იოგას ნათელქმნა

იოგას ნათელქმნა ნაწილი 4 – Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 4 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

ჩიტა ვიქშეპა (გაფანტულობა და დაბრკოლებები)

გაფანტულობა და დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის მაძიებელს იოგას პრაქტიკაში, არის:

  1. ვიადი – ავადმყოფობა, რომელიც არღვევს ფიზიკურ წონასწორობას
  2. სტიანა – მოდუნება ან გონების შენელება
  3. სამშაია – ეჭვი ან გადაუწყვეტლობა
  4. პრამადა – გულგრილობა ან უგრძნობლობა
  5. ალასია – ზარმაცობა
  6. ავირატი – გრძნობადობა, სურვილის აღმოცენება, როდესაც საგნები იპყრობს გონებას
  7. ბრანტი-დარშანა – მცდარი ცოდნა ან ილუზია
  8. ალაბდჰა-ბჰუმიკატვა – აზრების უწყვეტობის ან კონცენტრაციის მიღწევის შეუძლებლობა, რის გამოც რეალობის დანახვა ვერ ხერხდება
  9. ანავასთიტატვა – არასტაბილურობა, როცა ხანგრძლივი პრაქტიკის შემდეგ მიღწეული კონცენტრაცია ვერ მყარდება

არსებობს კიდევ ოთხი დამატებითი დაბრკოლება: (1) დუხკჰა – ტკივილი ან ტანჯვა; (2) დაურმანსია – სასოწარკვეთა; (3) ანგამეჯაიატვა – სხეულის არამდგრადობა; (4) შვასა-პრაშვასა – სუნთქვის არამდგრადობა.

ბრძოლის მოსაგებად, სარდალი სწავლობს გარემოსა და მტერს და გეგმავს საპასუხო ზომებს. ანალოგიურად, იოგი გეგმავს თავის თავზე გამარჯვებას.

ვი­ადი: აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი დაბ­რკო­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა ან სნე­ულე­ბაა. იო­გის­თვის მი­სი სხე­ული მიღ­წე­ვის უმ­თავ­რე­სი ინ­სტრუ­მენ­ტია. თუ მი­სი „სატ­რან­სპორ­ტო სა­შუა­ლე­ბა“ გა­ფუჭ­და, მოგ­ზაუ­რი შორს ვერ წა­ვა. თუ სხე­ული ავად­მყო­ფო­ბით არის და­სუს­ტე­ბუ­ლი, მა­ძიე­ბე­ლი ცო­ტა რა­მეს მი­აღ­წევს. ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რად­გან გო­ნე­ბა, ჩვე­ულებ­რივ, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვეო­ბით ფუნ­ქციო­ნი­რებს. რო­დე­საც სხე­ული ავა­დაა ან ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა და­ზია­ნე­ბუ­ლია, გო­ნე­ბა ხდე­ბა მო­უს­ვე­ნა­რი ან და­ბინ­დუ­ლი და ინერ­ტუ­ლი, კონ­ცენ­ტრა­ცია ან მე­დი­ტა­ცია კი შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

სტი­ანა: უმო­ტი­ვა­ციო ადა­მი­ანს არ აქვს მი­ზა­ნი, არც გზა რო­მელ­საც გაჰ­ყვე­ბა და არ აქვს ენ­თუ­ზი­აზ­მი. მი­სი გო­ნე­ბა და ინ­ტე­ლექ­ტი უმოქ­მე­დო­ბის გა­მო იბინ­დე­ბა და მი­სი უნა­რე­ბი ჟან­გდე­ბა. მუდ­მი­ვი დი­ნე­ბა მთის ნა­კა­დულს ასუფ­თა­ვებს, მაგ­რამ თხრილ­ში წყა­ლი გუბ­დე­ბა და მას­ში ვე­რა­ფე­რი კარ­გი ვერ ხა­რობს. უმიზ­ნო ადა­მია­ნი ცოც­ხალ გვამს ჰგავს, რად­გან ის ვე­რა­ფერ­ზე ვერ ახ­დენს კონ­ცენ­ტრა­ცი­ას.

სამ­შაი­ა: უგუ­ნურნი, ურ­წმუ­ნონი და ეჭ­ვი­ანები სა­კუ­თარ თავს ანად­გუ­რე­ბენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათ ისია­მოვ­ნონ ამ­ქვეყ­ნიუ­რი ან მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბით, ან გა­ნი­ცა­დონ ბედ­ნიე­რე­ბა? მა­ძიე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს რწმე­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და თა­ვი­სი მოძ­ღვრის მი­მართ. მას უნ­და სჯე­რო­დეს, რომ ღმერ­თი ყო­ველ­თვის მის გვერ­დი­თაა და ვე­რა­ნაი­რი ბო­რო­ტე­ბა ვერ შე­ეხე­ბა მას. რო­გორც კი რწმე­ნა აღ­მო­ცენ­დე­ბა გულ­ში, ის აშ­რობს ვნე­ბას, არა­კე­თილ­გან­წყო­ბას, გო­ნებ­რივ სი­ზარ­მა­ცეს, სუ­ლი­ერ სი­ამა­ყე­სა და ეჭვს, და ამ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი გუ­ლი მშვი­დი და უშ­ფოთ­ვე­ლი ხდე­ბა.

პრა­მა­და: პრა­მა­და­თი და­ავა­დე­ბუ­ლი ადა­მია­ნი სავ­სეა სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნე­ბის გან­ცდით, მოკ­ლე­ბუ­ლია თავ­მდაბ­ლო­ბას და სჯე­რა, რომ მხო­ლოდ ის არის ბრძე­ნი. უდა­ვოა, რომ მან იცის, რა არის სწო­რი ან არას­წო­რი, მაგ­რამ ჯი­უტად ინარ­ჩუ­ნებს გულ­გრი­ლო­ბას სწო­რის მი­მართ და ირ­ჩევს სა­სია­მოვ­ნოს. სა­კუ­თა­რი ეგო­ის­ტუ­რი ვნე­ბე­ბი­სა და პი­რა­დი დი­დე­ბის ოც­ნე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ის შეგ­ნე­ბუ­ლად და ყო­ველ­გვა­რი სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე სწი­რავს ყვე­ლას, ვინც მის გზა­ზე დგას. ასე­თი ადა­მია­ნი ბრმაა ღვთის დი­დე­ბის მი­მართ და ყრუა მი­სი სიტ­ყვე­ბის მი­მართ.

ალა­სია: სი­ზარ­მა­ცის დაბ­რკო­ლე­ბის მო­სახ­სნე­ლად სა­ჭი­როა და­უღა­ლა­ვი ენ­თუ­ზი­აზ­მი (ვი­რია). მა­ძი­ებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მსგავ­სია, რო­მე­ლიც მუ­დამ ნატ­რობს საყ­ვა­რელ­თან შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ არა­სო­დეს ეძ­ლე­ვა სა­სო­წარ­კვე­თას. იმე­დი უნ­და იყოს მი­სი ფა­რი და სი­მა­მა­ცე მი­სი ხმა­ლი. ის უნ­და იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ძულ­ვი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის­გან. რწმე­ნი­თა და ენ­თუ­ზი­აზ­მით მან უნ­და გა­და­ლა­ხოს სხე­ული­სა და გო­ნე­ბის ინერ­ცია.

ავი­რა­ტი: ეს არის უზარ­მა­ზა­რი ლტოლ­ვა სენ­სო­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მი­მართ მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად იქ­ნა მი­ტო­ვე­ბუ­ლი, რაც ასე ძნე­ლი შე­სა­კა­ვე­ბე­ლია. გრძნო­ბა­დი ობი­ექ­ტე­ბი­სად­მი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გა­რე­შე, იო­გი სწავ­ლობს მა­თით ტკბო­ბას გრძნო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად მი­სი კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. პრა­ტია­ჰა­რას პრაქ­ტი­კით ის იძე­ნს თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის­გან და გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სურ­ვი­ლის­გან, ხდე­ბა კმა­ყო­ფი­ლი და მშვი­დი.

ბრან­ტი დარ­შა­ნა: მცდა­რი ცოდ­ნით და­ავა­დე­ბუ­ლი ადა­მია­ნი იტან­ჯე­ბა ბოდ­ვით და სჯე­რა, რომ მხო­ლოდ მან იხი­ლა ჭეშ­მა­რი­ტი სი­ნათ­ლე. მას აქვს ძლი­ერი ინ­ტე­ლექ­ტი, მაგ­რამ მოკ­ლე­ბუ­ლია თავ­მდაბ­ლო­ბას და სიბ­რძნის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს. დებული სუ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნი­თა და მა­თი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ის მტკი­ცედ დგამს ფეხს სწორ გზა­ზე და გა­და­ლა­ხავს თა­ვის სი­სუს­ტეს.

ალაბ­დჰა ბჰუ­მი­კატ­ვა: რო­გორც მთამ­სვლე­ლი ვერ აღ­წევს მწვერ­ვალს გამ­ძლეო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო, ასე­ვე ადა­მი­ანი, ომელ­მაც ვერ შეძ­ლო კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და­მორ­ჩი­ლე­ბა, ვერ შეძ­ლებს რე­ალო­ბის ძი­ებას. მას შე­საძ­ლოა ჰქონ­და რე­ალო­ბის გა­ელ­ვე­ბე­ბი, მაგ­რამ ნათ­ლად ვერ ხე­დავს. ის ჰგავს მუ­სი­კოსს, რო­მელ­მაც სიზ­მარ­ში ღვთა­ებ­რი­ვი მუ­სი­კა მო­ის­მი­ნა, მაგ­რამ ვერ იხ­სე­ნებს მას გაღ­ვი­ძე­ბი­სას და ვერ იმეო­რებს სიზ­მარს.

ანა­ვას­თი­ტატ­ვა: ანა­ვას­თი­ტატ­ვა­თი და­ავა­დე­ბუ­ლი ადა­მია­ნი მძი­მე შრო­მით მიუ­ახ­ლოვ­და რე­ალო­ბას. ბედ­ნიე­რი და ამა­ყი თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბით, ის დუნ­დე­ბა თა­ვის პრაქ­ტი­კა­ში (სად­ჰა­ნა). მას აქვს სიწ­მინ­დე და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დი­დი ძა­ლა და მი­სუ­ლია თა­ვი­სი ძი­ების სა­ბო­ლოო გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე. ამ ბო­ლო ეტაპ­ზეც კი მუდ­მი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­აგ­რძე­ლოს გზა უსაზ­ღვრო მოთ­მი­ნე­ბი­თა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­უპოვ­რო­ბით, რა­თა არა­სო­დეს მო­დუნ­დეს ღვთის შეც­ნო­ბის გზა­ზე. ის უნ­და და­ელო­დოს, ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლის მას­ზე გად­მოს­ვლას. რო­გორც ნათ­ქვა­მია კატ­ჰო­პა­ნი­შად­ში: „ჭეშ­მა­რი­ტი მე არ შე­იც­ნო­ბა სწავ­ლი­თა და და­რი­გე­ბით, არც ინ­ტე­ლექ­ტის დახ­ვე­წი­ლო­ბით, არც დი­დი ცოდ­ნით, არა­მედ მხო­ლოდ იმით რა­საც მი­ელ­ტვის და რა­საც ირ­ჩევს. ჭეშ­მა­რი­ტად, ასე­თს ‘ჭეშ­მა­რი­ტი მე’ უმ­ჟღავ­ნებს თა­ვის არ­სე­ბას.“

დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­სა­ლა­ხად და წმინ­და ბედ­ნიე­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, პა­ტან­ჯა­ლიმ რამ­დე­ნი­მე სა­შუა­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა. სა­უკე­თე­სო მათ­გა­ნია ოთ­ხმა­გი სა­შუა­ლე­ბა: მა­იტ­რი (მე­გობ­რო­ბა), კა­რუ­ნა (თა­ნაგ­რძნო­ბა), მუ­დი­ტა (სი­ხა­რუ­ლი) და უპეკ­შა (უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა).

მა­იტ­რი არ არის მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა, არა­მედ ერ­თია­ნო­ბის გან­ცდა მე­გობ­რო­ბის ობი­ექ­ტთან (ატ­მია­ტა). დე­და გა­ნიც­დის დიდ ბედ­ნიე­რე­ბას შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის გა­მო ატ­მია­ტას, ერ­თია­ნო­ბის გან­ცდის გა­მო. პა­ტან­ჯა­ლი მა­იტ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს სუკ­ჰას­თვის (ბედ­ნიე­რე­ბა ან სათ­ნო­ება). იო­გი კულ­ტი­ვი­რებს მა­იტ­რი­სა და ატ­მია­ტას სი­კე­თის­თვის და მტრებს მე­გობ­რე­ბად აქ­ცევს, არა­ვის მი­მართ არ აქვს ბო­რო­ტე­ბა.

კა­რუ­ნა არ არის მხო­ლოდ თა­ნაგ­რძნო­ბის ან შეწ­ყა­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის ცრემ­ლე­ბის ღვრა სხვე­ბის ტან­ჯვის (დუხ­კჰა) გა­მო. ეს არის თა­ნაგ­რძნო­ბა, შეწ­ყვი­ლე­ბუ­ლი თავ­და­დე­ბულ მოქ­მე­დე­ბას­თან ტან­ჯულ­თა გა­სა­ჭი­რის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად. იო­გი იყე­ნებს ყვე­ლა თა­ვის რე­სურსს – ფი­ზი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ, გო­ნებ­რივ თუ მო­რა­ლურ – სხვე­ბის ტკი­ვი­ლი­სა და ტან­ჯვის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად. ის უზია­რებს თა­ვის ძა­ლას სუს­ტებს, სა­ნამ ისი­ნი არ გაძ­ლი­ერ­დე­ბი­ან. ის უზია­რებს თა­ვის სი­მა­მა­ცეს მშიშ­რებს, სა­ნამ ისი­ნი გა­ბე­დუ­ლე­ბი არ გახ­დე­ბი­ან მი­სი მა­გა­ლი­თით. ის უარ­ყოფს „ძლიე­რის გა­დარ­ჩე­ნის“ პრინ­ციპს და სუს­ტებს საკ­მა­რი­სად აძ­ლიე­რებს გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ის ხდე­ბა თავ­შე­სა­ფა­რი ყვე­ლას­თვის.

მუ­დი­ტა არის სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა სხვის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი კარ­გი საქ­მის (პუ­ნია) გა­მო, თუნ­დაც ის მე­ტო­ქე იყოს. მუ­დი­ტას მეშ­ვეო­ბით იო­გი თავს იხ­სნის მრა­ვა­ლი გუ­ლის ტკი­ვი­ლის­გან იმით, რომ არ ავ­ლენს სიბ­რა­ზეს, სი­ძულ­ვილს ან შურს სხვის მი­მართ, ვინც მი­აღ­წია სა­სურ­ველ მი­ზანს, რა­საც თვი­თონ ვერ მი­აღ­წია.

უპეკ­შა: ეს არ არის მხო­ლოდ ზიზ­ღის ან შე­ურაც­ხყო­ფის გან­ცდა იმ ადა­მია­ნის მი­მართ, ვინც მან­კიე­რე­ბა­ში (აპუ­ნია) ჩა­ვარ­და, ან მის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბის ან უპი­რა­ტე­სო­ბის გან­ცდა. ეს არის სა­კუ­თა­რი თა­ვის გულ­დას­მით გა­მოკ­ვლე­ვა იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გორ მო­იქ­ცეო­და ადა­მია­ნი იგი­ვე ცდუ­ნე­ბე­ბის წი­ნა­შე. ეს ასე­ვე არის გა­მოკ­ვლე­ვა იმი­სა, თუ რამ­დე­ნად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ადა­მია­ნი იმ მდგო­მა­რეო­ბა­ზე, რო­მელ­შიც უბე­დუ­რი აღ­მოჩ­ნდა, და შემ­დგო­მი მცდე­ლო­ბა მი­სი სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბის. იო­გი სხვე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს სა­კუ­თარ თავ­ში მა­თი და­ნახ­ვი­თა და შეს­წავ­ლით იგე­ბს. ეს თვით­შეს­წავ­ლა ას­წავ­ლის მას, რომ იყოს ქველ­მოქ­მე­დი ყვე­ლას მი­მართ.

ოთ­ხმა­გი სა­შუა­ლე­ბის – მა­იტ­რი, კა­რუ­ნა, მუ­დი­ტა და უპეკ­შა – ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოს მო­უს­ვე­ნარ­მა გო­ნე­ბამ. ჩემ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­მიყ­ვა­ნა დას­კვნამ­დე, რომ ჩვე­ულებ­რი­ვი მა­მა­კა­ცის­თვის ან ქა­ლის­თვის მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დოე­ბა­ში, მშვი­დი გო­ნე­ბის მი­საღ­წევი გზა არის იო­გას რვა ეტა­პი­დან ორი, კერ­ძოდ, ასა­ნა­სა და პრა­ნაი­ამა­ზე, გან­საზ­ღვრუ­ლად მუ­შა­ობა.

გო­ნე­ბა (მა­ნას) და სუნ­თქვა (პრა­ნა) მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ერ­თის აქ­ტი­ვო­ბა ან აქ­ტი­ვო­ბის შეწ­ყვე­ტა გავ­ლე­ნას ახ­დენს მე­ორე­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ტან­ჯა­ლიმ რე­კო­მენ­და­ცია გა­უწია პრა­ნაი­ამას (რიტ­მუ­ლი სუნ­თქვის კონ­ტრო­ლი) გო­ნებ­რი­ვი წო­ნას­წო­რო­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მი­საღ­წე­ვად.

სხვა პოსტები

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
სამედიცინო

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში,…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი,…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან.თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და  აალ­დეს რა­თა  მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში.„ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი,…

კითხვის გაგრძელება »
მეტი პოსტი ვერ მოიძებნა

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…