იოგას ნათელქმნა ნაწილი 4 – Light on Yoga
გაფანტულობა და დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის მაძიებელს იოგას პრაქტიკაში, არის: არსებობს კიდევ ოთხი დამატებითი დაბრკოლება: (1) დუხკჰა – ტკივილი ან ტანჯვა; (2) დაურმანსია – სასოწარკვეთა; (3) ანგამეჯაიატვა – სხეულის არამდგრადობა; (4) შვასა-პრაშვასა – სუნთქვის არამდგრადობა. ბრძოლის მოსაგებად, სარდალი სწავლობს გარემოსა და მტერს და გეგმავს საპასუხო ზომებს. ანალოგიურად, იოგი გეგმავს თავის თავზე გამარჯვებას. ვიადი: აღსანიშნავია, რომ პირველი დაბრკოლება ჯანმრთელობის დარღვევა ან სნეულებაა. იოგისთვის მისი სხეული მიღწევის უმთავრესი ინსტრუმენტია. თუ მისი „სატრანსპორტო საშუალება“ გაფუჭდა, მოგზაური შორს ვერ წავა. თუ სხეული ავადმყოფობით არის დასუსტებული, მაძიებელი ცოტა რამეს მიაღწევს. ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარებისთვის, რადგან გონება, ჩვეულებრივ, ნერვული სისტემის მეშვეობით ფუნქციონირებს. როდესაც სხეული ავადაა…

