იოგას ნათელქმნა

იოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga

იოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

რა არის იოგა?

სიტ­ყვა „იოგა“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „იუჯ“, რაც ნიშ­ნავს შეკ­ვრას, შე­ერ­თე­ბას, მიბ­მა­სა და შე­კა­ვე­ბას, ყუ­რად­ღე­ბის მი­მარ­თვა­სა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გან­ხორ­ციე­ლე­ბას. ასე­ვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას ან შერ­წყმას. ეს არის ჩვე­ნი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შერ­წყმა. რო­გორც მა­ჰა­დევ დე­საი ამ­ბობს თა­ვის შე­სა­ვალ­ში „გი­ტა­ზე“ (გან­დის მი­ხედ­ვით): „იო­გა ნიშ­ნავს სხე­ულის, გო­ნე­ბი­სა და სუ­ლის ყვე­ლა ძა­ლის ღვთი­სად­მი მიბ­მას; ნიშ­ნავს გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის, ემო­ციე­ბი­სა და ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნას, რა­საც იო­გა გუ­ლის­ხმობს; ნიშ­ნავს სუ­ლის წო­ნას­წო­რო­ბას, რაც ადა­მი­ანს აძ­ლევს სა­შუა­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში მშვი­დად აღიქ­ვას.“

იო­გა ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ექ­ვსი ორ­თო­დოქ­სუ­ლი სის­ტე­მი­დან ერთ-ერ­თია. ის შეკ­რი­ბა, და­აკო­ორ­დი­ნი­რა და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია გა­უკე­თა პა­ტან­ჯა­ლიმ თა­ვის კლა­სი­კურ ნაშ­რომ­ში „იო­გას სუტ­რე­ბი“, რო­მე­ლიც 185 მოკ­ლე აფო­რიზ­მის­გან შედ­გე­ბა. ინ­დურ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გამ­სჭვა­ლუ­ლია უზე­ნაე­სი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სუ­ლით (პა­რა­მათ­მა ან ღმერ­თი), რომ­ლის ნა­წი­ლიც არის ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი ადა­მია­ნის სუ­ლი (ჯი­ვათ­მა). იო­გას სის­ტე­მა ასე იმი­ტომ ეწო­დე­ბა, რომ ას­წავ­ლის იმ სა­შუა­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც ჯი­ვათ­მა შე­იძ­ლე­ბა შეუ­ერ­თდეს ან შე­ერ­წყას პა­რა­მათ­მას და ამ­გვა­რად მი­აღ­წი­ოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას (მოქ­შა).

ის, ვინც იო­გას გზას მიჰ­ყვე­ბა, იოგია ან იო­გი­ნი.

„ბჰა­გა­ვად გი­ტას“ მე­ექ­ვსე თავ­ში, რო­მე­ლიც იო­გას ფი­ლო­სო­ფი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წყა­როა, შრი კრიშ­ნა, არ­ჯუ­ნას უხ­სნის იო­გას მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გორც ტკი­ვილ­თან და სევ­დას­თან შე­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. იქ ნათ­ქვა­მია:

“რო­ცა გო­ნე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი და მე (აჰამ­კა­რა) კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­უს­ვე­ნა­რი სურ­ვი­ლე­ბის­გან, ის სულ­ში გა­ნის­ვე­ნებს, ადა­მია­ნი ხდე­ბა იუკ­ტა — ანუ ღმერ­თთან შერ­წყმუ­ლი. რო­გორც სან­თე­ლი არ ცახ­ცა­ხებს იქ, სა­დაც ქა­რი არ ქრის, ასე­ვეა იოგი, რო­მე­ლიც მარ­თავს თა­ვის გო­ნე­ბას, ინ­ტე­ლექ­ტსა და მეს, მთლი­ანად შერ­წყმუ­ლია სულ­ში. რო­ცა გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტი­სა და მეს მო­უს­ვენ­რო­ბა მშვიდ­დე­ბა იო­გას პრაქ­ტი­კით, იო­გი თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი სუ­ლის მად­ლით პოუ­ლობს სრულ­ყო­ფას. მა­შინ ის იც­ნობს მა­რა­დი­ულ სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც გრძნო­ბე­ბის მიღ­მაა და რაც გო­ნე­ბით მი­უწ­ვდო­მე­ლია. ის რჩე­ბა ამ რე­ალო­ბა­ში და აღარ სწყდე­ბა მას. მან იპო­ვა სა­უნ­ჯე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას. ამა­ზე მა­ღა­ლი არა­ფე­რია. ვინც ამას აღ­წევს, უდი­დე­სი სევ­დაც კი ვერ შე­არ­ყევს. სწო­რედ ეს არის იო­გას ნამ­დვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა — გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ტკი­ვილ­თან და სევ­დას­თან შე­ხე­ბის­გან.”

რო­გორც კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბულ ბრი­ლი­ანტს აქვს მრა­ვა­ლი მხა­რე და თი­თოე­ული მათ­გა­ნი გან­სხვა­ვე­ბულ ფერს ას­ხი­ვებს, ასე­ვე სიტ­ყვა „იო­გა­საც“ აქვს მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა — მი­სი თი­თოე­ული ფა­სი ასა­ხავს გან­სხვა­ვე­ბულ შრეს და ავ­ლენს ადა­მია­ნის ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დი­სა და ბედ­ნიე­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გა­წე­ულ ძა­ლის­ხმე­ვას სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტში.

„ბჰა­გა­ვად გი­ტა“ იო­გას სხვა გან­მარ­ტე­ბებ­საც იძ­ლე­ვა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რად­ღე­ბას ამახ­ვი­ლებს კარ­მა იო­გა­ზე (მოქ­მე­დე­ბის გზით იო­გა­ზე). იქ ნათ­ქვა­მია: „მხო­ლოდ მოქ­მე­დე­ბა არის შე­ნი უფ­ლე­ბა, არა მი­სი ნა­ყო­ფი. არა­სო­დეს აქ­ციე ნა­ყო­ფი შე­ნი მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვად და არა­სო­დეს შეწ­ყვი­ტო მოქ­მე­დე­ბა. იმოქ­მე­დე უფ­ლის სა­ხე­ლით, უა­რი თქვი ეგო­ის­ტურ სურ­ვი­ლებ­ზე; არ მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა შენ­ზე არც წარ­მა­ტე­ბამ არც მარ­ცხმა. ეს ში­ნა­გა­ნი წო­ნას­წო­რო­ბა იწო­დე­ბა იოგად.“

იო­გა ასე­ვე აღ­წე­რი­ლია რო­გორც სიბ­რძნე მოქ­მე­დე­ბა­ში, ანუ ოს­ტა­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა საქ­მია­ნო­ბის ფონ­ზე, ჰარ­მო­ნია და ზო­მიე­რე­ბა.

„იო­გა არ არის მათ­თვის, ვინც ზედ­მე­ტად ჭამს, არც მათ­თვის, ვინც თავს შიმ­ში­ლით ტან­ჯავს; არც მათ­თვის, ვინც ზედ­მე­ტად სძი­ნავს და არც მათ­თვის, ვინც უძი­ნა­რია. ზო­მიე­რე­ბით ჭა­მა­სა და დას­ვე­ნე­ბა­ში, მუ­შაო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ით, ძილ-ღვი­ძი­ლის თან­ხმო­ბით — იო­გა ყვე­ლა ტკი­ვილ­სა და სევ­დას ანად­გუ­რებს.“

კა­თო­პა­ნი­შად­ში“ იო­გა ასეა აღ­წე­რი­ლი: „რო­ცა გრძნო­ბე­ბი დამ­შვი­დე­ბუ­ლია, გო­ნე­ბა გა­ნის­ვე­ნებს და ინ­ტე­ლექ­ტი მტკი­ცეა — ბრძენ­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მა­შინ არის უმაღ­ლე­სი მდგო­მა­რეო­ბა მიღ­წე­ული. ეს გრძნო­ბე­ბი­სა და გო­ნე­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი იწო­დე­ბა იოგად. ვინც ამას მი­აღ­წევს, თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ილუ­ზი­ის­გან.“

იო­გა სუტ­რე­ბის“ პირ­ვე­ლი თა­ვის მე­ორე აფო­რიზ­მში პა­ტან­ჯა­ლი იო­გას ასე აღ­წერს: „ჩი­ტა ვრი­ტი ნი­როდ­ჰა.“ ეს შე­იძ­ლე­ბა ითარ­გმნოს რო­გორც გო­ნებ­რი­ვი მო­დი­ფი­კა­ციე­ბის (ვრი­ტი) შე­კა­ვე­ბა (ნი­როდ­ჰა) ან ცნო­ბიე­რე­ბის რყე­ვე­ბის (ვრი­ტი) შე­ჩე­რე­ბა (ნი­როდ­ჰა). სიტ­ყვა „ჩი­ტა“ აღ­ნიშ­ნავს გო­ნე­ბას მთლი­ანო­ბა­ში, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სა­მი კა­ტე­გო­რი­ის­გან: (ა) გო­ნე­ბა (მა­ნა­სი — ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რი გო­ნე­ბა, რო­მელ­საც აქვს ყუ­რად­ღე­ბის, შერ­ჩე­ვი­სა და უარ­ყო­ფის უნა­რი; ეს არის გო­ნე­ბის მერ­ყე­ვი, არამ­ტკი­ცე მხა­რე), (ბ) ინ­ტე­ლექ­ტი ან გო­ნიე­რე­ბა (ბუდ­დჰი — მტკი­ცე მდგო­მა­რე­ობა, რო­მე­ლიც გან­საზ­ღვრავს გან­სხვა­ვე­ბებს საგ­ნებს შო­რის) და (გ) ეგო (აჰამ­კა­რა — სიტ­ყვა­სიტ­ყვით „მე“-ს შემ­ქმნე­ლი, მდგო­მა­რე­ობა, რო­მე­ლიც გან­საზ­ღვრავს, რომ „მე ვი­ცი“).

სიტ­ყვა „ვრი­ტი“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „ვრტ“, რაც ნიშ­ნავს ბრუნ­ვას, ტრი­ალს, გორ­ვას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნიშ­ნავს მოქ­მე­დე­ბის კურსს, მდგო­მა­რე­ობას, ყო­ფის ფორ­მას ან გო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ობას. იო­გა არის მე­თო­დი, რომ­ლი­თაც მო­უს­ვე­ნა­რი გო­ნე­ბა მშვიდ­დე­ბა და ენერ­გია კონ­სტრუქ­ცი­ულ არ­ხებ­ში მი­ედი­ნე­ბა. რო­გორც ძლი­ერი მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დო კაშ­ხლე­ბი­თა და არ­ხე­ბით მარ­თვი­სას ქმნის წყლის დიდ რე­ზერ­ვუ­არს, იცა­ვს გვალ­ვის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოფს მრა­ვა­ლი დარ­გის ენერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბას, ასე­ვეა გო­ნე­ბაც, რო­ცა კონ­ტროლ­დე­ბა, ქმნის სიმ­შვი­დის რე­ზერ­ვუ­არს და წარ­მო­შობს უხვ ენერ­გი­ას ადა­მია­ნის ამაღ­ლე­ბის­თვის.

გო­ნე­ბის კონ­ტრო­ლის პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვად გა­და­საჭ­რე­ლი არ არის, რო­გორც ამას ადას­ტუ­რებს შემ­დე­გი დი­ალო­გი „ბჰა­გა­ვად გი­ტას“ მე­ექ­ვსე თავ­ში. არ­ჯუ­ნა სთხოვს შრი კრიშ­ნას:

„კრიშ­ნავ, შენ მო­მი­ყე­ვი იო­გა­ზე, რო­გორც ბრაჰ­მან­თან (უნი­ვერ­სა­ლურ სულ­თან) შერ­წყმა­ზე, რო­მე­ლიც მა­რად ერ­თია. მაგ­რამ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს მუდ­მი­ვი, რო­ცა გო­ნე­ბა ასე მო­უს­ვე­ნა­რი და არას­ტა­ბი­ლუ­რია? გო­ნე­ბა სწრა­ფია და ჯი­უტი, ძლი­ერია და თავ­ნე­ბა, მის და­მორ­ჩი­ლე­ბას ქა­რის შე­კა­ვე­ბას ვა­და­რებ.“

შრი კრიშ­ნა პა­სუ­ხობს: „უეჭ­ვე­ლია, გო­ნე­ბა მო­უს­ვე­ნა­რია და ძნე­ლად სა­მარ­თა­ვი. მაგ­რამ იგი შე­იძ­ლე­ბა გაწ­ვრთნილ იქ­ნეს მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­შით (აბ­ჰი­ასა) და სურ­ვი­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით (ვაი­რა­გია). ადა­მი­ანი, რო­მე­ლიც ვერ აკონ­ტრო­ლებს სა­კუ­თარ გო­ნე­ბას, ძნე­ლად მი­აღ­წევს ამ ღვთი­ურ შერ­წყმას; მაგ­რამ თვით­კონ­ტრო­ლის მქო­ნე, მონ­დო­მე­ბუ­ლი ადა­მი­ანი, თუ სწო­რად მი­მარ­თავს ენერ­გი­ას, ამას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.“

სხვა პოსტები

კის­რის კი­ფო­ზი

ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…

ეკატერინე სამხარაძე

პირიფორმისის სინდრომი

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…

ეკატერინე სამხარაძე

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ HGH ეხმა­რე­ბა სხე­ულს ნო­რმა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის სის­ხლში შა­ქრის (გლუ­კო­ზის) დო­ნის ნო­რმა­ლი­ზე­ბა­ში. ჰო­რმო­ნე­ბი არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თქვე­ნი ორგა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს თქვენს ორგა­ნო­ებ­ში, კუნ­თებ­სა და სხვა ქსო­ვი­ლებ­ში. ეს სი­გნა­ლე­ბი კარ­ნა­ხობს თქვენს სხე­ულს, რა გა­ა­კე­თოს და რო­დის. თქვე­ნი სხე­უ­ლი 50-ზე…

ეკატერინე სამხარაძე

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…

ეკატერინე სამხარაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა…

ეკატერინე სამხარაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…

გურამ ჟღამაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ…

გურამ ჟღამაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან. თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა. ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga

იო­გას ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­სტი უდი­დეს ყუ­რად­ღე­ბას უთ­მობს სად­ჰა­ნას ან აბ­ჰი­ა­სას (მუდ­მივ პრაქ­ტი­კას). სად­ჰა­ნა არ არის იო­გას ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შეს­წავლა; ეს სუ­ლი­ე­რი ძა­ლის­ხმე­ვაა. ზე­თის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­თო­ვა­ნი თეს­ლის დაწ­ნეხვა. შე­შა უნ­და და­იწ­ვას და აალ­დეს რა­თა მას­ში და­ფა­რუ­ლი ცეც­ხლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. ანა­ლო­გი­უ­რად, სად­ჰა­კამ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით უნ­და გა­აღ­ვი­ვოს ღვთი­უ­რი ალი სა­კუ­თარ თავ­ში. „ახალ­გაზრდა, მო­ხუ­ცი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ავად­მყო­ფი და უძ­ლუ­რიც კი აღ­წევს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას იო­გა­ში მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კით. წარ­მა­ტე­ბას იღებს ის, ვინც ვარ­ჯი­შობს და არა ის, ვინც უქ­მად არის. იო­გა­ში წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა წმინ­და ტექ­სტე­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კით­ხვით. წარ­მა­ტე­ბა არ მი­იღ­წე­ვა იო­გის ან სა­ნი­ა­სის (გან­დე­გი­ლის) სა­მო­სის ტა­რე­ბით და არც მას­ზე სა­უბ­რით. მხო­ლოდ მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კაა წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო.…

გურამ ჟღამაძე

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

August 2026

Loading calendar…
?
Instructor

August 2026

Loading calendar…