სქოლიო
Ნ
-
ნაგა
ერთ-ერთი დამხმარე სასიცოცხლო ჰაერი, რომელიც ხსნის მუცლის ღრუს წნევას და იწვევს ბოყინს.
-
ნადა
შინაგანი მისტიური ბგერა.
-
ნადი
დახვეწილი სხეულის მილისებრი ორგანო, რომელშიც ენერგია გაედინება. ის შედგება სამი ფენისგან, ერთმანეთის შიგნით, როგორც ელექტრო სადენის იზოლაცია.
-
ნადი-შოდჰანა
ნადიების გაწმენდა.
-
ნავა
ნავი.
-
ნაკრა
ნიანგი.
-
ნარა
ადამიანი.
-
ნარასიმჰა
ადამიანი-ლომი, ვიშნუს მეოთხე განსახიერება.
-
ნატარაჯა
შივას სახელი, მოცეკვავეთა უფალი.
-
ნაული
პროცესი, რომლის დროსაც მუცლის კუნთები და ორგანოები მოძრაობენ ვერტიკალურად და გვერდულად ტალღოვანი მოძრაობით.
-
ნაჩიკეტა
მაძიებლისა და კათჰა-უპანიშადის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სახელი. მამამისს, ვაჯაშრავას (Vājaśravas), სურდა მთელი თავისი ქონების გაცემა რელიგიური მადლის მოსაპოვებლად. დაბნეულმა ნაჩიკეტამ მამას არაერთხელ ჰკითხა: მე ვის მომცემ? მამამ მიუგო: იამას (სიკვდილის ღმერთს) გაძლევ. ნაჩიკეტა ჩავიდა სიკვდილის სამეფოში და მიიღო სამი წყალობა, რომელთაგან უკანასკნელი იყო სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის საიდუმლოს ცოდნა. იამა ცდილობდა ნაჩიკეტას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და უდიდეს მიწისმიერ სიამოვნებებს სთავაზობდა, რათა მას ეს სურვილი დაევიწყებინა, თუმცა ნაჩიკეტა არ გადახრილა თავისი მიზნიდან და, საბოლოოდ, იამამ მას სასურველი ცოდნა უბოძა.
-
ნეტი ნეტი
არც ეს! არც ეს! სამადჰის გამოცდილება არ ჰგავს სხვა გამოცდილებებს, რომელთა აღწერაც სიტყვებით არის შესაძლებელი.
-
ნიამა
თვითგანწმენდა დისციპლინით. იოგას მეორე საფეხური, ნახსენები პატანჯალის მიერ.
-
ნირალამბა
საყრდენის გარეშე.
-
ნირანჯანა
შეულახავი; სიცრუისგან თავისუფალი, სუფთა.
-
ნიროდჰა
შეკავება, ჩახშობა.
-
ნირუდდჰა
შეკავებული, შეჩერებული, კონტროლირებული.
