იოგას ნათელქმნა

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

ავტორი: B. K. S. Iyengar

აშტანგა იოგა — იოგას რვა საფეხური

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია).

იამა

აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა  ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნი ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია, აუ­ცი­ლე­ბლად არ ნიშ­ნავს, რომ ის ბუ­ნე­ბით არა­ძა­ლა­დო­ბრი­ვია ან რომ ის იო­გია, თუმ­ცა ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იო­გას პრაქ­ტი­კის­თვის. სის­ხლის­მსმე­ლი ტი­რა­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლე­ბი, მა­გრამ ძა­ლა­დო­ბა გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა დი­ე­ტის. ის ბუ­დობს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ში და არა იმ ია­რაღ­ში, რო­მე­ლიც მას ხელ­ში უჭი­რავს. და­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო ხი­ლის გა­სა­თლე­ლად ან მტრის და­სა­ჭრე­ლად. და­ნა­შა­ულება  არა ია­რაღ­ში, არა­მედ მის მომ­ხმა­რე­ბელ­შია.

ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბას მი­მარ­თა­ვენ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის — სხე­უ­ლის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, ქო­ნე­ბის ან ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და­ეყ­რდნოს თა­ვი­სი ან სხვე­ბის და­ცვი­სას. რწმე­ნა იმი­სა, რომ მას ეს ძა­ლუძს, მცდა­რია. ადა­მი­ა­ნი უნ­და და­ეყ­რდნოს ღმერთს, რო­მე­ლიც არის წყა­რო ყო­ველ­გვა­რი ძა­ლი­სა. მა­შინ მას აღარ ექნე­ბა ბო­რო­ტე­ბის ში­ში.

ძა­ლა­დო­ბა წა­რმო­ი­შო­ბა ში­შის­გან, სი­სუს­ტის­გან, უმე­ცრე­ბის­გან ან მო­უს­ვენ­რო­ბის­გან. მის მო­სა­თო­კად ყვე­ლა­ზე მე­ტად ში­შის­გან თა­ვი­სუ­ფლე­ბაა სა­ჭი­რო. ამ თა­ვი­სუ­ფლე­ბის მო­სა­პო­ვე­ბლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბი­სად­მი ხედ­ვის შეც­ვლა და გო­ნე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა. ძა­ლა­დო­ბა აუ­ცი­ლე­ბლად შემ­ცირ­დე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ისწავ­ლი­ან რწმე­ნის და­ფუძ­ნე­ბას რე­ა­ლო­ბა­სა და კვლე­ვა­ზე, ნაც­ვლად უმე­ცრე­ბი­სა და ვა­რა­უ­დე­ბი­სა.

იოგს სწამს, რომ ყვე­ლა ქმნი­ლე­ბას სი­ცოც­ხლის ისე­თი­ვე უფლე­ბა აქვს, რო­გო­რიც მას. მას სჯე­რა, რომ და­ბა­დე­ბუ­ლია სხვე­ბის და­სა­ხმა­რე­ბლად და შე­საქ­მეს სიყ­ვა­რუ­ლის თვა­ლე­ბით უყუ­რებს. მან იცის, რომ მი­სი სი­ცოც­ხლე გა­ნუ­ყო­ფლად არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი სხვე­ბის სი­ცოც­ხლეს­თან და ხა­რობს, თუ შე­უძ­ლია და­ე­ხმა­როს მათ ბედ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

ის სხვე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­კუ­თარ­ზე წინ აყე­ნებს და ხდე­ბა სი­ხა­რუ­ლის წყა­რო ყვე­ლას­თვის, ვინც მას ხვდე­ბა. რო­გორც მშო­ბლე­ბი ამ­ხნე­ვე­ბენ ჩვილს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმი­სას, ისე ამ­ხნე­ვებს ის მას­ზე ნა­კლე­ბად იღ­ბლი­ა­ნებს და ამ­ზა­დებს მათ გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

სხვე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი არა­სწო­რი ქმე­დე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მარ­თალს ით­ხო­ვენ, ხო­ლო სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის — წყა­ლო­ბა­სა და პა­ტი­ე­ბას. იოგს კი, პი­რი­ქით, სწამს, რომ სა­კუ­თა­რი არა­სწო­რი ქმე­დე­ბის­თვის უნ­და გასა­მარ­თალდეს, ხო­ლო სხვის­თვის — აპა­ტიოს. მან იცის და ასწავ­ლის სხვებს, რო­გორ იც­ხოვ­რონ. მუდ­მი­ვად მი­ილ­ტვის რა სა­კუ­თა­რი თა­ვის სრულ­ყო­ფის­კენ, ის თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რძნო­ბით უჩ­ვე­ნებს სხვებს, რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­დნენ.

იო­გი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბო­რო­ტე­ბას ბო­როტ­მოქ­მედ­ში, მა­გრამ არა თა­ვად ბო­როტ­მოქ­მედს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ის ქა­და­გებს სი­ნა­ნულს და არა დას­ჯას. ბო­რო­ტე­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ბო­როტ­მოქ­მე­დი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­არ­სე­ბობ­დეს. ლო­თის ცოლს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უყ­ვარს ქმა­რი, შე­უძ­ლია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს მის ჩვე­ვას. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ძა­ლა­დო­ბამ­დე მი­დის; ბო­როტ­მოქ­მე­დის სიყ­ვა­რუ­ლი მას­ში არ­სე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე კი სი­სუ­ლე­ლეა და უბე­დუ­რე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. იო­გმა იცის, რომ გიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი და თან ებ­რძო­ლო მას­ში არ­სე­ბულ ბო­რო­ტე­ბას — სწო­რი გზაა. ბრძო­ლა მო­გე­ბუ­ლია, რად­გან ის მას სიყ­ვა­რუ­ლით წა­რმარ­თავს. მო­სიყ­ვა­რუ­ლე დე­დამ შე­იძ­ლე­ბა სცე­მოს შვილს მავ­ნე ჩვე­ვის­გან გა­და­საჩ­ვე­ვად; ასე­ვე აჰიმ­სას ჭეშ­მა­რიტ მიმ­დე­ვარს უყ­ვარს თა­ვი­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე.

აჰიმ­სას­თან ერ­თად მო­დის აბ­ჰა­ია (ში­შის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა) და აკროდ­ჰა (ბრა­ზის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა). ში­შის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ მათ­თან მო­დის, ვინც წმინ­და ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. იოგს არა­ვი­სი ეში­ნია და არც არა­ვის უნ­და ეში­ნო­დეს მი­სი, რად­გან ის გან­წმენ­დი­ლია „მეს“ (Self) შე­სწავ­ლით. ში­ში იპ­ყრობს და აშე­შებს  ადა­მი­ანს. მას ეში­ნია მო­მავ­ლის, უცნო­ბი­სა და უხი­ლა­ვის. ეში­ნია, რომ და­კა­რგავს სა­არ­სე­ბო წყა­როს, სიმ­დი­დრეს ან რე­პუ­ტა­ცი­ას. მა­გრამ ყვე­ლა­ზე დი­დი ში­ში — სიკ­ვდი­ლის ში­შია. იო­გმა იცის, რომ ის განს­ხვავ­დე­ბა თა­ვი­სი სხე­უ­ლის­გან, რო­მე­ლიც დრო­ე­ბი­თი სა­ხლია მი­სი სუ­ლის­თვის. ის ხე­დავს ყვე­ლა არ­სე­ბას „მე“-ში (ატ­მან­ში) და „მეს“ — ყვე­ლა არ­სე­ბა­ში, და ამი­ტომ კა­რგავს ყო­ველ­გვარ შიშს. თუმ­ცა სხე­უ­ლი ექვემ­დე­ბა­რე­ბა ავად­მყო­ფო­ბას, სი­ბე­რეს, ხრწნა­სა და სიკ­ვდილს, სუ­ლი ხე­ლუ­ხლე­ბე­ლი რჩე­ბა. იო­გის­თვის სიკ­ვდი­ლი ის სა­ნე­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას გე­მოს მა­ტებს. მან მი­უძ­ღვნა თა­ვი­სი გო­ნე­ბა, გან­სჯა და მთე­ლი სი­ცოც­ხლე უფალს. რო­დე­საც მან მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბა უფალს და­უ­კავ­ში­რა, რი­სი უნ­და ეში­ნო­დეს?

არ­სე­ბობს ორი ტი­პის ბრა­ზი (კროდ­ჰა): ერ­თი ამ­და­ბლებს გო­ნე­ბას, ხო­ლო მე­ო­რე სუ­ლი­ერ ზრდას უწ­ყობს ხელს. პირ­ვე­ლის ფეს­ვი სი­ა­მა­ყეა, რაც ადა­მი­ანს აბრა­ზებს, რო­დე­საც მას უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ. ეს ხელს უშ­ლის გო­ნე­ბას, და­ი­ნა­ხოს სა­გნე­ბი პერ­სპექ­ტი­ვა­ში და ადა­მი­ა­ნის გან­სჯას ხარ­ვე­ზი­ანს ხდის. იო­გი კი, პი­რი­ქით, ბრა­ზობს სა­კუ­თარ თავ­ზე, რო­დე­საც მი­სი გო­ნე­ბა ეცე­მა ან რო­ცა მთე­ლი მი­სი სწავ­ლუ­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა ვერ აკა­ვებს მას სი­სუ­ლე­ლის­გან. ის მკა­ცრია სა­კუ­თარ თავ­თან, რო­ცა საქ­მე მის შეც­დო­მებს ეხე­ბა, მა­გრამ ლმო­ბი­ე­რია სხვე­ბის შეც­დო­მე­ბის მი­მართ. გო­ნე­ბის სიმ­შვი­დე იო­გის თვი­სე­ბაა, რომ­ლის გუ­ლიც ლღვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტან­ჯვის ხილ­ვი­სას. მას­ში სხვე­ბი­სად­მი სირ­ბი­ლე და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი სიმ­ტკი­ცე ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­ნი და­დი­ან და მის თან­დას­წრე­ბა­ში ყო­ველ­გვა­რი მტრო­ბა ქრე­ბა.

სა­ტია. სა­ტია ანუ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ქცე­ვი­სა და ზნე­ო­ბის უმა­ღლე­სი წე­სია. მა­ჰათ­მა გან­დი ამ­ბობ­და: „ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღმერ­თია და ღმერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა“. რო­გორც ცეც­ხლი წვავს მი­ნა­რე­ვებს და აწ­რთობს ოქროს, ასე­ვე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ცეც­ხლი წმენდს იოგს და წვავს მას­ში არ­სე­ბულ წი­დებს.

თუ გო­ნე­ბა ფი­ქრობს ჭეშ­მა­რიტ აზ­რებს, თუ ენა სა­უ­ბრობს ჭეშ­მა­რიტ სიტ­ყვებს და თუ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ეფუძ­ნე­ბა, მა­შინ ადა­მი­ა­ნი მზა­დაა უსას­რუ­ლო­ბას­თან შერ­წყმის­თვის. რე­ა­ლო­ბა თა­ვი­სი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ბუ­ნე­ბით არის სიყ­ვა­რუ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და ის ამ ორი ას­პექ­ტით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. იო­გის ცხოვ­რე­ბა მკა­ცრად უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს რე­ა­ლო­ბის ამ ორ წა­ხნაგს. სწო­რედ ამი­ტომ არის და­წე­სე­ბუ­ლი აჰიმ­სა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად სიყ­ვა­რულს ეფუძ­ნე­ბა. სა­ტია გუ­ლის­ხმობს სრულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას აზ­რში, სიტ­ყვა­სა და საქ­მე­ში. სი­ცრუე ნე­ბის­მი­ე­რი ფო­რმით სად­ჰა­კას აგდებს დის­ჰა­რმო­ნი­ა­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ კა­ნონ­თან.

ჭეშ­მა­რი­ტე­ბა მხო­ლოდ სა­უ­ბრით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. არ­სე­ბობს სა­უ­ბრის ოთ­ხი ცოდ­ვა: შე­უ­რაც­ხყო­ფა და უხამ­სო­ბა, სი­ცრუე, ცი­ლი­სწა­მე­ბა ანუ ჭო­რა­ო­ბა და ბო­ლოს — და­ცინ­ვა იმი­სა, რაც სხვე­ბის­თვის წმინ­დაა. ენა­ტა­ნია (ჭო­რი­კა­ნა) გველ­ზე შხა­მი­ა­ნია. მეტ­ყვე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი იწ­ვევს ბოღ­მის ამო­ძირ­კვას. რო­დე­საც გო­ნე­ბას არა­ვის მი­მართ აქვს ბოღ­მა, ის ივ­სე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბით ყვე­ლას მი­მართ. მან, ვინც ისწავ­ლა ენის კონ­ტრო­ლი, დი­დი ზო­მით მი­აღ­წია თვით­კონ­ტროლს. რო­დე­საც ასე­თი ადა­მი­ა­ნი სა­უ­ბრობს, მას პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ყუ­რად­ღე­ბით უს­მე­ნენ. მის სიტ­ყვებს იმახ­სოვ­რე­ბენ, რად­გან ისი­ნი კე­თი­ლი და ჭეშ­მა­რი­ტია.

რო­დე­საც ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში დამ­კვი­დრე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი წმინ­და გუ­ლით ლო­ცუ­ლობს, ის, რაც მას მარ­თლა სჭირ­დე­ბა, მა­შინ მო­დის მას­თან, რო­ცა მარ­თლა სა­ჭი­როა; მას არ უწევს მათ­ზე დევ­ნა. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში მტკი­ცედ დამ­კვი­დრე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იღებს თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის ნა­ყოფს ისე, რომ თით­ქოს არა­ფერს აკე­თებს. ღმერ­თი, ყო­ველ­გვა­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წყა­რო, უზ­რუნ­ველ­ყოფს მის სა­ჭი­რო­ე­ბებს და ზრუ­ნავს მის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

ას­ტე­ია. სურ­ვი­ლი, ფლობ­დე და ტკბე­ბო­დე იმით, რაც სხვას აქვს, უბი­ძგებს ადა­მი­ანს ბო­რო­ტი საქ­მე­ე­ბის­კენ. ამ სურ­ვი­ლი­დან იღებს სა­თა­ვეს ქურ­დო­ბი­სა და ხარ­ბი სურ­ვი­ლის (სხვი­სი კუთ­ვნი­ლი­სად­მი) ლტოლ­ვა. ას­ტე­ია (ა=არა, სტე­ია=ქურ­დო­ბა), ანუ არ­ქურ­დო­ბა, მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ სხვი­სი კუთ­ვნი­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე აღე­ბას, არა­მედ რა­ი­მეს გა­მო­ყე­ნე­ბას განს­ხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნით, ვი­დრე ეს გან­კუთ­ვნი­ლი იყო, ან მე­სა­კუ­თრის მი­ერ დაშ­ვე­ბულ დრო­ზე მეტ­ხანს. შე­სა­ბა­მი­სად, ის მო­ი­ცავს მით­ვი­სე­ბას, ნდო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, არა­სა­თა­ნა­დო მარ­თვა­სა და უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბას. იო­გი თა­ვის ფი­ზი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებს მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს, რად­გან სწამს, რომ თუ ის აგრო­ვებს ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც მას სი­ნამ­დვი­ლე­ში არ სჭირ­დე­ბა, ის ქურ­დია.

მა­შინ, რო­ცა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრაფ­ვი­ან სიმ­დი­დრეს, ძა­ლა­უ­ფლე­ბას, დი­დე­ბას ან სი­ა­მოვ­ნე­ბას, იოგს მხო­ლოდ ერ­თი სწრაფ­ვა აქვს — ეთაყ­ვა­ნოს უფალს. სწრაფ­ვის­გან (ვნე­ბის­გან) თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა თა­ვი­დან აი­ცი­ლო დი­დი ცდუ­ნე­ბე­ბი. ვნე­ბა ამ­ღვრევს სიმ­შვი­დის ნა­კადს. ის ამ­და­ბლებს და რყვნის ადა­მი­ა­ნებს, და ხე­ი­ბრად აქ­ცევს მათ. ის, ვინც ემორ­ჩი­ლე­ბა მცნე­ბას „არა იპა­რო“, ხდე­ბა ყვე­ლა სა­გან­ძუ­რის სან­დო მცვე­ლი.

ბრაჰ­მა­ჩა­რია. ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით, ბრაჰ­მა­ჩა­რია ნიშ­ნავს უცო­ლო/გაუთხო­ვარ ცხოვ­რე­ბას, რე­ლი­გი­ურ შე­სწავ­ლა­სა და თავ­შე­კა­ვე­ბას. ით­ვლე­ბა, რომ თეს­ლის და­კარ­გვა იწ­ვევს სიკ­ვდილს, ხო­ლო მი­სი შე­კა­ვე­ბა — სი­ცოც­ხლეს. თეს­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით იო­გის სხე­უ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელს იძენს. სა­ნამ ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, სიკ­ვდი­ლის ში­ში არ არ­სე­ბობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მი­თი­თე­ბა, რომ ის უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს გო­ნე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით. ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას კონ­ცეფ­ცია არ არის უარ­ყო­ფის, იძუ­ლე­ბი­თი ას­კე­ტიზ­მი­სა და აკ­რძალ­ვის კონ­ცეფ­ცია. შან­კა­რა­ჩა­რი­ას თა­ნა­ხმად, ბრაჰ­მა­ჩა­რი (ის, ვინც იცავს ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას) არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩა­ფლუ­ლია წმინ­და ვე­დუ­რი ცოდ­ნის შე­სწავ­ლა­ში, მუდ­მი­ვად მოძ­რა­ობს ბრაჰ­მან­ში და იცის, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბობს ბრაჰ­მან­ში. სხვა სიტ­ყვე­ბით რომ ვთქვათ, ის, ვინც ხე­დავს ღვთა­ე­ბრივს ყვე­ლა­ფერ­ში, არის ბრაჰ­მა­ჩა­რი. პა­ტან­ჯა­ლი კი ხაზს უს­ვამს სხე­უ­ლის, მეტ­ყვე­ლე­ბი­სა და გო­ნე­ბის თავ­შე­კა­ვე­ბას. ეს არ ნიშ­ნავს, რომ იო­გას ფი­ლო­სო­ფია მხო­ლოდ და­უ­ქორ­წი­ნე­ბლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას ცო­ტა რამ აქვს სა­ერ­თო იმას­თან, ადა­მი­ა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია თუ მე­ო­ჯა­ხის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ადა­მი­ან­მა ბრაჰ­მა­ჩა­რი­ას უმა­ღლე­სი ას­პექ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში უნ­და გად­მო­ი­ტა­ნოს. გა­დარ­ჩე­ნის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი და უსახ­ლკა­რო. პი­რი­ქით, ყვე­ლა სმრი­ტი (კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლე­ბი) რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ქორ­წი­ნე­ბას. ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ცნო ღვთა­ე­ბრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი. ინ­დო­ე­თის თით­ქმის ყვე­ლა ძვე­ლი იო­გი და ბრძე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და ოჯა­ხის პა­ტრო­ნი იყო. ისი­ნი არ გა­ურ­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ სო­ცი­ა­ლურ ან მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგე­ბლო­ბებს. ქორ­წი­ნე­ბა და მშო­ბლო­ბა არ წა­რმო­ად­გენს დაბ­რკო­ლე­ბას ღვთა­ე­ბრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და უზე­ნა­ეს სულ­თან ერ­თო­ბის შე­ცნო­ბა­ში.

გა­ნი­ხი­ლავს რა იმ მა­ძი­ე­ბლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც მე­ო­ჯა­ხეა, ში­ვა სამ­ჰი­ტა ამ­ბობს: დაე, მან ივარ­ჯი­შოს ადა­მი­ან­თა კომ­პა­ნი­ის­გან თა­ვი­სუ­ფალ, გან­ცალ­კე­ვე­ბულ ად­გი­ლას. გა­რე­გნუ­ლად ის უნ­და დარ­ჩეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მა­გრამ მი­სი გუ­ლი არ უნ­და იყოს მას­ში. მან არ უნ­და თქვას უა­რი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ის, კას­ტის ან რან­გის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბზე; მა­გრამ დაე, შე­ას­რუ­ლოს ეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი რო­გორც უფლის ინს­ტრუ­მენ­ტმა, შე­დე­გე­ბზე ფი­ქრის გა­რე­შე. ის აღ­წევს წა­რმა­ტე­ბას იო­გას მე­თო­დის გო­ნივ­რუ­ლი მი­ყო­ლით; ამა­ში ეჭ­ვი არ არ­სე­ბობს. რჩე­ბა რა ოჯა­ხის წი­აღ­ში, მუდ­მი­ვად ას­რუ­ლებს რა მე­ო­ჯა­ხის მო­ვა­ლე­ო­ბებს, ის, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლია დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი­სა და ნა­კლო­ვა­ნე­ბე­ბის­გან და მო­თო­კი­ლი აქვს გრძნო­ბე­ბი, აღ­წევს ხსნას. მე­ო­ჯა­ხე, რო­მე­ლიც იო­გას პრაქ­ტი­კას ეწე­ვა, არ არის შე­ხე­ბა­ში სათ­ნო­ე­ბას­თან ან მან­კი­ე­რე­ბას­თან; თუ კა­ცო­ბრი­ო­ბის და­სა­ცა­ვად ის რა­ი­მე ცოდ­ვას ჩა­ი­დენს, ის არ ბინ­ძურ­დე­ბა ამით. (თა­ვი V, მუ­ხლე­ბი 234-8.)

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი დამ­კვი­დრე­ბუ­ლია ბრაჰ­მა­ჩა­რი­ა­ში, ის გა­მო­ი­მუ­შა­ვებს სი­ცოც­ხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ენე­რგი­ის მა­რაგს, გა­ბე­დულ გო­ნე­ბა­სა და მძლავრ ინ­ტე­ლექტს, რა­თა შეძ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის უსა­მარ­თლო­ბას­თან ბრძო­ლა. ბრაჰ­მა­ჩა­რი გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს მის მი­ერ გე­ნე­რი­რე­ბულ ძა­ლებს: ფი­ზი­კურს — უფლის საქ­მის სა­კე­თე­ბლად, მენ­ტა­ლურს — კულ­ტუ­რის გა­სავ­რცე­ლე­ბლად და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურს — სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ზრდის­თვის. ბრაჰ­მა­ჩა­რია არის ბა­ტა­რეა, რო­მე­ლიც სიბ­რძნის ჩი­რაღ­დანს ან­თებს.

აპა­რი­გრა­ჰა. პა­რი­გრა­ჰა ნიშ­ნავს და­გრო­ვე­ბას ან შე­გრო­ვე­ბას. და­გრო­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის აპა­რი­გრა­ჰა. ეს არის ას­ტე­ი­ას (არ­ქურ­დო­ბის) კი­დევ ერ­თი წა­ხნა­გი. ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ან­მა არ უნ­და აი­ღოს ის, რაც მას სი­ნამ­დვი­ლე­ში არ სჭირ­დე­ბა, ასე­ვე არ უნ­და და­ა­გრო­ვოს ან შე­ა­გრო­ვოს ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მას მყი­სი­ე­რად არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. ასე­ვე არ უნ­და აი­ღოს არა­ფე­რი შრო­მის გა­რე­შე ან რო­გორც წყა­ლო­ბა სხვის­გან, რად­გან ეს სუ­ლის სი­ღა­რი­ბე­ზე მი­უ­თი­თებს. იო­გი გრძნობს, რომ ნივ­თე­ბის შე­გრო­ვე­ბა ან და­გრო­ვე­ბა გუ­ლის­ხმობს ღმერ­თი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ რწმე­ნის ნა­კლე­ბო­ბას, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქნე­ბა მი­სი მო­მა­ვა­ლი. ის ინარ­ჩუ­ნებს რწმე­ნას მთვა­რის ხა­ტე­ბის შემ­ხედ­ვა­რე. თვის ბნელ ნა­ხე­ვარ­ში მთვა­რე გვი­ან ამო­დის, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას სძი­ნავს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ აფა­სებს მის სი­ლა­მა­ზეს. მი­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბა ილე­ვა, მა­გრამ ის არ უხვევს თა­ვი­სი გზი­დან და გულ­გრი­ლია რო­ცა  ადა­მი­ა­ნი მას არ აფა­სებს. მას სწამს, რომ ის კვლავ გა­ივ­სე­ბა, რო­დე­საც მზის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდე­ბა და მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­უთ­მენ­ლად და­ე­ლო­დე­ბი­ან მის დი­დე­ბულ ამოს­ვლას.

აპა­რი­გრა­ჰას და­ცვით, იო­გი თა­ვის ცხოვ­რე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტივს ხდის და წვრთნის გო­ნე­ბას, რა­თა არ იგ­რძნოს რა­ი­მეს და­კარ­გვა ან ნა­კლე­ბო­ბა. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას სი­ნამ­დვი­ლე­ში სჭირ­დე­ბა, თა­ვის­თა­ვად მი­ვა მას­თან შე­სა­ფე­რის დროს. ჩვე­უ­ლე­ბრი­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სავ­სეა უსას­რუ­ლო შეშ­ფო­თე­ბე­ბი­თა და იმედ­გა­ცრუ­ე­ბე­ბით და მათ­ზე  რე­აქ­ცი­ე­ბით. ამ­რი­გად, თით­ქმის არ არ­სე­ბობს გო­ნე­ბის წო­ნა­სწო­რო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლე­ბლო­ბა. სად­ჰა­კას გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს უნა­რი, დარ­ჩეს კმა­ყო­ფი­ლი, რაც არ უნ­და შე­ემთ­ხვეს მას. ამ­გვა­რად ის მო­ი­პო­ვებს მშვი­დო­ბას, რო­მელ­საც  გაჰ­ყავს ილუ­ზი­ი­სა და უბე­დუ­რე­ბის სფე­რო­ე­ბის მიღ­მა, რომ­ლი­თაც გა­ჟღენ­თი­ლია ჩვე­ნი სამ­ყა­რო. ის იხ­სე­ნებს და­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც შრი კრიშ­ნამ მის­ცა არ­ჯუ­ნას ბჰა­გა­ვად გი­ტას მეც­ხრე თავ­ში: „მათთვის, ვინც მხო­ლოდ მე მცემს თაყ­ვანს ერ­თგუ­ლი გო­ნე­ბით, ვინც ჰა­რმო­ნი­ა­შია ჩემ­თან ყო­ველ წამს, მე სრუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბა მო­მაქვს. მე და­ვა­კმა­ყო­ფი­ლებ მათ ყვე­ლა სურ­ვილს და და­ვი­ცავ მათ სა­მუ­და­მოდ.“

სხვა პოსტები

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga

სწო­რი სა­შუა­ლე­ბე­ბი ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნი. პა­ტან­ჯა­ლი ჩა­მოთ­ვლის ამ სა­შუა­ლე­ბებს, რო­გორც იო­გას რვა შტოს ან ეტა­პს სუ­ლის ძი­ები­სათ­ვის. ესე­ნა: ია­მა (უნი­ვერ­სა­ლუ­რი მო­რა­ლუ­რი მცნე­ბე­ბი); ია­მა და ნი­ამა აკონ­ტრო­ლებს იო­გის ვნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს და ინარ­ჩუ­ნებს მას ჰარ­მო­ნია­ში სხვა ადა­მია­ნებ­თან. ასა­ნე­ბი სხე­ულს ჯან­მრთელ­სა და ძლი­ერს ხდის და აყა­ლი­ბებს მას ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­აში. სა­ბო­ლო­ოდ, იო­გი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სხე­ულის ცნო­ბიე­რე­ბის­გან. ის იმარ­ჯვებს სხე­ულ­ზე და აქ­ცევს მას სუ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის სა­მო­სად. პირ­ვე­ლი სა­მი ეტა­პი არის გა­რე ძი­ებე­ბი (ბა­ჰი­რან­გა სად­ჰა­ნა). შემ­დე­გი ორი ეტა­პი – პრა­ნაი­ამა და პრა­ტი­ჰა­რა – ას­წავ­ლის მა­ძიე­ბელს სუნ­თქვის რე­გუ­ლი­რე­ბას და ამით გო­ნე­ბის კონ­ტროლს. ეს ეხ­მა­რე­ბა გრძნო­ბე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტე­ბის მო­ნო­ბის­გან. ეს ორი ეტა­პი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ში­ნა­გა­ნი…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3

ამ თავ­ში მი­მო­ვი­ხი­ლავთ წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მის ნა­წი­ლებს. თა­ვი 2. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის სას­წავ­ლებ­ლად მომ­ზა­დე­ბა” გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბელ ნა­წილს ძი­ლის შე­სა­ხებ და გვეხ­მა­რე­ბა დავ­ძლი­ოთ ნე­ბის­მიე­რი რე­ზერ­ვა­ცია რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი­სას გაჩ­ნდეს და ხე­ლი შე­უშა­ლოს თქვენს პროგ­რესს. გარ­და ამი­სა გეხ­მა­რე­ბა უფ­რო კარ­გად გა­აც­ნო­ბიე­რო სა­კუ­თა­რი სიზ­მრე­ბი. ის­წავ­ლით რო­გორ აწარ­მო­ოთ სიზ­მრე­ბის დღი­ური და რო­გორ გაა­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­თი გახ­სე­ნე­ბა/და­მახ­სოვ­რე­ბა. თქვენ შეძ­ლებთ ყო­ვე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სიზ­მრის გახ­სე­ნე­ბას მა­ინც ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სა­ვალ ტექ­ნი­კებს და­იწ­ყებ­დეთ. რო­გორც კი გექ­ნე­ბათ სიზ­მრე­ბის დღი­ური გარ­კვეუ­ლი რა­ოდე­ნო­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, უკ­ვე მზად იქ­ნე­ბით თქვე­ნი სიზ­მრე­ბის მი­ნიშ­ნე­ბე­ბის კა­ტა­ლო­გიც შე­ად­გი­ნოთ. ესე­ნია თქვე­ნი სიზ­მრე­ბის სა­ხა­სია­თო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ლუ­ცი­დუ­რო­ბის გზამ­კვლე­ვე­ბად გა­მოი­ყე­ნოთ. თა­ვი 3. “გა­მოღ­ვი­ძე­ბა სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო­ში” გან­ვი­ხი­ლავთ ტექ­ნი­კებს რო­გორ…

ეკატერინე სამხარაძე

იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის

ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი ხერხემალია, ამიტომ მისი სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის. იოგა განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება ხერხემლის პრობლემების მართვისა და მათთან გასამკლავებლად. იოგის გარკვეული ასანები აძლიერებს ზურგის კუნთებს და აუმჯობესებს ტანდეგობას, რაც ამცირებს არასწორ დატვირთვას ხერხემლის მალებზე და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხერხემლის ნეიტრალური და უსაფრთხო პოზიციის შენარჩუნებაში. იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მისი ზოგიერთი ასანა ხელს უწყობს კუნთებისა და მყესების მოდუნებას და მათში სტრესის შემცირებას, რაც ხშირად კუნთების დაჭიმულობისა და ტკივილის მიზეზია. იოგის პოზები, რომლებსაც მოსწავლე რეგულარულად ასრულებს, ხელს უწყობს დაჭიმულობის მოხსნას, ზრდის ელასტიურობას და აუმჯობესებს ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონს. იოგის ასანები ზედმეტად არ ტვირთავს ხერხემალს, არამედ აძლიერებს მას. იოგა შვებას…

ირინე ნიკოლაიშვილი

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2

მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში რო­გორც ად­რეუ­ლი ისე თა­ნა­მედ­რო­ვე წყა­როე­ბი­დან. ვიდ­რე ეს წიგ­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდებ­ოდა ათა­სო­ბით ადა­მია­ნი მწერ­და და თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და აღ­მო­ჩე­ნებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ და ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის გა­მო­სა­დეგ ბევრ პრაქ­ტი­კულ რჩე­ვას მაძ­ლევ­დნენ. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­თა სა­პა­სუ­ხოდ მე გა­დავ­წყვი­ტე ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­მე­ცა ჰო­ვარდ რე­ინოლ­დთან ერ­თად. ჰო­ვარ­დი ვრცლად წერ­და ისეთ თე­მებ­ზეა რო­გო­რი­ცაა კრე­ატიუ­ლო­ბა, ცნო­ბიე­რე­ბა და სიზ­მრებ­ზე მუ­შაო­ბა. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვა” არის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­თო­დი რო­მე­ლიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გას­წავ­ლით რო­გორ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოთ და გა­მოი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი რიტ­მით და სიღ­რმით, რო­გორ გა­მო­იკ­ვლი­ოთ თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი და გა­იმ­დიდ­როთ ამით ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მა­გა­ლი­თე­ბის აუ­რაც­ხე­ლი რა­ოდე­ნო­ბა მო­იძი­ოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის აქ­ტუა­ლო­ბის შე­სა­ხებ რო­მე­ლიც სტენ­ფორ­დის პროგ­რა­მის მი­ერაა აღრიცხუ­ლი,…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga

სიტ­ყვა „იოგა“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „იუჯ“, რაც ნიშ­ნავს შეკ­ვრას, შე­ერ­თე­ბას, მიბ­მა­სა და შე­კა­ვე­ბას, ყუ­რად­ღე­ბის მი­მარ­თვა­სა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გან­ხორ­ციე­ლე­ბას. ასე­ვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას ან შერ­წყმას. ეს არის ჩვე­ნი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შერ­წყმა. რო­გორც მა­ჰა­დევ დე­საი ამ­ბობს თა­ვის შე­სა­ვალ­ში „გი­ტა­ზე“ (გან­დის მი­ხედ­ვით): „იო­გა ნიშ­ნავს სხე­ულის, გო­ნე­ბი­სა და სუ­ლის ყვე­ლა ძა­ლის ღვთი­სად­მი მიბ­მას; ნიშ­ნავს გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის, ემო­ციე­ბი­სა და ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნას, რა­საც იო­გა გუ­ლის­ხმობს; ნიშ­ნავს სუ­ლის წო­ნას­წო­რო­ბას, რაც ადა­მი­ანს აძ­ლევს სა­შუა­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში მშვი­დად აღიქ­ვას.“ იო­გა ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ექ­ვსი ორ­თო­დოქ­სუ­ლი სის­ტე­მი­დან ერთ-ერ­თია. ის შეკ­რი­ბა, და­აკო­ორ­დი­ნი­რა და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია გა­უკე­თა პა­ტან­ჯა­ლიმ თა­ვის კლა­სი­კურ ნაშ­რომ­ში „იო­გას სუტ­რე­ბი“, რო­მე­ლიც 185 მოკ­ლე აფო­რიზ­მის­გან შედ­გე­ბა. ინ­დურ…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო​ ნაწილი 1

გა­ვაც­ნო­ბიე­რე რომ სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. ხე­ლე­ბი ავ­წიე და მე თვი­თო­ნაც ზე­ვით ავი­წიე (თით­ქოს ვი­ღა­ცა მე­წეო­და) შავ ცამ­დე მი­ვაღ­წიე, ცის ფე­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ირეო­და ინ­დი­გოს­ფე­რი, მუ­ქი იის­ფე­რი, მელ­ნის­ფე­რი, თეთ­რი მე­რე კი ძა­ლი­ან კაშ­კა­შა შუ­ქი წა­მო­ვი­და. მთე­ლი ის დრო რო­ცა ზე­მოთ მი­ვი­წევ­დი სა­ოცა­რი მუ­სი­კა ჩა­მეს­მო­და, ამა­ზე ტკბი­ლი ხმა არა­სო­დეს მო­მის­მე­ნია. ეს უფ­რო ადა­მია­ნის ხმას გავ­და ვიდ­რე ინ­სტრუ­მენ­ტი­სას. სიტ­ყვე­ბით ძნე­ლია იმ სი­ხა­რუ­ლის გად­მო­ცე­მა რო­მელ­საც მე გან­ვიც­დი­დი. მე­რე ძა­ლი­ან რბი­ლად და­ვუბ­რუნ­დი დე­და­მი­წას. ვფიქ­როდ­ბი რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი იდ­გა და სწო­რი გზა შე­ვარ­ჩიე. სიზ­მა­რი და გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი თით­ქოს ჯილ­დო იყო, ან უბ­რა­ლოდ მე მე­გო­ნა ასე. ეს იყო გრძე­ლი, ნე­ლი, უკან­ დატ­რია­ლე­ბუ­ლი კად­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სას მუ­სი­კის ექო­თი ყუ­რებ­ში.…

ეკატერინე სამხარაძე

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე

თუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო

„ჩემს წინ მოწინავეების რაზმი დგას. მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ, როგორ არაბუნებრივად ანათებს ქუჩას ჩვენსკენ წამოსული ჭურვები. მე არც იარაღი მაქვს, არც აღჭურვილობა. ვიცი, რომ სიზმარში ვარ, ვიცი, ვინ ვარ და აქ რატომ ვარ. მეთაური ყვირის: „წინ!“ პირველი ფიქრი: მოწინავეები ვერ გადარჩებიან, ყველა დაიხოცება. ამ დროს იწყება ტრანსფორმაცია — ფეხები იზრდება, იცვლება. ყველა სახსარში, ყველა უჯრედში ვგრძნობ, როგორ მეცვლება სხეული, სისხლიც კი სხვანაირია. ხელები აღარ მაქვს, ყელში ცეცხლოვანი ბურთი ამოდის და უცებ უზარმაზარ ფრთებს ვშლი — დრაკონი ვარ. სანამ ავფრინდები, ვგრძნობ, როგორ მერწყმიან უკვე დახოცილი მოწინავეები და მე ვარ მთელი ჯარი. ჩემი მოწინააღმდეგე დილის ნისლივით იფანტება..." სიზმარხილვის პრაქტიკამდე ძალიან გამოუცდელი…

ეკატერინე სამხარაძე

სუნთქვაზე დაკვირვება

ხში­რად ჩვე­ნი გო­ნე­ბა წარ­სულ­ში ან მო­მა­ვალ­ში დაფ­რი­ნავს, რაც სტრეს­სა და შფოთ­ვას იწ­ვევს. სუნ­თქვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა არის მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ერი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბათ აწ­მყო მო­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა­ში. ეს არ არის სუნ­თქვის კონ­ტრო­ლი, არა­მედ უბ­რა­ლოდ მი­სი შეგ­რძნე­ბა და გაც­ნო­ბიე­რე­ბა – რო­გორ შე­დის და გა­მო­დის ჰა­ერი, რო­გორ იბე­რე­ბა და ეშ­ვე­ბა სხე­ული. ამ პრაქ­ტი­კას უამ­რა­ვი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს: სცა­დეთ ყო­ველ­დღიუ­რად რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­აკ­ვირ­დეთ თქვენს სუნ­თქვას – ეს მარ­ტი­ვი პრაქ­ტი­კა თქვენს ყო­ველ­დღიუ­რო­ბა­ში ჰარ­მო­ნია­სა და სიც­ხა­დეს შე­მოიტა­ნს.

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

September 2026

კალენდარი იტვირთება…
?
Instructor

September 2026

კალენდარი იტვირთება…