კიფოზი

კი­ფო­ზი

კი­ფო­ზი

კიფოზი (Kyphosis)

კიფოზი წარმოადგენს ხერხემლის ზედმეტად წინ მიმართულ გამრუდებას. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წინ გადახრა, თითქოს მოკუზული ხართ. აგრეთვე ზურგის ტკივილი და კუნთების შებოჭილობა. კიფოზის სამკურნალოდ არსებობს როგორც არაქირურგიული (კონსერვატიული), ისე ქირურგიული მკურნალობის ვარიანტები.

მიმოხილვა

კიფოზი იწვევს ხერხემლის გარე მიმართულებით გამრუდებას. ამის გამო შეიძლება ჩანდეს, თითქოს მოხრილი ხართ.

რა არის კიფოზი?

კიფოზი არის მდგომარეობა, როდესაც ხერხემალი ნორმაზე მეტად მრუდდება გარე მიმართულებით. ეს იწვევს ზურგის ზედა ნაწილის, გულმკერდის არის (ხერხემლის ნაწილი კისერსა და ნეკნებს შორის) წინ გადახრას. გამრუდებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მოკუზული ან მოხრილი ხართ. ადამიანები მას ხშირად “კუზს” უწოდებენ.

თქვენს ხერხემალს ბუნებრივი სიმრუდეები გააჩნია. ეს სიმრუდეები ხელს უწყობს პოზის შენარჩუნებას და გამართულად დგომას. თუმცა, ჭარბმა გამრუდებამ შეიძლება იმოქმედოს თქვენს სხეულზე და გაართულოს დგომა.

უმეტეს შემთხვევაში, კიფოზი არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა, მან შეიძლება შეგიქმნათ დისკომფორტი დარღვეული ტანადობის გამო. მძიმე შემთხვევებში, კიფოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან სუნთქვის პრობლემები. გართულებული კიფოზის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

რა ტიპის კიფოზები არსებობს?

არსებობს კიფოზის რამდენიმე ტიპი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

• პოსტურალური კიფოზი:

ეს კიფოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის ძირითადად მოზარდობის ასაკში ვითარდება. მოხრილობა ან ცუდი პოზა ჭიმავს იოგებსა და კუნთებს, რომლებსაც მალები (ხერხემლის ძვლები) უჭირავს. დაჭიმულობა მალებს ნორმალური პოზიციიდან აშორებს, რაც ხერხემლის მომრგვალებას უწყობს ხელს. უმეტესად ეს გოგონებთან გვხვდება, ნაკლებად ბიჭებთან და როგორც წესი, არ იწვევს ტკივილს.

• შოიერმანის (Scheuermann) კიფოზი:

ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც მალებს მოსალოდნელისგან განსხვავებული ფორმა აქვთ. მართკუთხა ფორმის ნაცვლად, მალებს სოლისებრი ფორმა აქვს. სოლისებრი ძვლები წინ იხრება, რაც ხერხემალს მორკალულ იერს აძლევს. ეს უმეტესად ბიჭებთან გვხვდება. შოიერმანის კიფოზი შესაძლოა ახლდეს ტკივილი, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის ან დიდხანს დგომის/ჯდომის დროს. პოზის ან მდგომარეობის შეცვლა არ ცვლის სიმრუდეს, რადგან მალები არ არის მოქნილი.

• თანდაყოლილი (Congenital) კიფოზი:

თანდაყოლილი ნიშნავს, რომ მდგომარეობა დაბადებიდანვე აღინიშნება. თანდაყოლილი კიფოზი ვითარდება, როდესაც საშვილოსნოში ხერხემალი ვერ ვითარდება სწორად ან არ ვითარდება ბოლომდე. ზრდასთან ერთად მისი სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. ბავშვობის ასაკში ხერხემლის სიმრუდის გამოსასწორებლად და მისი გაუარესების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა. ის შეიძლება გამოვლინდეს ზრდის სხვა თანდაყოლილ დეფექტებთან ერთად, მაგალითად, ისეთებთან, რომლებიც გულსა და თირკმელებზე მოქმედებს.

• ცერვიკალური (კისრის) კიფოზი (ე.წ. სამხედრო კისერი):

ეს ტიპი ვითარდება, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი (თავის ფუძიდან ზურგის ზედა ნაწილამდე) იხრება წინ, ნაცვლად მისი ბუნებრივი უკანა სიმრუდისა. (იხილეთ ვრცლად)

• ჰიპერკიფოზი:

ჰიპერკიფოზი არის ხერხემლის მძიმე ფორმის წინ მიმართული გამრუდება. სიმრუდე 50 გრადუსს აღემატება. ეს ტიპი ხშირია 40 წლის ასაკის შემდეგ.

რამდენად გავრცელებულია კიფოზი?

აშშ-ში სასკოლო ასაკის ბავშვების 8%-ზე ნაკლებს აღენიშნება შოიერმანის კიფოზი. ჰიპერკიფოზი (მძიმე კიფოზი) გვხვდება 60 წელს ზემოთ ასაკის ზრდასრულების დაახლოებით 20%-დან 40%-მდე. საშუალოდ, ხერხემლის ზედა ნაწილის წინ მიმართული კუთხე ყოველ დეკადაში (10 წელიწადში) დაახლოებით 3 გრადუსით იზრდება.

სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

რა არის კიფოზის სიმპტომები?

კიფოზის ძირითადი სიმპტომებია:

  • მომრგვალებული მხრები.
  • სიმრუდე ან კუზი ზურგის ზედა ნაწილში.
  • ბარძაყის უკანა კუნთების (ჰამსტრინგების) დაჭიმულობა.

მძიმე კიფოზმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი ან შებოჭილობა ზურგსა და ბეჭებში.
  • ფეხების დაბუჟება, სისუსტე ან ჩხვლეტის შეგრძნება.
  • უკიდურესი დაღლილობა.
  • წონასწორობის პრობლემები.
  • შარდის ან განავლის შეუკავებლობა.
  • ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება.

თუ გაგიძნელდათ სუნთქვა, დაუკავშირდით 112-ს ან ადგილობრივ გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

რა იწვევს კიფოზს?

კიფოზის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება ტიპის მიხედვით, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს:

  • ცუდ პოზას.
  • ხერხემლის ძვლების სტრუქტურულ ანომალიებს.
  • ძვლის ზრდის ანომალიებს (ძვლის ფორმა).
  • ხერხემლის ტრავმას.
  • თქვენს ასაკს.

შეიძლება თუ არა კიფოზი სქოლიოზში გადაიზარდოს?

არა. კიფოზი და სქოლიოზი ორივე ხერხემლის პათოლოგიაა. ისინი შეიძლება ერთდროულად გამოვლინდეს, მაგრამ ერთი მეორეს არ იწვევს. კიფოზი არის ხერხემლის ანომალიური გამრუდება წინიდან უკან. სქოლიოზი კი არის ხერხემლის ანომალიური გამრუდება მარცხნიდან მარჯვნივ ან გვერდულად.

რა არის კიფოზის რისკ-ფაქტორები?

პოსტურალური და შოიერმანის კიფოზის დიაგნოზი ყველაზე ხშირად ისმება 13-დან 16 წლამდე ასაკში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოზარდების ძვლები სწრაფად იზრდება. თუმცა, ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ ასაკში. ასაკის მატებასთან ერთად, მალები კარგავენ მოქნილობას და ხერხემალმა შეიძლება წინ გადახრა დაიწყოს. ასევე, შესაძლებელია დაიბადოთ კიფოზის თანდაყოლილი ფორმით. ეს შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის სხვა ძირითად პრობლემებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ზრდასა და განვითარებაზე საშვილოსნოში.

რა გართულებები ახასიათებს კიფოზს?

მსუბუქი კიფოზის დროს გართულებები ხშირი არ არის, მაგრამ ისინი შეიძლება განვითარდეს ხერხემლის მძიმე გამრუდებისას. გართულებები შეიძლება მოიცავდეს:

  • ზურგის ტკივილს.
  • სიარულის გაძნელებას.
  • ფილტვებზე ზეწოლას (სუნთქვის გაძნელება).
  • ნევროლოგიურ პრობლემებს (ნერვების მოყოლა / ჩაჭედვა).

დიაგნოზი და ტესტები

როგორ ისმება კიფოზის დიაგნოზი?

ბავშვებში, თქვენ (ბავშვის მომვლელმა) ან სკოლის ექიმმა (ექთანმა) შეიძლება შენიშნოთ კიფოზის სიმპტომები, განსაკუთრებით სკოლაში სქოლიოზის სკრინინგის დროს. დიაგნოზის დასადასტურებლად სკოლამ შესაძლოა რეკომენდაცია გაუწიოს ბავშვის პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ვიზიტს. ნებისმიერ ასაკში, თქვენი მკურნალი ექიმი კიფოზის დიაგნოზს ფიზიკური გასინჯვის შემდეგ დასვამს. გასინჯვის დროს ექიმი მოგთხოვთ თქვენ ან თქვენს შვილს შეასრულოთ გადახრის ტესტი. თქვენ უნდა დადგეთ შეტყუპებული ფეხებით, სწორი მუხლებით და გვერდებზე ჩამოშვებული ხელებით. შემდეგ ნელა გადაიხრებით წინ, ისე რომ ფეხებს უყურებდეთ. ეს ტესტი ეხმარება ექიმს დაინახოს ხერხემლის სიმრუდე ან ხერხემლის სხვა პრობლემები.

რა ტესტებით დგინდება კიფოზი?

ხერხემლის რენტგენი ეხმარება ექიმს ხერხემლის სიმრუდის გაზომვასა და დიაგნოზის დასმაში. ბუნებრივი სიმრუდე 20-დან 45 გრადუსამდეა. ექიმი კიფოზის დიაგნოზს დასვამს, თუ სიმრუდე 50 გრადუსზე მეტია. გარდა ამისა, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ სხვა ტესტები იმის გასარკვევად, არის თუ არა თქვენი სიმპტომები ძირითადი დაავადების შედეგი, ან ახდენს თუ არა ხერხემლის სიმრუდე გავლენას სხეულის სხვა ნაწილებზე. ტესტები შეიძლება მოიცავდეს:

  • ფილტვის ფუნქციურ სინჯს (სპირომეტრიას), ფილტვების მუშაობის შესაფასებლად.
  • მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) იმის დასადგენად, იწვევს თუ არა ხერხემლის სიმრუდე ზეწოლას ზურგის ტვინის ნერვებზე.

მართვა და მკურნალობა

როგორ იკურნება კიფოზი?

კიფოზის მკურნალობა სხვადასხვაგვარია და შეიძლება მოიცავდეს:

• ფიზიკური თერაპია (ფიზიოთერაპია):

ვარჯიშები აძლიერებს მუცლისა და ზურგის კუნთებს ტკივილის შესამსუბუქებლად და ტანადობის გასაუმჯობესებლად. ვარჯიშს ასევე შეუძლია დაჭიმული ჰამსტრინგების გაწელვა და სხეულის სხვა უბნების გაძლიერება.

• ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები:

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ხსნის ზურგის ტკივილს.

• ზურგის კორსეტი (ბრეკეტი):

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კორსეტის ტარება. ეს ყველაზე ხშირად ინიშნება შოიერმანის კიფოზის მქონე ბავშვებში, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან. ექიმი განიხილავს კორსეტის ტიპს და მისი ტარების ხანგრძლივობას დღის განმავლობაში.

• ქირურგიული ჩარევა:

ქირურგიულ პროცედურას შეუძლია ხერხემლის გამრუდების შემცირება. კიფოზის ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა სპინალური ფიუჟენი (მალების შერწყმა). ამ პროცედურის დროს ქირურგი მალებს სწორ პოზიციაში აბრუნებს. შემდეგ მათ ერთმანეთთან აერთებს (აშიშვლებს) მცირე ზომის ძვლის ნატეხების გამოყენებით, რითაც ავსებს მალებს შორის არსებულ სივრცეებს. შეხორცების პროცესში მალები ერთიანდება ანუ ერწყმის ერთმანეთს. ეს პროცედურა ამცირებს სიმრუდის სიმძიმეს.

როგორ გადაწყვეტს ჩემი ექიმი, თუ რა სახის მკურნალობა მჭირდება?

ექიმი შეისწავლის თქვენს ხერხემალს და შემოგთავაზებთ მკურნალობის ვარიანტებს შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

  • ასაკი.
  • სამედიცინო ისტორია.
  • ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
  • კიფოზის ტიპი.
  • სიმრუდის სიმძიმე.
  • სუნთქვის გაძნელება.

ხერხემლის ქირურგიული ჩარევა შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ:

  • თანდაყოლილი კიფოზი.
  • შოიერმანის კიფოზი 75 გრადუსზე მეტი სიმრუდით.
  • ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელიც არ გადის არაქირურგიული ან კონსერვატიული მკურნალობის შემდეგაც.

აქვს თუ არა მკურნალობას გვერდითი მოვლენები?

მკურნალობის თითოეულ ტიპს ახლავს შესაძლო გვერდითი მოვლენები. მკურნალობის დაწყებამდე ესაუბრეთ ექიმს რისკებისა და გვერდითი მოვლენების გასაგებად. მაგალითად, ოპერაციის გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ინფექციას და სისხლდენას განაკვეთის არეში.

პერსპექტივა / პროგნოზი

რას უნდა ველოდო, თუ კიფოზი მაქვს?

კიფოზი ხერხემლის განკურნებადი დაავადებაა. სიმრუდემ შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ტკივილი და შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ ის, სანამ ექიმი არ გეტყვით გასინჯვის დროს. მკურნალობის მიზანია სიმრუდის გაუარესების შეჩერება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეთ ოპერაცია. თუმცა, კიფოზის მქონე ადამიანების უმეტესობას ოპერაცია არ სჭირდება.

შეიძლება თუ არა კიფოზი დაბრუნდეს?

კიფოზი შეიძლება დაბრუნდეს მკურნალობის შემდეგაც. ტანადობის გასაუმჯობესებლად შესაძლოა დაგჭირდეთ ცხოვრების წესის შეცვლა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა აკონტროლოთ როგორ ზიხართ, დგახართ და მოძრაობთ მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, შეიძლება გადაწყვიტოთ გამოიყენოთ გორგოლაჭებიანი ჩანთა ნაცვლად ზურგჩანთით სასკოლო წიგნების ტარებისა. ესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ კიფოზის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.

როგორია კიფოზის პროგნოზი?

კიფოზის ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო შედეგს იძლევა. ადრეული დიაგნოზის მქონე ადამიანების უმეტესობას ოპერაცია არ სჭირდება და შეუძლია მდგომარეობის მართვა არაქირურგიული მეთოდებით. მკურნალობის გარეშე კიფოზი შეიძლება გაუარესდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება. მნიშვნელოვანია კიფოზის რეგულარული კონტროლი ექიმთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მკურნალობის დასრულების შემდეგაც კი.

პრევენცია

შესაძლებელია თუ არა კიფოზის პრევენცია?

კიფოზის ყველა ტიპის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუმცა, პოსტურალური კიფოზის პრევენციისთვის შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:

  • შეინარჩუნეთ სწორი პოზა.
  • გაიძლიერეთ მუცლისა და ზურგის კუნთები.
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.
  • ატარეთ ჩანთები ან სასკოლო ნივთები მყარი ზურგჩანთით ან გორგოლაჭებიანი ჩანთით.
  • ივარჯიშეთ კუნთების გასაძლიერებლად და მოქნილობის შესანარჩუნებლად.

მდგომარეობასთან თანაცხოვრება

როდის უნდა მივმართო ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ხერხემლის სიმრუდეს თქვენ თავს ან თქვენს შვილს, რაც გავლენას ახდენს ტანადობაზე. ექიმს შეუძლია შეაფასოს სიმპტომები და დაგეხმაროთ პოზის გაუმჯობესებაში, საჭიროების შემთხვევაში. თუ გაგიძნელდათ სუნთქვა, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

რა კითხვები უნდა დავუსვა ექიმს?

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ კიფოზი, ჰკითხეთ ექიმს:

  • რამდენად მძიმეა სიმრუდე?
  • დამჭირდება თუ არა ოპერაცია?
  • რომელი არაქირურგიული მკურნალობა დამეხმარება?
  • უნდა ჩავიტარო თუ არა ფიზიკური თერაპია?
  • როგორ შევაჩერო სიმრუდის გაუარესება?
  • აქვს თუ არა მკურნალობას გვერდითი მოვლენები?

შენიშვნა კლივლენდის კლინიკისგან (Cleveland Clinic)

კიფოზი, ხერხემლის ჭარბი წინმიმართული სიმრუდე, განკურნებადი მდგომარეობაა, რომელიც, როგორც წესი, არ ახდენს გავლენას ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიმრუდე მძიმე ფორმისაა. ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შეუძლია პრობლემის მოგვარება მის გაუარესებამდე. არსებობს არაინვაზიური სამკურნალო მეთოდები, რომლებსაც ექიმი შემოგთავაზებთ ოპერაციამდე. მკურნალობის შემდეგაც კი, დაგჭირდებათ პოზის კონტროლი, რათა დარწმუნდეთ, რომ სიმრუდე არ დაბრუნდება. თუ სიმრუდის გამო თავს უხერხულად გრძნობთ, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.

სხვა პოსტები

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა

მრა­ვალ­მა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწ­ყვი­ტა შე­ეწ­ყვი­ტა ხორ­ცის ჭა­მა და გამ­ხდა­რიყ­ვნენ ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბი, მაგ­რამ ამა თუ იმ მი­ზე­ზის გა­მო მა­ლე­ვე შეწ­ყვი­ტეს ვე­გე­ტა­რია­ნუ­ლი კვე­ბა და და­უბ­რუნ­დნენ მა­ნამ­დე უკ­ვე ნაც­ნობ საკ­ვებს. რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას? სად ქრე­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მი? ძა­ლი­ან ხში­რად ეს უბ­რა­ლოდ არ­ცოდ­ნაა და ამ არ ცოდ­ნი­დან გა­მოწ­ვეუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი ან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. რა თქმა უნ­და, ვინ რას და რო­გორ ჭამს ჩე­მი საქ­მე არ არის, ეს ინ­დი­ვი­დის არ­ჩე­ვა­ნია. ეს პოს­ტი იმის­თვის არის შექ­მნი­ლი, რომ გან­ვი­ხი­ლოთ ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რა­თა ეს შეც­დო­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ გა­და­იქ­ცეს დის­კომ­ფორ­ტად, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბად და ხან­და­ხან ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზია­ნე­ბად. ხში­რად ახალ­ბე­და ვე­გე­ტა­რია­ნე­ლებ­მა არა­ფე­რი იცი­ან ადა­მია­ნის…

გურამ ჟღამაძე

ჰიპომაგნემია

ჰი­პო­მაგ­ნე­მია, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც მაგ­ნიუ­მის დე­ფი­ცი­ტი, ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც თქვენს სის­ხლში მაგ­ნიუ­მის დო­ნე ნორ­მა­ზე და­ბა­ლია. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს მსუ­ბუ­ქი ან მძი­მე. მაგ­ნიუ­მი არის ელექ­ტრო­ლი­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ კომ­პო­ნენტს მრა­ვა­ლი ორ­გა­ნიზ­მის რე­აქ­ცი­ისა, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ უჯ­რე­დულ ფუნ­ქცი­აზე, ნერ­ვულ გამ­ტა­რო­ბა­ზე და სხვა. თქვე­ნი ტვი­ნის, გუ­ლის და კუნ­თე­ბის ფუნ­ქციე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მაგ­ნი­უმ­ზე სე­რიო­ზუ­ლად არის და­მო­კი­დებუ­ლი. მაგ­ნი­უმი უშუა­ლოდ ახ­დენს გავ­ლე­ნას სხვა ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის, მათ შო­რის ნატ­რი­უმის, კალ­ციუ­მი­სა და კა­ლიუ­მის ბა­ლან­სზე. ჰი­პო­მაგ­ნე­მია ხში­რად ვლინ­დე­ბა ჰი­პო­კალცი­ემი­ას­თან (სის­ხლში კალ­ციუ­მის და­ბა­ლი დო­ნე) და ჰი­პო­კა­ლიემი­ას­თან (სის­ხლში კა­ლიუ­მის და­ბა­ლი დო­ნე) ერ­თად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის მაგ­ნიუ­მის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ინა­ხე­ბა ძვლებ­ში, მხო­ლოდ ექ­სტრა­უჯ­რე­დულ სით­ხე­ში (ძი­რი­თა­დად სის­ხლის პლაზ­მა­ში) გახ­სნი­ლი მაგ­ნი­უმია…

ეკატერინე სამხარაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 7

ადა­მია­ნებს ყო­ველ­თვის უჩ­ნდე­ბო­დათ კით­ხვე­ბი ძი­ლის სა­ჭი­როე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მარ­თლაც რა­ტომ ვთი­შავთ სა­კუ­თარ თავს დღე-ღა­მე­ში რვა სა­ათით? ყვე­ლა­ზე შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხია - გო­ნე­ბი­სა და სხე­ულის და­სას­ვე­ნებ­ლად და კი­დევ სიბ­ნე­ლის სა­ათებ­ში საფ­რთხის­გან თავ­და­სა­ცა­ვად. მაგ­რამ ძი­ლის მის­ტი­ფი­კა­ცია უფ­რო მეტ კით­ხვას ბა­დებს, რა ნიშ­ნავს სიფ­ხიზ­ლე? სიფ­ხიზ­ლის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი - გაც­ნო­ბიე­რე­ბაა. რის გაც­ნო­ბიე­რე­ბა? რო­ცა ძილ­სა და სიფ­ხიზ­ლე­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ამა­ში გა­რე სამ­ყა­როს გაც­ნო­ბიე­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობთ. მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ ძი­ლი­სას, რო­ცა გა­რე სამ­ყა­როს უდი­დეს ნა­წილს ვერ ვაც­ნო­ბიე­რებთ, მა­ინც შეგ­ვიძ­ლია გა­ვაც­ნო­ბიე­როთ ჩვენს წარ­მო­სახ­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი. არ­სე­ბობს სიფ­ხიზ­ლის ხა­რის­ხე­ბი. ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­მხილ­ვე­ლე­ბი უკე­თე­სად აც­ნო­ბიე­რე­ბენ რე­ალო­ბას, რად­გან მათ იცი­ან რომ ეს ესიზ­მრე­ბათ, ამ­გვა­რად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რომ ისი­ნი ფხიზ­ლო­ბენ ძილ­ში. უმაღ­ლე­სი გაც­ნო­ბიე­რე­ბის მე­თო­დე­ბის ტრა­დი­ციუ­ლი სკო­ლე­ბი…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga

„ში­ვა სამ­ჰი­ტა“ სუ­ლი­ერ მა­ძი­ებ­ლებს ოთხ ტი­პად ყოფს: 1) მრდუ — სუს­ტი, 2) მა­დია­მა — სა­შუ­ალო, 3) ად­ჰი­მატ­რა — მა­ღა­ლი და 4) ად­ჰი­მატ­რა­ტა­მა — უმაღ­ლე­სი. ამ უკა­ნას­კნელს, ყვე­ლა­ზე მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგომს, ერ­თა­დერთს შე­უძ­ლია გას­ცდეს ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს უსას­რუ­ლო ოკეანეს. სუს­ტი მა­ძი­ებ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, ვი­საც აკ­ლია ენ­თუ­ზი­აზ­მი, აკ­რი­ტი­კე­ბენ თა­ვი­ანთ მას­წავ­ლებ­ლებს, ხარ­ბე­ბი არიან, ცუდი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მიდ­რე­კილ­ნი, ბევრს ჭა­მენ, ვნე­ბებს ჰყვე­ბი­ან, არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი, მშიშ­რე­ბი, ხში­რად ავად­მყო­ფე­ბი, სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­ნი, უხე­შად მეტ­ყვე­ლე­ბენ, აქვთ სუს­ტი ხა­სია­თი და ში­ნა­გა­ნი ძა­ლა აკ­ლი­ათ. ასეთ მა­ძი­ებ­ლებს გუ­რუ მხო­ლოდ მან­ტრა-იო­გის გზით უძ­ღვე­ბა. დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით, ასეთ­მა პრაქ­ტი­კოს­მა შე­იძ­ლე­ბა თორ­მე­ტი წლის შემ­დეგ მი­აღ­წი­ოს გამოღვი­ძე­ბას. (სიტ­ყვა „მან­ტრა“ მომ­დი­ნა­რე­ობს ფეს­ვი­დან მან — „ფიქ­რი“. მან­ტრა ნიშ­ნავს წმინ­და აზრს ან…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 6

ბევ­რი ადა­მია­ნი ხე­დავს ლუ­ცი­დურ სი­ზმარს მას შემ­დეგ რაც პირ­ვე­ლად კით­ხუ­ლობს ან ის­მენს მას­ზე. ეს რა­ღა­ცით ახალ­ბე­დას იღ­ბალს ჰგავს; მათ ეუბ­ნე­ბი­ან რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და ისი­ნიც აკე­თე­ბენ. შე­დე­გად ამ წიგ­ნის ყიდ­ვი­სას ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას გა­იღიზია­ნებთ და ამით ერთ-ორ ლუ­ცი­დურ სიზ­მარს გა­მო­იწ­ვევთ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ვერ ის­წავ­ლოთ რო­გორ გა­მო­იწ­ვი­ოთ ისი­ნი მა­შინ რო­ცა მო­გინ­დე­ბათ. ამ თავ­ში ნა­ხავთ თუ რა უნა­რე­ბი და ცოდ­ნა უნ­და გქონ­დეთ იმის­თვის, რომ შემ­დგომ თა­ვებ­ში აღ­წე­რი­ლი მე­თო­დე­ბი აით­ვი­სოთ. ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვას და­იწ­ყებთ უნ­და იცო­დეთ გარ­კვეუ­ლი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტე­ბი თქვენს გო­ნე­ბა­სა და სხე­ულის შე­სა­ხებ სიზ­მარ­ში. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ თქვე­ნი “მენ­ტა­ლუ­რი ბლო­კე­ბის” წარ­მო­შო­ბის გა­გე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ადა­მია­ნებს სიზ­მარ­ში გა­მოფ­ხიზ­ლე­ბა­ში. ვარ­ჯი­ში ლუ­ცი­დურ სიზ­მრე­ბ­ში იწ­ყე­ბა სიზ­მრე­ბის…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 4 – Light on Yoga

გაფანტულობა და დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის მაძიებელს იოგას პრაქტიკაში, არის: არსებობს კიდევ ოთხი დამატებითი დაბრკოლება: (1) დუხკჰა – ტკივილი ან ტანჯვა; (2) დაურმანსია – სასოწარკვეთა; (3) ანგამეჯაიატვა – სხეულის არამდგრადობა; (4) შვასა-პრაშვასა – სუნთქვის არამდგრადობა. ბრძოლის მოსაგებად, სარდალი სწავლობს გარემოსა და მტერს და გეგმავს საპასუხო ზომებს. ანალოგიურად, იოგი გეგმავს თავის თავზე გამარჯვებას. ვი­ადი: აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი დაბ­რკო­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა ან სნე­ულე­ბაა. იო­გის­თვის მი­სი სხე­ული მიღ­წე­ვის უმ­თავ­რე­სი ინ­სტრუ­მენ­ტია. თუ მი­სი „სატ­რან­სპორ­ტო სა­შუა­ლე­ბა“ გა­ფუჭ­და, მოგ­ზაუ­რი შორს ვერ წა­ვა. თუ სხე­ული ავად­მყო­ფო­ბით არის და­სუს­ტე­ბუ­ლი, მა­ძიე­ბე­ლი ცო­ტა რა­მეს მი­აღ­წევს. ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რად­გან გო­ნე­ბა, ჩვე­ულებ­რივ, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვეო­ბით ფუნ­ქციო­ნი­რებს. რო­დე­საც სხე­ული ავა­დაა…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 5

რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა თქვე­ნი ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ცნო­ბიე­რე­ბა თქვენს ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას? მრავა­ლი დაკ­ვირ­ვე­ბა რე­ალურ სამ­ყა­რო­ზე შე­იძ­ლე­ბა სიზ­მარ­ხილ­ვებს მი­ვა­კუთ­ვნოთ. თქვე­ნი შეგ­რძნე­ბე­ბი სიზ­მარ­შიც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს რო­გორც ცხად­ში. თქვენ შე­იძ­ლე­ბა ხე­დავ­დეთ, გეს­მო­დეთ, გრძნობ­დეთ, გე­მოს შე­იგ­რძნობ­დეთ, ფიქ­რობ­დეთ და იყოთ ისე­ვე რო­გორც ახ­ლა ხართ. მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა ისაა რომ თქვენს მი­ერ სიზ­მარ­ში აღ­ქმუ­ლი მულ­ტი­სენ­სო­რუ­ლი სამ­ყა­რო თქვენს შიგ­ნით ჩნდე­ბა და არა გა­რეთ. ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი რა­საც აღიქ­ვამთ უკავ­შირ­დე­ბა გა­რე სამ­ყა­როს ობი­ექ­ტებს, ხალ­ხსა და მოვ­ლე­ნებს. რად­გან ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბის ობი­ექ­ტე­ბი სიზ­მარ­მხი­ლვე­ლის ცნო­ბიე­რე­ბის­გან და­მოუ­კი­დებ­ლად არ­სე­ბო­ბენ, ისი­ნი შე­და­რე­ბით მუდ­მი­ვია. მა­გა­ლი­თად ახ­ლა ამ წი­ნა­და­დე­ბას რო წა­იკით­ხავთ და წიგნს და­ხუ­რავთ მე­რე ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გიძ­ლი­ათ ისევ გა­და­შა­ლოთ და ეს…

ეკატერინე სამხარაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 4

თუ აქამ­დე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრის გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქო­ნი­ათ თქვენ­თვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იქ­ნე­ბა თუ რა არის ეს. მი­უხე­და­ვად იმი­სა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოს­ცა­დოთ რომ გა­იგოთ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა არის ეს, ვი­საც უც­დია იცის. მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვეუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მნათ მი­სი თქვენ­თვის ჩვე­ული ცნო­ბიე­რე­ბის მდგო­მა­რეო­ბას­თან შე­და­რე­ბით, მა­გა­ლი­თად იმას­თან რო­მელ­შიც ახ­ლა იმ­ყო­ფე­ბით. შემ­დე­გი სა­ვარ­ჯი­შო და­გეხ­მა­რე­ბათ უფ­რო ჩა­უღ­რმავ­დეთ ღვი­ძი­ლის მდგო­მა­რეო­ბას. ყო­ვე­ლი ეტა­პი ერთ წუთს მა­ინც უნ­და გაგ­რძელ­დეს. 1. მხედ­ვე­ლო­ბაგა­აც­ნო­ბიე­რეთ რას ხე­დავთ. გა­მო­ყა­ვით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და თვალ­სა­ჩი­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი - ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს ფორ­მე­ბი, ფე­რე­ბი, მოძ­რაო­ბე­ბი, სივ­რცე. 2. სმე­ნა გა­აც­ნო­ბიე­რეთ რა გეს­მით გა­მო­ყა­ვით ყო­ვე­ლი ბგე­რა რო­მელ­საც თქვე­ნი ყუ­რი აღიქ­ვამს, ინ­ტენ­სი­ვო­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დი­აპა­ზო­ნი, ტო­ნა­ლო­ბე­ბი - სა­უბ­რი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი მუ­სი­კის მშვე­ნიე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. 3. შეგ­რძნე­ბაგა­აც­ნო­ბიე­რეთ რას…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 3 – Light on Yoga

იო­გა სუტ­რებ­ში პა­ტან­ჯა­ლი ასა­ხე­ლებს ჩი­ტა ვრტის ხუთ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს სი­ამოვ­ნე­ბა­სა და ტკი­ვილს. ესე­ნია: პა­ტან­ჯა­ლი ასე­ვე ასა­ხე­ლებს ჩი­ტა ვრტის ხუთ მი­ზეზს, რომ­ლე­ბიც ტკი­ვილს (კლე­შას) წარ­მო­შობს: (1) ავი­დია (უცო­დინ­რო­ბა ან უმეც­რე­ბა); (2) ას­მი­ტა (ინ­დი­ვი­დუა­ლო­ბის გან­ცდა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ზღუ­დავს და გა­მო­ყოფს ჯგუ­ფი­დან – შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ზი­კუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რი ან ემო­ცი­ური); (3) რა­გა (მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ან ვნე­ბა); (4) დვე­ში (ზიზ­ღი ან სი­ძულ­ვი­ლი) და (5) აბ­ჰი­ნი­ვე­შა (სი­ცოც­ხლის სიყ­ვა­რუ­ლი ან წყურ­ვი­ლი, ინ­სტინ­ქტუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და სხე­ულის სი­ამოვ­ნე­ბა­ზე, და ში­ში იმი­სა, რომ სიკ­ვდილ­მა შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი წაგ­ვარ­თვას). ტკი­ვი­ლის ეს მი­ზე­ზე­ბი სად­გა­კას (მა­ძი­ებ­ლის) გო­ნე­ბის სიღ­რმე­ში რჩე­ბა. ისი­ნი ჰგავს აის­ბერ­გებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ თა­ვებს ამო­ყო­ფენ პო­ლა­რულ ზღვებ­ში. სა­ნამ ისი­ნი…

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top