პირიფორმისის სინდრომი

პირიფორმისის სინდრომი

პირიფორმისის სინდრომი

მიმოხილვა

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს.

მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში.

საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და მსხვილი ნერვია.

რამდენად გავრცელებულია მსხლისებრი კუნთის სინდრომი?

მსხლისებრი კუნთის სინდრომი საკმაოდ იშვიათია. მეცნიერთა ვარაუდით, ის წელის ქვედა ნაწილის ტკივილის შემთხვევათა მხოლოდ 0.3%-დან 6%-მდე შეადგენს.

რა განსხვავებაა მსხლისებრი კუნთის სინდრომსა და იშიაზს შორის?

მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობები ხშირად დაკავშირებულია და ორივე მათგანი გავლენას ახდენს საჯდომ ნერვზე, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება:

  • იშიაზის მიზეზი შეიძლება გახდეს მალთაშუა დისკის თიაქარი ან ხერხემლის არხის სტენოზი. სიმპტომები ძირითადად ვლინდება წელის ქვედა ნაწილში და შეიძლება გავრცელდეს დუნდულებისა და ფეხის მიმართულებით.
  • მსხლისებრი კუნთის სინდრომის დროს, უშუალოდ მსხლისებრი კუნთი ახდენს ზეწოლას საჯდომი ნერვის კონკრეტულ მონაკვეთზე დუნდულის არეში. ის სიმპტომატიკით ძალიან ჰგავს იშიაზს, თუმცა ტკივილი უფრო ლოკალიზებულია.

სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

მსხლისებრი კუნთის სინდრომს იწვევს მსხლისებრი კუნთის მიერ მის ქვეშ გამავალ საჯდომ ნერვზე ზეწოლა.

რა იწვევს მსხლისებრი კუნთის სინდრომს?

ნებისმიერმა ფაქტორმა, რომელიც მსხლისებრ კუნთს საჯდომ ნერვზე ზეწოლას აიძულებს, შეიძლება გამოიწვიოს ეს სინდრომი.

ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • მსხლისებრი კუნთის ან მის გარშემო არსებული ქსოვილების ანთება (შეშუპება).
  • კუნთების სპაზმი.
  • კუნთში ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა.

ეს პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  • კიბეზე ასვლა, სიარული ან სირბილი არასაკმარისად განვითარებული (სუსტი) მსხლისებრი კუნთის პირობებში.
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის, დუნდულის ან ფეხის ტრავმა (მაგალითად, დაცემა ან ავტოსაგზაო შემთხვევა).
  • კუნთების დაჭიმულობა ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის გამო.
  • სიმძიმის არასწორად აწევა და მსხლისებრი კუნთის დაზიანება.
  • ფიზიკურ აქტივობამდე მოთელვის გამოტოვება ან აქტივობის შემდეგ კუნთების არასათანადო გაწელვა.
  • გადამეტებული ვარჯიში ან განმეორებადი მოძრაობების შესრულება (მაგალითად, დიდ მანძილზე სირბილი).
  • ხანგრძლივი დროით ჯდომა (მაგალითად, მჯდომარე სამუშაოს დროს).

ზოგჯერ მსხლისებრი კუნთის სინდრომის მიზეზი ანატომიური ანომალიაა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამას პირველად მსხლისებრი კუნთის სინდრომს უწოდებენ. მაგალითად, ადამიანი შეიძლება დაიბადოს საჯდომი ნერვით, რომელიც სხეულში არატიპიურ გზას გადის, ან არატიპიური ფორმის მსხლისებრი კუნთით ან საჯდომი ნერვით.

რა სიმპტომები ახასიათებს მსხლისებრი კუნთის სინდრომს?

მსხლისებრი კუნთის სინდრომის სიმპტომები ვლინდება დუნდულის, მენჯ-ბარძაყის ან ფეხის ზედა ნაწილში. პაციენტები ამ შეგრძნებას ხშირად აღწერენ როგორც:

  • ყრუ ტკივილი.
  • წვა.
  • დაბუჟება.
  • ტკივილი.
  • ჩხვლეტის შეგრძნება.
  • გადაცემითი (მჩხვლეტავი/მჭრელი) ტკივილი.

სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს გარკვეული აქტივობების დროს, როგორებიცაა:

  • ხანგრძლივი დროით ჯდომა.
  • სიარული ან სირბილი.
  • კიბეზე ასვლა.

დიაგნოსტიკა და კვლევები

როგორ ხდება მსხლისებრი კუნთის სინდრომის დიაგნოსტიკა?

მსხლისებრი კუნთის სინდრომის დიაგნოსტიკა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და ხშირად მოითხოვს სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზების გამორიცხვას.
ექიმი:

  • გამოგკითხავთ სიმპტომებისა და ფიზიკური აქტივობის ჩვევების შესახებ.
  • გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას, მათ შორის გადატანილ ტრავმებს.
  • გაგიწელავთ, დაგიტრიალებთ, დაგაწვებათ და აამოძრავებს თქვენს მენჯს, დუნდულასა და ფეხს, რათა დაადგინოს, ზუსტად სად გრძნობთ ტკივილს.

მსხლისებრი კუნთის სინდრომის სადიაგნოსტიკოდ სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. თუმცა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კვლევები სხვა ისეთი პრობლემების გამოსარიცხად, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი სიმპტომების გამოწვევა. ეს კვლევებია:

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია).
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT იგივე КТ).
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ).
  • ელექტრომიოგრაფია (ემგ).

მართვა და მკურნალობა

როგორ მკურნალობენ მსხლისებრი კუნთის სინდრომს?

მსხლისებრი კუნთის სინდრომის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • რამდენიმე დღით დასვენებას.
  • საშინაო ვარჯიშებს მსხლისებრი კუნთის გასაწელად ან გასაძლიერებლად.
  • არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს).
  • მასაჟს, როგორც დამხმარე თერაპიას.
  • კუნთების მომადუნებელ პრეპარატებს (მიორელაქსანტებს).
  • ფიზიოთერაპიას, რომელიც მიმართულია მსხლისებრი კუნთის გაწელვასა და გაძლიერებაზე.
  • სტეროიდების ინექციებს.
  • ბოტულინური ტოქსინის (ბოტოქსი) ინექციებს.

ქირურგიული ჩარევა, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა ყველა სახის თერაპია უშედეგო აღმოჩნდება. ამ მდგომარეობის სამკურნალო ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს ნაწიბუროვანი ქსოვილის ან ნერვზე ზეწოლის სხვა წყაროების მოცილებას.

პროგნოზი

რამდენ ხანს გრძელდება მსხლისებრი კუნთის სინდრომი?

ცხოვრების წესის შეცვლითა და მარტივი მკურნალობის მეთოდებით, მსხლისებრი კუნთის სინდრომი სწრაფად იკურნება. სიმპტომები ხშირად უმჯობესდება რამდენიმე დღეში ან კვირაში.

თუმცა, ამ მდგომარეობას ახასიათებს რეციდივი (დაბრუნება), განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც არ ითვალისწინებენ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს. მძიმე შემთხვევებმა, სათანადო მკურნალობის გარეშე, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ადამიანის შრომისუნარიანობა და ყოველდღიური აქტივობის ხარისხი.

პრევენცია

როგორ ავიცილოთ თავიდან მსხლისებრი კუნთის სინდრომი?

მსხლისებრი კუნთის სინდრომისა და მისი რეციდივების (განმეორებითი ეპიზოდების) თავიდან ასაცილებლად, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ივარჯიშეთ რეგულარულად კუნთების ჯანსაღი ტონუსის შესანარჩუნებლად.
  • ყურადღება მიაქციეთ სწორ დგომასა და ჯდომას, განსაკუთრებით ხანგრძლივი ჯდომის, მართვის ან ფეხზე დგომის დროს.
  • სიმძიმეები ასწიეთ სწორად: მოხარეთ მუხლები, ჩაიკუზეთ და ზურგი გამართულად გეჭიროთ. საგნები გეჭიროთ სხეულთან ახლოს და მოერიდეთ სხეულის მიტრიალებას სიმძიმის აწევისას.
  • ფიზიკურ აქტივობამდე აუცილებლად გააკეთეთ მოთელვა, ხოლო დასრულების შემდეგ – გაწელვა.
  • როდესაც ხანგრძლივად ჯდომა გიწევთ, პერიოდულად შეისვენეთ – ადექით, გაიარეთ ან გაიწელეთ.

ცხოვრება სინდრომთან ერთად

როგორ მოვუარო თავს მსხლისებრი კუნთის სინდრომის დროს?

მსხლისებრი კუნთის სინდრომის არსებობისას, გარკვეული ცვლილებები დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში მათი გამოვლენისას:

  • მოერიდეთ იმ აქტივობებს, რომლებიც იწვევს სინდრომის პროვოცირებას. მაგალითად, თუ სიმპტომები მწვავდება ველოსიპედით სეირნობისას, რამდენიმე დღით შეცვალეთ იგი სხვა სახის ფიზიკური აქტივობით.
  • გაიკეთეთ მენჯბარძაყისა და დუნდულების ღრმა ქსოვილების მასაჟი.
  • ხშირად ადექით სკამიდან. ადექით, გაიარეთ და გაიწელეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მჯდომარე სამუშაო აქვს, მაგალითად, პროფესიონალი მძღოლებისთვის ან ოფისის თანამშრომლებისთვის.
  • მიიღეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად შეშუპების შესამცირებლად.
  • გამოიყენეთ ცივი ან თბილი კომპრესები, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო გშველით. ყინულის დადება პრობლემურ ზონაზე დღეში რამდენჯერმე 15 წუთის განმავლობაში ამცირებს შეშუპებას. სითბო (მაგალითად, სათბურა) კი ხელს უწყობს დაჭიმული კუნთის მოდუნებას.
  • გაიწელეთ მსხლისებრი და მის გარშემო არსებული კუნთები. მაგალითად: დაწექით ზურგზე, ერთი მუხლი მიიზიდეთ მკერდისკენ და გააჩერეთ 5-დან 30 წამამდე, შემდეგ გაიმეორეთ მეორე ფეხზე. კიდევ ერთი ვარჯიში: დადექით ფეხზე, გადაიხარეთ წელში წინ და თავი და ხელები იატაკისკენ დაუშვით. ეს დაგეხმარებათ ფეხების უკანა მხარისა და დუნდულების კუნთების გაწელვაში.

როდის უნდა მივმართო ექიმს მსხლისებრი კუნთის სინდრომის სამკურნალოდ?

დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

  • ხშირი წაბორძიკება ან დაცემა ტკივილისა თუ დაბუჟების გამო.
  • ტკივილი, რომელიც რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკაცრად იცავთ ექიმის რეკომენდაციებს და შეცვალეთ ცხოვრების წესი.
  • შარდვის ან დეფეკაციის კონტროლის დარღვევა.
  • უეცარი, ძლიერი ტკივილი წელის ქვედა ნაწილში ან ფეხში.
  • უეცარი სისუსტე ან დაბუჟება ზურგსა თუ ფეხში.
  • ზურგის, მენჯ-ბარძაყის ან ფეხის ტრავმა თუ დაზიანება.
  • ტერფის იატაკიდან მოწყვეტის (აწევის) გაძნელება.

კლივლენდის კლინიკის (Cleveland Clinic) შენიშვნა

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება დუნდულის, მენჯ-ბარძაყის ან ფეხის ზედა ნაწილში. უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები ქრება რამდენიმე დღეში ან კვირაში დასვენებისა და მარტივი მკურნალობის წყალობით. თუმცა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი გამოწვეულია ტრავმით ან თუ სიმპტომები რამდენიმე კვირაზე მეტხანს გრძელდება.

სხვა პოსტები

კის­რის კი­ფო­ზი

ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…
ეკატერინე სამხარაძე

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ HGH ეხმა­რე­ბა სხე­ულს ნო­რმა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის სის­ხლში შა­ქრის (გლუ­კო­ზის) დო­ნის ნო­რმა­ლი­ზე­ბა­ში. ჰო­რმო­ნე­ბი არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თქვე­ნი ორგა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს თქვენს ორგა­ნო­ებ­ში, კუნ­თებ­სა და სხვა ქსო­ვი­ლებ­ში. ეს სი­გნა­ლე­ბი კარ­ნა­ხობს თქვენს სხე­ულს, რა გა­ა­კე­თოს და რო­დის. თქვე­ნი სხე­უ­ლი 50-ზე…
ეკატერინე სამხარაძე

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…
ეკატერინე სამხარაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა…
ეკატერინე სამხარაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…
გურამ ჟღამაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ…
გურამ ჟღამაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან. თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა. ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე…
ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და აალ­დეს რა­თა მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში. „ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფი და უძ­ლუ­რიც კი აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას იო­გა­ში მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით. წარ­მა­ტე­ბას იღებს ის, ვინც ვარ­ჯი­შობს და არა ის, ვინც უქ­მად არის. იო­გა­ში წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა წმინ­და ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კით­ხვით. წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა იო­გის ან სა­ნი­ა­სის (გან­დე­გი­ლის) სა­მო­სის ტა­რე­ბით და არც მას­ზე სა­უბ­რით. მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კაა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო.…
გურამ ჟღამაძე

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა

მრა­ვალ­მა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწ­ყვი­ტა შე­ეწ­ყვი­ტა ხორ­ცის ჭა­მა და გამ­ხდა­რიყ­ვნენ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბი, მაგ­რამ ამა თუ იმ მი­ზე­ზის გა­მო მა­ლე­ვე შეწ­ყვი­ტეს ვე­გე­ტა­რია­ნუ­ლი კვე­ბა და და­უბ­რუნ­დნენ მა­ნამ­დე უკ­ვე ნაც­ნობ საკ­ვებს. რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას? სად ქრე­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მი? ძა­ლი­ან ხში­რად ეს უბ­რა­ლოდ არ­ცოდ­ნაა და ამ არ ცოდ­ნი­დან გა­მოწ­ვეუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნ­და, ვინ რას და რო­გორ ჭამს ჩე­მი საქ­მე არ არის, ეს ინ­დი­ვი­დის არ­ჩე­ვა­ნია. ეს პოს­ტი იმის­თვის არის შექ­მნი­ლი, რომ გან­ვი­ხი­ლოთ ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რა­თა ეს შეც­დო­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­და­იქ­ცეს დის­კომ­ფორ­ტად, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბად და ხან­და­ხან ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზია­ნე­ბად. ხში­რად ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლებ­მა არა­ფე­რი იცი­ან ადა­მია­ნის…
გურამ ჟღამაძე

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

August 2026

Loading calendar…
?
Instructor

August 2026

Loading calendar…