იოგას ნათელქმნა

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

შიშია და გურუ (მოწაფე და მასწავლებელი)

ში­ვა სამ­ჰი­ტა“ სუ­ლი­ერ მა­ძი­ებ­ლებს ოთხ ტი­პად ყოფს: 1) მრდუ — სუს­ტი, 2) მა­დია­მა — სა­შუ­ალო, 3) ად­ჰი­მატ­რა — მა­ღა­ლი და 4) ად­ჰი­მატ­რა­ტა­მა — უმაღ­ლე­სი. ამ უკა­ნას­კნელს, ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგომს, ერ­თა­დერთს შე­უძ­ლია გას­ცდეს ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო ოკეანეს.

სუს­ტი მა­ძი­ებ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, ვი­საც აკ­ლია ენ­თუ­ზი­აზ­მი, აკ­რი­ტი­კე­ბენ თა­ვი­ანთ მას­წავ­ლებ­ლებს, ხარ­ბე­ბი არიან, ცუდი ქმე­დე­ბე­ბის­კენ  მიდ­რე­კილ­ნი, ბევრს ჭა­მენ, ვნე­ბებს ჰყვე­ბი­ან, არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი, მშიშ­რე­ბი, ხში­რად ავად­მყო­ფე­ბი, სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­ნი, უხე­შად მეტ­ყვე­ლე­ბენ, აქვთ სუს­ტი ხა­სია­თი  და ში­ნა­გა­ნი ძა­ლა აკ­ლი­ათ. ასეთ მა­ძი­ებ­ლებს გუ­რუ მხო­ლოდ მან­ტრა-იო­გის გზით უძ­ღვე­ბა. დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით, ასეთ­მა პრაქ­ტი­კოს­მა შე­იძ­ლე­ბა თორ­მე­ტი წლის შემ­დეგ მი­აღ­წი­ოს გამოღვი­ძე­ბას.

(სიტ­ყვა „მან­ტრა“ მომ­დი­ნა­რე­ობს ფეს­ვი­დან მან — „ფიქ­რი“. მან­ტრა ნიშ­ნავს წმინ­და აზრს ან ლოც­ვას, რო­მე­ლიც გა­მეო­რე­ბით და მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის სრუ­ლი გაც­ნო­ბიე­რე­ბით ით­ქმის. სუსტ მა­ძიე­ბელს დი­დი დრო სჭირ­დე­ბა, რომ მან­ტრამ გო­ნე­ბა­ში ფეს­ვი გა­იდ­გას, და კი­დევ უფ­რო მე­ტი — რომ შე­დე­გი გა­მო­იღოს.)

სა­შუა­ლო მა­ძიე­ბე­ლია ის, ვინც გო­ნებ­რი­ვად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, შე­უძ­ლია სირ­თუ­ლეე­ბის ატა­ნა, გულ­წრფე­ლად ეს­წრაფ­ვის სრულ­ყო­ფას, რბი­ლად სა­უბ­რობს და ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში ზო­მიე­რე­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ამ თვი­სე­ბე­ბის და­ნახ­ვის შემ­დეგ გუ­რუ მას ლაი­ა-იო­გას ას­წავ­ლის — გზას, რო­მელსაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მიჰ­ყავს. (ლაი­ა ნიშ­ნავს მიძ­ღვნას, შთან­თქმას, გახ­სნას.)

უმაღ­ლე­სი მა­ძიე­ბე­ლია ის, ვინც გო­ნებ­რი­ვად მტკი­ცეა, ლაი­ა-იო­გას­თვის მზა­დაა, ძლი­ერი და და­მოუ­კი­დე­ბე­ლია, კე­თილ­შო­ბი­ლი, გულ­მოწ­ყა­ლე, შემ­წყნა­რე­ბე­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი, მა­მა­ცი, ახალ­გაზ­რდუ­ლი სუ­ლის მქო­ნე, მას­წავ­ლებ­ლის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი და იო­გის პრაქ­ტი­კა­ზე სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ასეთ ადა­მი­ანს გა­მოღ­ვი­ძე­ბის­თვის  ექ­ვსი წლის პრაქ­ტი­კა ჰყოფ­ნის. გუ­რუ მას ჰათ­ჰა-იო­გას ას­წავ­ლის.

უმაღ­ლე­სი, სრულ­ყო­ფი­ლი მა­ძიე­ბე­ლია ის, ვინც სავ­სეა ძა­ლი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით, მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბი­საა, მა­მა­ცი, წმინ­და ტექ­სტებ­ში გან­სწავ­ლუ­ლი, სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გო­ნებ­რი­ვად ჯან­სა­ღი, არ არის მე­ლან­ქო­ლი­ური, ახალ­გაზ­რდო­ბას ინარ­ჩუ­ნებს, რე­გუ­ლა­რუ­ლად იკ­ვე­ბე­ბა, გრძნო­ბებს აკონ­ტრო­ლებს, ში­შის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, სუფ­თაა, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, გუ­ლუხ­ვი, ყვე­ლას­თვის დამ­ხმა­რე, მტკი­ცე, გო­ნი­ერი, და­მოუ­კი­დე­ბე­ლი, შემ­წყნა­რე­ბე­ლი, კარ­გი ხა­სი­ათის, რბი­ლი მეტ­ყვე­ლე­ბის და თა­ვი­სი გუ­რუს ერ­თგუ­ლი. ასე­თი მა­ძიე­ბე­ლი ყვე­ლა სა­ხის იო­გის­თვის მზა­დაა და შე­უძ­ლია სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აღ­წი­ოს გამოღვი­ძე­ბას.

მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ „ში­ვა სამ­ჰი­ტა“ და „ჰათ­ჰა იო­გა პრა­დი­პი­კა“ სა­უბ­რო­ბენ იმ დრო­ზე, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­დე­გის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, პა­ტან­ჯა­ლი არ­სად ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ ვა­დას, თუ რო­დის ერ­თი­ან­დე­ბა ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი სუ­ლი ღვთა­ებ­რივ, უნი­ვერ­სა­ლურ სულ­თან. მი­სი თქმით, აბ­ჰია­სა (მუდ­მი­ვი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კა) და ვა­ირა­გია (მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა) ამ­შვი­დებს და ასუფ­თა­ვებს გო­ნე­ბას. აბ­ჰია­სა არის ხან­გრძლი­ვი, უწ­ყვე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლე­ბით სრულ­დე­ბა და მყარ სა­ფუძ­ველს ქმნის. იო­გის სწავ­ლა არ ჰგავს დიპ­ლო­მის ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის მი­ღე­ბას კონ­კრე­ტულ ვა­და­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მო­ლო­დი­ნით. ამ გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლეე­ბი და გა­მოც­დე­ბი დიდ­წი­ლად გუ­რუს დახ­მა­რე­ბით ილა­ხე­ბა. („გუ“ ნიშ­ნავს სიბ­ნე­ლეს, „რუ“ — სი­ნათ­ლეს. გუ­რუა ის, ვინც სიბ­ნე­ლეს შლის და ნა­თელი მო­აქვს.) გუ­რუს მნიშ­ვნე­ლო­ბა ღრმა და მრა­ვალ­შრი­ანია. ის უბ­რა­ლოდ მეგ­ზუ­რი არ არის — ის სუ­ლიე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის გზას ას­წავ­ლის, არა მხო­ლოდ სა­არ­სე­ბო წყა­როს შოვ­ნას. ის გა­დას­ცემს სუ­ლი­ერ ცოდ­ნას, ხო­ლო ვინც ამ ცოდ­ნას იღე­ბს „ში­შია“ — მო­წა­ფე.

გუ­რუ­სა და ში­ში­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია — ის სცდე­ბა მშო­ბელ­სა და შვილს, ცოლ-ქმარს ან მე­გობ­რებს შო­რის კავ­შირს. გუ­რუ თა­ვი­სუ­ფა­ლია ეგო­იზ­მის­გან. მას გულ­წრფე­ლად მიჰ­ყავს თა­ვი­სი მო­წა­ფე სა­ბო­ლოო მიზ­ნის­კენ, დი­დე­ბის ან სარ­გებ­ლის სურ­ვი­ლის გა­რე­შე. ის აჩ­ვე­ნებს ღვთის გზას, აკ­ვირ­დე­ბა მო­წა­ფის წინ­სვლას და სიყ­ვა­რუ­ლით უძ­ღვე­ბა მას. გუ­რუ შთა­აგო­ნებს ნდო­ბას, ერ­თგუ­ლე­ბას, დის­ციპ­ლი­ნას, ღრმა გა­გე­ბა­სა და ში­ნა­გან ნა­თე­ბას. მას სჯე­რა თა­ვი­სი მო­წა­ფის და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ სწავ­ლე­ბა მას­ში რე­ალუ­რად და­ილე­ქოს. ის წა­ახა­ლი­სებს კით­ხვე­ბის დას­მას, ანა­ლიზს და სი­მარ­თლის ძი­ებას.

მო­წა­ფეს უნ­და ჰქონ­დეს ში­ნა­გა­ნი მზა­ობა უმაღ­ლე­სი გაც­ნო­ბიე­რე­ბის­თვის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნდო­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გუ­რუს მი­მართ. გუ­რუ–მო­წა­ფის ურ­თი­ერ­თო­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თე­ბია ია­მა და ნა­ჩი­კე­ტა „კათ­ჰა უპა­ნი­შა­დი­დან“, ასე­ვე შრი კრიშ­ნა და არ­ჯუ­ნა „ბჰა­გა­ვად გი­ტა­დან“. ნა­ჩი­კე­ტამ და არ­ჯუ­ნამ გაღ­ვი­ძე­ბას მი­აღ­წი­ეს ერთ მი­ზან­ზე მი­მარ­თუ­ლი გო­ნე­ბით, ძლი­ერი სურ­ვი­ლით და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე  სუ­ლით.

მო­წა­ფეს ცოდნა უნ­და ში­ოდეს, თავ­მდაბ­ლო­ბა, გამ­ძლეო­ბა და მიზ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს. ის გუ­რუს­თან მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბის გა­მო არ უნ­და მი­ვი­დეს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია შრად­ჰა — ცოც­ხა­ლი, მოქ­მე­დი რწმე­ნა — და მოთ­მი­ნე­ბა, თუ შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნელ დრო­ში არ დგე­ბა. მო­უს­ვე­ნა­რი გო­ნე­ბის დამ­შვი­დე­ბას, რო­მე­ლიც წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი­სა და სამ­სკა­რე­ბის (წარ­სუ­ლი აზ­რე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის) ფე­ნე­ბი­თაა დამ­ძი­მე­ბუ­ლი, დი­დი მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

გუ­რუს სიტ­ყვე­ბის უბ­რა­ლოდ მოს­მე­ნა არ ნიშ­ნავს, რომ მო­წა­ფე მოძ­ღვრე­ბას რე­ალუ­რად შე­ით­ვი­სებს. ამას ადას­ტუ­რებს ინ­დრა­სა და ვი­რო­ჩა­ნას ის­ტო­რია. ინ­დრა, ღმერ­თე­ბის მე­ფე და ვი­რო­ჩა­ნა, დე­მონ­თა პრინ­ცი, ერ­თად მი­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ სუ­ლი­ერ მას­წავ­ლე­ბელ ბრაჰ­მას­თან უმაღ­ლე­სი  მეს შეც­ნო­ბის­თვის. ორი­ვემ ერ­თი და იგი­ვე სიტ­ყვე­ბი მო­ის­მი­ნა, მაგ­რამ მხო­ლოდ ინ­დრამ მი­აღ­წია გაღ­ვი­ძე­ბას. მი­სი გა­გე­ბა გაღ­რმავ­და საგ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით და მას­წავ­ლებ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და რწმე­ნით. ის ში­ნა­გან ერ­თია­ნო­ბას გრძნობ­და გუ­რუს­თან — სწო­რედ ეს გახ­და მი­სი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი. ვი­რო­ჩა­ნას შემ­თხვე­ვა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტი. მას არც საგ­ნის და არც მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ის დარ­ჩა ისე­თი­ვე, რო­გო­რიც იყო — გო­ნებ­რი­ვად ძლი­ერი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად გამოუღ­ვი­ძე­ბე­ლი. ინ­დრას ჰქონ­და ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი თავ­მდაბ­ლო­ბა, ვი­რო­ჩა­ნას — ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი ქედ­მაღ­ლო­ბა. ინ­დრა მიძ­ღვნით ეძებ­და ცოდ­ნას, ვი­რო­ჩა­ნა კი პრაქ­ტი­კულ სარ­გე­ბელს — იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­მო­ად­გე­ბო­და.

მო­წა­ფემ ყვე­ლა­ზე მე­ტად სიყ­ვა­რუ­ლი, ზო­მიე­რე­ბა და თავ­მდაბ­ლო­ბა უნ­და და­აფა­სოს. სიყ­ვა­რუ­ლი აჩე­ნს სი­მა­მა­ცეს, ზო­მიე­რე­ბა — სი­უხ­ვეს, ხო­ლო თავ­მდაბ­ლო­ბა — ნამ­დვილ ძა­ლას. სი­მა­მა­ცე სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე სი­სას­ტი­კეა. სი­უხ­ვე ზო­მიე­რე­ბის გა­რე­შე გა­და­ჭარ­ბე­ბა­სა და დაღ­მას­ვლას იწ­ვევს. ძა­ლა თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე ქედ­მაღ­ლო­ბა­სა და ტი­რა­ნია­ში გა­და­იზ­რდე­ბა. ჭეშ­მა­რი­ტი მო­წა­ფე გუ­რუს­გან სწავ­ლობს იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც მას არას­დროს და­ტო­ვებს, რო­ცა იგი პირ­ველ­წყა­როს — სა­კუ­თა­რი არ­სე­ბის საწ­ყისს — და­უბ­რუნ­დე­ბა.

 

სხვა პოსტები

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
სამედიცინო

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში,…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი,…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან.თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და  აალ­დეს რა­თა  მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში.„ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი,…

კითხვის გაგრძელება »
მეტი პოსტი ვერ მოიძებნა

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…