სქოლიო
Ტ
-
ტადა
მთა.
-
ტამასი
სიბნელე ან უმეცრება.
-
ტამო-გუნა
სიბნელის ან უმეცრების თვისება.
-
ტან
გაჭიმვა, გახანგრძლივება.
-
ტანდავა
შივას მძაფრი ცეკვა, სამყაროს განადგურების სიმბოლო.
-
ტაპ
წვა, კაშკაში, ტკივილის განცდა, სიცხით შთანთქმა.
-
ტაპასი
მგზნებარე ძალისხმევა, რომელიც მოიცავს განწმენდას, თვითდისციპლინასა და ასკეტიზმს.
-
ტარაკა
ომის ღმერთის, კარტიკეიას მიერ მოკლული დემონი.
-
ტატ ტვამ ასი
შენ ხარ ის (Tat Tvam Asi). ადამიანის რეალური ბუნების გაცნობიერება ღვთიურის ნაწილად და საკუთარ თავში არსებული ღვთაებრიობის შეცნობა, რაც ადამიანის სულს ათავისუფლებს სხეულის, გონების, ინტელექტისა და ეგოს საზღვრებისგან (ბორკილებისგან).
-
ტატვა
ჭეშმარიტი ანუ პირველადი საწყისი, ელემენტი ან პირველადი სუბსტანცია. ადამიანის სულის ან მატერიალური სამყაროს რეალური ბუნება და უზენაესი სამყაროსეული სული (Brahman), რომელიც მსჭვალავს მთელ სამყაროს.
-
ტატვა-ჯნანა
ჭეშმარიტი პრინციპის ცოდნა.
-
ტეჯასი
ბრწყინვალება, დიდებულება.
-
ტირიენგ
ჰორიზონტალური, ირიბი, განივი, უკუღმა და თავდაყირა.
-
ტიტიბჰა
ციცინათელა.
-
ტოლა
ბალანსი, სასწორი.
-
ტრი
სამი.
-
ტრიანგა
სამი კიდური (ნაწილი).
-
ტრივიკრამა
ვიშნუს მეხუთე განსახიერება. რომელმაც თავისი სამი ნაბიჯით შეავსო დედამიწა, ზეცა და ქვესკნელი.
-
ტრიკონა
სამკუთხედი.
-
ტრიშნა
წყურვილი, ლტოლვა, სურვილი.
-
ტურიიავასთჰა
სულის მეოთხე მდგომარეობა, რომელიც აერთიანებს და ამავდროულად სცილდება დანარჩენ სამ მდგომარეობას - ღვიძილს, სიზმრისეულ ძილსა და ღრმა ძილს. ეს არის სამადჰის (samadhi) მდგომარეობა.
-
ტჰა / თჰა
სიტყვა ჰათჰას (hatha) მეორე მარცვალი. პირველი მარცვალი - ჰა (ha) - აღნიშნავს მზეს, ხოლო მეორე მარცვალი - თჰა (tha) - აღნიშნავს მთვარეს. სწორედ ამ ორის გაერთიანება არის ჰათჰა-იოგა.
