შეარჩიეთ ინსტრუქტორი
შეარჩიეთ ინსტრუქტორი
15 ინსტრუქტორი
13
წელი
ანა ელანიძე
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- ჰათჰა იოგა, იოგა ინდვივდუალური მიდგომით
იოგას პრაქტიკითა და შესწავლით, ასევე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით უწყვეტად ვარ დაკავებული 2012 წლიდან. წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკის, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობის ადამიანებთან, ასევე ბავშვებთან და ხანდაზმულებთან ვმუშაობ, უფრო სწორედ ვთანამშრომლობ, ეს სიტყვა უფრო ზუსტად გამოხატავს ჩვენი ურთიერთობის ფორმას. უკვე რამდენიმე წელია ასევე ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. მრავალწლიანმა პრაქტიკამ და დაკვირვებამ ნათლად დამანახა, რომ ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური საჭიროებები აქვს და შესაბამისად ყველას კონკრეტულად მასზე მორგებული, „მისი“ იოგა და მიდგომა სჭირდება.
- კერძო ინსტრუქტორი
- ონლაინ ინსტრუქტორი
3
წელი
ანა წულაია
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- ჰათჰა იოგა, ვინიასა იოგა
იოგას მივყვები 2022 წლიდან, ამ პრაქტიკამ ბევრი ცვლილება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ახლა თავად ვცდილობ სხვებს ვასწავლო, თუ როგორ იგძნონ თავი კარგად საკუთარ სხეულში. მოსწავლეებს ვავარჯიშებ სხვადასხვა სტილით (ჰათჰა, ვინიასა) როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (კორპორატიული ჯგუფები), მაქვს ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილებიც. ვარჯიშის პროცესში ყურადღებას ვაქცევ მთლიანად სხეულის გაჯანსაღებას, თერაპიული მხრივ, ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობას (ხერხემალი, სახსრები, ტრავმა, სისხლის მიმოქცევა...). მენტალურ ჭრილში კი, კონცენტრაციის, ყურადღების განვითარება საკუთარ სხეულსა და ემოციებზე დაკვირვება-გააზრება.
- კერძო ინსტრუქტორი
- ონლაინ ინსტრუქტორი
8
წელი
გურამ ჟღამაძე სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- აშთანგა იოგა მაისორი
ჩემი იოგას გზა საქართველოში დაიწყო და შემდეგ ინდოეთში, რიშიკეშის ‘Siddhi Yoga’-ს სკოლაში გაგრძელდა, სადაც 550 საათზე მეტი ტრენინგი გავიარე. იოგას ჩემი ცხოვრების 10 000 საათზე მეტი დავუთმე. ამ ეტაპზე ვარ Yoga Alliance-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და ვფლობ RYT 500 და E-RYT 200 საერთაშორისო კვალიფიკაციას, თუმცა ჩემთვის მთავარი არა მხოლოდ ეს სტატუსები, არამედ თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობაა. ყურადღებით ვაკვირდები მოსწავლეების ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას და მათ ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ჩემი პრაქტიკა ღიაა ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის – ერთად ვიპოვით თქვენზე მორგებულ რიტმს.
- კერძო ინსტრუქტორი
- ონლაინ ინსტრუქტორი
- სტუდიის ინსტრუქტორი
14
წელი
ეკატერინე სამხარაძე
- ინსტრუქტორის ტიპი
- სიზმარხილვის ინსტრუქტორი
ვარ სიზმარხილვის (Lucid Dreaming) თვითნასწავლი პრაქტიკოსი. ჩემი მოგზაურობა ამ სამყაროში 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი ტექნიკა დავამუშავე. დღეს ზუსტად ვიცი, რა მუშაობს, როგორ და რატომ. სიზმარი ძლიერი იარაღია, პრაქტიკა კი — მისი გაწრთობის საშუალება. თუ რაში გამოიყენებთ ამ უნარს, ეს უკვე თქვენს პირად სურვილებსა და მიზნებზეა დამოკიდებული. ვმუშაობ მხოლოდ ზრდასრულებთან.
- ონლაინ ინსტრუქტორი
6
წელი
თამარ დარახველიძე სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- სახის იოგას ინსტრუქტორი
ჩემთვის სახის იოგა არის ბევრად ღრმა სფერო, ვიდრე უბრალოდ ვარჯიში და სახის კანის სილამაზე. სახის იოგის პრაქტიკა სულ სხვა სიღრმით და სიძლიერით აყვარებს ადამიანებს თავიანთ სილამაზეს, თავიანთ ინდივიდუალურობას, აუმჯობესებს თავდაჯერებულობას, ვარჯიში სხეულს ათავისუფლებს სპაზმებისა და ბლოკებისაგან, შესაბამისად ამცირებს სტრესს და შფოთვას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ზოგად ჯანმრთელობაზე აქვს პოზიტიური გავლენა. სამი წელზე მეტია ამ მიმართულებით ვპოზიციონირებ, როგორც ინსტუქტორი, მყავს უამრავი მოსწავლე-პრაქტიკოსი, როგორც ინდივიდუალურ სესიებზე, ასევე ვარ ონლაინ სავარჯიშო პროგრამის ავტორი.
- ონლაინ ინსტრუქტორი
12
წელი
იზა ვაშაკიძე სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა, პრენატალ იოგა, პოსტნატალ იოგა
იოგას სწავლება 2014 წლიდან დავიწყე, "იოგას აკადემიაში". 2016 წლიდან ვასწავლი პრენატალ იოგასაც. მაქვს TTC200 საათიანი სერთიფიკატი. 2025 წლიდან ვმუშაობ "ნინიოგაში", სადაც ჩემი გამოცდილებისა და პროფესიული ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე პოსტნატალური იოგას კლასებიც დავამატეთ. ამჟამად ვატარებ სთჰირა ფლოუს კლასებსაც, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკის მდგრად, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებაზე. ამ პრაქტიკაში თავმოყრილია, როგორც გაწელვები, ასევე ძალისმიერი ვარჯიშები, რათა მოხდეს სხეულის დაბალანსებული განვითარება.
- სტუდიის ინსტრუქტორი
8
წელი
ირაკლი შულაია
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- აშთანგა იოგა მაისორი
მაისორის სტილის იოგას ინსტრუქტორი, გამოცდილი როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური, კორპორატიული თუ ონლაინ კლასების გაძღოლაში. მიმუშავია როგორც ასაკოვან ხალხთან, ასევე მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებთან, როგორც ფიზიკური ისევე მენტალური კუთხით, ამავდროულად შემიძლია აქტიური ფიზიკური მომზადება გავუწიო გამოცდილ სპორტსმენებსაც.
- კერძო ინსტრუქტორი
- ონლაინ ინსტრუქტორი
- სტუდიის ინსტრუქტორი
15
წელი
ირინე ნიკოლაიშვილი
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- იოგა ინდვივდუალური მიდგომით
იოგით დავინტერესდი და მისი შესწავლა 2010 წელს დავიწყე. მრავალი წელიწადია ვასწავლი, აქედან 7 წელია ონლიან გაკვეთილებსაც ვატარებ. ჩემი მოსწავლეები ყველა ასაკის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ადამიანები არიან. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვუდგები და ვუდგენ შესაბამის ვარჯიშებს.
- ონლაინ ინსტრუქტორი
1
წელი
მარიამ ობგაიძე
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- ვინიასა იოგა, იოგა ინდვივდუალური მიდგომით
დიდიხანია იოგათი ვარ დაინტერესებული. 2015 წელს დავიწყე ვარჯიში და პირველივე გაკვეთილიდან ვიცოდი, რომ ვიპოვე ჩემი ნაწილი. ამის შემდეგ უწყვეტად ვაგრძელებ პრაქტიკას. ვფიქრობ დადგა დრო, რომ ჩემი აღმოჩენა სხვებსაც გავუზიარო, თუ როგორ იპოვონ ჰარმონია სხეულთან, როგორ გაიუმჯებესონ როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობა. ვარ დამწყები ინსტრუქტორი. ვასწავლი აშთანგა ვინიასა იოგას და აშთანგა მაისორის სტილს ონლაინ და ინდივიდუალურად.
- კერძო ინსტრუქტორი
- ონლაინ ინსტრუქტორი
7
წელი
ნათია ნათენაძე (ჯუნო) სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- ჰათჰა იოგა
მე ვარ ჯუნო, იოგას პრაქტიკა 2016 წლიდან დავიწყე, ინსტრუქტორი ვარ 2019 წლიდან. გავიარე სწავლება რიშიკეშში, (ინდოეთში). ვარ დავით კანდელაკის მოსწავლე (იოგარუმსის დამფუძნებელი). ვასწავლიდი სხვადასხვა სტუდიაში. წლებია მაქვს შეხება ონლაინ სწავლებასთან - ინდივიდუალური თუ ჯგუფური პრაქტიკის. სწორი სუნთქვა, ასანების შესწავლა და რელაქსაცია ძირითადი აქცენტებია.
- ონლაინ ინსტრუქტორი
12
წელი
ნინო იაშვილი სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- აშტანგა იოგა, პრენატალური იოგა, პოსტნატალური იოგა
დამოუკიდებელად სწავლება 2014 წელს დავიწყე "იოგას სახლში" ამჟამინდელ " იოგას აკადემიაში".ჩემი პირველი კლასი საბავშვო და პრენატალ იოგა იყო. 2015 წლიდან უკვე მაისორის კლასს ვუძღვებოდი და პარალელურად ინდივიდუალურ გაკვეთილებს ვატარებდი. მაქვს სხვადასხვა დიაგნოზის შემთხვევებთან - ინსულტი, თიაქარი, მეორე და მესამე ხარისხის სქოლიოზი, პოსტ - ქიმიოთერაპიის რებილიტაცია და სხვადასვა ნერვულ დაზიანებებთან მუშაობის გამოცდილება. ბავშვებთან მუშაობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემი, როგორც მასწავლებლის ჩამოყალიბებაში.2020 წელს დავაარსე სტუდია "ნინიოგა". ახლა უკვე ჩემს პატარა გუნდთან ერთად ვუძღვები საყვარელ საქმიანობას.
- სტუდიის ინსტრუქტორი
6
წელი
ნინო მეტრეველი სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- ჰათჰა იოგა, აშტანგა იოგა
იოგას პრაქტიკა 2014 წელს, როგორც მასწავლებელმა კი 2020 წელს დავიწყე მოღვაწეობა. Yoga academy -ში გავიარე პროფესოული კურსი (ttc 200) მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მასწავლა, როგორ მოვარგო იოგა სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. მაქვს სხვადასხვა დონის და ასაკობრივი ჯგუფების ჰათჰა, ვინიასა და აშტანგა იოგას სწავლების გამოცდილება სხვადასხვა სტუდიებში და ონლაინ. ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამების შედგენა მოსწავლის შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით. ჩემთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება , რთული ასანების მოდიფიკაციების შეთავაზება და ტრავმების პრევენცია, რათა ჩემს გაკვეთილზე თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად. ნინიოგაში ვხელმძღვანელობ სთირა ფლოუს კლასს. ესაა ახალი დინამიური იოგას სტილი რომელიც წარმოადგენს ფართო სპექტრის ძალისმიერ და აქტიური გაწელვების ასანების სინთეზს, რომელიც ერთდროულად მუშაობს სხეულისა და გონების განვითარებაზე.
- სტუდიის ინსტრუქტორი
15
წელი
სალომე კახურაშვილი სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- ჰათჰა იოგა, იოგა ინდვივდუალური მიდგომით
2010 წლიდან შევისწავლი იოგას. 14 წელზე მეტია ვატარებ როგორც მაისორის სტილით ასევე ჯგუფურ ვარჯიშებს. 2020 წლიდან ვატარებ ონლაინ, ინდივიდუალურ, კორპორატიულ კომპანიებში, ასევე გასვლით ტურებში. ვმუშაობდი სკოლაში ბავშვებთან 4 წელი. მრავალწლიანი გამოცილების მანძილზე ჩემს პრაქტიკაში იოგას სხვადასხვა სტილს ვიყენებ. მოსწავლესთან მუშაობისას მიდგომის იმ მოდელს ვარჩევ და ვთავაზობ, რომელიც მის გაჯანსაღება - განვითარებისთვის იქნება საუკეთესო.
- კერძო ინსტრუქტორი
- ონლაინ ინსტრუქტორი
- სტუდიის ინსტრუქტორი
6
წელი
სალომე პეტრიაშვილი
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- იოგა ინდვივდუალური მიდგომით
11 წელია იოგით ვარ დაკავებული, სწავლების გზა ახალი დაწყებული მაქვს. ვფიქრობ თითოეულ მოსწავლეს, იოგას მეშვეობით, დავეხმარები გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
- კერძო ინსტრუქტორი
4
წელი
სოფო ბაბუაძე სერთიფიცირებული
- ინსტრუქტორის ტიპი
- იოგას ინსტრუქტორი
- სიტილი
- აშთანგა ვინიასა ფლოუ
იოგას პირადი პრაქტიკა 2014 წლიდან დავიწყე. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან. სხვადასხვა დროს ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სტუდიებთან და დარბაზებთან. განათლება მიღებული მაქვს „საქართველოს იოგას აკადემიაში“.წლების განმავლობაში დავაკვირდი, თუ როგორ რადიკალურად ცვლის იოგას რეგულარული პრაქტიკა ადამიანებს: უმჯობესდებათ სხეულის ფორმები და განწყობა, იკლებენ წონაში, უმცირდებათ სტრესი, მატულობს ენერგია და მოტივაცია. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა იმის მოსმენა, რომ ადამიანებს იოგა შევაყვარე. მჯერა, რომ იოგა საუკეთესო ჯანსაღი ჩვევაა, რომელსაც ნებისმიერ ასაკში მოაქვს ფიზიკური და მენტალური სარგებელი.
- კერძო ინსტრუქტორი
- ონლაინ ინსტრუქტორი
არცერთი ინსტრუქტორი არ აკმაყოფილებს მოცემულ ფილტრს. გაასუფთავეთ ფილტრი.
