სქოლიო
Კ
-
კაგოლა ან კაჰოლა
ბრძენი აშტავაკრას მამა.
-
კათჰოპანიშადი
ერთ-ერთი მთავარი უპანიშადი ლექსად, რომელიც წარმოადგენს დიალოგს მაძიებელ ნაჩიკეტასა და სიკვდილის ღმერთს, იამას შორის.
-
კაია
სხეული.
-
კაივალია
საბოლოო ემანსიპაცია.
-
კაივალია-პადა
პატანჯალის იოგა სუტრების მეოთხე და ბოლო ნაწილი, რომელიც ეხება აბსოლუციას (განთავისუფლებას).
-
კაიიკა
სხეულთან დაკავშირებული.
-
კაილასა
მთის მწვერვალი ჰიმალაიში, მიჩნეულია შივას სავანედ.
-
კალა-ბჰაირავა
შივას სახელი.
-
კალიდასა
სანსკრიტული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი დრამატურგი და პოეტი, რომლის ნაწარმოები „შაკუნტალა“ საყოველთაოდ არის აღიარებული.
-
კამა
სურვილი, ვნება. ვნების ღმერთის სახელი.
-
კამა-დჰენუ
ზეციური ძროხა, რომელიც ასრულებს ყველა სურვილს.
-
კამა-რუპა
გენიტალიების ადგილი, რომელსაც სახელი ეწოდა ვნების ღმერთის, კამას მიხედვით.
-
კანდა
ბოლქვიანი ფესვი, კვანძი. დაახლოებით ოთხი ინჩის ზომის მრგვალი ფორმის კვანძი, რომელიც მდებარეობს ანუსიდან 12 ინჩით მაღლა და ჭიპთან ახლოს, სადაც სამი მთავარი ნადი — სუშუმნა, იდა და პინგალა — ერთიანდება და განცალკევდება. ის დაფარულია თითქოს რბილი თეთრი ქსოვილით.
-
კანიაკუბჯა
უძველესი ქალაქი და ქვეყანა განგის შენაკადზე, რომელსაც ახლა კანოჯა ეწოდება.
-
კაპალაბჰატი
(კაპალა = თავის ქალა; ბჰატი = სინათლე, ბრწყინვალება). სინუსების გასუფთავების პროცესი.
-
კაპილა
ბრძენი, ინდუისტური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთის, სანქჰიას სისტემის ფუძემდებელი.
-
კაპინჯალა
ფრინველი ჩატიაკა, რომელიც თქმულების მიხედვით მხოლოდ წვიმის წვეთებს სვამს.
-
კაპოტა
მტრედი.
-
კარმა
მოქმედება.
-
კარმა-იოგა
უზენაეს უნივერსალურ სულთან ერთიანობის მიღწევა მოქმედების მეშვეობით.
-
კარმა-მარგა
აქტიური ადამიანის რეალიზაციის გზა მოქმედების მეშვეობით.
-
კარმენდრია
გამოყოფის, რეპროდუქციის ორგანოები, ხელები, ფეხები და მეტყველება.
-
კარნა
ყური, ასევე ერთ-ერთი გმირი მაჰაბჰარატაში.
-
კარნა-პიდა
ზეწოლა ყურის გარშემო.
-
კარტიკეია
ომის ღმერთი, ასევე ცნობილი როგორც კუმარა, შანმუხა და სკანდა. ის არის შივას ვაჟი. ამბავს მისი დაბადების შესახებ ჰყვება კალიდასა თავის ეპოსში „კუმარა-სამბჰავა“. მას ზრდიდნენ კრიტიკები, პლეიადები. ექვსივე აწოვებდა ძუძუს (სან — ექვსი, მუკჰა — პირი ან სახე).
-
კარუნა
თანაგრძნობა, სიბრალული, სინაზე. ის ასევე გულისხმობს ერთგულ მოქმედებას ტანჯულთა ტკივილის შესამსუბუქებლად.
-
კაუნდინია
ბრძენი.
-
კაურავები
კურუს შთამომავლები, რომლებიც ებრძოდნენ თავიანთ ბიძაშვილებს, პანდავებს მაჰაბჰარატას ძმათამკვლელ ომში.
-
კაშიაპა
ბრძენი, ადიტისა და დიტის ქმარი. ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი მბრძანებელი ან წინაპარი.
-
კევალა
მთლიანი, სრული, აბსოლუტური, სრულყოფილი, სუფთა.
-
კევალა კუმბჰაკა
როდესაც კუმბჰაკას (სუნთქვის პროცესების) პრაქტიკა იმდენად სრულყოფილი ხდება, რომ ინსტინქტურია, მას კევალა კუმბჰაკა ეწოდება.
-
კლეშა
ტკივილი, წუხილი, ტანჯვა.
-
კონა
არწივი (ტექსტის მიხედვით).
-
კრაუნჩა
ყანჩის მსგავსი ფრინველი, მთის სახელი.
-
კრია
გამოსასყიდი რიტუალი, გამწმენდი პროცესი.
-
კრიკარა
ერთ-ერთი დამხმარე სასიცოცხლო ჰაერი, რომლის ფუნქციაა ხელი შეუშალოს ნივთიერებების მოხვედრას ცხვირის სასუნთქ გზებსა და ყელში ცემინებისა და ხველის გამოწვევით.
-
კრიტა იუგა
ადამიანთა სამყაროს ოთხი ეპოქიდან პირველის სახელი.
-
კრიშნა
ყველაზე ცნობილი გმირი ინდუისტურ მითოლოგიაში. ვიშნუს მერვე განსახიერება.
-
კუკუტა
მამალი.
-
კუმარა-სამბჰავა
იხილეთ კარტიკეია.
-
კუმბჰა
წყლის ჭურჭელი, დოქი, თასი.
-
კუმბჰაკა
დროის ინტერვალი ან სუნთქვის შეკავება სრული ჩასუნთქვის ან სრული ამოსუნთქვის შემდეგ.
-
კუნდალინი
ღვთაებრივი კოსმიური ენერგია (kundala = თოკის ხვეული; Kundalini = დახვეული მდედრი გველი). ეს ძალა სიმბოლიზებულია, როგორც დახვეული და მძინარე გველი, რომელიც განისვენებს ყველაზე დაბალ ნერვულ ცენტრში, ხერხემლის ძირში მულადჰარა-ჩაკრაში, ეს ფარული ენერგია უნდა გამოფხიზლდეს და აყვეს მთავარ სპინალურ არხში (სუშუმნაში), გაიაროს ჩაკრები და მიაღწიოს საჰასრარას, ათას-ფურცლიან ლოტოსს თავში. ამ დროს იოგი ერთიანდება უზენაეს უნივერსალურ სულთან.
-
კურმა
კუ. ასევე ერთ-ერთი დამხმარე სასიცოცხლო ჰაერი, რომლის ფუნქციაა თვალის ქუთუთოების მოძრაობის კონტროლი, რათა თავიდან აიცილოს თვალში უცხო სხეულის ან ზედმეტად კაშკაშა სინათლის მოხვედრა.
