სქოლიო
Პ
-
პადა
ფეხი; ასევე წიგნის ნაწილი.
-
პადანგუსთჰა
ფეხის ცერა თითი.
-
პადმა
ლოტოსი.
-
პადმანაბჰა
ვიშნუს სახელი, რომელსაც თქმულების მიხედვით ჭიპიდან ლოტოსი ეზრდება.
-
პანდავა
პანდუს ხუთი ვაჟიდან ნებისმიერის სახელი, გმირები მაჰაბჰარატაში.
-
პარამაპადა
უმაღლესი საფეხური, უზენაესი მდგომარეობა, საბოლოო ნეტარება.
-
პარამატმა
უზენაესი სული.
-
პარანგმუხი
შიგნით მიმართული.
-
პარაშურამა
ვიშნუს მეექვსე განსახიერება.
-
პარვატა
მთა.
-
პარვატი
ქალღმერთი, შივას მეუღლე.
-
პარიანკა
საწოლი, ტახტი.
-
პარიგრაჰა
მომხვეჭელობა, დაგროვება.
-
პარიგჰა
კოჭი ან ძელი, რომელიც გამოიყენება კარიბჭის ჩასაკეტად.
-
პარივარტანა
შემოტრიალება, ბრუნვა.
-
პარივრიტა
შემოტრიალებული, მობრუნებული.
-
პარივრიტაიკა-პადა
ერთი მობრუნებული ფეხით.
-
პარიპურნა
მთლიანი, სრული.
-
პარშვა
მხარე, ფლანგი; ლატერალური.
-
პარშვაიკა-პადა
ერთი ფეხით მობრუნებული გვერდულად.
-
პატალა
ქვესკნელი.
-
პატანჯალი
იოგას ფილოსოფიის ფუძემდებელი. იოგა სუტრების, მაჰაბჰაშიას და მედიცინის ტრაქტატის ავტორი.
-
პაშა
ბორკილი, ხაფანგი, ყულფი.
-
პაშჩიმა
დასავლეთი; სხეულის უკანა მხარე.
-
პაშჩიმუტანა
სხეულის უკანა მხარის ინტენსიური გაჭიმვა კისრიდან ქუსლებამდე.
-
პიდა
ტკივილი, ტანჯვა, ზეწოლა.
-
პინგალა
ნადი ან ენერგიის არხი, რომელიც იწყება მარჯვენა ნესტოდან... მასში გაედინება მზის ენერგია და ამიტომ ეწოდება სურია-ნადი. ნიშნავს მოყვითალოს ან მოწითალოს.
-
პინდა
ნაყოფი ან ემბრიონი, სხეული.
-
პინდა-პრანა
ინდივიდუალური სუნთქვა.
-
პინჩა
ნიკაპი, ბუმბული.
-
პლიჰა
ელენთა.
-
პრაკრიტი
ბუნება, მატერიალური სამყაროს ორიგინალური წყარო.
-
პრამადა
გულგრილობა, უგრძნობლობა.
-
პრამანა
სტანდარტი ან იდეალი; ავტორიტეტი.
-
პრანა
სუნთქვა, რესპირაცია, სიცოცხლე, სასიცოცხლო ენერგია... ასევე აღნიშნავს სულს.
-
პრანა-ვაიუ
სასიცოცხლო ჰაერი, რომელიც მოიცავს მთელ ადამიანის სხეულს.
-
პრანავა
კიდევ ერთი სიტყვა წმინდა მარცვლისთვის აუმ.
-
პრანაიამა
სუნთქვის რიტმული კონტროლი. იოგას მეოთხე საფეხური.
-
პრანიდჰანა
მიძღვნა.
-
პრასარიტა
გაშლილი, გადაჭიმული.
-
პრატიაკშა
პირდაპირი მტკიცებულება.
-
პრატიაჰარა
გონების გაყვანა და ემანსიპაცია გრძნობების ბატონობისგან. იოგას მეხუთე საფეხური.
-
პრატილომა
თმის საწინააღმდეგოდ, ბუნებრივი რიგის საწინააღმდეგოდ.
-
პრაშვასა
ამოსუნთქვა.
-
პრაჯაპატი
შექმნილ არსებათა მბრძანებელი.
-
პრაჯნა
ინტელექტი, სიბრძნე.
-
პრაჯნატმა
ინტელექტუალური მე.
-
პრაჰლადა
ვიშნუს დიდი მიმდევარი. დემონთა მეფის შვილი.
-
პუნია
სათნოება, დამსახურება, მართალი, სამართლიანი, კარგი.
-
პურაკა
ჩასუნთქვა.
-
პურვა
აღმოსავლეთი. სხეულის წინა ნაწილი.
-
პურვოტანა
სხეულის წინა მხარის ინტენსიური გაჭიმვა.
-
პურნატა
სისრულე, სრულყოფილება.
