სქოლიო

  • სადჰაკა

    მაძიებელი, ასპირანტი.

  • სადჰანა

    პრაქტიკა, ძიება.

  • სადჰანა-პადა

    პატანჯალის იოგა სუტრების მეორე ნაწილი, რომელიც ეხება საშუალებებს.

  • სალამბა

    საყრდენით.

  • სამა

    იგივე, თანაბარი, სწორი.

  • სამა-ვრიტი

    თანაბარი მოძრაობა ჩასუნთქვის, ამოსუნთქვისა და სუნთქვის შეკავებისას პრანაიამაში.

  • სამა-სთჰიტი

    უძრავად და სწორად დგომა.

  • სამადჰი

    მდგომარეობა, რომელშიც მაძიებელი ერთიანდება მედიტაციის ობიექტთან, სამყაროს მომცველ უზენაეს სულთან, სადაც არის გამოუთქმელი სიხარულისა და მშვიდობის განცდა.

  • სამადჰი-პადა

    პატანჯალის იოგა სუტრების პირველი ნაწილი, რომელიც ეხება სამადჰის მდგომარეობას.

  • სამანა

    ერთ-ერთი სასიცოცხლო ჰაერი, რომლის ფუნქციაც მონელების ხელშეწყობაა.

  • სამბჰავა

    დაბადება. შამბჰუს ან შივას კუთვნილება.

  • სამბჰავა ან შამბჰავი

    შივას სახელი.

  • სამსკარა

    წარსულის მენტალური შთაბეჭდილება.

  • სამშაია

    ეჭვი.

  • სანტოშა

    კმაყოფილება.

  • სანჯივანი

    ერთგვარი ელექსირი ან სამკურნალო მცენარე, რომელიც თქმულების მიხედვით მიცვალებულს აცოცხლებს.

  • სარასვატი

    განგის შენაკადი. ასევე მეტყველებისა და სწავლის ქალღმერთის, ბრაჰმას მეუღლის სახელი.

  • სარვა

    ყველა, მთელი.

  • სარვანგა

    მთელი სხეული.

  • სატვა

    ყველაფრის მანათობელი, სუფთა და კარგი თვისება ბუნებაში.

  • სატვა-გუნა

    სიკეთისა და სისუფთავის თვისება.

  • სატი

    დაქშა პრაჯაპატის (Daksha Prajapati) ასული. მან თავი დაიწვა იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც მამამისმა მის ქმარს, შივას, მიაყენა. მოგვიანებით იგი ჰიმალაის ასულად რეინკარნირდა (ხელახლა დაიბადა) და კვლავ მოიპოვა შივა ქმრად. იგი იყო კარტიკეიას (Kartikeya - ომის ღმერთი) და განაპატის (Ganapati - სწავლის, სიბრძნისა და იღბლის ღმერთი) დედა.

  • საჰასრარა-ჩაკრა

    ათასფურცლიანი ლოტოსი თავის ტვინის ღრუში (გვირგვინის ჩაკრა).

  • საჰაჯავასთჰა

    სულის ბუნებრივი მდგომარეობა სამადჰიში.

  • საჰიტა კუმბჰაკა

    საჰიტა ნიშნავს თანხლებულს, ან ერთად მყოფს. სუნთქვის განზრახ შეკავება.

  • სეტუ

    ხიდი.

  • სეტუ-ბანდჰა

    ხიდის აგება. ასანას სახელი, რომელშიც სხეული თაღის ფორმას იღებს.

  • სვა

    საკუთარი, თანდაყოლილი, სასიცოცხლო ძალა, სული, მე.

  • სვადჰიაია

    საკუთარი თავის განათლება ღვთაებრივი ლიტერატურის შესწავლით.

  • სვადჰისთჰანა-ჩაკრა

    ნერვული წნული გენიტალიების ზემოთ.

  • სვანა

    ძაღლი.

  • სვაპნავასთჰა

    გონების მდგომარეობა სიზმარში.

  • სვატმარამა

    ჰათჰა-იოგა-პრადიპიკას ავტორი.

  • სთჰიტა-პრაჯნა

    ადამიანი, რომლის სიბრძნეც მყარად არის დაფუძნებული და არ მერყეობს; ვისზეც არ მოქმედებს სიამოვნებისა და ტკივილის, მოგებისა და წაგების, სიხარულისა და მწუხარების, გამარჯვებისა და დამარცხების დუალურობა.

  • სთჰიტი

    სტაბილურობა.

  • სიდდჰა

    ბრძენი, წინასწარმეტყველი; დიდი სისუფთავის და სიწმინდის ნახევრად-ღვთაებრივი არსება.

  • სიმჰა

    ლომი.

  • სიტა

    რამას ცოლის სახელი, ეპოს რამაიანას გმირი.

  • სკანდა

    ომის ღმერთის, კარტიკეიას სახელი.

  • სმრიტი

    მეხსიერება, კანონთა კოდექსი.

  • სოჰამ

    ის ვარ მე; გაუცნობიერებელი განმეორებადი ლოცვა.

  • სტეია

    ქურდობა, ძარცვა.

  • სტიანა

    მოთენთილობა, სიზარმაცე.

  • სუგრივა

    მაიმუნების წინამძღოლი, რომელიც რამას დაეხმარა სიტას მოძებნაში.

  • სუმანასია

    კეთილგანწყობა.

  • სუპტა

    მძინარე.

  • სურია

    მზე.

  • სურია-ბჰედანა

    მზის (სადინარის) გარღვევა; პრანაიამა, სადაც ჩასუნთქვა ხდება მარჯვენა ნესტოდან (პინგალა-ნადიდან), ხოლო ამოსუნთქვა მარცხენა ნესტოდან (იდა-ნადიდან).

  • სურია-ნადი

    მზის ნადი. პინგალა-ნადის სხვა სახელი.

  • სურია-ჩაკრა

    ნერვული წნული ჭიპსა და გულს შორის.

  • სუშუმნა

    მთავარი არხი, რომელიც მდებარეობს ხერხემლის შიგნით.

  • სუშუპტი-ავასთჰა

    გონების მდგომარეობა უსიზმრო ძილში.

  • სუხა

    ბედნიერება, აღფრთოვანება, სიხარული, სიამოვნება, კომფორტი.

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…