
ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა
მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტა შეეწყვიტა ხორცის ჭამა და გამხდარიყვნენ ვეგეტარიანელები, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მალევე შეწყვიტეს ვეგეტარიანული კვება და დაუბრუნდნენ მანამდე უკვე ნაცნობ საკვებს.რა განაპირობებს ამას? სად ქრება ენთუზიაზმი? ძალიან ხშირად ეს უბრალოდ არცოდნაა და ამ არ ცოდნიდან გამოწვეული დისკომფორტი ან ჯანმრთელობის პრობლემები. რა თქმა უნდა, ვინ რას და როგორ ჭამს ჩემი საქმე არ არის, ეს ინდივიდის არჩევანია.ეს პოსტი იმისთვის არის შექმნილი, რომ განვიხილოთ ახალბედა ვეგეტარიანელების ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რათა ეს შეცდომები თავიდან ავიცილოთ და თქვენი არჩევანი არ გადაიქცეს დისკომფორტად, ჯანმრთელობის პრობლემებად და ხანდახან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად.ხშირად ახალბედა ვეგეტარიანელებმა არაფერი იციან ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებაზე და არ ესმით რა…
