ავტორი: სტივენ ლაბერჟე
გონება ძილში
როდესაც ფხიზლობთ და დაკავებული ხართ რაიმე აქტივობით (სეირნობა, კითხვა და ა.შ) თქვენი ტვინი გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მეხსიერებასთან ერთად ქმნის ნედლეულს სამყაროს მოდელირებისთვის. სიფხიზლისა და აქტიურობის დროს ეს მოდელი ზედმიწევნით ასახავს თქვენს ურთიერთობებს გარე სამყაროსთან.
თუ თქვენ ფხიზლობთ მაგრამ აქტიური არ ხართ მონაცემთა ბალანსი გარეგანიდან შინაგანში გადაინაცვლებს. თქვენი აზროვნება გარკვეულ დონეზე დამოუკიდებელი ხდება გარეგანი სტიმულატორებისგან გონება იფანტება და თქვენ ოცნებებში იძირებით. გონების რაღაც ნაწილში აგებთ სამყაროს რომელიც განსხვავდება რეალურისგან. ამავე დროს თქვენს ხელთ უკვე არსებული მოცემული სამყაროს გამარტივებული მოდელი ნებისმიერ დროს, მაგალითად რაიმე საფრთხის გაჩენის შემთხვევაში შეძლებს მიიპყროს თქვენი ყურადღება.
ხოლო ძილისას გარე სამყაროდან ისე მცირე სენსორული მონაცემები მოდის, რომ თქვენ შეგნებულად წყვეტთ მის მოდელირებას. როდესაც მძინარ გონება საკმარისად აქტიურდება თქვენს ცნობიერებაში იგება სამყაროს მოდელი რომელიც როგორც წესი არ არის დამოკიდებული გარე სამყაროზე-ესაა სიზმარი. მძინარე გონება ყოველთვის არ წარმოქმნის სამყაროს მრავალგანზომილებიან მოდელს. თითქოსდა ის საერთოდ არ ფიქრობს ანდა ძალიან მცირედ მოქმედებს. ძილისას მენტალური აქტივობის განსხვავებები დიდწილად მძინარეს გონების მდგომარეობებზეა დამოკიდებული.
ძილი არა გარე სამყაროსგან პასიური გამთიშველი, როგორც ამას მეცნიერები მიიჩნევდნენ მეოცე საუკუნემდე. არსებობს ძილის ორი სხვა და სხვა ფაზა, მშვიდი და აქტიური ფაზა, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ბიოქიმიური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ქცევითი კუთხით. ამ ორი მდგომარეობის დასადგენად იყენებენ გონების ტალღების ცვლილებას (ელექტრონული აქტივობა რომელიც თავის ზედაპირზე იზომება), თვალების მოძრაობას და კუნთების ტონუსს. მშვიდი ფაზა თითქმის იგივეა რაც ძილზე მიღებული შეხედულება-უმოქმედო დასვენება, როცა გონება თითქმის არ მუშაობს და სუნთქვაც ნელი და ღრმაა, ნივთიერებათა ცვლა მინიმალური, გამოიყოფა ზრდის ჰორმონი რომელიც აღდგენით პროცესებს უწყობს ხელს. ამ მდგომარეობიდან გამოფხიზლებული ადამიანი დეზორიენტირებული და ძნელად იხსენებს რა ესიზმრებოდა. ამ მდგომარეობას შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენს ძაღლზე ან კატაზე, როცა მათ მშვიდად სძინავთ სფინქსის პოზაში და ნელა და რიტმულად სუნთქავენ. აღსანიშნავია რომ ესაა ძილის ის ფაზა როცა ადგილი შეიძლება ჰქონდეს ძილში სიარულსა და ლაპარაკს.
მშვიდიდან აქტიურ ძილში გადასვლა საკმაოდ შთამბეჭდავია. აქტიური ძლის ფაზისას, რომელსაც ხშირად თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზას ეძახიან, ანდა თსმ (REM – rapid eye movement) ძილს, თქვენი თვალები სწრაფად მოძრაობს(დახუჭული ქუთუთოების მიღმა რა თქმა უნდა)იმაზე სწრაფად ვიდრე სიფხიზლისას. თქვენი სუნთქვა სწრაფი და არათანაბარი ხდება, ტვინი ხარჯავს იმდენივე ენერგიას როგორც სიფხიზლეში, და სიზმრებიც უფრო მკაფიოა. თუ მამაკაცი ბრძანდებით შესაძლოა ერექციაც გქონდეთ, თუ ქალი-გაძლიერდება ვაგინალური სისხლის მიმოქცევა. მაგრამ ტვინის აქტიურობის მიუხედავად, თქვენი სხეული თითქმის უძრავი რჩება, (მცირე მოძრაობების გარდა)რადგან თსმ ძილისას სხეული დროებით პარალიზდება რათა თავიდან აგარიდოთ მოძრაობები ძილისას.
თსმ ფაზაში „ძილისას პარალიზება“ ყოველთვის არ წყდება გაღვიძებისთანავე, ამიტომაც გაღვიძებისას ვერ ვინძრევით თითქმის ერთი წუთის განმავლობაში. ძილისას პარალიზება საშინელი შეგრძნებაა, მაგრამ სინამდვილეში სრულიად უმტკივნეულოა, და შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს ცნობიერი სიზმრების დასაწყებად (იხ.თავი4). თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ „პარადოქსულ ძილს,“ როგორც თსმ-ძილს ეძახიან ევროპაში, როდესაც უყურებთ ძაღლს ან კატას მთლიანად გათიშული, წყვეტილი სუნთქვით, ოდნავ ტოკავს, ამოძრავებს თვალებს, ძაღლი-წკმუტუნებს, კუდს აქიცინებს, იღრინება და იყეფება. სწორად ამ დროს სამართლიანად აღნიშნავს ხალხი „შეხედე მურა სიზმარს ხედავს“.




