სოფო ბაბუაძე

სოფო ბაბუაძე

იოგას ინსტრუქტორი

აშთანგა ვინიასა ფლოუ

გამოცდილება: 4 წელი

ინსტრუქტორის შესახებ

ჩემი პირველი პროფესია არის გრაფიკული დიზაინი, რომელიც სხვა მრავალი პროფესიის მსგავსად საკმაოდ სტრესულია. დაახლოებით 13-14 წლის წინ დავიწყე ძიება და მოსინჯვა სხვადასხვა ჯგუფური ვარჯიშების. მიზანი იყო სტრესის მოხსნა და უკეთესი აღნაგობა. ამასთან ერთად ვეძებდი პრაქტიკას, რომელიც საინტერესო და ჩემთვის მოსაწონი იქნებოდა. ყველაზე მეტად მომეწონა SLT, იმ დროს ეს იყო ბალეტის, პილატესის, კარდიოს და იოგას მიქსი. ამ მიქსიდან ყველაზე მეტად იოგას ელემენტები მომეწონა და ამის შემდეგ ვცადე იოგა იაკობთან. საკმაოდ დიდი, საინტერესო გავლენა და შედეგი დამიტოვა იაკობის კლასებმა, შემდეგ კი გადავწყვიტე სხვაგანაც მეცადა, მენახა განსხვავება იოგას პრაქტიკებს შორის. შემდეგი იყო ზურიუსი, შემდეგი არია იოგა და იოგას სახლი (გ.ბერძენიშვილის). თითო სტუდიაში 1 ან მეტი წელი გავჩერდი. ყველაზე დიდხანს არია იოგას ვსტუმრობდი, რადგან იოგას კლასები გამოცდილების და დონეების მიხედვით იყო დაყოფილი, რაც ძალიან მოსახერხებელია. გვყავდა ინდოელი ძალიან კარგი ინსტრუქტორები, მათი პრაქტიკა ბევრად განსხვავდებოდა. მეტად დატვირთული, დინამიური და საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა სხვა სტუდიებიდან და ინსტრუქტორებისგან კიდევ სხვა საჭირო და გამოსადეგი მიდგომა ვისწავლე. ჯამში ყველასგან რაღაც ძალიან კარგი წამოვიღე. ამ წლების განმავლობაში იოგას დიდი გავლენა რომარ ჰქონოდა ჩემს ფსიქოლოგიაზე, ფსიქიკაზე, მოტივაციაზე, განწობა-ჯანმრთელობაზე, გარე თუ შინაგან სამყაროზე, ეხლა ისევ იოგას სფეროში არ ვიქნებოდი. ჩემი სისტემატიური პრაქტიკის გამო, მქონდა საკმაოდ ეფექტური, ფიზიკური შედეგიც, იმის მიუხედავად რომ არ ვიყავი ბუნებეივად მოქნილი. სხვა მოსწავლეები მეკითხებოდნენ ამა თუ იმ ასანას როგორ ვაკეთებდი, მეც ვუხსნიდი და ვეხმარებოდი. საკმაოდ კარგად გამომდიოდა ახსნა, რადგან ჩემით მქონდა გამოვლილი 0-დან ეს პროცესი და შედეგი, ამიტომ ეს არ იყო მხოლოდ თეორიული ცოდნა და წესები, ეს იყო საკუთარ თავზე გამოცდილი და გამოვლილი პრაქტიკული გამოცდილება. გარედან წამოსულმა ინტერესმა და სიმპატიამ მიბიძგა პროფესიონალურად შემესწავლა ეს სფერო და სხვებისთვისაც შემეყვარებინა იოგა. მართლაც ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ხედავ როგორ იცვლება ადამიანი შენს თვალწინ, როგორ ცვლის მას იოგა, როგორ უხარია როცა პროგრესს ხედავს და როგორ სიამოვნებს პროცესი. ეს ისეთი სამსახურია, რომლის დროსაც ვერ გრძნობ რომ მუშაობ. ეხმარები როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც.

სწავლების მეთოდი

იოგას პრაქტიკა აერთიანებს ბალანსს, მოქნილობას, ძალასა და გამძლეობას. აშთანგა ვინიასა იოგას დროს თითქმის ყოველთვის აქტიურია მთელი სხეული, ხოლო მისი ასანები და ვარიაციები უსაზღვროა. ვინაიდან ერთი საათი საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ის სიკეთეები, რაც საჭიროა როგორც პროგრესისთვის, ისე სიამოვნებისთვის, კლასიკურ წყობასთან ერთად ყოველ გაკვეთილზე გთავაზობთ დამატებით დატვირთვას. ეს გულისხმობს სხეულის სხვადასხვა ზონაზე მეტ კონცენტრაციას, რათა პროგრესი და განვითარება თანაბარი და მრავალმხრივი იყოს.

ყველა გაკვეთილი მოიცავს აშთანგა ვინიასა იოგას წყობას, ჰათჰა იოგას ელემენტებსა და Yoga Flow-ს პრინციპებს, რომლებიც სუნთქვასთან სინქრონში სრულდება. ვარჯიშის ბოლოს კი აუცილებლად ტარდება მედიტაცია „შავასანა“, რომლის დროსაც ხდება სხეულისა და გონების მოდუნება-დასვენება და ენერგიის აღდგენა. ამის შემდეგ კლასიდან არავინ მიდის დაღლილი; პირიქით — ყველა ტოვებს დარბაზს გამოღვიძებული, ზედმეტი ფიქრებისგან თავისუფალი და ბედნიერი.

იოგას რეგულარული პრაქტიკა:

  • აუმჯობესებს მოქნილობას, მატებს ძალას და ზრდის კუნთების ტონუსს;
  • აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აქვეითებს არტერიულ წნევას;
  • ამცირებს სხეულის ცხიმს;
  • ამცირებს სტრესს, შფოთვას და საუკეთესოა ემოციების რეგულაციისთვის;
  • ზრდის კონცენტრაციასა და კრეატიულობას, ასევე აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

სერთიფიკატები

მზად ხართ დაიწყოთ ვარჯიში?

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

სოფო ბაბუაძე
იოგას ინსტრუქტორი

April 2026

Loading calendar…

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

April 2026

Loading calendar…