
ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 8
როდესაც ფხიზლობთ და დაკავებული ხართ რაიმე აქტივობით (სეირნობა, კითხვა და ა.შ) თქვენი ტვინი გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მეხსიერებასთან ერთად ქმნის ნედლეულს სამყაროს მოდელირებისთვის. სიფხიზლისა და აქტიურობის დროს ეს მოდელი ზედმიწევნით ასახავს თქვენს ურთიერთობებს გარე სამყაროსთან.თუ თქვენ ფხიზლობთ მაგრამ აქტიური არ ხართ მონაცემთა ბალანსი გარეგანიდან შინაგანში გადაინაცვლებს. თქვენი აზროვნება გარკვეულ დონეზე დამოუკიდებელი ხდება გარეგანი სტიმულატორებისგან გონება იფანტება და თქვენ ოცნებებში იძირებით. გონების რაღაც ნაწილში აგებთ სამყაროს რომელიც განსხვავდება რეალურისგან. ამავე დროს თქვენს ხელთ უკვე არსებული მოცემული სამყაროს გამარტივებული მოდელი ნებისმიერ დროს, მაგალითად რაიმე საფრთხის გაჩენის შემთხვევაში შეძლებს მიიპყროს თქვენი ყურადღება.ხოლო ძილისას გარე სამყაროდან ისე მცირე სენსორული…
