სქოლიო
Ჰ
-
ჰა
სიტყვა „ჰათჰას“ პირველი მარცვალი, სადაც „ჰა“ ნიშნავს მზეს, ხოლო „თჰა“ — მთვარეს. ჰათჰა-იოგას მიზანია ადამიანის სისტემაში მზისა და მთვარის ენერგიების ნაკადის დაბალანსება.
-
ჰათჰა
ძალა. სიტყვა „ჰათჰა“ ზმნიზედად გამოიყენება და ნიშნავს „ძალით“ ან „ნების საწინააღმდეგოდ“.
-
ჰათჰა-ვიდია
ჰათჰა-იოგას მეცნიერება.
-
ჰათჰა-იოგა
ჰათჰა-იოგას ასე ეწოდება, რადგან ის მოითხოვს მკაცრ დისციპლინას უზენაესთან კავშირის საპოვნელად. რეალიზაციის გზა მკაცრი დისციპლინით.
-
ჰათჰა-იოგა-პრადიპიკა
სვატმარამას მიერ დაწერილი ცნობილი სახელმძღვანელო ჰათჰა-იოგაზე.
-
ჰალა
გუთანი.
-
ჰამსა
გედი.
-
ჰამსაჰ
'მე ვარ ის, უნივერსალური სული', გაუცნობიერებელი განმეორებადი ლოცვა, რომელიც მიმდინარეობს ყოველი ამოსუნთქვისას ყველა ცოცხალ არსებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში.
-
ჰანუმანი
მაიმუნების ძლიერი წინამძღოლი, ექსტრაორდინალური ძალითა და სიმამაცით, რომლის გმირობებიც აღწერილია ეპოსში „რამაიანა“. ის იყო ანჯანას და ქარის ღმერთის, ვაიუს შვილი.
-
ჰასტა
ხელი.
-
ჰიმალაია
ყინულისა და თოვლის სამყოფელი. მთათა სისტემა ინდოეთის ჩრდილოეთ საზღვრებზე.
-
ჰიმსა
ძალადობა, მკვლელობა.
-
ჰირანია-კაშიპუ
ცნობილი დემონთა მეფე, რომელიც ვიშნუმ მოკლა თავისი ერთგული მიმდევრის, პრაჰლადას გადასარჩენად.
