ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

რატომ ეს ახალიწიგნი?

მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში რო­გორც ად­რეუ­ლი ისე თა­ნა­მედ­რო­ვე წყა­როე­ბი­დან. ვიდ­რე ეს წიგ­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდებ­ოდა ათა­სო­ბით ადა­მია­ნი მწერ­და და თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და აღ­მო­ჩე­ნებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ და ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის გა­მო­სა­დეგ ბევრ პრაქ­ტი­კულ რჩე­ვას მაძ­ლევ­დნენ. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­თა სა­პა­სუ­ხოდ მე გა­დავ­წყვი­ტე ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­მე­ცა ჰო­ვარდ რე­ინოლ­დთან ერ­თად. ჰო­ვარ­დი ვრცლად წერ­და ისეთ თე­მებ­ზეა რო­გო­რი­ცაა კრე­ატიუ­ლო­ბა, ცნო­ბიე­რე­ბა და სიზ­მრებ­ზე მუ­შაო­ბა.

“ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვა” არის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­თო­დი რო­მე­ლიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გას­წავ­ლით რო­გორ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოთ და გა­მოი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი.  შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი რიტ­მით და სიღ­რმით, რო­გორ გა­მო­იკ­ვლი­ოთ თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი და გა­იმ­დიდ­როთ ამით ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მა­გა­ლი­თე­ბის აუ­რაც­ხე­ლი რა­ოდე­ნო­ბა მო­იძი­ოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის აქ­ტუა­ლო­ბის შე­სა­ხებ რო­მე­ლიც სტენ­ფორ­დის პროგ­რა­მის მი­ერაა აღრიცხუ­ლი, ისე­თი­ვე­ნი რო­გო­რიც ამ თა­ვის დას­აწყის­შია მა­გა­ლი­თე­ბად მოყ­ვა­ნი­ლი. ვიდ­რე  ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის არაპ­რო­ფე­სიო­ნა­ლი მკვლე­ვა­რე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი “ანეგ­დო­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი” არ და­უთ­მობს ად­გილს გულ­მოდ­გი­ნე დაკ­ვირ­ვე­ბას რო­მელ­საც მეც­ნიე­რუ­ლი თე­ორიე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ, ის გა­ნაგ­რძობს რაც ფას­დაუ­დე­ბელ სამ­სა­ხურს გაუ­წევს და გზას გა­უხ­სნის ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­როს კვლე­ვებს.

“ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი” ჩე­მი გუნ­დი გა­ნაგ­რძობ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სა­მუ­შაო­ებს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ად­გენ­დნენ გო­ნე­ბი­სა და სხე­ულის ურ­თი­ერ­თო­ბას ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბა­ში, მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ხა­ლი­სე oneironauts – თან ერ­თად (წარ­მო­ით­ქმის oh-NIGH-ro-knots

 ნიშ­ნავს სიზ­მრე­ბის სამ­ყა­როს მკვლე­ვარს), სწავ­ლო­ბენ გა­მოღ­ვი­ძე­ბის ტექ­ნი­კებს, ასე­ვე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გახანგრძლივების ტექ­ნი­კებს. ეს წიგ­ნი და­წე­რი­ლია უამ­რავ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სა­ხებ, სტენ­ფორ­დის კვლე­ვე­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი, ტი­ბე­ტე­ლი სიზ­მარ­მხილ­ვე­ლი იო­გე­ბის ტექ­ნი­კი­თა და სხვა მეც­ნიე­რე­ბის ნაშ­რო­მე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. გერ­მა­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გის პო­ლის ტო­ლის, რო­მე­ლიც ლუ­ცი­დურ სიზ­მრებს უკა­ნას­კნე­ლი 20 წე­ლი აკ­ვირ­დე­ბო­და,  კვლე­ვე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვა­ნი აღ­მოჩ­ნდა ამ წიგ­ნის და­სა­წე­რად.

ჩვენი მიდგომა

ამ წიგ­ნის მი­ზა­ნია ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი რაც თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შეს­წავ­ლი­სას. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია უამ­რა­ვი ტექ­ნი­კა და სა­ვარ­ჯი­შო რა­საც ადა­მია­ნე­ბი იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ეს თქვენ­თვის და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვე­ნი­ვე ფსი­ქო­ლო­გია­სა და ფი­ზიო­ლო­გია­ზე. გა­მოს­ცა­დეთ ეს სა­ვარ­ჯი­შოე­ბი და ნა­ხავთ რო­მე­ლი მათ­გა­ნი მო­გერ­გე­ბათ ყვე­ლა­ზე უკეთ.

ქვე­მოთ წარ­მო­გიდ­გენთ წიგ­ნის ძი­რი­თად სტრუქ­ტუ­რას – ჩვენ ვეც­დე­ბით გა­გიძ­ღვეთ რო­გორ ის­წავ­ლოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი, დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­ვწერთ ამ­გვა­რი სიზ­მრე­ბის ტექ­ნი­კებს, მე­რე კი გაჩ­ვე­ნებთ რო­გორ გა­მოი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი რე­ალურ ცხოვ­რე­ბა­ში. თუ თქვე­ნი პრაქ­ტი­კე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლია საწ­ყის ტექ­ნი­კებს ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში შე­უძ­ლია საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­დოს ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სიხ­ში­რე. მე­ხუ­თე თავ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ღი­რე­ბუ­ლი სა­მეც­ნიე­რო სა­ფუძ­ვე­ლი და თე­ორიე­ბი რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ გა­იგოთ აქ გმოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გვერ­დი ეძ­ღვნე­ბა იმის აღ­წე­რას რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად – სიზ­მრი­საც და ცხა­დი­საც. ჩვე­ნი მოკ­ლე ჩა­ნა­წე­რებ­იდან აღე­ბუ­ლი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი გვაჩ­ვე­ნებს რას აღ­წე­ვენ სხვე­ბი, თქვენ­თვის ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის პო­ტენ­ცია­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად.

რო­გორც ვი­ცი ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა რო­ცა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის ასე­თი დე­ტა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცია ასე­თი ფარ­თო მა­სე­ბის­თვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა­ღა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სწავ­ლა ამ წიგ­ნის­თვის თვა­ლის გა­დავ­ლე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. რაც ყვე­ლა­ფე­რი სას­წავ­ლად ღი­რე­ბუ­ლი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბიც დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ით­ხოვს. მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპ­ზე მო­ტი­ვა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გინ­დო­დეს და გა­მო­ყო საკ­მა­რი­სი დრო პრაქ­ტი­კის­თვის. თუ გულ­მოდ­გი­ნედ მი­უდ­გე­ბით სა­ვარ­ჯი­შო­ებ­სა და სხვა პრო­ცე­დუ­რებს გვჯე­რა რომ შეძ­ლებთ თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვის უნა­რე­ბი გაი­უმ­ჯო­ბე­სოთ.

სხვა პოსტები

კის­რის კი­ფო­ზი

ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…

ეკატერინე სამხარაძე

პირიფორმისის სინდრომი

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…

ეკატერინე სამხარაძე

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ HGH ეხმა­რე­ბა სხე­ულს ნო­რმა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის სის­ხლში შა­ქრის (გლუ­კო­ზის) დო­ნის ნო­რმა­ლი­ზე­ბა­ში. ჰო­რმო­ნე­ბი არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თქვე­ნი ორგა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს თქვენს ორგა­ნო­ებ­ში, კუნ­თებ­სა და სხვა ქსო­ვი­ლებ­ში. ეს სი­გნა­ლე­ბი კარ­ნა­ხობს თქვენს სხე­ულს, რა გა­ა­კე­თოს და რო­დის. თქვე­ნი სხე­უ­ლი 50-ზე…

ეკატერინე სამხარაძე

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…

ეკატერინე სამხარაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა…

ეკატერინე სამხარაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…

გურამ ჟღამაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ…

გურამ ჟღამაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან. თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა. ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და აალ­დეს რა­თა მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში. „ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფი და უძ­ლუ­რიც კი აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას იო­გა­ში მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით. წარ­მა­ტე­ბას იღებს ის, ვინც ვარ­ჯი­შობს და არა ის, ვინც უქ­მად არის. იო­გა­ში წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა წმინ­და ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კით­ხვით. წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა იო­გის ან სა­ნი­ა­სის (გან­დე­გი­ლის) სა­მო­სის ტა­რე­ბით და არც მას­ზე სა­უბ­რით. მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კაა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო.…

გურამ ჟღამაძე

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

August 2026

Loading calendar…
?
Instructor

August 2026

Loading calendar…