სქოლიო
Უ
-
უბჰაია
ორივე.
-
უგრა
საზარელი, ძლიერი, კეთილშობილი.
-
უდანა
ერთ-ერთი სასიცოცხლო ქარი (ჰაერი), რომელიც მსჭვალავს ადამიანის სხეულს და მას სასიცოცხლო ენერგიით ავსებს. იგი მკერდის (გულმკერდის) ღრუში იმყოფება და აკონტროლებს ჰაერისა და საკვების მიღებას.
-
უდდიიანა
ბორკილი ან კავშირი (საკეტი). ამ დროს დიაფრაგმა მაღლა, გულმკერდის ღრუსკენ იწევა, ხოლო მუცლის ღრუს ორგანოები ხერხემლისკენ არის მიზიდული. უდიანა-ბანდჰას მეშვეობით, დიადი ფრინველი - პრანა (სიცოცხლე) - იძულებულია, სუშუმნა-ნადის (Susumna-nadi) გავლით მაღლა აფრინდეს.
-
ულლოლა
დიდი ტალღა ან ზვირთი.
-
უმა
ქალღმერთ პარვატის სხვა სახელი.
-
უნმანი
სამადჰის მდგომარეობა.
-
უპავიშთჰა
მჯდომარე.
-
უპანიშადი
სიტყვა ნაწარმოებია პრეფიქსებისგან upa (ახლოს) და ni (დაბლა), რასაც ემატება ფუძე sad (ჯდომა). ის ნიშნავს გურუსთან (მოძღვართან) ახლოს დაჯდომას სულიერი დარიგების მისაღებად. უპანიშადები წარმოადგენს ვედების - ინდუისტების უძველესი წმინდა ლიტერატურის - ფილოსოფიურ ნაწილს, რომელიც ეხება ადამიანისა და სამყაროს ბუნებას, ასევე ინდივიდუალური სულის (თვითობის) კავშირს სამყაროსეულ სულთან.
-
უპეკშა
უპეკშა (Upeksa) არ არის მხოლოდ ზიზღის გრძნობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მანკიერებამ სძლია, ან მისდამი გულგრილობისა და აღმატებულობის განცდა. ეს არის ასევე საკუთარი თავის გამოცდა იმის დასადგენად, თუ როგორ მოიქცეოდი შენ მსგავს ვითარებაში; ასევე იმის გაცნობიერება, თუ რამდენად ხარ თავად პასუხისმგებელი დაცემული ადამიანის მდგომარეობაზე, რათა დაეხმარო მას სწორი გზის პოვნაში.
-
ურდჰვა
აწეული, ზევით მიმართული.
-
ურდჰვა-მუხა
სახით ზემოთ.
-
ურდჰვა-რეტუსი
ადამიანი, რომელიც მუდმივ ცელიბატში ცხოვრობს. ის, ვინც თავისი სექსუალური სურვილების სუბლიმირება მოახერხა.
-
უტ
ნაწილაკი, რომელიც აღნიშნავს ინტენსივობას.
-
უტთჰიტა
აწეული, გაშლილი, გადაჭიმული.
-
უტკატა
ძლიერი, მძვინვარე.
-
უტტანა
ინტენსიური გაჭიმვა.
-
უშტრა
აქლემი.
-
უჯჯაიი
პრანაიამას ტიპი, სადაც ფილტვები სრულად ფართოვდება.
