სქოლიო
Ა
-
აბჰაია
შიშისგან გათავისუფლება.
-
აბჰიასა
მუდმივი და მიზანმიმართული შესწავლა ან პრაქტიკა.
-
აბჰინივეშა
სიცოცხლისადმი ინსტინქტური მიჯაჭვულობა და სიკვდილის შიში.
-
აგამა
ავტორიტეტული მტკიცებულება ან მოწმობა, როდესაც ცოდნის წყარო შემოწმებული და სანდოა.
-
ადვაიტა
უნივერსალური სულისა და ინდივიდუალური სულის არადუალობა (არაორადობა).
-
ადისვარა
პირველყოფილი უფალი; შივას ეპითეტი.
-
ადიტი
ღმერთების (ადიტიების) დედა.
-
ადიტია
ადიტის ან ღმერთების ძე.
-
ადჰარა
საყრდენი.
-
ადჰაჰ
ქვემოთ, ქვედა.
-
ადჰიმატრა
განუზომელი, აღმატებული.
-
ადჰიმატრატამა
უზენაესი, უმაღლესი.
-
ადჰო-მუხა
პირქვე.
-
ავასთჰა
გონების მდგომარეობა.
-
ავატარა
ღმერთის განსახიერება ან ხორცშესხმა, არსებობს ვიშნუს 10 ავატარი: მატსია — თევზი, კურმა — კუ, ვარაჰა — ტახი, ნარასინჰა — ადამიანი-ლომი, ვამანა — ჯუჯა, პარაშურამა, რამა — „რამაიანას“ ეპოსის გმირი, კრიშნა — „მაჰაბჰარატას“ ეპოსის გმირი, რომელმაც გადმოგვცა „ბჰაგავატ გიტა“. ბალარამა და კალკი.
-
ავიდია
უმეცრება.
-
ავირატი
მგრძნობელობა.
-
აიამა
სიგრძე, გაფართოება; ასევე ნიშნავს შეკავებასა და კონტროლს.
-
აკარნა
ყურთან ახლოს, ყურისკენ.
-
აკროდჰა
ბრაზისგან გათავისუფლება.
-
ალაბჰდჰა-ბჰუმიკატვა
პრაქტიკაში მყარი ნიადაგის ან უწყვეტობის მიღწევის მარცხი. შეგრძნება თითქოს შეუძლებელია რეალობის დანახვა.
-
ალამბა
საყრდენი.
-
ალასია
სიზარმაცე, აპათია.
-
ამანასკა
გონება, რომელიც თავისუფალია ფიქრებისა და სურვილებისგან.
-
ამრიტა
უკვდავების ნექტარი.
-
ანავასთიტატვა
პრაქტიკის გაგრძელების არასტაბილურობა, შეგრძნება, რომ სამადჰის უმაღლეს მდგომარეობას უკვე მიაღწია.
-
ანანტა
უსასრულო; ვიშნუს, აგრეთვე მისი საწოლის (გველი შეშას) სახელი.
-
ანანტა-პადმანაბჰა
ვიშნუს სახელი.
-
ანაჰატა-ჩაკრა
ნერვული წნული გულის არეში.
-
ანგა
სხეული; სხეულის ნაწილი ან კიდური.
-
ანგამეჯაიატვა
სხეულის არამდგრადობა ან კანკალი.
-
ანგულა
თითი; ცერა თითი.
-
ანგუსთჰა
ფეხის ცერა თითი.
-
ანტარა
შიგნით; შინაგანი.
-
ანტარა კუმბჰაკა
სუნთქვის შეკავება სრული ჩასუნთქვის შემდეგ.
-
ანტარანგა სადჰანა
სულის შინაგანი ძიება პრანაიამასა და პრატიაჰარას მეშვეობით. ამ დროს ადამიანი გონებას აკონტროლებს, ხოლო გრძნობები სურვილებისგან თავისუფალია.
-
ანტარატმა
ადამიანის გულში მცხოვრები უზენაესი სული.
-
ანტარატმა სადჰანა
სულის ყველაზე ღრმა ძიება დჰარანას, დჰიანასა და სამადჰის მეშვეობით.
-
ანულომა
ბუნებრივი რიგით, თმის მიმართულებით.
-
ანუმანა
დასკვნა, ინფერენცია.
-
ანჯანა
ჰანუმანის, მაიმუნების ძლევამოსილი ბელადის დედის სახელი.
-
აპანა
ერთ-ერთი სასიცოცხლო ჰაერი, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილში მოძრაობს და შარდისა და განავლის გამოდევნის პროცესს აკონტროლებს.
-
აპარიგრაჰა
მომხვეჭელობისგან გათავისუფლება.
-
აპუნია
მანკიერება ან ნაკლი.
-
არდჰა
ნახევარი.
-
არჯუნა
პანდავას უფლისწული, „მაჰაბჰარატას“ ეპოსის გმირი.
-
ასანა
პოზა. იოგას მესამე საფეხური.
-
ასმიტა
ეგოიზმი.
-
ასტა
რვა.
-
ასტეია
არ-მოპარვა.
-
ატმა
უზენაესი სული ან ბრაჰმანი.
-
ატმა შატკამი
შანკარაჩარიას მიერ დაწერილი ექვსი ლექსი, რომელიც აღწერს სულს სამადჰის მდგომარეობაში.
-
ატმანი
უზენაესი სული ან ბრაჰმანი.
-
ატმიიატა
ერთიანობის განცდა. ბავშვებისთვის დედის განცდის მსგავსი.
-
აშვა
ცხენი.
-
აშვინი-მუდრა
ანალური სპინქტერის კუნთების შეკუმშვა. ეს სახელი შერჩეულია იმიტომ, რომ იწვევს ცხენის ასოციაციას, რომელიც მიწაზე ისაქმებს.
-
აშტავაკრა
ბრძენი, რომლის სხეულიც რვა ადგილას იყო დეფორმირებული. თანდაყოლილი დეფექტის მიუხედავად ის მიტჰილას მეფის ჯანაკის სულიერი მოძღვარი გახდა.
-
აშტანგა იოგა
პატანჯალის მიერ აღწერილი იოგას რვა საფეხური.
-
აჯაპა-მანტრა
გაუცნობიერებელი განმეორებადი ლოცვა. ყოველი ცოცხალი არსება გაუცნობიერებლად სუნთქავს ლოცვას სო-ჰამ (საჰ = ის, იგივე უნივერსალური სული, აჰამ = ვარ მე), ყოველი ჩასუნთქვის და ყოველი ამოსუნთქვის ლოცვაა „ჰარნსაჰ“ (აჰამ = მე ვარ, საჰ = ის იგივე უნივერსალური სული).
-
აჯნა-ჩაკრა
ნერვული წნული წარბებს შორის, მართვის ცენტრი.
-
აჰამკარა
ეგო ან ეგოიზმი; სიტყვასიტყვით „მე-ს შემქმნელი“, მდგომარეობა, რომელიც ამტკიცებს „მე ვიცი“.
-
აჰიმსა
ძალადობაზე უარის თქმა. მას არა მხოლოდ „არ-მოკვლის“ ნეგატიური მნიშვნელობა აქვს, არამედ პოზიტიურიც — „ყველა ქმნილების მომცველი სიყვარული“.
