ანა ელანიძე

ანა ელანიძე

იოგას ინსტრუქტორი

ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა მაისორი

გამოცდილება: 13 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

იო­გა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში  ადრე­უ­ლი  ბავ­შვო­ბი­დან შე­მო­ვი­და, რამდენადაც მა­მა­ჩე­მი იყო იო­გას პრაქტიკით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.  თუ გა­ვით­ვა­ლი­სწი­ნებთ, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იო­გა აკ­ძა­ლუ­ლიც კი იყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთად ჩემს თვალ­ში მას და­მა­ტე­ბით მის­ტი­უ­რო­ბა­სა და სა­კრა­ლუ­რო­ბას სძენ­და. ბავ­შვო­ბა­ში და მო­ზარ­დო­ბი­სას იო­გა­თი ფრა­გმენ­ტუ­ლად ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რო­გორც კი 2012 წლი­დან იო­გას სის­ტე­მა­ტი­უ­რი პრაქ­ტი­კა და შე­სწავ­ლა და­ვიწ­ყე, გა­მიჩ­ნდა გან­ცდა, რომ რო­გორც იქნა „შინ“ დავ­ბრუნ­დი. ეს შეგ­რძნე­ბა დღემ­დე არ მტო­ვებს, იო­გა დღემ­დე რჩე­ბა ჩემ­თვის გზად „ში­ნის­კენ“, ანუ რე­ა­ლუ­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის­კენ. მა­ლე­ვე და­ვიწ­ყე ინს­ტრუქ­ტო­რად მუ­შა­ო­ბაც, მსურ­და ის უამ­რა­ვი სი­კე­თე, რაც იო­გამ ჩემს ცხოვრ­ებაში მო­ი­ტა­ნა, სხვე­ბის­თვი­საც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­რა­პი­უ­ლი იო­გა ჩე­მი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სის სფე­როა, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვე­ცა­ნი იო­გას სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, შე­სა­ბა­მის ლი­ტე­რა­ტუ­რას, სუნთ­ქვით, მე­დი­ტა­ცი­ურ თუ ენე­რგე­ტი­კულ პრაქ­ტი­კებს.  იო­გა­ში თა­ვად მა­რად მო­სწავ­ლედ ვრჩე­ბი, რად­გან იო­გა ეს არის ამოუწურავი ცოდ­ნა ადამიანსა და ცხოვრებაზე, ასევე ტო­ტა­ლუ­რი შინაგანი ტრან­სფო­რმა­ცი­ის და თა­ვი­სუ­ფლე­ბის საიმედო გზა.

სწავლების მეთოდი

საჭიროების შესაბამისად ვიყენებ იოგას შერეულ სტილს, ვავარჯიშებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად და ონლაინ. ვარჯიშების შერჩევისას ვითვალისწინებ ინდივიდუალურ მდგომაროებას, ასაკს, ჯანმრთელობას, გადატანილ ტრავმებს, ასაკობრივ თავისებურებებს, ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ მდგომარეობას. ყველას აქვს საშუალება, სიტუაციიდან და კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ივარჯიშოს საკუთარ ტემპში, დააკორექტიროს, გაზარდოს ან შეამციროს ვარჯიშების რაოდენობა.  ყურადღებას განსაკუთრებულად ვამახვილებინებ სუთქვასა და შეგრძნებებზე. რეალურ დროში საკუთარ სხეულზე და სუნთქვაზე დაკვირვება, კონცენტრაციის გაზრდისა და სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ვარჯიში სრულდება შავასანით. ინსტრუქტორად მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, უამრავი, უნიკალური, ფიზიკური თუ შინაგანი ტრანსფორმაციისა და ცვლილების მოწმედ ყოფნის საშუალება მომცა, რამაც კიდევ ერთხელ დამიდასტურა იოგას მრავალმხრივი ეფექტურობა და მისი უსაზღვრო შესაძლებლობები.

მზად ხართ დაიწყოთ ვარჯიში?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

ანა ელანიძე
იოგას ინსტრუქტორი

April 2026

Loading calendar…

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

April 2026

Loading calendar…