სქოლიო

  • დადჰიჩა

    ცნობილი ბრძენი, რომელმაც თავისი ძვლები ღმერთებს შესწირა. მისი ძვლებისგან შეიქმნა ინდრას ელვა, რომლითაც მან დემონი ვრტრა მოკლა.

  • დაიტია

    დემონი.

  • დაკშა

    შექმნილ არსებათა მბრძანებელი.

  • დაკშინა

    მარჯვენა მხარე.

  • დამანი

    ფენა ნადის შიგნით ენერგიის გასავლელად.

  • დანავა

    დემონი.

  • დანდა

    კვერთხი, ჯოხი.

  • დანდაკა

    ტყის რეგიონი დეკანში.

  • დაურმანასია

    სასოწარკვეთა, დეპრესია.

  • დევა

    ღმერთი.

  • დევადატტა

    სასიცოცხლო ჰაერი, რომელიც იწვევს მთქნარებას.

  • დვეშა

    სიძულვილი, ზიზღი.

  • დვი

    ორი, ორივე.

  • დვი-პადა

    ორი ფეხი.

  • დვი-ჰასტა

    ორი ხელი.

  • დიტი

    დემონების დედა.

  • დრონა

    პანდავასა და კაურავას უფლისწულების საომარი ხელოვების, განსაკუთრებით მშვილდოსნობის მასწავლებელი. ბრძენი ბჰარადვაჯას ვაჟი.

  • დურვასა

    ფიცხი ბრძენი.

  • დუხკჰა

    ტკივილი, მწუხარება.

  • დჰანანჯაია

    სასიცოცხლო ჰაერი, რომელიც სხეულში რჩება სიკვდილის შემდეგაც და ზოგჯერ ბერავს გვამს.

  • დჰანუ

    მშვილდი.

  • დჰარანა

    კონცენტრაცია. იოგას მეექვსე საფეხური პატანჯალის მიხედვით.

  • დჰენუ

    ძროხა.

  • დჰიანა

    მედიტაცია. იოგას მეშვიდე საფეხური პატანჯალის მიხედვით.

  • დჰრი

    დაჭერა, შენარჩუნება.

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…