
ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე.მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, – ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს – როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან ქსოვილები…
