იოგას ნათელქმნა

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

სად­ჰა­ნა (გა­სა­ღე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ)

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და  აალ­დეს რა­თა  მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში.

„ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფი და უძ­ლუ­რიც კი აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას იო­გა­ში მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით. წარ­მა­ტე­ბას იღებს ის, ვინც ვარ­ჯი­შობს და არა ის, ვინც უქ­მად არის. იო­გა­ში წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა წმინ­და ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კით­ხვით. წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა იო­გის ან სა­ნი­ა­სის (გან­დე­გი­ლის) სა­მო­სის ტა­რე­ბით და არც მას­ზე სა­უბ­რით. მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კაა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო. ჭეშ­მა­რი­ტად, ამა­ში ეჭ­ვი არ არ­სე­ბობს.“ — (ჰათ­ჰა იო­გა პრა­დი­პი­კა, თა­ვი I, მუხ­ლე­ბი 64-6.)

„რო­გორც ან­ბა­ნის შეს­წავლითაა  შე­საძ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კის გზით ყვე­ლა მეც­ნი­ე­რე­ბის და­უფ­ლე­ბა, ასე­ვე, თავ­და­პირ­ვე­ლად ფი­ზი­კუ­რი წვრთნის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი პრაქ­ტი­კით ადა­მი­ა­ნი იძენს  ცოდ­ნას ჭეშ­მა­რი­ტე­ბის  (ტატ­ტვა ჯნა­ნა) შე­სა­ხებ; იმის შე­სა­ხებ, რომ ადა­მი­ა­ნის სუ­ლის რე­ა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა იდენ­ტუ­რია უზე­ნა­ე­სი სუ­ლი­სა, რო­მე­ლიც მთელი სამ­ყა­როა განმსჭვალული.“ — (გჰე­რან­და სამ­ჰი­ტა, თა­ვი I, მუხ­ლი 5.)

სწო­რედ სხე­უ­ლის, გრძნო­ბე­ბის, გო­ნე­ბის, გან­სჯი­სა და სა­კუ­თა­რი მეს (Self) კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და კონ­ცენტრი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ი­პო­ვებს ადა­მი­ა­ნი ჯილ­დოს ში­ნა­გა­ნი მშვი­დო­ბის სა­ხით და აღას­რუ­ლებს სუ­ლის სწრაფ­ვას — შეხ­ვდეს თა­ვის შე­მოქ­მედს. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის უმაღ­ლე­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მი­სი შე­მოქ­მედთან დაბ­რუ­ნე­ბის გზაა. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მას სჭირ­დე­ბა სხე­უ­ლის, გრძნო­ბე­ბის, გო­ნე­ბის, გან­სჯი­სა და სა­კუ­თა­რი მეს კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. თუ ძა­ლის­ხმე­ვა არ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, ის მარ­ცხდე­ბა ამ თავ­გა­და­სა­ვალ­ში. კა­თო­პა­ნი­შა­დის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის მე­სა­მე ვა­ლი­ში (თავ­ში), ია­მა (სიკ­ვდი­ლის ღმერ­თი) ამ იო­გას უხ­სნის მა­ძი­ე­ბელ ნა­ჩი­კე­ტას ეტ­ლში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის იგა­ვის მეშ­ვე­ო­ბით:

„შე­ი­ცა­ნი ატ­მა­ნი (მე), რო­გორც ეტ­ლის მბრძა­ნე­ბე­ლი, გან­სჯა — რო­გორც მე­ეტ­ლე, ხო­ლო გო­ნე­ბა — რო­გორც სა­და­ვე­ე­ბი. გრძნო­ბებს, ამ­ბო­ბენ ისი­ნი, ცხე­ნე­ბი ეწო­დე­ბათ, ხო­ლო მა­თი სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტე­ბი — სა­ძოვ­რე­ბია. რო­დე­საც „მე“ (Self) გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია გრძნო­ბებ­თან და გო­ნე­ბას­თან, ბრძენ­ნი მას უწო­დე­ბენ გან­მცდელს (ბჰოქ­ტრი). მას, ვი­საც არ გა­აჩ­ნია გან­სჯის უნა­რი, არ ძა­ლუძს მო­თო­კოს სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბა; მი­სი გრძნო­ბე­ბი მე­ეტ­ლის ავი ცხე­ნე­ბი­ვი­თაა. ხო­ლო ვი­საც აქვს გან­სჯის უნა­რი, ის მუ­დამ აკონ­ტრო­ლებს გო­ნე­ბას; მი­სი გრძნო­ბე­ბი დის­ციპლი­ნი­რე­ბუ­ლი ცხე­ნე­ბი­ვი­თაა. ის, ვინც მოკ­ლე­ბუ­ლია გან­სჯას, ხდე­ბა უყუ­რად­ღე­ბო და მუ­დამ უწ­მინდუ­რი; ის ვერ აღ­წევს მი­ზანს და და­ხე­ტი­ა­ლობს ერ­თი სხე­უ­ლი­დან მე­ო­რე­ში. ხო­ლო ის, ვი­საც გა­აჩ­ნია გან­სჯა, ხდე­ბა ყუ­რად­ღე­ბი­ა­ნი და მუ­დამ წმინ­და; ის აღ­წევს მი­ზანს და აღა­რა­სო­დეს იბა­დე­ბა ხე­ლახ­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჰყავს გამ­ჭრი­ა­ხი მე­ეტ­ლე გო­ნე­ბის მო­სა­თო­კად, აღ­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სას­რულს — მა­რა­დი­უ­ლი სუ­ლის უზე­ნა­ეს სამ­ყო­ფელს.“

„გრძნო­ბე­ბი სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტებზე ძლი­ე­რია. გრძნო­ბებ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლია გო­ნე­ბა, გო­ნე­ბა­ზე მაღ­ლა დგას გან­სჯა, ხო­ლო გან­სჯა­ზე უპი­რა­ტე­სია ის — სუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში. მო­ა­წეს­რი­გე სა­კუ­თა­რი თა­ვი სუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით და გა­ა­ნად­გუ­რე შე­ნი მაც­დუ­რი მტე­რი სურ­ვი­ლის სა­ხით.“ (ბჰა­გა­ვად გი­ტა, თა­ვი III, მუხ­ლე­ბი 42-3.)

ამის გა­საც­ნო­ბი­ე­რებ­ლად სა­ჭი­როა არა მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კა, არა­მედ გან­დგო­მაც (უარ­ყო­ფა). რაც შე­ე­ხე­ბა გან­დგო­მას, ჩნდე­ბა კით­ხვა: რა­ზე უნ­და თქვას უა­რი ადა­მი­ან­მა? იო­გი არ ამ­ბობს უარს სამ­ყა­რო­ზე, რად­გან ეს შე­მოქ­მე­დის უარ­ყო­ფას ნიშ­ნავს. იო­გი უარს ამ­ბობს ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც მას აშო­რებს უფალს. ის უარს ამ­ბობს სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე, რად­გან იცის, რომ ყო­ველ­გვა­რი შთა­გო­ნე­ბა და მარ­თე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა უფ­ლისგან მო­დის. ის უარს ამ­ბობს მათ­ზე, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა უფ­ლის საქ­მეს, ვინც ავ­რცე­ლებს დე­მო­ნურ იდე­ებს და ვინც მხო­ლოდ სა­უბ­რობს მო­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, მაგ­რამ არ ას­რუ­ლებს მათ.

იო­გი არ ამ­ბობს უარს მოქ­მე­დე­ბა­ზე. ის წყვეტს ბორ­კი­ლებს, რომ­ლე­ბიც მას თა­ვის ქმე­დე­ბებ­თან აკავ­ში­რებს, ამ ქმე­დე­ბე­ბის ნა­ყო­ფის უფ­ლისთვის ან კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის მიძ­ღვნით. მას სწამს, რომ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა მი­სი პრი­ვი­ლე­გი­აა და მას არ აქვს უფ­ლე­ბა, მო­ით­ხო­ვოს თა­ვი­სი ქმე­დე­ბის ნა­ყო­ფი.

მა­შინ, რო­ცა სხვებს სძი­ნავთ, რო­ცა მო­ვა­ლე­ო­ბა უხ­მობთ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის მოთ­ხოვნი­სას იღ­ვი­ძე­ბენ, იო­გი სრულიად ფხიზ­ლობს თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბის მი­მართ, მაგ­რამ სძი­ნავს, რო­ცა საქ­მე მის უფ­ლე­ბებს ეხე­ბა. ამი­ტო­მაც, ნათ­ქვა­მია რომ ყვე­ლა არ­სე­ბის ღა­მე­ში, დის­ციპლი­ნი­რე­ბუ­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნი სი­ნათ­ლისთვის იღ­ვი­ძებს.

სხვა პოსტები

კის­რის კი­ფო­ზი

ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…

ეკატერინე სამხარაძე

პირიფორმისის სინდრომი

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…

ეკატერინე სამხარაძე

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ HGH ეხმა­რე­ბა სხე­ულს ნო­რმა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის სის­ხლში შა­ქრის (გლუ­კო­ზის) დო­ნის ნო­რმა­ლი­ზე­ბა­ში. ჰო­რმო­ნე­ბი არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თქვე­ნი ორგა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს თქვენს ორგა­ნო­ებ­ში, კუნ­თებ­სა და სხვა ქსო­ვი­ლებ­ში. ეს სი­გნა­ლე­ბი კარ­ნა­ხობს თქვენს სხე­ულს, რა გა­ა­კე­თოს და რო­დის. თქვე­ნი სხე­უ­ლი 50-ზე…

ეკატერინე სამხარაძე

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…

ეკატერინე სამხარაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა…

ეკატერინე სამხარაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…

გურამ ჟღამაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ…

გურამ ჟღამაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან. თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა. ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე…

ეკატერინე სამხარაძე

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა

მრა­ვალ­მა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწ­ყვი­ტა შე­ეწ­ყვი­ტა ხორ­ცის ჭა­მა და გამ­ხდა­რიყ­ვნენ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბი, მაგ­რამ ამა თუ იმ მი­ზე­ზის გა­მო მა­ლე­ვე შეწ­ყვი­ტეს ვე­გე­ტა­რია­ნუ­ლი კვე­ბა და და­უბ­რუნ­დნენ მა­ნამ­დე უკ­ვე ნაც­ნობ საკ­ვებს. რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას? სად ქრე­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მი? ძა­ლი­ან ხში­რად ეს უბ­რა­ლოდ არ­ცოდ­ნაა და ამ არ ცოდ­ნი­დან გა­მოწ­ვეუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნ­და, ვინ რას და რო­გორ ჭამს ჩე­მი საქ­მე არ არის, ეს ინ­დი­ვი­დის არ­ჩე­ვა­ნია. ეს პოს­ტი იმის­თვის არის შექ­მნი­ლი, რომ გან­ვი­ხი­ლოთ ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რა­თა ეს შეც­დო­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­და­იქ­ცეს დის­კომ­ფორ­ტად, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბად და ხან­და­ხან ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზია­ნე­ბად. ხში­რად ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლებ­მა არა­ფე­რი იცი­ან ადა­მია­ნის…

გურამ ჟღამაძე

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

August 2026

Loading calendar…
?
Instructor

August 2026

Loading calendar…