იოგას ნათელქმნა

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

იოგას ეტაპები

სწო­რი სა­შუა­ლე­ბე­ბი ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნი. პა­ტან­ჯა­ლი ჩა­მოთ­ვლის ამ სა­შუა­ლე­ბებს, რო­გორც იო­გას რვა შტოს ან ეტა­პს სუ­ლის ძი­ები­სათ­ვის. ესე­ნა: ია­მა (უნი­ვერ­სა­ლუ­რი მო­რა­ლუ­რი მცნე­ბე­ბი);

  1. ნი­ამა (თვით­გან­წმენ­დვა დის­ციპ­ლი­ნით);
  2. ასა­ნა (პო­ზა);
  3. პრა­ნაი­ამა (სუნ­თქვის რით­მუ­ლი კონ­ტრო­ლი);
  4. პრა­ტი­ჰა­რა (გო­ნე­ბის უკან წა­ღე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გრძნო­ბე­ბი­სა და გა­რე ობი­ექ­ტე­ბის გავ­ლე­ნის­გან);
  5. დჰა­რა­ნა (კონ­ცენ­ტრა­ცია);
  6. დჰი­ანა (მე­დი­ტა­ცია);
  7. სა­მად­ჰი (ზეგ­რძნო­ბა­დი ცნო­ბიე­რე­ბის მდგო­მა­რე­ობა, რო­მელ­საც ღრმა მე­დი­ტა­ცია იწ­ვევს, სა­დაც ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი მა­ძიე­ბე­ლი (სად­ჰა­კა) ერ­თი­ან­დე­ბა თა­ვი­სი მე­დი­ტა­ცი­ის ობი­ექ­ტთან – პა­რა­მატ­მას­თან ანუ უნი­ვერ­სა­ლურ სულ­თან).

ია­მა და ნი­ამა აკონ­ტრო­ლებს იო­გის ვნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს და ინარ­ჩუ­ნებს მას ჰარ­მო­ნია­ში სხვა ადა­მია­ნებ­თან. ასა­ნე­ბი სხე­ულს ჯან­მრთელ­სა და ძლი­ერს ხდის და აყა­ლი­ბებს მას ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­აში. სა­ბო­ლო­ოდ, იო­გი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სხე­ულის ცნო­ბიე­რე­ბის­გან. ის იმარ­ჯვებს სხე­ულ­ზე და აქ­ცევს მას სუ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის სა­მო­სად. პირ­ვე­ლი სა­მი ეტა­პი არის გა­რე ძი­ებე­ბი (ბა­ჰი­რან­გა სად­ჰა­ნა).

შემ­დე­გი ორი ეტა­პი – პრა­ნაი­ამა და პრა­ტი­ჰა­რა – ას­წავ­ლის მა­ძიე­ბელს სუნ­თქვის რე­გუ­ლი­რე­ბას და ამით გო­ნე­ბის კონ­ტროლს. ეს ეხ­მა­რე­ბა გრძნო­ბე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტე­ბის მო­ნო­ბის­გან. ეს ორი ეტა­პი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ში­ნა­გა­ნი ძი­ებე­ბი (ან­ტა­რან­გა სად­ჰა­ნა).

დჰა­რა­ნა, დჰი­ანა და სა­მად­ჰი იოგს მიჰ­ყავს სუ­ლის ყვე­ლა­ზე ღრმა შრე­ებ­ში. იო­გი არ ეძე­ბს ღმერთს ცა­ში; მან იცის, რომ ღმერ­თი მის შიგ­ნი­თაა და მას ან­ტა­რატ­მა (ში­ნა­გა­ნი მე) ეწო­დე­ბა. ბო­ლო სა­მი ეტა­პი ინარ­ჩუ­ნებს მას ჰარ­მო­ნია­ში სა­კუ­თარ თავ­თან და თა­ვის შე­მოქ­მედ­თან. ეს ეტა­პე­ბი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ან­ტა­რატ­მა სად­ჰა­ნა – სუ­ლის ძი­ება.

ღრმა მე­დი­ტა­ცი­ის შე­დე­გად მცოდ­ნე, ცოდ­ნა და მეც­ნიე­რე­ბა ერ­თი­ან­დე­ბი­ან. მხილ­ვე­ლი, ხილ­ვა და ხი­ლუ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად აღარ არ­სე­ბო­ბენ. ეს ჰგავს დიდ მუ­სი­კოსს, რო­მე­ლიც ერ­თი­ან­დე­ბა თა­ვის ინ­სტრუ­მენ­ტთან და იმ მუ­სი­კას­თან, რო­მელ­საც იგი ქმნის. ამ დროს იო­გი და­ივა­ნებს სა­კუ­თარ ბუ­ნე­ბა­ში და ახორ­ციე­ლებს სა­კუ­თარ თავს, რო­გორც უზე­ნაე­სი სუ­ლის ნა­წილს თა­ვის თავ­ში.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა გზა (მარ­გა), რომ­ლი­თაც ადა­მია­ნი მი­დის თა­ვის შე­მოქ­მედ­თან. აქ­ტიუ­რი ადა­მია­ნი რე­ალი­ზა­ცი­ას აღ­წევს კარ­მა მარ­გის სა­შუა­ლე­ბით, რო­დე­საც თა­ვი­სი ღვთა­ებ­რი­ვო­ბის გაც­ნო­ბიე­რე­ბას მუ­შაო­ბი­თა და მო­ვა­ლეო­ბით აღ­წევს. ემო­ციუ­რი ადა­მია­ნი ამას აღ­წევს ბჰაკ­ტი მარ­გა­თი – პი­რა­დი ღვთი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის გზით. გო­ნივ­რუ­ლი ადა­მია­ნი მიჰ­ყვე­ბა ჯნა­ნა მარ­გას, სა­დაც რე­ალი­ზა­ცია მო­დის ცოდ­ნის გზით. მე­დი­ტა­ციუ­რი ან რეფ­ლექ­სიუ­რი ადა­მია­ნი კი ირ­ჩევს იო­გა მარ­გას და გო­ნე­ბის კონ­ტრო­ლით აღ­წევს თა­ვის ღვთა­ებ­რივ არსს.

ბედ­ნი­ერია ადა­მი­ანი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია გარ­ჩე­ვა რე­ალურ­სა და არა­რეალუ­რს, მა­რა­დი­ულ­სა და წარ­მა­ვალს, კარ­გსა და სა­სია­მოვ­ნოს შო­რის თა­ვი­სი გან­სჯი­თა და სიბ­რძნით. ორ­მა­გად ბედ­ნი­ერია ის, ვინც იცის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და შე­უძ­ლია ყვე­ლა ღვთის ქმნი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. ვინც უან­გა­როდ მუ­შა­ობს სხვე­ბის კე­თილ­დღეო­ბის­თვის, გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლით – სამ­გზის ბედ­ნი­ერია. მაგ­რამ წმინ­დაა ის, ვინც თა­ვის მოკ­ვდავ სხე­ულ­ში აერ­თია­ნებს ცოდ­ნას, სიყ­ვა­რულს და უან­გა­რო მსა­ხუ­რე­ბას; ის ხდე­ბა პი­ლიგ­რი­მო­ბის ად­გი­ლი, რო­გორც გან­გის, სა­რას­ვა­ტის და ჯა­მუ­ნას შე­სარ­თა­ვი. ვინც მას შეხ­ვდე­ბა, მშვი­დო­ბას და გან­წმენ­დას პო­ვებს.

გო­ნე­ბა არის გრძნო­ბე­ბის მე­ფე. ვინც დაძ­ლია თა­ვი­სი გო­ნე­ბა, გრძნო­ბე­ბი, ვნე­ბე­ბი, ფიქ­რი და გო­ნე­ბა, ის ადა­მი­ან­თა შო­რის მე­ფეა. ის მზად არის რა­ჯა იო­გის­თვის – უნი­ვერ­სა­ლურ სულ­თან სა­მე­ფო შე­ერ­თე­ბის­თვის. მას აქვს ში­ნა­გა­ნი ნა­თე­ლი.

ვინც დაძ­ლია თა­ვი­სი გო­ნე­ბა, არის რა­ჯა იოგი. სიტ­ყვა „რა­ჯა“ ნიშ­ნავს მე­ფეს. გა­მოთ­ქმა „რა­ჯა იოგა“ გუ­ლის­ხმობს სრულ ბა­ტო­ნო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე. მი­უხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტან­ჯა­ლი გან­მარ­ტავს გო­ნე­ბის კონ­ტრო­ლის გზებს, არ­სად ამ­ბობს თა­ვის აფო­რიზ­მებ­ში, რომ ეს მეც­ნიე­რე­ბა რა­ჯა იოგაა – მას უწო­დებს აშ­ტან­გა იო­გას ანუ იო­გას რვა ეტა­პს (რტოს). თუმ­ცა, რად­გან ეს გუ­ლის­ხმობს სრულ თვით­ბა­ტო­ნო­ბას, შე­იძ­ლე­ბა მას რა­ჯა იო­გას მეც­ნიე­რე­ბა ვუ­წო­დოთ.

სვატ­მა­რა­მა, ჰათ­ჰა იო­გა პრა­დი­პი­კას ავ­ტო­რი („ჰათ­ჰა“ ნიშ­ნავს ძა­ლას ან მტკი­ცე ძა­ლის­ხმე­ვას), ამა­ვე გზას ჰათ­ჰა იო­გას უწო­დებ­და, რად­გან ის მკაცრ დის­ციპ­ლი­ნას მო­ით­ხოვს.

ზო­გა­დად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რა­ჯა იო­გა და ჰათ­ჰა იო­გა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა და ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა; რომ პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუტ­რე­ბი ეხე­ბა სუ­ლი­ერ დის­ციპ­ლი­ნას, ხო­ლო სვატ­მა­რა­მას ჰათ­ჰა იო­გა პრა­დი­პი­კა მხო­ლოდ ფი­ზი­კურ დის­ციპ­ლი­ნას. ასე არ არის, რად­გან ჰათ­ჰა იო­გა და რა­ჯა იო­გა ავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს და ერ­თად ქმნი­ან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მი­მა­ვალ ერ­თი­ან გზას. რო­გორც მთამ­სვლელს სჭირ­დე­ბა: კი­ბე, თო­კე­ბი, წრი­აპე­ბი, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა და დის­ციპ­ლი­ნა ჰი­მა­ლა­ის ყი­ნუ­ლო­ვან მწვერ­ვა­ლებ­ზე ასას­ვლე­ლად, იო­გის მა­ძიე­ბელ­საც სჭირ­დე­ბა სვატ­მა­რა­მას ჰათ­ჰა იო­გას ცოდ­ნა და დის­ციპ­ლი­ნა, რა­თა მი­აღ­წი­ოს იმ სი­მაღ­ლე­ებს, რო­მელ­თაც რა­ჯა იო­გა აღ­წერს პა­ტან­ჯა­ლის მი­ხედ­ვით.

იო­გას ეს გზა წყა­როა და­ნარ­ჩე­ნი სა­მი გზის­თვი­საც. მას მო­აქვს სიმ­შვი­დე, ჰარ­მო­ნია და ამ­ზა­დებს გო­ნე­ბას სრულ, უპი­რო­ბო თვით-და­ნე­ბე­ბის­თვის ღმერ­თის წი­ნა­შე, სა­დაც ეს ოთ­ხი­ვე გზა ერ­თი­ან­დე­ბა.

სხვა პოსტები

სომატოტროპინი
სამედიცინო

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს  ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის…

კითხვის გაგრძელება »
ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
სამედიცინო

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში,…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი,…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და…

კითხვის გაგრძელება »
იოგას ნათელქმნა
Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო…

კითხვის გაგრძელება »
ლუციდური სიზმრების სამყარო
ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან.თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.…

კითხვის გაგრძელება »
მეტი პოსტი ვერ მოიძებნა

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

May 2026

Loading calendar…
?
Instructor

May 2026

Loading calendar…