ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 7

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 7

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

ტვინს სძინავს - გონებას ესიზმრება

ადა­მია­ნებს ყო­ველ­თვის უჩ­ნდე­ბო­დათ კით­ხვე­ბი ძი­ლის სა­ჭი­როე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მარ­თლაც რა­ტომ ვთი­შავთ სა­კუ­თარ თავს დღე-ღა­მე­ში რვა სა­ათით? ყვე­ლა­ზე შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხია – გო­ნე­ბი­სა და სხე­ულის და­სას­ვე­ნებ­ლად და კი­დევ სიბ­ნე­ლის სა­ათებ­ში საფ­რთხის­გან თავ­და­სა­ცა­ვად. მაგ­რამ ძი­ლის მის­ტი­ფი­კა­ცია უფ­რო მეტ კით­ხვას ბა­დებს, რა ნიშ­ნავს სიფ­ხიზ­ლე? სიფ­ხიზ­ლის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი – გაც­ნო­ბიე­რე­ბაა. რის გაც­ნო­ბიე­რე­ბა? რო­ცა ძილ­სა და სიფ­ხიზ­ლე­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ამა­ში გა­რე სამ­ყა­როს გაც­ნო­ბიე­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობთ. მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ ძი­ლი­სას, რო­ცა გა­რე სამ­ყა­როს უდი­დეს ნა­წილს ვერ ვაც­ნო­ბიე­რებთ, მა­ინც შეგ­ვიძ­ლია გა­ვაც­ნო­ბიე­როთ ჩვენს წარ­მო­სახ­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. არ­სე­ბობს სიფ­ხიზ­ლის ხა­რის­ხე­ბი. ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­მხილ­ვე­ლე­ბი უკე­თე­სად აც­ნო­ბიე­რე­ბენ რე­ალო­ბას, რად­გან მათ იცი­ან რომ ეს ესიზ­მრე­ბათ, ამ­გვა­რად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რომ ისი­ნი ფხიზ­ლო­ბენ ძილ­ში. უმაღ­ლე­სი გაც­ნო­ბიე­რე­ბის მე­თო­დე­ბის ტრა­დი­ციუ­ლი სკო­ლე­ბი გა­მოღ­ვი­ძე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, გუ­ლის­ხმო­ბენ ადა­მია­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ცოდ­ნას თა­ვის ად­გილ­ზე კოს­მოს­ში.

 მაგ­რამ რო­გორ აღ­წე­ვენ გაც­ნო­ბიე­რე­ბას, გა­მოღ­ვი­ძე­ბას (“aware”) ?

 ცნო­ბიე­რე­ბა ბი­ოლო­გიუ­რი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ტვი­ნის ფუნ­ქცია­ა. გრძნო­ბის ორ­გა­ნოე­ბი აღიქ­ვა­მენ ინ­ფორ­მა­ცი­ას (შუ­ქი, ხმა, სით­ბო, ტექ­სტუ­რა, სუ­ნი) გა­რე­მო­ში და გა­დას­ცე­მენ მას გო­ნე­ბას. ტვი­ნი ახ­დენს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტერ­პრე­ტი­რე­ბას და მათ სა­ფუძ­ველ­ზე იღე­ბს დას­კვნებს გა­რე სამ­ყა­როს შე­სა­ხებ.

ტვი­ნი, რომ­ლის სა­შუა­ლე­ბი­თაც ჩვენ აღ­ვიქ­ვამთ გა­რე სამ­ყა­როს სიზ­მარ­შიც და ცხად­შიც ბი­ოლო­გიუ­რი ევო­ლუ­ცი­ის პრო­დუქ­ტია. უკ­ვე მი­ლიო­ნო­ბით წე­ლია ცოც­ხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან დე­და­ბუ­ნე­ბის მი­ერ მოწ­ყო­ბილ სიკ­ვდილ-სი­ცოც­ხლის თა­მაშ­ში – “შე­ჭა­მე ან შეგ­ჭა­მენ”, “იმარ­ჯვებს უძ­ლიე­რე­სი”. უმარ­ტი­ვეს­მა ერთუჯ­რე­დი­ან­მა ორ­გა­ნიზ­მებ­მა არ იცი­ან ვის გა­და­აწ­ყდე­ბი­ან, მტა­ცე­ბელს თუ მსხვერპლს. თუ ეს საკ­ვე­ბია, მა­შინ­ვე მი­ირ­თმე­ვენ, მაგ­რამ თუ ეს მტა­ცე­ბე­ლია თა­ვად ხდე­ბი­ან საკ­ვე­ბი. მათ­თვის ვინც გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის ამის არ­ცოდ­ნა დამ­ღუპ­ვე­ლია.

მას შემ­დეგ რაც დად­გინ­და, რომ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და გა­დარ­ჩე­ნა­ზე, ცოც­ხალ­მა ორ­გა­ნიზ­მებ­მა და­იწ­ყეს გრძნო­ბა­თა ორ­გა­ნოე­ბის ისე გან­ვი­თა­რე­ბა, რომ წი­ნას­წარ გა­მო­ეც­ნოთ უახ­ლოვ­დე­ბო­დათ თუ არა საფ­რთხე. მილიარდო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მე­ბი სრულ­ყოფ­დნენ თა­ვი­ანთ ნერ­ვულ სის­ტე­მას, რაც მათ გა­რე სამ­ყა­როს აღ­ქმა უფ­რო უად­ვი­ლებ­და და აუმ­ჯო­ბე­სებ­და მოქ­მე­დე­ბა­თა კონ­ტროლს.

ჩვე­ნი ტვი­ნი აგე­ბს მო­დელს იმის მი­ხედ­ვით თუ რა ხდე­ბო­და აქამ­დე სამ­ყა­რო­ში და ამ მო­დე­ლით გან­საზ­ღვრავს მო­მა­ვალს. პროგ­ნო­ზი­რე­ბის­თვის კი სა­ჭი­როა გარ­კვეუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­სუ­ლის მოვ­ლე­ნებ­ზე, რა­თა ამ წუთს მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და­ვაღ­წი­ოთ თა­ვი. თუ ბა­ყა­ყი ხართ და თავ­ზე პა­ტა­რა, მუ­ქი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი დაგ­ტრია­ლებთ, ინ­ფორ­მა­ცია რო­მე­ლიც თქვენს ბა­ყა­ყურ გო­ნე­ბა­ში იგე­ბა გე­უბ­ნე­ბათ, რომ ეს ობი­ექ­ტი იჭ­მე­ვა და ჰოპ! – თქვენ გა­და­სან­სლეთ ბუ­ზი. ან­და თუ უეც­რად თქვენს დუმ­ფა­რას უეც­რად დი­დი ჩრდი­ლი და­ეცა, თქვე­ნი ბა­ყა­ყუ­რი გო­ნე­ბა აქაც გე­უბ­ნე­ბათ, რომ ეს საფ­რთხეა. ბა­ყა­ყე­ბის აღ­ქმუ­ლი სამ­ყა­რო არ ჰგვს ჩვენ­სას. ის არ შედ­გე­ბა ფე­რე­ბის, შუქ – ჩრდი­ლე­ბის და მოძ­რაო­ბე­ბის რთუ­ლი კომ­ბი­ნა­ციე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ჩვენ აღ­ვიქ­ვამთ ხე­ებად, ყვა­ვი­ლე­ბად, ჩი­ტე­ბად ან­და ტალ­ღე­ბად წყალ­ზე. ბა­ყა­ყის სამ­ყა­რო უფ­რო მარ­ტი­ვი ობი­ექ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­გო­რი­ცაა “პა­ტა­რა მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი” (საკ­ვე­ბი), “დი­დი სა­ში­ში ობი­ექ­ტი” (საფ­რთხე), “სა­სია­მოვ­ნო სით­ბო” (მზე), “მიმ­ზიდ­ვე­ლი ხმა” (სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ბა­ყა­ყი).

მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მია­ნის ტვი­ნი ბა­ყა­ყი­სა­ზე ბევ­რად რთუ­ლია, მი­სი მუ­შაო­ბის სა­ფუძ­ველ­ში იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბია. თქვე­ნი გო­ნე­ბა კარ­გად უმ­კლავ­დე­ბა სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის ამო­ცა­ნას ამ დო­ნე­ზე ისე რომ თქვენ ვერც კი ამ­ჩნევთ ამას. თქვენ უყუ­რებთ და ხე­დავთ. მხედ­ვე­ლო­ბი­თი აღ­ქმა ისე­ვე ბუ­ნებ­რივი­ა, რო­გორც იმის და­ნახ­ვის უნა­რი რა ხდე­ბა ფან­ჯრის მიღ­მა. თუმ­ცა მხედ­ვე­ლო­ბა, სმე­ნა, ყნოს­ვა და ნე­ბის­მიე­რი სხვა შეგ­რძნე­ბა – ესაა რე­ალო­ბის გო­ნებ­რი­ვი მო­დე­ლი­რე­ბა. თქვე­ნი ცნო­ბიე­რე­ბის ში­ნა­არ­სი ე. ი თქვე­ნი შეგ­რძნე­ბე­ბი და­მოკი­დე­ბუ­ლია თქვნს გან­ზრახ­ვებ­ზე, ქმე­დებებ­ზე და ინ­ფო­რმა­ცია­ზე მო­ცე­მულ მო­მენ­ტში.

სხვა პოსტები

კის­რის კი­ფო­ზი

ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…

ეკატერინე სამხარაძე

პირიფორმისის სინდრომი

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…

ეკატერინე სამხარაძე

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ HGH ეხმა­რე­ბა სხე­ულს ნო­რმა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის სის­ხლში შა­ქრის (გლუ­კო­ზის) დო­ნის ნო­რმა­ლი­ზე­ბა­ში. ჰო­რმო­ნე­ბი არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თქვე­ნი ორგა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს თქვენს ორგა­ნო­ებ­ში, კუნ­თებ­სა და სხვა ქსო­ვი­ლებ­ში. ეს სი­გნა­ლე­ბი კარ­ნა­ხობს თქვენს სხე­ულს, რა გა­ა­კე­თოს და რო­დის. თქვე­ნი სხე­უ­ლი 50-ზე…

ეკატერინე სამხარაძე

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…

ეკატერინე სამხარაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა…

ეკატერინე სამხარაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…

გურამ ჟღამაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა  ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ…

გურამ ჟღამაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან. თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა. ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და აალ­დეს რა­თა მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში. „ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფი და უძ­ლუ­რიც კი აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას იო­გა­ში მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით. წარ­მა­ტე­ბას იღებს ის, ვინც ვარ­ჯი­შობს და არა ის, ვინც უქ­მად არის. იო­გა­ში წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა წმინ­და ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კით­ხვით. წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა იო­გის ან სა­ნი­ა­სის (გან­დე­გი­ლის) სა­მო­სის ტა­რე­ბით და არც მას­ზე სა­უბ­რით. მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კაა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო.…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

September 2026
კალენდარი იტვირთება…
?
Instructor
September 2026
კალენდარი იტვირთება…