პერსონალური კლასები

პერსონალური კლასები

ინსტრუქტორის ტიპი
გამოცდილება 0+ წელი

8 ინსტრუქტორი

13 წელი

ანა ელანიძე

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა მაისორი

იოგას პრაქტიკითა და შესწავლით, ასევე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით უწყვეტად  ვარ დაკავებული 2012 წლიდან. წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკის, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობის ადამიანებთან, ასევე ბავშვებთან და ხანდაზმულებთან  ვმუშაობ, უფრო სწორედ ვთანამშრომლობ, ეს სიტყვა უფრო ზუსტად გამოხატავს ჩვენი ურთიერთობის ფორმას. უკვე რამდენიმე წელია ასევე ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. მრავალწლიანმა პრაქტიკამ და დაკვირვებამ ნათლად დამანახა, რომ ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური საჭიროებები აქვს და შესაბამისად ყველას კონკრეტულად მასზე მორგებული, „მისი“ იოგა და მიდგომა სჭირდება.

3 წელი

ანა წულაია

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
ჰათჰა იოგა, ვინიასა იოგა

იო­გას მივ­ყვე­ბი 2022 წლიდან, ამ პრაქ­ტი­კამ ბევ­რი ცვლი­ლე­ბა შე­მოი­ტა­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ახ­ლა თა­ვად ვცდი­ლობ სხვებს ვას­წავ­ლო, თუ რო­გორ იგ­ძნონ თა­ვი კარ­გად სა­კუ­თარ სხე­ულ­ში. მოს­წავ­ლე­ებს ვა­ვარ­ჯი­შებ სხვა­დას­ხვა სტი­ლით (ჰათ­ჰა, ვი­ნია­სა) რო­გორც ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რად, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად (კორ­პო­რა­ტიუ­ლი ჯგუ­ფე­ბი), მაქვს ონ­ლა­ინ ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბიც. ვარ­ჯი­შის პრო­ცეს­ში ყუ­რად­ღე­ბას ვაქ­ცევ მთლი­ანად სხე­ულის გა­ჯან­სა­ღე­ბას, თე­რა­პიუ­ლი მხრივ, ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შაო­ბას (ხერ­ხე­მა­ლი, სახ­სრე­ბი, ტრავ­მა, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა...). მენ­ტა­ლურ ჭრილ­ში კი, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის, ყუ­რად­ღე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­კუ­თარ სხე­ულ­სა და ემო­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა-გა­აზ­რე­ბა.

8 წელი

გურამ ჟღამაძე სერთიფიცირებული

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
აშთანგა იოგა მაისორი

ჩემი იოგას გზა საქართველოში დაიწყო და შემდეგ ინდოეთში, რიშიკეშის ‘Siddhi Yoga’-ს სკოლაში გაგრძელდა, სადაც 550 საათზე მეტი ტრენინგი გავიარე. იოგას ჩემი ცხოვრების 10 000 საათზე მეტი დავუთმე. ამ ეტაპზე ვარ Yoga Alliance-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და ვფლობ RYT 500 და E-RYT 200 საერთაშორისო კვალიფიკაციას, თუმცა ჩემთვის მთავარი არა მხოლოდ ეს სტატუსები, არამედ თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობაა. ყურადღებით ვაკვირდები მოსწავლეების ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას და მათ ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ჩემი პრაქტიკა ღიაა ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის – ერთად ვიპოვით თქვენზე მორგებულ რიტმს.

8 წელი

ირაკლი შულაია

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
აშთანგა იოგა მაისორი

მა­ისო­რის სტი­ლის იო­გას ინ­სტრუქ­ტო­რი, გა­მოც­დი­ლი რო­გორც ჯგუ­ფუ­რი, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი, კორ­პო­რა­ტიუ­ლი თუ ონ­ლა­ინ კლა­სე­ბის გაძ­ღო­ლა­ში. მი­მუ­შა­ვია რო­გორც ასა­კო­ვან ხალ­ხთან, ასე­ვე მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მია­ნებ­თან, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ისე­ვე მენ­ტა­ლუ­რი კუთ­ხით, ამავ­დროუ­ლად შე­მიძ­ლია აქ­ტიუ­რი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა გა­ვუ­წიო გა­მოც­დილ სპორ­ტსმე­ნებ­საც.

1 წელი

მარიამ ობგაიძე

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
აშთანგა იოგა მაისორი, ვინიასა იოგა

დი­დი­ხა­ნია იო­გა­თი ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. 2015 წელს და­ვიწ­ყე ვარ­ჯი­ში და პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თი­ლი­დან ვი­ცო­დი, რომ ვი­პო­ვე ჩე­მი ნა­წი­ლი. ამის შემ­დეგ უწ­ყვე­ტად ვაგ­რძე­ლებ პრაქ­ტი­კას. ვფიქ­რობ დად­გა დრო, რომ ჩე­მი აღ­მო­ჩე­ნა სხვებ­საც გა­ვუ­ზი­არო, თუ რო­გორ იპო­ვონ ჰარ­მო­ნია სხე­ულ­თან, რო­გორ გაი­უმ­ჯე­ბე­სონ რო­გორც მენ­ტა­ლუ­რი, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ობა. ვარ დამ­წყე­ბი ინ­სტრუქ­ტო­რი. ვას­წავ­ლი აშ­თან­გა ვი­ნია­სა იო­გას და აშ­თან­გა მა­ისო­რის სტილს ონ­ლა­ინ და ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რად.

15 წელი

სალომე კახურაშვილი სერთიფიცირებული

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა მაისორი

2010 წლიდან შევისწავლი იოგას. 14 წელზე მეტია ვატარებ როგორც მაისორის სტილით ასევე ჯგუფურ ვარჯიშებს. 2020 წლიდან ვატარებ ონლაინ, ინდივიდუალურ, კორპორატიულ კომპანიებში, ასევე გასვლით ტურებში. ვმუშაობდი სკოლაში ბავშვებთან 4 წელი. მრავალწლიანი გამოცილების მანძილზე ჩემს პრაქტიკაში იოგას სხვადასხვა სტილს ვიყენებ. მოსწავლესთან მუშაობისას მიდგომის იმ მოდელს ვარჩევ და ვთავაზობ, რომელიც მის გაჯანსაღება - განვითარებისთვის იქნება საუკეთესო.

6 წელი

სალომე პეტრიაშვილი

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
აშთანგა იოგა მაისორი

11 წე­ლია იო­გით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, სწავ­ლე­ბის გზა ახა­ლი დაწ­ყე­ბუ­ლი მაქვს. ვფიქ­რობ თი­თოე­ულ მოს­წავ­ლეს, იო­გას მეშ­ვეო­ბით, და­ვეხ­მა­რე­ბი გაი­უმ­ჯო­ბე­სოს ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რეო­ბა.

4 წელი

სოფო ბაბუაძე სერთიფიცირებული

ინსტრუქტორის ტიპი
იოგას ინსტრუქტორი
სიტილი
აშთანგა ვინიასა ფლოუ

იოგას პირადი პრაქტიკა 2014 წლიდან დავიწყე. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან. სხვადასხვა დროს ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სტუდიებთან და დარბაზებთან. განათლება მიღებული მაქვს „საქართველოს იოგას აკადემიაში“.წლების განმავლობაში დავაკვირდი, თუ როგორ რადიკალურად ცვლის იოგას რეგულარული პრაქტიკა ადამიანებს: უმჯობესდებათ სხეულის ფორმები და განწყობა, იკლებენ წონაში, უმცირდებათ სტრესი, მატულობს ენერგია და მოტივაცია. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა იმის მოსმენა, რომ ადამიანებს იოგა შევაყვარე. მჯერა, რომ იოგა საუკეთესო ჯანსაღი ჩვევაა, რომელსაც ნებისმიერ ასაკში მოაქვს ფიზიკური და მენტალური სარგებელი.

Scroll to Top

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

September 2026

კალენდარი იტვირთება…
?
Instructor

September 2026

კალენდარი იტვირთება…