თებერვალი 20, 2026

თებერვალი 20, 2026

იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…

Read More »

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…