ონლაინ კლასები
ონლაინ კლასები
გამოცდილება: 13 წელი

ანა ელანიძე
იოგას ინსტრუქტორი
ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა მაისორი
2012 წლიდან უწყვეტად შევისწავლი და დაკავებული ვარ იოგით, ასევე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. წლების განმავლობაში ვმუშაობ სხვადასხვა ასაკის, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობის ადამიანებთან. მაქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური, მათ შორის ბავშვებთან და ხანდაზმულებთან მუშაობის გამოცდილება. რამდენიმე წელია ვატარებ ონლაინ გაკვეთილებსაც. მრავალწლიანმა პრაქტიკამ და დაკვირვებამ ნათლად დამანახა, რომ ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური საჭიროებები აქვს და შესაბამისად ყველას კონკრეტულად მასზე მორგებული, „მისი“ იოგა და მიდგომა სჭირდება.
გამოცდილება: 3 წელი

ანა წულაია
იოგას ინსტრუქტორი
ჰათჰა იოგა, ვინიასა იოგა
იოგას მივყვები 2022 წლიდან, ამ პრაქტიკამ ბევრი ცვლილება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ახლა თავად ვცდილობ სხვებს ვასწავლო, თუ როგორ იგძნონ თავი კარგად საკუთარ სხეულში. მოსწავლეებს ვავარჯიშებ სხვადასხვა სტილით (ჰათჰა, ვინიასა) როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (კორპორატიული ჯგუფები), მაქვს ონლაინ ინდივიდუალური გაკვეთილებიც. ვარჯიშის პროცესში ყურადღებას ვაქცევ მთლიანად სხეულის გაჯანსაღებას, თერაპიული მხრივ, ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობას (ხერხემალი, სახსრები, ტრავმა, სისხლის მიმოქცევა…). მენტალურ ჭრილში კი, კონცენტრაციის, ყურადღების განვითარება საკუთარ სხეულსა და ემოციებზე დაკვირვება-გააზრება.
გამოცდილება: 8 წელი

გურამ ჟღამაძე
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა იოგა მაისორი
მოგესალმებით! ჩემი იოგას გზა საქართველოში დაიწყო და შემდეგ ინდოეთში, რიშიკეშის ‘Siddhi Yoga’-ს სკოლაში გაგრძელდა, სადაც 550 საათზე მეტი ტრენინგი გავიარე. იოგას ჩემი ცხოვრების 10 000 საათზე მეტი დავუთმე. ამ ეტაპზე ვარ Yoga Alliance-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და ვფლობ RYT 500 და E-RYT 200 საერთაშორისო კვალიფიკაციას, თუმცა ჩემთვის მთავარი არა მხოლოდ ეს სტატუსები, არამედ თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობაა. ყურადღებით ვაკვირდები მოსწავლეების ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას და მათ ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ჩემი პრაქტიკა ღიაა ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის – ერთად ვიპოვით თქვენზე მორგებულ რიტმს.
გამოცდილება: 14 წელი

ეკატერინე სამხარაძე
სიზმარხილვის ინსტრუქტორი
ვარ სიზმარხილვის (Lucid Dreaming) თვითნასწავლი პრაქტიკოსი. ჩემი მოგზაურობა ამ სამყაროში 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი ტექნიკა დავამუშავე. დღეს ზუსტად ვიცი, რა მუშაობს, როგორ და რატომ. სიზმარი ძლიერი იარაღია, პრაქტიკა კი — მისი გაწრთობის საშუალება. თუ რაში გამოიყენებთ ამ უნარს, ეს უკვე თქვენს პირად სურვილებსა და მიზნებზეა დამოკიდებული. ვმუშაობ მხოლოდ ზრდასრულებთან.
გამოცდილება: 6 წელი

თამარ დარახველიძე
სახის იოგას ინსტრუქტორი
ჩემთვის სახის იოგა არის ბევრად ღრმა სფერო, ვიდრე უბრალოდ ვარჯიში და სახის კანის სილამაზე. სახის იოგის პრაქტიკა სულ სხვა სიღრმით და სიძლიერით აყვარებს ადამიანებს თავიანთ სილამაზეს, თავიანთ ინდივიდუალურობას, აუმჯობესებს თავდაჯერებულობას, ვარჯიში სხეულს ათავისუფლებს სპაზმებისა და ბლოკებისაგან, შესაბამისად ამცირებს სტრესს და შფოთვას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და ზოგად ჯანმრთელობაზე აქვს პოზიტიური გავლენა. სამი წელზე მეტია ამ მიმართულებით ვპოზიციონირებ, როგორც ინსტუქტორი, მყავს უამრავი მოსწავლე-პრაქტიკოსი, როგორც ინდივიდუალურ სესიებზე, ასევე ვარ ონლაინ სავარჯიშო პროგრამის ავტორი.
გამოცდილება: 8 წელი

ირაკლი შულაია
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა იოგა მაისორი
მაისორის სტილის იოგას ინსტრუქტორი, გამოცდილი როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური, კორპორატიული თუ ონლაინ კლასების გაძღოლაში. მიმუშავია როგორც ასაკოვან ხალხთან, ასევე მძიმე ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებთან, როგორც ფიზიკური ისევე მენტალური კუთხით, ამავდროულად შემიძლია აქტიური ფიზიკური მომზადება გავუწიო გამოცდილ სპორტსმენებსაც.
გამოცდილება: 15 წელი

ირინე ნიკოლაიშვილი
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა იოგა მაისორი
იოგით დავინტერესდი და მისი შესწავლა 2010 წელს დავიწყე. მრავალი წელიწადია ვასწავლი, აქედან 7 წელია ონლიან გაკვეთილებსაც ვატარებ. ჩემი მოსწავლეები ყველა ასაკის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ადამიანები არიან. თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვუდგები და ვუდგენ შესაბამის ვარჯიშებს.
გამოცდილება: 1 წელი

მარიამ ობგაიძე
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა იოგა მაისორი, ვინიასა იოგა
დიდიხანია იოგათი ვარ დაინტერესებული. 2015 წელს დავიწყე ვარჯიში და პირველივე გაკვეთილიდან ვიცოდი, რომ ვიპოვე ჩემი ნაწილი. ამის შემდეგ უწყვეტად ვაგრძელებ პრაქტიკას. ვფიქრობ დადგა დრო, რომ ჩემი აღმოჩენა სხვებსაც გავუზიარო, თუ როგორ იპოვონ ჰარმონია სხეულთან, როგორ გაიუმჯებესონ როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობა. ვარ დამწყები ინსტრუქტორი. ვასწავლი აშთანგა ვინიასა იოგას და აშთანგა მაისორის სტილს ონლაინ და ინდივიდუალურად.
გამოცდილება: 7 წელი

ნათია ნათენაძე (ჯუნო)
იოგას ინსტრუქტორი
ჰათჰა იოგა
მე ვარ ჯუნო, იოგას პრაქტიკა 2016 წლიდან დავიწყე, ინსტრუქტორი ვარ 2019 წლიდან. გავიარე სწავლება რიშიკეშში, (ინდოეთში). ვარ დავით კანდელაკის მოსწავლე (იოგარუმსის დამფუძნებელი). ვასწავლიდი სხვადასხვა სტუდიაში. წლებია მაქვს შეხება ონლაინ სწავლებასთან – ინდივიდუალური თუ ჯგუფური პრაქტიკის. სწორი სუნთქვა, ასანების შესწავლა და რელაქსაცია ძირითადი აქცენტებია.
გამოცდილება: 15 წელი

სალომე კახურაშვილი
იოგას ინსტრუქტორი
ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა მაისორი
2010 წლიდან შევისწავლი იოგას. 14 წელზე მეტია ვატარებ როგორც მაისორის სტილით ასევე ჯგუფურ ვარჯიშებს. 2020 წლიდან ვატარებ ონლაინ, ინდივიდუალურ, კორპორატიულ კომპანიებში, ასევე გასვლით ტურებში. ვმუშაობდი სკოლაში ბავშვებთან 4 წელი. მრავალწლიანი გამოცილების მანძილზე ჩემს პრაქტიკაში იოგას სხვადასხვა სტილს ვიყენებ. მოსწავლესთან მუშაობისას მიდგომის იმ მოდელს ვარჩევ და ვთავაზობ, რომელიც მის გაჯანსაღება – განვითარებისთვის იქნება საუკეთესო.
გამოცდილება: 4 წელი

სოფო ბაბუაძე
იოგას ინსტრუქტორი
აშთანგა ვინიასა ფლოუ
იოგას პირადი პრაქტიკა 2014 წლიდან დავიწყე. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან. სხვადასხვა დროს ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სტუდიებთან და დარბაზებთან. განათლება მიღებული მაქვს „საქართველოს იოგას აკადემიაში“.
წლების განმავლობაში დავაკვირდი, თუ როგორ რადიკალურად ცვლის იოგას რეგულარული პრაქტიკა ადამიანებს: უმჯობესდებათ სხეულის ფორმები და განწყობა, იკლებენ წონაში, უმცირდებათ სტრესი, მატულობს ენერგია და მოტივაცია. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა იმის მოსმენა, რომ ადამიანებს იოგა შევაყვარე. მჯერა, რომ იოგა საუკეთესო ჯანსაღი ჩვევაა, რომელსაც ნებისმიერ ასაკში მოაქვს ფიზიკური და მენტალური სარგებელი.
