს ჰყვებიან, არასტაბილურები, მშიშრები, ხშირად ავადმყოფები, სხვებზე დამოკიდებულნი, უხეშად მეტყველებენ, აქვთ სუსტი ხასიათი და შინაგანი ძალა აკლიათ. ასეთ მაძიებლებს გურუ მხოლოდ მანტრა-იოგის გზით უძღვება. დიდი ძალისხმევით, ასეთმა პრაქტიკოსმა შეიძლება თორმეტი წლის შემდეგ მიაღწიოს გამოღვიძებას.(სიტყვა „მანტრა“ მომდინარეობს ფესვიდან მან — „ფიქრი“. მანტრა ნიშნავს წმინდა აზრს ან ლოცვას,…
