ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

წიგნის მონახაზი

ამ თავ­ში მი­მო­ვი­ხი­ლავთ წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მის ნა­წი­ლებს.

თა­ვი 2. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის სას­წავ­ლებ­ლად მომ­ზა­დე­ბა” გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბელ ნა­წილს ძი­ლის შე­სა­ხებ და გვეხ­მა­რე­ბა დავ­ძლი­ოთ ნე­ბის­მიე­რი რე­ზერ­ვა­ცია რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი­სას გაჩ­ნდეს და ხე­ლი შე­უშა­ლოს თქვენს პროგ­რესს. გარ­და ამი­სა გეხ­მა­რე­ბა უფ­რო კარ­გად გა­აც­ნო­ბიე­რო სა­კუ­თა­რი სიზ­მრე­ბი. ის­წავ­ლით რო­გორ აწარ­მო­ოთ სიზ­მრე­ბის დღი­ური და რო­გორ გაა­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­თი გახ­სე­ნე­ბა/და­მახ­სოვ­რე­ბა. თქვენ შეძ­ლებთ ყო­ვე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სიზ­მრის გახ­სე­ნე­ბას მა­ინც ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სა­ვალ ტექ­ნი­კებს და­იწ­ყებ­დეთ. რო­გორც კი გექ­ნე­ბათ სიზ­მრე­ბის დღი­ური გარ­კვეუ­ლი რა­ოდე­ნო­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, უკ­ვე მზად იქ­ნე­ბით თქვე­ნი სიზ­მრე­ბის მი­ნიშ­ნე­ბე­ბის კა­ტა­ლო­გიც შე­ად­გი­ნოთ. ესე­ნია თქვე­ნი სიზ­მრე­ბის სა­ხა­სია­თო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ლუ­ცი­დუ­რო­ბის გზამ­კვლე­ვე­ბად გა­მოი­ყე­ნოთ.

თა­ვი 3. “გა­მოღ­ვი­ძე­ბა სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო­ში” გან­ვი­ხი­ლავთ ტექ­ნი­კებს რო­გორ გა­აც­ნო­ბიე­როთ სიზ­მარ­ში რომ სიზ­მარ­ში ხართ. ორი მთა­ვა­რი ტექ­ნი­კაა ჩა­ფიქ­რე­ბა-გან­ზრახ­ვის, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა კით­ხვებს სიზ­მარ­შიც და ცხად­შიც და MILD – ლუ­ცი­დუ­რი­ სიზ­მრე­ბის ტექ­ნი­კა რო­მე­ლიც მე შე­ვის­წავ­ლე.

 MILD ის და­გეხ­მა­რე­ბათ სიზ­მრი­სას მიხ­ვდეთ რომ სიზ­მარ­ში ხართ.

თა­ვი. 4” გაც­ნო­ბიე­რე­ბუ­ლად ჩა­ძი­ნე­ბა” აღ­გი­წერთ ტექ­ნი­კებს რო­გორ უნ­და გა­და­ვი­დეთ ლუ­ცი­დური სიზ­მ­რის მდგო­მა­რეო­ბა­ში პირ­და­პირ ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბი­დან.

თა­ვი 5. “სიზ­მრე­ბის ფორ­მი­რე­ბა” გვაწ­ვდის სო­ლი­დურ  ინ­ფორ­მა­ცი­ას სიზ­მრის წარ­მო­შო­ბა­სა და ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ და ლუ­ცი­დურ სიზ­მრებს ზო­გა­დად და­სიზ­მრე­ბის პო­ზი­ციი­დან გა­ნი­ხი­ლავს.

თა­ვი 6. ”ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის პრაქ­ტი­კე­ბი და კა­ნო­ნე­ბი” გვაჩ­ვე­ნებს რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ კონ­ტრო­ლი სიზ­მრებ­ზე, რო­გორ გა­ვიხ­სე­ნოთ ლუ­ცი­დურ სიზ­მარ­ში, რო­გორ გა­ვიღ­ვი­ძოთ რო­ცა მოგ­ვინ­დე­ბა და რო­გორ­ შევ­ცვა­ლოთ და და­ვაკ­ვირ­დეთ სიზ­მრე­ბის სამ­ყა­როს. გარ­და ამი­სა აღ­წერს მე­თოდ­ებს რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა სიზ­მრებ­ზე, გან­ვი­ხი­ლავთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრის მი­ღე­ბის ღია, მოქ­ნი­ლი და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი რო­ლის უპი­რა­ტე­სო­ბებს.

თა­ვი 7. “კვლე­ვა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი” გვიჩ­ვე­ნებს რო­გორ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ნატ­ვრე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მა­გა­ლი­თე­ბი და რჩე­ვე­ბი მო­ცე­მუ­ლია თქვენ­თვის ახა­ლი სამ­ყა­როე­ბის კვლე­ვა­ში და­სახ­მა­რებ­ლად და თქვე­ნი სიზ­მრე­ბის სა­ოცა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის და­საწ­ყე­ბად, გაჩ­ვე­ნებთ რო­გორ უნ­და და­უკავ­ში­როთ თქვე­ნი სიზ­მრის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი თქვენს პი­როვ­ნულ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას.

თა­ვი 8. “ცხოვ­რე­ბის რე­პე­ტი­ცია” გიხ­სნით რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­შუა­ლე­ბა გახ­დეს ცხად­ში ცხოვ­რე­ბის­თვის. ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვებს შე­უძ­ლია “სი­მუ­ლი­რე­ბუი ფრე­ნის” რო­ლი შე­ას­რუ­ლონ ცხოვ­რე­ბის­თვის, სა­დაც თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სხვა და სხვა გზე­ბი და უნა­რე­ბი გა­მოს­ცა­დოთ, სიზ­მრის მდგო­მა­რეო­ბის პრაქ­ტი­კას შე­უძ­ლია გა­მოც­დი­ლე­ბის გაზ­რდა­ში შე­გიწ­ყოთ ხე­ლი, გა­გი­უმ­ჯო­ბე­სოთ წარ­მოდ­გე­ნა და უფ­რო ცხად­ში ცხოვ­რე­ბის უფ­რო ღრმად აღ­ქმა­ში და­გეხ­მა­როთ.

თა­ვი 9. “პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რი­სად­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა” გა­ნი­ხი­ლავს ლუ­ცი­დურ სიზ­მარ­ხილ­ვებს რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მეც­ნიე­რე­ბა­ში, ბიზ­ნეს­სა და პერ­სო­ნა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ნა­ყო­ფი­ერ წყა­როს. სხვა და სხვა მა­გა­ლი­თი გვაჩ­ვე­ნებს რო­გორ იყე­ნებ­დნენ ადა­მია­ნე­ბი ლუ­ცი­დურ სიზ­მა­ხილ­ვებს მო­მა­ვა­ლი შვი­ლის­თვის სა­ხე­ლის შე­სარ­ჩე­ვად, მან­ქა­ნის შე­სა­კე­თებ­ლად და აბ­სტრაქ­ტუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი დე­ბუ­ლე­ბის გა­სა­გე­ბად.

თა­ვი10. “კოშ­მა­რე­ბის დაძ­ლე­ვა” ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ ში­შებს პი­რის­პირ შეხ­ვდეთ და დაძ­ლი­ოთ, აგ­რეთ­ვე მრა­ვალ ტა­ბუს რო­მე­ლიც ხელს გიშ­ლით გან­დევ­ნი­ან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი კოშ­მა­რებს და­გაძ­ლე­ვი­ნებთ, ასე გას­წავ­ლით რო­გორ გა­არ­თვათ თა­ვი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად ყვე­ლა­ზე უა­რეს სი­ტუაცი­ებს.

თა­ვი 11. ”სამ­კურ­ნა­ლო სიზ­მრე­ბი. ” გვიჩ­ვე­ნებს რო­გორ აღ­წე­ვენ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­მხილ­ვე­ლე­ბი მეტ ინ­ტეგ­რი­რებუ­ლო­ბა­სა და უკე­თეს ჯან­მრთე­ლო­ბას. ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი ეხ­მა­რე­ბა მა­თაც ვი­საც მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი აქვთ წარ­სულ­ში ან ამ­ჟა­მინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ან­და მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის­ წევ­რე­ბის ავად­მყო­ფო­ბის დროს. ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში მენ­ტა­ლურ მოქ­ნი­ლო­ბა­საც ვსწავ­ლობთ. რად­გან სიზ­მარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­იმემ გვავ­ნოს, შეგ­ვიძ­ლია პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა უჩ­ვეუ­ლო და გა­უგო­ნა­რი ხერ­ხით ვცა­დოთ. ეს გვეხ­მა­რე­ბა ცხად­ში ჩვე­ნი შე­საძ­ლო ქცე­ვე­ბის რე­პერ­ტუა­რი უფ­რო გავ­ზარ­დოთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შემ­ცირ­დე­ბა ალ­ბა­თო­ბა და­ვიბ­ნეთ ისეთ სი­ტუაცი­ებ­ში სა­დაც არ გვე­ცო­დი­ნე­ბა რო­გორ მო­ვიქ­ცეთ.

თა­ვი 12. “ ცხოვ­რე­ბა სიზ­მა­რია. უფ­რო დი­დი სამ­ყა­როს აღ­მო­ჩე­ნა. ” გა­დაა­ბი­ჯებთ ყო­ველ­დღიუ­რი სამ­ყა­როს მიღ­მა, და ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სა­შუა­ლე­ბით შეძ­ლებთ უფ­რო ჩაუღ­რმავ­დეთ თქვენს თავ­საც და თქვენ­სა და სამ­ყა­როს შო­რის კავ­შირ­საც. სიზ­მარ­ში ხართ ის ვი­სად ყოფ­ნა­ზეც ოც­ნე­ბობთ და ხვდე­ბით რო­გო­რა ცხა­დი “მე” შეზ­ღუ­დუ­ლი მას­ზე თავ­სმოხ­ვეუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით. ტრან­სცენ­დენ­ტუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში გაჩ­ვე­ნებთ მი­მარ­თუ­ლე­ბებს რომ­ლე­ბის კვლე­ვის­ სურ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ თქვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში.

წიგ­ნი მთავ­რდე­ბა სიტ­ყვე­ბით – “თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გრძელ­დე­ბა” სა­დაც გე­პა­ტი­ჟე­ბით შე­მოუ­ერ­თდეთ  ლუ­ცი­დუ­რო­ბის ინ­სტი­ტუტს, იმ ადა­მია­ნე­ბის თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, რო­მე­ლიც ცნო­ბიე­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვი­სა და მა­თი ბუ­ნე­ბის გა­სა­გე­ბა­დაა შექ­მნი­ლი.

სიცოცხლე ხანმოკლეა

ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრის ათ­ვი­სე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ მი­ზეზ­ებშიც გა­ვერ­კვეთ რაც ამის სწავ­ლის­კენ გვი­ბიძ­გებს. მარ­თლაც ამარ­თლებს სწავ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი იმ დრო­სა და ძა­ლის­ხმე­ვას რაც ლუ­ცი­დურ სიზ­მარ­ხილ­ვა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბას სჭირ­დე­ბა? ჩვენ ვფიქ­რობთ რომ კი მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა.

უდა­ვოა სი­ცოც­ხლე ხან­მოკ­ლეა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი უფ­რო მოკ­ლე რად­გან ცხოვ­რე­ბის ერთ მე­ოთ­ხე­დი­დან ნა­ხევ­რამ­დე ძილ­ში ვა­ტა­რებთ. ძი­რი­თა­დად ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ აც­ნო­ბიე­რებს სიზ­მრებს. გა­უც­ნო­ბიე­რებ­ლად გვძი­ნავს და ცხად­ში ათა­სო­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა გვიხ­დე­ბა.

ნუ­თუ წყალ­ში ჩაყ­რი­ლი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი ჩვენს ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბა­ში მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­უკე­თე­სო გზაა? ეს არა მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი დროა არა­მედ ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი შან­სიც. სიზ­მრებ­ში მოგ­ზაუ­რო­ბით ცხოვ­რე­ბი­სეუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გამ­დიდ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

გარ­და ამი­სა ლუ­ცი­დურ სიზ­მრებს შე­უძ­ლი­ათ თქვე­ნი გო­ნე­ბა ავარ­ჯი­შონ და დი­დი სარ­გე­ბე­ლიც მო­გი­ტა­ნონ. რო­ცა ცხად­ში სი­ამოვ­ნე­ბით ვი­ცი­ნით ლუ­ცი­დურ სიზ­მარ­ზე გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არაა რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ეს მხი­არულ­ე­ბით ავ­სებს. ახალ­გაზ­რდა ქალ­მა პირ­ვე­ლად ნა­ხა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მა­რი რო­ცა მან ამის შე­სა­ხებ სტა­ტია წა­იკით­ხა და ამით თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი მოგ­ვცა. რო­გორც კი გა­აც­ნო­ბიე­რა რომ სიზ­მარ­ში იყო ის ეცა­და გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა სტა­ტია­ში მოყ­ვა­ნი­ლი რჩე­ვა, მაგ­რამ ერ­თად ერ­თი რაც თავ­ში მო­უვი­და იყო “ ეს უმაღ­ლე­სი სი­ამოვ­ნე­ბაა”. მან იგ­რძნო რო­გორ მო­იც­ვა “ცვა­ლე­ბად­მა და ერ­თი­მეო­რე­ში გარ­და­მა­ვალ­მა ფე­რე­ბი­სა და შუ­ქის ნე­ტარ­მა შეგ­რძნე­ბამ”, რაც ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ორ­გაზ­მით დამ­თავ­რდა. ამის შემ­დეგ ის „რბი­ლად მიუ­ახ­ლოვ­და ცნო­ბი­ერ გა­მოღ­ვი­ძე­ბას“, და კვი­რა­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­სავ­სე იყო სი­ხა­რუ­ლით.

და­დე­ბი­თი ემო­ციე­ბის ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბა­ში გა­და­ტა­ნა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია. იმის­გან და­მოუ­კი­დებ­ლად ვი­მახ­სოვ­რებთ თუ არა სიზ­მრებს მათ მა­ინც აქვთ გავ­ლე­ნა გაღ­ვი­ძე­ბის მე­რე და ხში­რად დი­დი ხნის მან­ძილ­ზეც. „ცუ­დი“ სიზ­მრე­ბის მე­რე თით­ქოს­და “მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე ავ­დე­ქით”, სა­სია­მოვ­ნო სიზ­მრე­ბი კი ემო­ცი­ურ გა­მო­ცოც­ხლე­ბას იწ­ვე­ვენ. ეს კი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სას­წავ­ლებ­ლად საკ­მა­რის­ზე მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლია.

შე­საძ­ლოა ისევ ფიქ­რობ­დეთ „ჩე­მი სიზ­მრის ცხოვ­რე­ბა ისე­დაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა. რა­ღად მინ­და კიდევ ჩა­ვუღ­რმავ­დე მათ?“ თუ ეს ასე მო­დით ტრა­დი­ცი­ულ მის­ტი­ურ სწავ­ლე­ბებს მივ­მარ­თოთ რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კა­ცობ­რიო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ძილ­შია. რო­ცა გა­მო­ჩე­ნილ სუ­ფისტ მას­წავ­ლე­ბელს იდ­რი­სა შახს სთხო­ვეს ადა­მია­ნის უდი­დე­სი შეც­დო­მა და­ესა­ხე­ლე­ბი­ნა „მი­სი შეც­დო­მაა ისაა რომ ის ფიქ­რობს რომ ღვი­ძავს რო­ცა უკ­ვე ცხოვ­რე­ბის მი­სა­ღებ­ში ჩა­ეძი­ნა.“

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი შა­ჰის სიტ­ყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­გე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. თუ თ­ქვენ ერ­თხელ მა­ინც მიხ­ვდით ძილ­ში რომ სიზ­მარ­ში ხარ­თ ი­მა­საც მიხ­ვდე­ბო­დით რო­გორ ფარ­თოვ­დე­ბა ამ დროს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. თო­რა­ში ნათ­ქვა­მია „ჩვე­ნი რე­ალუ­რი ცხოვ­რე­ბა ეს სი­ნამ­დვი­ლე­ში სიზ­მარ­ში გა­მოღ­ვი­ძე­ბაა.“

სხვა პოსტები

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
სამედიცინო

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში,…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი,…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან.თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და  აალ­დეს რა­თა  მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში.„ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი,…

კითხვის გაგრძელება »
მეტი პოსტი ვერ მოიძებნა

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…