ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 4

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 4

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

ლუციდური სიზმრების გამოცდილება.

 თუ აქამ­დე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრის გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქო­ნი­ათ თქვენ­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბა თუ რა არის ეს. მი­უხე­და­ვად იმი­სა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოს­ცა­დოთ რომ გა­იგოთ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა არის ეს, ვი­საც უც­დია იცის. მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვეუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მნათ მი­სი თქვენ­თვის ჩვე­ული ცნო­ბიე­რე­ბის მდგო­მა­რეო­ბას­თან შე­და­რე­ბით, მა­გა­ლი­თად იმას­თან რო­მელ­შიც ახ­ლა იმ­ყო­ფე­ბით. შემ­დე­გი სა­ვარ­ჯი­შო და­გეხ­მა­რე­ბათ უფ­რო ჩა­უღ­რმავ­დეთ ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბას. ყო­ვე­ლი ეტა­პი ერთ წუთს მა­ინც უნ­და გაგ­რძელ­დეს.

სავარჯიშო: ცნობიერების აწმყოს მდგომარეობა.

1. მხედ­ვე­ლო­ბა
გა­აც­ნო­ბიე­რეთ რას ხე­დავთ. გა­მო­ყა­ვით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და თვალ­სა­ჩი­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი – ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს ფორ­მე­ბი, ფე­რე­ბი, მოძ­რაო­ბე­ბი, სივ­რცე.

2. სმე­ნა 
გა­აც­ნო­ბიე­რეთ რა გეს­მით გა­მო­ყა­ვით ყო­ვე­ლი ბგე­რა რო­მელ­საც თქვე­ნი ყუ­რი აღიქ­ვამს, ინ­ტენ­სი­ვო­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დი­აპა­ზო­ნი, ტო­ნა­ლო­ბე­ბი – სა­უბ­რი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი მუ­სი­კის მშვე­ნიე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

3. შეგ­რძნე­ბა
გა­აც­ნო­ბიე­რეთ რას ეხე­ბით – ტექ­სტუ­რა (რბი­ლი, უხე­ში, მშრა­ლი, წე­ბო­ვა­ნი თუ სვე­ლი) წო­ნა (მძი­მე, მსუ­ბუ­ქი…) სა­სია­მოვ­ნო შე­სა­ხე­ბი, მტკივ­ნეუ­ლი, ცხე­ლი, ცი­ვი და სხვა. აგ­რეთ­ვე ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ რას გრძნობს თქვე­ნი სხე­ული ახ­ლა და რას გრძნობ­და ის სხვა დროს მსგავს შემ­თხვე­ვა­ში, დაღ­ლი­ლო­ბას თუ ენერ­გიუ­ლო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ტკი­ვილს თუ სი­ამოვ­ნე­ბას და ა. შ.

4. გე­მო
გა­აც­ნო­ბიე­რეთ გე­მო – ათას­ნაი­რი გე­მოე­ბი და შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი, ან­და ეცა­დეთ გა­იხ­სე­ნოთ და ნათ­ლად წარ­მო­იდ­გი­ნოთ მა­თი გე­მო.

5. სუ­ნი
გა­აც­ნო­ბიე­რეთ ყვე­ლაფ­რის სუ­ნი – თბი­ლი სხე­ულის, მი­წის, საკ­მევ­ლის, კვამ­ლის, სუ­ნა­მოს, ყა­ვის, ხახ­ვის, ალ­კო­ჰო­ლის და ზღვის. გა­იხ­სე­ნეთ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ იმ­დე­ნი რამ­დენ­საც შეძ­ლებთ.

6. სუნ­თქვა
ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს სუნ­თქვას. წა­მის წინ ალ­ბათ არა­ნა­ირ ყუ­რად­ღე­ბას არ აქ­ცევ­დით მას და ვერც აც­ნო­ბიე­რებ­დით რომ სუნ­თქავ­დით მი­უხე­და­ვად იმი­სა რომ ამ სა­ვარ­ჯი­შოს შეს­რუ­ლე­ბი­სას ალ­ბათ 50[ჯერ მა­ინც ჩა­ისუნ­თქეთ და ამოი­სუნ­თქეთ. შე­იკა­ვეთ სუნ­თქვა, მე­რე ღრმად ამოი­სუნ­თქეთ. და­ინა­ხავთ რომ სუნ­თქვის­თვის ყუ­რად­ღე­ბის მიქ­ცე­ვა მი­სი გა­ხა­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის სა­შუა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

7. ემო­ციე­ბი
გა­აც­ნო­ბიე­რეთ რას გრძნობთ. გა­იხ­სე­ნეთ გან­სხვა­ვე­ბა სიბ­რა­ზე­სა და მხი­არუ­ლე­ბას, ღელ­ვა­სა და უზ­რუნ­ვე­ლო­ბას შო­რის, გა­იხ­სე­ნეთ სხვა ემო­ციე­ბიც და რაც მე­ტია მით უკე­თე­სი. რამ­დე­ნად ცხა­დად აღიქ­ვამთ მათ?

8. ფიქ­რე­ბი
გა­აც­ნო­ბიე­რეთ თქვე­ნი ფიქ­რე­ბი. რა­ზე ფიქ­რობ­დით რო­ცა ამ სა­ვარ­ჯი­შოს აკე­თებთ? ახ­ლა რა­ზე ფიქ­რობთ? რამ­დე­ნად რე­ალუ­რია თქვე­ნი ფიქ­რე­ბი?

9. “მე”
გა­აც­ნო­ბიე­რეთ რომ თქვე­ნი სამ­ყა­რო ყო­ველ­თვის მო­გი­ცავთ თქვენ. რო­გორც უი­ლიამ ჯე­იმ­სი აღ­ნიშ­ნავ­და ის არის/ხე­დავს/ ეს­მის/გრძნობს მე ვფიქ­რობ რომ ეს ცდის სა­ფუძ­ვე­ლია. თქვენ არ ხართ ის რა­საც ხე­დავთ, გეს­მით, ფიქ­რობთ ან გრძნობთ თქვენ ის ხართ ვინც ამას გა­ნიც­დის, ან უფ­რო სწო­რედ თქვენ ის ხართ ვინც ამას აც­ნო­ბიე­რებს. თქვენ ყო­ველ­თვის თქვე­ნი მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბია­ნი სამ­ყა­როს ცენ­ტრში ხართ, მაგ­რამ თქვენ ყო­ველ­თვის ნათ­ლად ვერ აც­ნო­ბიე­რებთ ამას. ისევ ხე­ლახ­ლა გა­და­იმეო­რეთ ყვე­ლა სა­ვარ­ჯი­შო და გა­აც­ნო­ბიე­რეთ რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენს თავს ხდე­ბა – “მე ვხე­დავ ამ შუქს” …

10. ცნო­ბიე­რე­ბის ცნო­ბიე­რე­ბა
და ბო­ლოს გა­აც­ნო­ბიე­რეთ თქვე­ნი ცნო­ბიე­რე­ბა. რო­გორც წე­სი ჩვე­ნი ცნო­ბიე­რე­ბა ჩვენს გა­რე­თაა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი მაგ­რამ ის თა­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბა გაც­ნო­ბიე­რე­ბის ობი­ექ­ტი გახ­დეს. ორ­დი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ჩვენ ჩვე­ნი თა­ვი ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში ერ­თა­დერთ ცნო­ბიე­რე­ბის ცენ­ტრად მიგ­ვაჩ­ნია. თუმ­ცა­ღა მის­ტი­კო­სე­ბი თვლი­ან რომ ჩვენ ყვე­ლა სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერ­თი უსას­რუ­ლო ცნო­ბიე­რე­ბას წარ­მო­ვად­გენთ რო­მე­ლიც სი­ცოც­ხლის წყა­როა. ეს ძნე­ლია ადექ­ვა­ტუ­რად გა­მოთ­ქვა სიტ­ყვე­ბით.

სხვა პოსტები

კის­რის კი­ფო­ზი

ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…
ეკატერინე სამხარაძე

პირიფორმისის სინდრომი

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…
ეკატერინე სამხარაძე

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ HGH ეხმა­რე­ბა სხე­ულს ნო­რმა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის სის­ხლში შა­ქრის (გლუ­კო­ზის) დო­ნის ნო­რმა­ლი­ზე­ბა­ში. ჰო­რმო­ნე­ბი არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თქვე­ნი ორგა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს თქვენს ორგა­ნო­ებ­ში, კუნ­თებ­სა და სხვა ქსო­ვი­ლებ­ში. ეს სი­გნა­ლე­ბი კარ­ნა­ხობს თქვენს სხე­ულს, რა გა­ა­კე­თოს და რო­დის. თქვე­ნი სხე­უ­ლი 50-ზე…
ეკატერინე სამხარაძე

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…
ეკატერინე სამხარაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა…
ეკატერინე სამხარაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…
გურამ ჟღამაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ…
გურამ ჟღამაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან. თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა. ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე…
ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და აალ­დეს რა­თა მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში. „ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფი და უძ­ლუ­რიც კი აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას იო­გა­ში მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით. წარ­მა­ტე­ბას იღებს ის, ვინც ვარ­ჯი­შობს და არა ის, ვინც უქ­მად არის. იო­გა­ში წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა წმინ­და ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კით­ხვით. წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა იო­გის ან სა­ნი­ა­სის (გან­დე­გი­ლის) სა­მო­სის ტა­რე­ბით და არც მას­ზე სა­უბ­რით. მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კაა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო.…
გურამ ჟღამაძე

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

August 2026

Loading calendar…
?
Instructor

August 2026

Loading calendar…