
იზა ვაშაკიძე
იოგას ინსტრუქტორი
გამოცდილება 12 წელი
ინსტრუქტორის შესახებ
იოგა ჩემს ცხოვრებაში 2012 წელს გამოჩნდა. პრაქტიკა „იოგას აკადემიაში“ (ყოფილ „იოგას სახლში“), გიორგი ბერძენიშვილთან დავიწყე, ხოლო 2014 წლიდან თავადაც დავიწყე სწავლება იმავე სტუდიაში. 2016 წლიდან ვასწავლი პრენატალ იოგასაც. მაქვს TTC 200-საათიანი სერტიფიკატი.
2025 წლიდან ვმუშაობ „ნინიოგას“ სტუდიაში, სადაც ჩემი გამოცდილებისა და პროფესიული ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე პოსტნატალური იოგას კლასებიც დავამატეთ.
წლების განმავლობაში ჩემი სწავლების მიდგომა უფრო ინდივიდუალური გახდა — ორიენტირებული მოსწავლის შესაძლებლობებზე, ანატომიურ დეტალებსა და უსაფრთხოებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა საკუთარი ტემპით შეძლოს განვითარება და თავისი შესაძლებლობების აღმოჩენა.
განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის ორსულებისა და ახალბედა დედების მხარდაჭერა. ჩემი მიზანია, იოგა ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს და დაეხმაროს მათ საკუთარ სხეულთან კავშირის, შინაგანი წონასწორობისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში.
სწავლების მეთოდი
ჩემი სწავლების სტილი დროთა განმავლობაში იცვლება და იხვეწება. უპირველესად ყურადღებას ვაქცევ ანატომიურ დეტალებს, მოსწავლის ტრამვებს (არსებობის შემთხვევაში) და სუნთქვას. ამის მიხედვით ვურჩევ ასანების გამარტივებულ ან სახეცვლილ ვარიანტებს. მიუხედავად რბილი მიდგომისა, არ ვივიწყებ მოსწავლის განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენისკენ სწრაფვას.

