სქოლიო

  • იამა

    სიკვდილის ღმერთი. იამა ასევე არის იოგას მიღწევის რვა საფეხურიდან პირველი. იამები წარმოადგენს უნივერსალურ მორალურ მცნებებს ან ეთიკურ დისციპლინებს, რომლებიც სცილდება რწმენის, ქვეყნის, ასაკისა და დროის საზღვრებს. პატანჯალის მიერ ნახსენები ხუთი იამაა: ძალადობის უარყოფა (აჰიმსა), სიმართლე (სატია), ქურდობისგან თავშეკავება (ასტეია), თავშეკავებულობა/კეთილგონიერება (ბრაჰმაჩარია) და უანგარობა/მიუმჯავჭველობა (აპარიგრაჰა).

  • იდა

    ნადი, ენერგიის არხი, რომელიც იწყება მარცხენა ნესტოდან, ადის თავის გვირგვინზე და შემდეგ ეშვება ხერხემლის ძირში. ამ გზაზე ის ატარებს მთვარის ენერგიას და ამიტომ ეწოდება ჩანდრა ნადი (მთვარის ენერგიის არხი).

  • ინდრა

    ღმერთების მეთაური. ჭექა-ქუხილის, ელვისა და წვიმის ღმერთი.

  • ინდრია

    გრძნობის ორგანო.

  • ინდრია-ჯაია

    გრძნობების დაპყრობა, შეკავება ან მათზე ბატონობა სურვილების კონტროლით.

  • იოგა

    კავშირი, ერთობა. სიტყვა იოგა მომდინარეობს ფუძიდან yuj, რაც ნიშნავს შეერთებას, შებმა (უღელში), ყურადღების კონცენტრირებას. ეს არის ჩვენი ნებისა და ღვთის ნების ერთობა; სულის ისეთი წონასწორობა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, თანაბარი სიმშვიდით უყუროს ცხოვრებას ყველა მის ასპექტში. იოგას მთავარი მიზანია გვასწავლოს ის საშუალებები, რომლითაც ადამიანის სული სრულად შეუერთდება სამყაროს განმსჭვალავ უზენაეს სულს და ამგვარად მიაღწევს საბოლოო განთავისუფლებას.

  • იოგა სუტრა

    პატანჯალის კლასიკური ნაშრომი იოგას შესახებ. იგი შედგება იოგას შესახებ 185 ლაკონიური აფორიზმისგან და დაყოფილია ოთხ ნაწილად, რომლებიც შესაბამისად ეხება: სამადჰის (თვითრეალიზაციას), იოგას მიღწევის საშუალებებს, იმ ძალებს, რომლებსაც მაძიებელი აწყდება თავისი ძიებისას და საბოლოო განთავისუფლების მდგომარეობას.

  • იოგა-მუდრა

    პოზა.

  • იოგა-ნიდრა

    იოგას ძილი, რომლის დროსაც სხეული ისვენებს ისე, თითქოს სძინავს, ხოლო გონება რჩება სრულად ცნობიერი, თუმცა მისი ყოველი მოძრაობა შეჩერებულია. იოგა-ნიდრა ასევე არის ერთ-ერთი ასანას სახელი.

  • იოგი ან იოგინი

    ის, ვინც მიჰყვება იოგას გზას.

  • იონი-მუდრა

    ბეჭდისებრი (ჩამკეტი) პოზა, რომლის დროსაც თავის ხვრელები დახშულია, ხოლო მაძიებლის გრძნობები მიმართულია შიგნით, რათა მან შეძლოს საკუთარი არსებობის წყაროს პოვნა.

  • იუგა

    ეპოქა.

  • იუქტა

    ის, ვინც მიაღწია კავშირს უზენაეს სულთან.

  • იუჯ

    შეერთება, მიბმა, გამოყენება, ფოკუსირება.

  • იშვარა

    უზენაესი არსება, ღმერთი.

  • იშვარა-პრანიდჰანა

    საკუთარი ქმედებებისა და ნების უფლისადმი მიძღვნა.

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…