სქოლიო

  • შავა

    გვამი, მკვდარი სხეული.

  • შაიანა

    საწოლი, ტახტი.

  • შაკუნტალა

    ბრძენ ვიშვამიტრას და ნიმფა მენაკას ქალიშვილი. კალიდასას ამავე სახელწოდების პიესის გმირი.

  • შალაბჰა

    კალია.

  • შამბჰუ

    შივას სახელი.

  • შან

    ექვსი.

  • შანკარაჩარია

    ადვაიტას დოქტრინის ცნობილი მასწავლებელი.

  • შანმუხა

    სიტყვასიტყვით: ექვსპირიანი. ომის ღმერთის, კარტიკეიას სხვა სახელი.

  • შანმუხი-მუდრა

    ჩამკეტი პოზა, სადაც თავის ხვრელები დახურულია და გონება მიმართულია შიგნით, რათა ავარჯიშოს იგი მედიტაციისთვის.

  • შაუჩა

    სისუფთავე, სიწმინდე.

  • შეშა

    განთქმული გველი, რომელსაც, გადმოცემის თანახმად, ათასი თავი აქვს. იგი გამოსახულია როგორც ვიშნუს სარეცელი, რომელიც კოსმიურ ოკეანეში დაცურავს, ან როგორც სამყაროს საყრდენი, რომელსაც თავისი კაპიუშონებით (გაშლილი თავებით) აკავებს. შეშას სხვა სახელებია ანანტა (Ananta) და ვასუკი (Vasuki).

  • შვასა

    შთაგონება, ჩასუნთქვა.

  • შვასა-პრაშვასა

    ქშენა და ოხვრა.

  • შივა

    ინდუისტური სამების მესამე ღმერთი, რომელსაც განადგურების ამოცანა აკისრია.

  • შივა-სამჰიტა

    კლასიკური სახელმძღვანელო ჰათჰა-იოგაზე.

  • შირა

    მილისებრი ორგანო სხეულში. იხილეთ ნადი.

  • შირშა

    თავი.

  • შიტა

    გრილი, ცივი.

  • შიტაკარი და შიტალი

    პრანაიამას ტიპები, რომლებიც აგრილებენ სისტემას.

  • შიშჲა

    მოსწავლე, მოწაფე.

  • შოდჰანა

    გაწმენდა, გასუფთავება.

  • შოკა

    ტანჯვა, დისტრესი, წუხილი, მწუხარება.

  • შრადდჰა

    რწმენა, ნდობა.

  • შუნიაშუნია

    გონება სიცარიელის (შუნია) მდგომარეობაშია და მაინც არ არის ცარიელი (აშუნია).

April 2026

Loading calendar…
?
Instructor

April 2026

Loading calendar…