სქოლიო
Ბ
-
ბადდჰა
შეკრული, შეზღუდული, მყარი.
-
ბაკა
წერო.
-
ბალი
დემონთა მეფის სახელი.
-
ბანდჰა
ბორკილი ან კავშირი. პოზა, სადაც გარკვეული ორგანოები იკუმშება და კონტროლდება.
-
ბაჰია კუმბჰაკა
სუნთქვის შეკავება სრული ამოსუნთქვის შემდეგ, როცა ფილტვები მთლიანად ცარიელია.
-
ბაჰირანგა სადჰანა
სულის გარეგანი ძიება, იოგას სამი სტადია - იამა, ნიამა და ასანა ხელს უწყობენ მძებნელს ბუნებასთან და ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობაში.
-
ბიჯა
თესლი ან ჩანასახი.
-
ბიჯა-მანტრა
მისტიური მარცვალი, წმინდა ლოცვაში, ვიმეორებთ გონებაში პრანაიამასთან ერთად, გონებაში ამ გზით მოხვედრილი თესლი გადაიზრდება ერთ წერტილზე კონცენტრაციაში.
-
ბრაჰმა
უზენაესი არსება, სამყაროს შემოქმედი. პირველი ღვთაება ინდურ სამებაში, რომელსაც დაევალა სამყაროს შექმნა.
-
ბრაჰმა-ვიდია
ცოდნა უზენაესი სულის შესახებ.
-
ბრაჰმა-რანდჰრა
ხვრელი თავის გვირგვინზე, საიდანაც სული ტოვებს სხეულს სიკვდილისას.
-
ბრაჰმანდა-პრანა
კოსმიური სუნთქვა.
-
ბრაჰმანი
უზენაესი არსება, სამყაროს მიზეზი.
-
ბრაჰმარში
ბრაჰმანი ბრძენი.
-
ბრაჰმაჩარი
რელიგიური სტუდენტი, რომელსაც ცელიბატის აღთქმა აქვს დადებული.
-
ბრაჰმაჩარია
უბიწოების, რელიგიური შესწავლისა და თავშეკავების ცხოვრება.
-
ბუდდჰი
ინტელექტი, გონი, განსჯა.
-
ბჰაგავად გიტა
ღვთაებრივი სიმღერა, ინდუისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი წიგნი. მოიცავს საკრალურ დიალოგებს კრიშნასა და არჯუნას შორის. წარმოადგენს უპანიშადების ძირითად არსს.
-
ბჰაგავანი
უფალი; წმინდა.
-
ბჰაია
შიში.
-
ბჰაირავა
საშინელი, მრისხანე; შივას ერთ-ერთი ფორმა.
-
ბჰაკტი
თაყვანისცემა, ერთგულება.
-
ბჰაკტი-მარგა
პერსონალური ღმერთის თაყვანისცემით რეალიზაციის გზა.
-
ბჰარადვაჯა
ბრძენი.
-
ბჰასტრიკა
პრანაიამას ტიპი, სადაც ჰაერი ძლიერად შეისუნთქება და ამოისუნთქება (როგორც მჭედლის საბერველი).
-
ბჰედანა
გამჭოლი, გარღვევა.
-
ბჰეკა
ბაყაყი.
-
ბჰერუნდა
საშინელი; ასევე ფრინველის სახეობა.
-
ბჰოგა
ტკბობა; სიამოვნების ობიექტი.
-
ბჰოკტრი
ის, ვინც ტკბება ან განიცდის.
-
ბჰრამარა
დიდი შავი ფუტკარი.
-
ბჰრამარი
პრანაიამა, რომლის დროსაც ამოსუნთქვისას ფუტკრის ზუზუნის მსგავსი ხმა გამოიცემა.
-
ბჰრანტი-დარშანა
მცდარი ხედვა, ილუზია.
-
ბჰუ
მიწა.
-
ბჰუდანა
მიწის შემოწირულობა.
-
ბჰუმიკატვა
მყარი ნიადაგი.
-
ბჰუჯა
მკლავი ან მხარი.
-
ბჰუჯა-პიდა
ზეწოლა მკლავზე ან მხარზე.
-
ბჰუჯანგა
გველი.
