კიფოზი

კი­ფო­ზი

კი­ფო­ზი

კიფოზი (Kyphosis)

კიფოზი წარმოადგენს ხერხემლის ზედმეტად წინ მიმართულ გამრუდებას. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წინ გადახრა, თითქოს მოკუზული ხართ. აგრეთვე ზურგის ტკივილი და კუნთების შებოჭილობა. კიფოზის სამკურნალოდ არსებობს როგორც არაქირურგიული (კონსერვატიული), ისე ქირურგიული მკურნალობის ვარიანტები.

მიმოხილვა

კიფოზი იწვევს ხერხემლის გარე მიმართულებით გამრუდებას. ამის გამო შეიძლება ჩანდეს, თითქოს მოხრილი ხართ.

რა არის კიფოზი?

კიფოზი არის მდგომარეობა, როდესაც ხერხემალი ნორმაზე მეტად მრუდდება გარე მიმართულებით. ეს იწვევს ზურგის ზედა ნაწილის, გულმკერდის არის (ხერხემლის ნაწილი კისერსა და ნეკნებს შორის) წინ გადახრას. გამრუდებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მოკუზული ან მოხრილი ხართ. ადამიანები მას ხშირად “კუზს” უწოდებენ.

თქვენს ხერხემალს ბუნებრივი სიმრუდეები გააჩნია. ეს სიმრუდეები ხელს უწყობს პოზის შენარჩუნებას და გამართულად დგომას. თუმცა, ჭარბმა გამრუდებამ შეიძლება იმოქმედოს თქვენს სხეულზე და გაართულოს დგომა.

უმეტეს შემთხვევაში, კიფოზი არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა, მან შეიძლება შეგიქმნათ დისკომფორტი დარღვეული ტანადობის გამო. მძიმე შემთხვევებში, კიფოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან სუნთქვის პრობლემები. გართულებული კიფოზის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

რა ტიპის კიფოზები არსებობს?

არსებობს კიფოზის რამდენიმე ტიპი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

• პოსტურალური კიფოზი:

ეს კიფოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის ძირითადად მოზარდობის ასაკში ვითარდება. მოხრილობა ან ცუდი პოზა ჭიმავს იოგებსა და კუნთებს, რომლებსაც მალები (ხერხემლის ძვლები) უჭირავს. დაჭიმულობა მალებს ნორმალური პოზიციიდან აშორებს, რაც ხერხემლის მომრგვალებას უწყობს ხელს. უმეტესად ეს გოგონებთან გვხვდება, ნაკლებად ბიჭებთან და როგორც წესი, არ იწვევს ტკივილს.

• შოიერმანის (Scheuermann) კიფოზი:

ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც მალებს მოსალოდნელისგან განსხვავებული ფორმა აქვთ. მართკუთხა ფორმის ნაცვლად, მალებს სოლისებრი ფორმა აქვს. სოლისებრი ძვლები წინ იხრება, რაც ხერხემალს მორკალულ იერს აძლევს. ეს უმეტესად ბიჭებთან გვხვდება. შოიერმანის კიფოზი შესაძლოა ახლდეს ტკივილი, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის ან დიდხანს დგომის/ჯდომის დროს. პოზის ან მდგომარეობის შეცვლა არ ცვლის სიმრუდეს, რადგან მალები არ არის მოქნილი.

• თანდაყოლილი (Congenital) კიფოზი:

თანდაყოლილი ნიშნავს, რომ მდგომარეობა დაბადებიდანვე აღინიშნება. თანდაყოლილი კიფოზი ვითარდება, როდესაც საშვილოსნოში ხერხემალი ვერ ვითარდება სწორად ან არ ვითარდება ბოლომდე. ზრდასთან ერთად მისი სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. ბავშვობის ასაკში ხერხემლის სიმრუდის გამოსასწორებლად და მისი გაუარესების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა. ის შეიძლება გამოვლინდეს ზრდის სხვა თანდაყოლილ დეფექტებთან ერთად, მაგალითად, ისეთებთან, რომლებიც გულსა და თირკმელებზე მოქმედებს.

• ცერვიკალური (კისრის) კიფოზი (ე.წ. სამხედრო კისერი):

ეს ტიპი ვითარდება, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი (თავის ფუძიდან ზურგის ზედა ნაწილამდე) იხრება წინ, ნაცვლად მისი ბუნებრივი უკანა სიმრუდისა. (იხილეთ ვრცლად)

• ჰიპერკიფოზი:

ჰიპერკიფოზი არის ხერხემლის მძიმე ფორმის წინ მიმართული გამრუდება. სიმრუდე 50 გრადუსს აღემატება. ეს ტიპი ხშირია 40 წლის ასაკის შემდეგ.

რამდენად გავრცელებულია კიფოზი?

აშშ-ში სასკოლო ასაკის ბავშვების 8%-ზე ნაკლებს აღენიშნება შოიერმანის კიფოზი. ჰიპერკიფოზი (მძიმე კიფოზი) გვხვდება 60 წელს ზემოთ ასაკის ზრდასრულების დაახლოებით 20%-დან 40%-მდე. საშუალოდ, ხერხემლის ზედა ნაწილის წინ მიმართული კუთხე ყოველ დეკადაში (10 წელიწადში) დაახლოებით 3 გრადუსით იზრდება.

სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

რა არის კიფოზის სიმპტომები?

კიფოზის ძირითადი სიმპტომებია:

  • მომრგვალებული მხრები.
  • სიმრუდე ან კუზი ზურგის ზედა ნაწილში.
  • ბარძაყის უკანა კუნთების (ჰამსტრინგების) დაჭიმულობა.

მძიმე კიფოზმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი ან შებოჭილობა ზურგსა და ბეჭებში.
  • ფეხების დაბუჟება, სისუსტე ან ჩხვლეტის შეგრძნება.
  • უკიდურესი დაღლილობა.
  • წონასწორობის პრობლემები.
  • შარდის ან განავლის შეუკავებლობა.
  • ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება.

თუ გაგიძნელდათ სუნთქვა, დაუკავშირდით 112-ს ან ადგილობრივ გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

რა იწვევს კიფოზს?

კიფოზის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება ტიპის მიხედვით, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს:

  • ცუდ პოზას.
  • ხერხემლის ძვლების სტრუქტურულ ანომალიებს.
  • ძვლის ზრდის ანომალიებს (ძვლის ფორმა).
  • ხერხემლის ტრავმას.
  • თქვენს ასაკს.

შეიძლება თუ არა კიფოზი სქოლიოზში გადაიზარდოს?

არა. კიფოზი და სქოლიოზი ორივე ხერხემლის პათოლოგიაა. ისინი შეიძლება ერთდროულად გამოვლინდეს, მაგრამ ერთი მეორეს არ იწვევს. კიფოზი არის ხერხემლის ანომალიური გამრუდება წინიდან უკან. სქოლიოზი კი არის ხერხემლის ანომალიური გამრუდება მარცხნიდან მარჯვნივ ან გვერდულად.

რა არის კიფოზის რისკ-ფაქტორები?

პოსტურალური და შოიერმანის კიფოზის დიაგნოზი ყველაზე ხშირად ისმება 13-დან 16 წლამდე ასაკში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოზარდების ძვლები სწრაფად იზრდება. თუმცა, ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ ასაკში. ასაკის მატებასთან ერთად, მალები კარგავენ მოქნილობას და ხერხემალმა შეიძლება წინ გადახრა დაიწყოს. ასევე, შესაძლებელია დაიბადოთ კიფოზის თანდაყოლილი ფორმით. ეს შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის სხვა ძირითად პრობლემებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ზრდასა და განვითარებაზე საშვილოსნოში.

რა გართულებები ახასიათებს კიფოზს?

მსუბუქი კიფოზის დროს გართულებები ხშირი არ არის, მაგრამ ისინი შეიძლება განვითარდეს ხერხემლის მძიმე გამრუდებისას. გართულებები შეიძლება მოიცავდეს:

  • ზურგის ტკივილს.
  • სიარულის გაძნელებას.
  • ფილტვებზე ზეწოლას (სუნთქვის გაძნელება).
  • ნევროლოგიურ პრობლემებს (ნერვების მოყოლა / ჩაჭედვა).

დიაგნოზი და ტესტები

როგორ ისმება კიფოზის დიაგნოზი?

ბავშვებში, თქვენ (ბავშვის მომვლელმა) ან სკოლის ექიმმა (ექთანმა) შეიძლება შენიშნოთ კიფოზის სიმპტომები, განსაკუთრებით სკოლაში სქოლიოზის სკრინინგის დროს. დიაგნოზის დასადასტურებლად სკოლამ შესაძლოა რეკომენდაცია გაუწიოს ბავშვის პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ვიზიტს. ნებისმიერ ასაკში, თქვენი მკურნალი ექიმი კიფოზის დიაგნოზს ფიზიკური გასინჯვის შემდეგ დასვამს. გასინჯვის დროს ექიმი მოგთხოვთ თქვენ ან თქვენს შვილს შეასრულოთ გადახრის ტესტი. თქვენ უნდა დადგეთ შეტყუპებული ფეხებით, სწორი მუხლებით და გვერდებზე ჩამოშვებული ხელებით. შემდეგ ნელა გადაიხრებით წინ, ისე რომ ფეხებს უყურებდეთ. ეს ტესტი ეხმარება ექიმს დაინახოს ხერხემლის სიმრუდე ან ხერხემლის სხვა პრობლემები.

რა ტესტებით დგინდება კიფოზი?

ხერხემლის რენტგენი ეხმარება ექიმს ხერხემლის სიმრუდის გაზომვასა და დიაგნოზის დასმაში. ბუნებრივი სიმრუდე 20-დან 45 გრადუსამდეა. ექიმი კიფოზის დიაგნოზს დასვამს, თუ სიმრუდე 50 გრადუსზე მეტია. გარდა ამისა, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ სხვა ტესტები იმის გასარკვევად, არის თუ არა თქვენი სიმპტომები ძირითადი დაავადების შედეგი, ან ახდენს თუ არა ხერხემლის სიმრუდე გავლენას სხეულის სხვა ნაწილებზე. ტესტები შეიძლება მოიცავდეს:

  • ფილტვის ფუნქციურ სინჯს (სპირომეტრიას), ფილტვების მუშაობის შესაფასებლად.
  • მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) იმის დასადგენად, იწვევს თუ არა ხერხემლის სიმრუდე ზეწოლას ზურგის ტვინის ნერვებზე.

მართვა და მკურნალობა

როგორ იკურნება კიფოზი?

კიფოზის მკურნალობა სხვადასხვაგვარია და შეიძლება მოიცავდეს:

• ფიზიკური თერაპია (ფიზიოთერაპია):

ვარჯიშები აძლიერებს მუცლისა და ზურგის კუნთებს ტკივილის შესამსუბუქებლად და ტანადობის გასაუმჯობესებლად. ვარჯიშს ასევე შეუძლია დაჭიმული ჰამსტრინგების გაწელვა და სხეულის სხვა უბნების გაძლიერება.

• ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები:

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ხსნის ზურგის ტკივილს.

• ზურგის კორსეტი (ბრეკეტი):

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კორსეტის ტარება. ეს ყველაზე ხშირად ინიშნება შოიერმანის კიფოზის მქონე ბავშვებში, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან. ექიმი განიხილავს კორსეტის ტიპს და მისი ტარების ხანგრძლივობას დღის განმავლობაში.

• ქირურგიული ჩარევა:

ქირურგიულ პროცედურას შეუძლია ხერხემლის გამრუდების შემცირება. კიფოზის ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა სპინალური ფიუჟენი (მალების შერწყმა). ამ პროცედურის დროს ქირურგი მალებს სწორ პოზიციაში აბრუნებს. შემდეგ მათ ერთმანეთთან აერთებს (აშიშვლებს) მცირე ზომის ძვლის ნატეხების გამოყენებით, რითაც ავსებს მალებს შორის არსებულ სივრცეებს. შეხორცების პროცესში მალები ერთიანდება ანუ ერწყმის ერთმანეთს. ეს პროცედურა ამცირებს სიმრუდის სიმძიმეს.

როგორ გადაწყვეტს ჩემი ექიმი, თუ რა სახის მკურნალობა მჭირდება?

ექიმი შეისწავლის თქვენს ხერხემალს და შემოგთავაზებთ მკურნალობის ვარიანტებს შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

  • ასაკი.
  • სამედიცინო ისტორია.
  • ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
  • კიფოზის ტიპი.
  • სიმრუდის სიმძიმე.
  • სუნთქვის გაძნელება.

ხერხემლის ქირურგიული ჩარევა შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ:

  • თანდაყოლილი კიფოზი.
  • შოიერმანის კიფოზი 75 გრადუსზე მეტი სიმრუდით.
  • ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელიც არ გადის არაქირურგიული ან კონსერვატიული მკურნალობის შემდეგაც.

აქვს თუ არა მკურნალობას გვერდითი მოვლენები?

მკურნალობის თითოეულ ტიპს ახლავს შესაძლო გვერდითი მოვლენები. მკურნალობის დაწყებამდე ესაუბრეთ ექიმს რისკებისა და გვერდითი მოვლენების გასაგებად. მაგალითად, ოპერაციის გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ინფექციას და სისხლდენას განაკვეთის არეში.

პერსპექტივა / პროგნოზი

რას უნდა ველოდო, თუ კიფოზი მაქვს?

კიფოზი ხერხემლის განკურნებადი დაავადებაა. სიმრუდემ შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ტკივილი და შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ ის, სანამ ექიმი არ გეტყვით გასინჯვის დროს. მკურნალობის მიზანია სიმრუდის გაუარესების შეჩერება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეთ ოპერაცია. თუმცა, კიფოზის მქონე ადამიანების უმეტესობას ოპერაცია არ სჭირდება.

შეიძლება თუ არა კიფოზი დაბრუნდეს?

კიფოზი შეიძლება დაბრუნდეს მკურნალობის შემდეგაც. ტანადობის გასაუმჯობესებლად შესაძლოა დაგჭირდეთ ცხოვრების წესის შეცვლა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა აკონტროლოთ როგორ ზიხართ, დგახართ და მოძრაობთ მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, შეიძლება გადაწყვიტოთ გამოიყენოთ გორგოლაჭებიანი ჩანთა ნაცვლად ზურგჩანთით სასკოლო წიგნების ტარებისა. ესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ კიფოზის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.

როგორია კიფოზის პროგნოზი?

კიფოზის ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო შედეგს იძლევა. ადრეული დიაგნოზის მქონე ადამიანების უმეტესობას ოპერაცია არ სჭირდება და შეუძლია მდგომარეობის მართვა არაქირურგიული მეთოდებით. მკურნალობის გარეშე კიფოზი შეიძლება გაუარესდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება. მნიშვნელოვანია კიფოზის რეგულარული კონტროლი ექიმთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მკურნალობის დასრულების შემდეგაც კი.

პრევენცია

შესაძლებელია თუ არა კიფოზის პრევენცია?

კიფოზის ყველა ტიპის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუმცა, პოსტურალური კიფოზის პრევენციისთვის შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:

  • შეინარჩუნეთ სწორი პოზა.
  • გაიძლიერეთ მუცლისა და ზურგის კუნთები.
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.
  • ატარეთ ჩანთები ან სასკოლო ნივთები მყარი ზურგჩანთით ან გორგოლაჭებიანი ჩანთით.
  • ივარჯიშეთ კუნთების გასაძლიერებლად და მოქნილობის შესანარჩუნებლად.

მდგომარეობასთან თანაცხოვრება

როდის უნდა მივმართო ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ხერხემლის სიმრუდეს თქვენ თავს ან თქვენს შვილს, რაც გავლენას ახდენს ტანადობაზე. ექიმს შეუძლია შეაფასოს სიმპტომები და დაგეხმაროთ პოზის გაუმჯობესებაში, საჭიროების შემთხვევაში. თუ გაგიძნელდათ სუნთქვა, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

რა კითხვები უნდა დავუსვა ექიმს?

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ კიფოზი, ჰკითხეთ ექიმს:

  • რამდენად მძიმეა სიმრუდე?
  • დამჭირდება თუ არა ოპერაცია?
  • რომელი არაქირურგიული მკურნალობა დამეხმარება?
  • უნდა ჩავიტარო თუ არა ფიზიკური თერაპია?
  • როგორ შევაჩერო სიმრუდის გაუარესება?
  • აქვს თუ არა მკურნალობას გვერდითი მოვლენები?

შენიშვნა კლივლენდის კლინიკისგან (Cleveland Clinic)

კიფოზი, ხერხემლის ჭარბი წინმიმართული სიმრუდე, განკურნებადი მდგომარეობაა, რომელიც, როგორც წესი, არ ახდენს გავლენას ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიმრუდე მძიმე ფორმისაა. ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შეუძლია პრობლემის მოგვარება მის გაუარესებამდე. არსებობს არაინვაზიური სამკურნალო მეთოდები, რომლებსაც ექიმი შემოგთავაზებთ ოპერაციამდე. მკურნალობის შემდეგაც კი, დაგჭირდებათ პოზის კონტროლი, რათა დარწმუნდეთ, რომ სიმრუდე არ დაბრუნდება. თუ სიმრუდის გამო თავს უხერხულად გრძნობთ, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.

სხვა პოსტები

იოგას სახეობები

იოგის უძველესი სისტემა, რომლსაც ფესვები ინდურ ფილოსოფიასა და ტრადიციაში მყარად აქვს გადგმული, ერთიან მიზანს — მოქშას, ანუ სულიერ გათავისუფლებას — ემსახურება. იგი ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას აღიარებს და მას ოთხ ძირითად გზას, ანუ იოგას, სთავაზობს. ეს ოთხი გზა ერთმანეთის გამორიცხავი არ არის, პირიქით — წარმოადგენს თვითშემეცნების განსხვავებულ მიდგომებს, რომლებიც თვითშემეცნებაზე ორიენტირებულ, ინტელექტუალურ, ემოციურ და აქტიურ ადამიანებს უმაღლეს რეალობასთან ერთიანობისკენ, იოგასკენ, მიუძღვება. პირველი, რაჯა იოგა, ანუ „სამეფო გზა“, არის მედიტაციისა და თვითკონტროლის მეთოდოლოგია. იგი პატანჯალის მიერ იოგას სუტრებშია სისტემატიზებული და წარმოადგენს მეცნიერულ, რვასაფეხურიან სისტემას (აშტანგა იოგა), რომელიც გონების დამორჩილებაზეა ორიენტირებული. მას „სამეფო“ გზას უწოდებენ, რადგან გონება შეგრძნებების მეფედ მიიჩნევა და მისი მართვა…

გურამ ჟღამაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga

სწო­რი სა­შუა­ლე­ბე­ბი ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნი. პა­ტან­ჯა­ლი ჩა­მოთ­ვლის ამ სა­შუა­ლე­ბებს, რო­გორც იო­გას რვა შტოს ან ეტა­პს სუ­ლის ძი­ები­სათ­ვის. ესე­ნა: ია­მა (უნი­ვერ­სა­ლუ­რი მო­რა­ლუ­რი მცნე­ბე­ბი); ია­მა და ნი­ამა აკონ­ტრო­ლებს იო­გის ვნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს და ინარ­ჩუ­ნებს მას ჰარ­მო­ნია­ში სხვა ადა­მია­ნებ­თან. ასა­ნე­ბი სხე­ულს ჯან­მრთელ­სა და ძლი­ერს ხდის და აყა­ლი­ბებს მას ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­აში. სა­ბო­ლო­ოდ, იო­გი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სხე­ულის ცნო­ბიე­რე­ბის­გან. ის იმარ­ჯვებს სხე­ულ­ზე და აქ­ცევს მას სუ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის სა­მო­სად. პირ­ვე­ლი სა­მი ეტა­პი არის გა­რე ძი­ებე­ბი (ბა­ჰი­რან­გა სად­ჰა­ნა). შემ­დე­გი ორი ეტა­პი – პრა­ნაი­ამა და პრა­ტი­ჰა­რა – ას­წავ­ლის მა­ძიე­ბელს სუნ­თქვის რე­გუ­ლი­რე­ბას და ამით გო­ნე­ბის კონ­ტროლს. ეს ეხ­მა­რე­ბა გრძნო­ბე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტე­ბის მო­ნო­ბის­გან. ეს ორი ეტა­პი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ში­ნა­გა­ნი…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3

ამ თავ­ში მი­მო­ვი­ხი­ლავთ წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მის ნა­წი­ლებს. თა­ვი 2. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის სას­წავ­ლებ­ლად მომ­ზა­დე­ბა” გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბელ ნა­წილს ძი­ლის შე­სა­ხებ და გვეხ­მა­რე­ბა დავ­ძლი­ოთ ნე­ბის­მიე­რი რე­ზერ­ვა­ცია რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი­სას გაჩ­ნდეს და ხე­ლი შე­უშა­ლოს თქვენს პროგ­რესს. გარ­და ამი­სა გეხ­მა­რე­ბა უფ­რო კარ­გად გა­აც­ნო­ბიე­რო სა­კუ­თა­რი სიზ­მრე­ბი. ის­წავ­ლით რო­გორ აწარ­მო­ოთ სიზ­მრე­ბის დღი­ური და რო­გორ გაა­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­თი გახ­სე­ნე­ბა/და­მახ­სოვ­რე­ბა. თქვენ შეძ­ლებთ ყო­ვე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სიზ­მრის გახ­სე­ნე­ბას მა­ინც ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სა­ვალ ტექ­ნი­კებს და­იწ­ყებ­დეთ. რო­გორც კი გექ­ნე­ბათ სიზ­მრე­ბის დღი­ური გარ­კვეუ­ლი რა­ოდე­ნო­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, უკ­ვე მზად იქ­ნე­ბით თქვე­ნი სიზ­მრე­ბის მი­ნიშ­ნე­ბე­ბის კა­ტა­ლო­გიც შე­ად­გი­ნოთ. ესე­ნია თქვე­ნი სიზ­მრე­ბის სა­ხა­სია­თო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ლუ­ცი­დუ­რო­ბის გზამ­კვლე­ვე­ბად გა­მოი­ყე­ნოთ. თა­ვი 3. “გა­მოღ­ვი­ძე­ბა სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო­ში” გან­ვი­ხი­ლავთ ტექ­ნი­კებს რო­გორ…

ეკატერინე სამხარაძე

იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის

ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი ხერხემალია, ამიტომ მისი სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის. იოგა განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება ხერხემლის პრობლემების მართვისა და მათთან გასამკლავებლად. იოგის გარკვეული ასანები აძლიერებს ზურგის კუნთებს და აუმჯობესებს ტანდეგობას, რაც ამცირებს არასწორ დატვირთვას ხერხემლის მალებზე და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხერხემლის ნეიტრალური და უსაფრთხო პოზიციის შენარჩუნებაში. იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მისი ზოგიერთი ასანა ხელს უწყობს კუნთებისა და მყესების მოდუნებას და მათში სტრესის შემცირებას, რაც ხშირად კუნთების დაჭიმულობისა და ტკივილის მიზეზია. იოგის პოზები, რომლებსაც მოსწავლე რეგულარულად ასრულებს, ხელს უწყობს დაჭიმულობის მოხსნას, ზრდის ელასტიურობას და აუმჯობესებს ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონს. იოგის ასანები ზედმეტად არ ტვირთავს ხერხემალს, არამედ აძლიერებს მას. იოგა შვებას…

ირინე ნიკოლაიშვილი

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2

მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში რო­გორც ად­რეუ­ლი ისე თა­ნა­მედ­რო­ვე წყა­როე­ბი­დან. ვიდ­რე ეს წიგ­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდებ­ოდა ათა­სო­ბით ადა­მია­ნი მწერ­და და თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და აღ­მო­ჩე­ნებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ და ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის გა­მო­სა­დეგ ბევრ პრაქ­ტი­კულ რჩე­ვას მაძ­ლევ­დნენ. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­თა სა­პა­სუ­ხოდ მე გა­დავ­წყვი­ტე ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­მე­ცა ჰო­ვარდ რე­ინოლ­დთან ერ­თად. ჰო­ვარ­დი ვრცლად წერ­და ისეთ თე­მებ­ზეა რო­გო­რი­ცაა კრე­ატიუ­ლო­ბა, ცნო­ბიე­რე­ბა და სიზ­მრებ­ზე მუ­შაო­ბა. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვა” არის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­თო­დი რო­მე­ლიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გას­წავ­ლით რო­გორ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოთ და გა­მოი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი რიტ­მით და სიღ­რმით, რო­გორ გა­მო­იკ­ვლი­ოთ თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი და გა­იმ­დიდ­როთ ამით ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მა­გა­ლი­თე­ბის აუ­რაც­ხე­ლი რა­ოდე­ნო­ბა მო­იძი­ოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის აქ­ტუა­ლო­ბის შე­სა­ხებ რო­მე­ლიც სტენ­ფორ­დის პროგ­რა­მის მი­ერაა აღრიცხუ­ლი,…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga

სიტ­ყვა „იოგა“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „იუჯ“, რაც ნიშ­ნავს შეკ­ვრას, შე­ერ­თე­ბას, მიბ­მა­სა და შე­კა­ვე­ბას, ყუ­რად­ღე­ბის მი­მარ­თვა­სა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გან­ხორ­ციე­ლე­ბას. ასე­ვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას ან შერ­წყმას. ეს არის ჩვე­ნი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შერ­წყმა. რო­გორც მა­ჰა­დევ დე­საი ამ­ბობს თა­ვის შე­სა­ვალ­ში „გი­ტა­ზე“ (გან­დის მი­ხედ­ვით): „იო­გა ნიშ­ნავს სხე­ულის, გო­ნე­ბი­სა და სუ­ლის ყვე­ლა ძა­ლის ღვთი­სად­მი მიბ­მას; ნიშ­ნავს გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის, ემო­ციე­ბი­სა და ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნას, რა­საც იო­გა გუ­ლის­ხმობს; ნიშ­ნავს სუ­ლის წო­ნას­წო­რო­ბას, რაც ადა­მი­ანს აძ­ლევს სა­შუა­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში მშვი­დად აღიქ­ვას.“ იო­გა ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ექ­ვსი ორ­თო­დოქ­სუ­ლი სის­ტე­მი­დან ერთ-ერ­თია. ის შეკ­რი­ბა, და­აკო­ორ­დი­ნი­რა და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია გა­უკე­თა პა­ტან­ჯა­ლიმ თა­ვის კლა­სი­კურ ნაშ­რომ­ში „იო­გას სუტ­რე­ბი“, რო­მე­ლიც 185 მოკ­ლე აფო­რიზ­მის­გან შედ­გე­ბა. ინ­დურ…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო​ ნაწილი 1

გა­ვაც­ნო­ბიე­რე რომ სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. ხე­ლე­ბი ავ­წიე და მე თვი­თო­ნაც ზე­ვით ავი­წიე (თით­ქოს ვი­ღა­ცა მე­წეო­და) შავ ცამ­დე მი­ვაღ­წიე, ცის ფე­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ირეო­და ინ­დი­გოს­ფე­რი, მუ­ქი იის­ფე­რი, მელ­ნის­ფე­რი, თეთ­რი მე­რე კი ძა­ლი­ან კაშ­კა­შა შუ­ქი წა­მო­ვი­და. მთე­ლი ის დრო რო­ცა ზე­მოთ მი­ვი­წევ­დი სა­ოცა­რი მუ­სი­კა ჩა­მეს­მო­და, ამა­ზე ტკბი­ლი ხმა არა­სო­დეს მო­მის­მე­ნია. ეს უფ­რო ადა­მია­ნის ხმას გავ­და ვიდ­რე ინ­სტრუ­მენ­ტი­სას. სიტ­ყვე­ბით ძნე­ლია იმ სი­ხა­რუ­ლის გად­მო­ცე­მა რო­მელ­საც მე გან­ვიც­დი­დი. მე­რე ძა­ლი­ან რბი­ლად და­ვუბ­რუნ­დი დე­და­მი­წას. ვფიქ­როდ­ბი რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი იდ­გა და სწო­რი გზა შე­ვარ­ჩიე. სიზ­მა­რი და გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი თით­ქოს ჯილ­დო იყო, ან უბ­რა­ლოდ მე მე­გო­ნა ასე. ეს იყო გრძე­ლი, ნე­ლი, უკან­ დატ­რია­ლე­ბუ­ლი კად­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სას მუ­სი­კის ექო­თი ყუ­რებ­ში.…

ეკატერინე სამხარაძე

თუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო

„ჩემს წინ მოწინავეების რაზმი დგას. მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ, როგორ არაბუნებრივად ანათებს ქუჩას ჩვენსკენ წამოსული ჭურვები. მე არც იარაღი მაქვს, არც აღჭურვილობა. ვიცი, რომ სიზმარში ვარ, ვიცი, ვინ ვარ და აქ რატომ ვარ. მეთაური ყვირის: „წინ!“ პირველი ფიქრი: მოწინავეები ვერ გადარჩებიან, ყველა დაიხოცება. ამ დროს იწყება ტრანსფორმაცია — ფეხები იზრდება, იცვლება. ყველა სახსარში, ყველა უჯრედში ვგრძნობ, როგორ მეცვლება სხეული, სისხლიც კი სხვანაირია. ხელები აღარ მაქვს, ყელში ცეცხლოვანი ბურთი ამოდის და უცებ უზარმაზარ ფრთებს ვშლი — დრაკონი ვარ. სანამ ავფრინდები, ვგრძნობ, როგორ მერწყმიან უკვე დახოცილი მოწინავეები და მე ვარ მთელი ჯარი. ჩემი მოწინააღმდეგე დილის ნისლივით იფანტება..." სიზმარხილვის პრაქტიკამდე ძალიან გამოუცდელი…

ეკატერინე სამხარაძე

სუნთქვაზე დაკვირვება

ხში­რად ჩვე­ნი გო­ნე­ბა წარ­სულ­ში ან მო­მა­ვალ­ში დაფ­რი­ნავს, რაც სტრეს­სა და შფოთ­ვას იწ­ვევს. სუნ­თქვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა არის მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ერი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბათ აწ­მყო მო­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა­ში. ეს არ არის სუნ­თქვის კონ­ტრო­ლი, არა­მედ უბ­რა­ლოდ მი­სი შეგ­რძნე­ბა და გაც­ნო­ბიე­რე­ბა – რო­გორ შე­დის და გა­მო­დის ჰა­ერი, რო­გორ იბე­რე­ბა და ეშ­ვე­ბა სხე­ული. ამ პრაქ­ტი­კას უამ­რა­ვი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს: სცა­დეთ ყო­ველ­დღიუ­რად რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­აკ­ვირ­დეთ თქვენს სუნ­თქვას – ეს მარ­ტი­ვი პრაქ­ტი­კა თქვენს ყო­ველ­დღიუ­რო­ბა­ში ჰარ­მო­ნია­სა და სიც­ხა­დეს შე­მოიტა­ნს.

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top