ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

გაიგეთ, თუ როგორ მოქმედებს საკვები, ვარჯიში და ჰორმონები თქვენს მეტაბოლიზმზე და რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისი გამართული მუშაობის შესანარჩუნებლად.

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე.

მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად.

რა არის კატაბოლიზმი?

როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, – ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ  უფრო დიდ სტრუქტურებს – როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან ქსოვილები და ვშლით მათ უფრო მცირე ერთეულებად, მაგალითად, უჯრედებად ან ცხიმოვან მჟავებად.

კატაბოლიზმი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც საკვებს ინელებთ. მაგალითად, ეს არის პროცესი, რომელიც პურის ნაჭერს შლის მარტივ საკვებ ნივთიერებებად (ნუტრიენტებად), რომელთა გამოყენებაც თქვენს ორგანიზმს შეუძლია, როგორიცაა გლუკოზა (სისხლში შაქარი). და თუ თქვენი სხეული არ იღებს საკვებსა და იმ ნუტრიენტებს, რომლებიც მას ყოველდღიური ცხოვრების ენერგიით უზრუნველსაყოფად სჭირდება, კატაბოლიზმი არის მექანიზმი, რომელიც შლის კუნთებსა და ცხიმებს ენერგიის მისაღებად.

რა არის ანაბოლიზმი?

ანაბოლიზმი კატაბოლიზმის საპირისპირო პროცესია: ეს არის მექანიზმი, რომელიც იღებს უფრო მცირე ერთეულებს, როგორიცაა საკვები ნივთიერებები, უჯრედები ან ამინომჟავები, და აკავშირებს მათ ერთმანეთთან უფრო დიდი სტრუქტურების შესაქმნელად.

„მოქმედი ანაბოლიზმის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც თქვენი სხეული ჭრილობის მოშუშებას ცდილობს. ის ამატებს ქსოვილებსა და სტრუქტურებს ამ ჭრილობის გარშემო,“ – განმარტავს დიმარინო. „ეს ასევე არის პროცესი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის ზრდასა და უფრო ძლიერი კუნთების შენებაში.“

როგორ მოქმედებს ჰორმონები ანაბოლიზმსა და კატაბოლიზმზე?

ჰორმონები მოქმედებენ როგორც ინფორმაციის გადამტანები (მესენჯერები) და კარნახობენ თქვენს ორგანიზმს, თუ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს. ისინი ააქტიურებენ ანაბოლიზმსა და კატაბოლიზმს.

კატაბოლური ჰორმონები ხშირად აქტიურდებიან სტრესის დროს, მაგალითად, როდესაც გაქვთ რეაქცია „იბრძოლე ან გაიქეცი“ (fight-or-flight response). მათ შორისაა:

  • ადრენალინი
  • კორტიზოლი
  • გლუკაგონი
  • ციტოკინები

ანაბოლური ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან ზრდასა და ქსოვილების აღდგენაზე. მათ შორისაა:

  • ესტროგენი
  • ტესტოსტერონი
  • ინსულინი
  • ზრდის ჰორმონი

შემიძლია თუ არა ჩემი მეტაბოლიზმის გაკონტროლება?

ბევრი უკონტროლო ფაქტორი, მათ შორის ასაკი, სქესი და გენეტიკა, წარმართავს თქვენს მეტაბოლიზმს. თუმცა, დიმარინოს თქმით, თქვენ შეგიძლიათ დადებითად იმოქმედოთ იმ ჰორმონებზე, რომლებიც როლს ასრულებენ ანაბოლიზმსა და კატაბოლიზმში, შემდეგი ჯანსაღი ჩვევების დახმარებით:

  • მიირთვით მაღალი ხარისხის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.
  • მოერიდეთ გადამუშავებულ საკვებს.
  • შეზღუდეთ ალკოჰოლი და მოერიდეთ თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას.
  • იძინეთ ღამეში სულ მცირე შვიდი საათი.
  • იპოვეთ სტრესის შემსუბუქების ჯანსაღი გზები.
  • დალიეთ ბევრი წყალი ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ.

როგორ მოქმედებს საკვები ანაბოლიზმსა და კატაბოლიზმზე?

კატაბოლიზმი ფუნქციონირებს მიუხედავად იმისა, თუ რას აწვდით თქვენს ორგანიზმს, – ამბობს დიმარინო. ის შლის საკვებს, მიუხედავად იმისა, არაჯანსაღია ის („ჯანქ-ფუდი“) თუ ნოყიერი. რასაც ის კონკრეტულ მომენტში ენერგიისთვის არ გამოიყენებს, ინახავს სამომავლოდ გამოსაყენებლად (გამარჯობა, ზედმეტო კილოგრამებო).

მაგრამ ანაბოლიზმი სრულიად განსხვავებულია. ის სათანადოდ ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც იღებთ საკმარის ნუტრიენტებს ისეთი პროდუქტების მეშვეობით, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და მჭლე ხორცი. თქვენს ორგანიზმს სჭირდება მაღალი ხარისხის „სამშენებლო ბლოკები“ მოსაშუშებლად, აღსადგენად და გასაზრდელად.

რა უკეთესია წონის დასაკლებად: ანაბოლური თუ კატაბოლური ვარჯიშები?

ვარჯიშის სხვადასხვა ტიპები მიიჩნევა ანაბოლურად ან კატაბოლურად, იმის მიხედვით, იყენებენ თუ არა ისინი ენერგიას რაღაცის ასაშენებლად თუ დასაშლელად.

  • ანაბოლური ვარჯიშები მოიცავს ძალისმიერ (სიმძიმეებით) ვარჯიშებს, როგორიცაა ძალოსნობა, აზიდვები და ჩაჯდომები. ამ ვარჯიშების შესრულება აქტივობის დროს მოითხოვს ძალიან მცირე რაოდენობით ჟანგბადსა და ენერგიის გამოყენებას (თუმცა შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ბევრს იყენებს!). თუმცა, ამ ტიპის ვარჯიში იწვევს კუნთოვანი ბოჭკოების მიკროტრავმებს (მცირე გლეჯვას). შემდგომში თქვენი სხეული ხარჯავს მეტ ენერგიას ქსოვილის აღსადგენად და გასაძლიერებლად.
  • კატაბოლური ვარჯიშები მოიცავს აერობულ აქტივობებს, როგორიცაა სირბილი, ცურვა და ველოსიპედის ტარება. ისინი მოითხოვენ მეტი ჟანგბადისა და ენერგიის გამოყენებას — გლუკოზისა და ცხიმის დაწვას — უშუალოდ აქტივობის პროცესში.

„ჩატარდა არაერთი კვლევა წონის დასაკლებად საუკეთესო ტიპის ვარჯიშის შესახებ. კარდიოვასკულური ვარჯიშები (კატაბოლური) შესანიშნავია ბევრი კალორიის სწრაფად დასაწვავად. მაგრამ ძალისმიერი ვარჯიშები (ანაბოლური) იწვევს ე.წ. შემდგომი წვის ეფექტს (afterburn effect), რა დროსაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეტი კალორია გამოიყენება კუნთების აღსადგენად,“ – იუწყება დიმარინო. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ანაბოლური და კატაბოლური ვარჯიშების კომბინაციის შესრულება ყველაზე ეფექტურია.“

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი თქვენი მეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია. ისინი ენერგიით უზრუნველყოფენ თქვენს ყოველდღიურ აქტივობებს, დაწყებული ძუნძულიდან, ქაღალდით გაჭრილი თითის მოშუშებით დამთავრებული. საუკეთესო გზა ამ პროცესების მხარდასაჭერად და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად ჯანსაღი ჩვევების დანერგვაა. ამგვარად, თქვენ საუკეთესო ფორმაში იქნებით, რათა გაუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას, რასაც ცხოვრება მოგიტანთ.

სხვა პოსტები

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga

სწო­რი სა­შუა­ლე­ბე­ბი ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნი. პა­ტან­ჯა­ლი ჩა­მოთ­ვლის ამ სა­შუა­ლე­ბებს, რო­გორც იო­გას რვა შტოს ან ეტა­პს სუ­ლის ძი­ები­სათ­ვის. ესე­ნა: ია­მა (უნი­ვერ­სა­ლუ­რი მო­რა­ლუ­რი მცნე­ბე­ბი); ია­მა და ნი­ამა აკონ­ტრო­ლებს იო­გის ვნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს და ინარ­ჩუ­ნებს მას ჰარ­მო­ნია­ში სხვა ადა­მია­ნებ­თან. ასა­ნე­ბი სხე­ულს ჯან­მრთელ­სა და ძლი­ერს ხდის და აყა­ლი­ბებს მას ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­აში. სა­ბო­ლო­ოდ, იო­გი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სხე­ულის ცნო­ბიე­რე­ბის­გან. ის იმარ­ჯვებს სხე­ულ­ზე და აქ­ცევს მას სუ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის სა­მო­სად. პირ­ვე­ლი სა­მი ეტა­პი არის გა­რე ძი­ებე­ბი (ბა­ჰი­რან­გა სად­ჰა­ნა). შემ­დე­გი ორი ეტა­პი – პრა­ნაი­ამა და პრა­ტი­ჰა­რა – ას­წავ­ლის მა­ძიე­ბელს სუნ­თქვის რე­გუ­ლი­რე­ბას და ამით გო­ნე­ბის კონ­ტროლს. ეს ეხ­მა­რე­ბა გრძნო­ბე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტე­ბის მო­ნო­ბის­გან. ეს ორი ეტა­პი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ში­ნა­გა­ნი…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3

ამ თავ­ში მი­მო­ვი­ხი­ლავთ წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მის ნა­წი­ლებს. თა­ვი 2. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის სას­წავ­ლებ­ლად მომ­ზა­დე­ბა” გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბელ ნა­წილს ძი­ლის შე­სა­ხებ და გვეხ­მა­რე­ბა დავ­ძლი­ოთ ნე­ბის­მიე­რი რე­ზერ­ვა­ცია რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი­სას გაჩ­ნდეს და ხე­ლი შე­უშა­ლოს თქვენს პროგ­რესს. გარ­და ამი­სა გეხ­მა­რე­ბა უფ­რო კარ­გად გა­აც­ნო­ბიე­რო სა­კუ­თა­რი სიზ­მრე­ბი. ის­წავ­ლით რო­გორ აწარ­მო­ოთ სიზ­მრე­ბის დღი­ური და რო­გორ გაა­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­თი გახ­სე­ნე­ბა/და­მახ­სოვ­რე­ბა. თქვენ შეძ­ლებთ ყო­ვე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სიზ­მრის გახ­სე­ნე­ბას მა­ინც ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სა­ვალ ტექ­ნი­კებს და­იწ­ყებ­დეთ. რო­გორც კი გექ­ნე­ბათ სიზ­მრე­ბის დღი­ური გარ­კვეუ­ლი რა­ოდე­ნო­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, უკ­ვე მზად იქ­ნე­ბით თქვე­ნი სიზ­მრე­ბის მი­ნიშ­ნე­ბე­ბის კა­ტა­ლო­გიც შე­ად­გი­ნოთ. ესე­ნია თქვე­ნი სიზ­მრე­ბის სა­ხა­სია­თო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ლუ­ცი­დუ­რო­ბის გზამ­კვლე­ვე­ბად გა­მოი­ყე­ნოთ. თა­ვი 3. “გა­მოღ­ვი­ძე­ბა სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო­ში” გან­ვი­ხი­ლავთ ტექ­ნი­კებს რო­გორ…

ეკატერინე სამხარაძე

იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის

ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი ხერხემალია, ამიტომ მისი სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის. იოგა განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება ხერხემლის პრობლემების მართვისა და მათთან გასამკლავებლად. იოგის გარკვეული ასანები აძლიერებს ზურგის კუნთებს და აუმჯობესებს ტანდეგობას, რაც ამცირებს არასწორ დატვირთვას ხერხემლის მალებზე და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხერხემლის ნეიტრალური და უსაფრთხო პოზიციის შენარჩუნებაში. იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მისი ზოგიერთი ასანა ხელს უწყობს კუნთებისა და მყესების მოდუნებას და მათში სტრესის შემცირებას, რაც ხშირად კუნთების დაჭიმულობისა და ტკივილის მიზეზია. იოგის პოზები, რომლებსაც მოსწავლე რეგულარულად ასრულებს, ხელს უწყობს დაჭიმულობის მოხსნას, ზრდის ელასტიურობას და აუმჯობესებს ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონს. იოგის ასანები ზედმეტად არ ტვირთავს ხერხემალს, არამედ აძლიერებს მას. იოგა შვებას…

ირინე ნიკოლაიშვილი

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2

მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში რო­გორც ად­რეუ­ლი ისე თა­ნა­მედ­რო­ვე წყა­როე­ბი­დან. ვიდ­რე ეს წიგ­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდებ­ოდა ათა­სო­ბით ადა­მია­ნი მწერ­და და თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და აღ­მო­ჩე­ნებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ და ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის გა­მო­სა­დეგ ბევრ პრაქ­ტი­კულ რჩე­ვას მაძ­ლევ­დნენ. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­თა სა­პა­სუ­ხოდ მე გა­დავ­წყვი­ტე ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­მე­ცა ჰო­ვარდ რე­ინოლ­დთან ერ­თად. ჰო­ვარ­დი ვრცლად წერ­და ისეთ თე­მებ­ზეა რო­გო­რი­ცაა კრე­ატიუ­ლო­ბა, ცნო­ბიე­რე­ბა და სიზ­მრებ­ზე მუ­შაო­ბა. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვა” არის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­თო­დი რო­მე­ლიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გას­წავ­ლით რო­გორ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოთ და გა­მოი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი რიტ­მით და სიღ­რმით, რო­გორ გა­მო­იკ­ვლი­ოთ თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი და გა­იმ­დიდ­როთ ამით ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მა­გა­ლი­თე­ბის აუ­რაც­ხე­ლი რა­ოდე­ნო­ბა მო­იძი­ოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის აქ­ტუა­ლო­ბის შე­სა­ხებ რო­მე­ლიც სტენ­ფორ­დის პროგ­რა­მის მი­ერაა აღრიცხუ­ლი,…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga

სიტ­ყვა „იოგა“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „იუჯ“, რაც ნიშ­ნავს შეკ­ვრას, შე­ერ­თე­ბას, მიბ­მა­სა და შე­კა­ვე­ბას, ყუ­რად­ღე­ბის მი­მარ­თვა­სა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გან­ხორ­ციე­ლე­ბას. ასე­ვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას ან შერ­წყმას. ეს არის ჩვე­ნი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შერ­წყმა. რო­გორც მა­ჰა­დევ დე­საი ამ­ბობს თა­ვის შე­სა­ვალ­ში „გი­ტა­ზე“ (გან­დის მი­ხედ­ვით): „იო­გა ნიშ­ნავს სხე­ულის, გო­ნე­ბი­სა და სუ­ლის ყვე­ლა ძა­ლის ღვთი­სად­მი მიბ­მას; ნიშ­ნავს გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის, ემო­ციე­ბი­სა და ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნას, რა­საც იო­გა გუ­ლის­ხმობს; ნიშ­ნავს სუ­ლის წო­ნას­წო­რო­ბას, რაც ადა­მი­ანს აძ­ლევს სა­შუა­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში მშვი­დად აღიქ­ვას.“ იო­გა ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ექ­ვსი ორ­თო­დოქ­სუ­ლი სის­ტე­მი­დან ერთ-ერ­თია. ის შეკ­რი­ბა, და­აკო­ორ­დი­ნი­რა და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია გა­უკე­თა პა­ტან­ჯა­ლიმ თა­ვის კლა­სი­კურ ნაშ­რომ­ში „იო­გას სუტ­რე­ბი“, რო­მე­ლიც 185 მოკ­ლე აფო­რიზ­მის­გან შედ­გე­ბა. ინ­დურ…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო​ ნაწილი 1

გა­ვაც­ნო­ბიე­რე რომ სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. ხე­ლე­ბი ავ­წიე და მე თვი­თო­ნაც ზე­ვით ავი­წიე (თით­ქოს ვი­ღა­ცა მე­წეო­და) შავ ცამ­დე მი­ვაღ­წიე, ცის ფე­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ირეო­და ინ­დი­გოს­ფე­რი, მუ­ქი იის­ფე­რი, მელ­ნის­ფე­რი, თეთ­რი მე­რე კი ძა­ლი­ან კაშ­კა­შა შუ­ქი წა­მო­ვი­და. მთე­ლი ის დრო რო­ცა ზე­მოთ მი­ვი­წევ­დი სა­ოცა­რი მუ­სი­კა ჩა­მეს­მო­და, ამა­ზე ტკბი­ლი ხმა არა­სო­დეს მო­მის­მე­ნია. ეს უფ­რო ადა­მია­ნის ხმას გავ­და ვიდ­რე ინ­სტრუ­მენ­ტი­სას. სიტ­ყვე­ბით ძნე­ლია იმ სი­ხა­რუ­ლის გად­მო­ცე­მა რო­მელ­საც მე გან­ვიც­დი­დი. მე­რე ძა­ლი­ან რბი­ლად და­ვუბ­რუნ­დი დე­და­მი­წას. ვფიქ­როდ­ბი რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი იდ­გა და სწო­რი გზა შე­ვარ­ჩიე. სიზ­მა­რი და გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი თით­ქოს ჯილ­დო იყო, ან უბ­რა­ლოდ მე მე­გო­ნა ასე. ეს იყო გრძე­ლი, ნე­ლი, უკან­ დატ­რია­ლე­ბუ­ლი კად­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სას მუ­სი­კის ექო­თი ყუ­რებ­ში.…

ეკატერინე სამხარაძე

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე

თუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო

„ჩემს წინ მოწინავეების რაზმი დგას. მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ, როგორ არაბუნებრივად ანათებს ქუჩას ჩვენსკენ წამოსული ჭურვები. მე არც იარაღი მაქვს, არც აღჭურვილობა. ვიცი, რომ სიზმარში ვარ, ვიცი, ვინ ვარ და აქ რატომ ვარ. მეთაური ყვირის: „წინ!“ პირველი ფიქრი: მოწინავეები ვერ გადარჩებიან, ყველა დაიხოცება. ამ დროს იწყება ტრანსფორმაცია — ფეხები იზრდება, იცვლება. ყველა სახსარში, ყველა უჯრედში ვგრძნობ, როგორ მეცვლება სხეული, სისხლიც კი სხვანაირია. ხელები აღარ მაქვს, ყელში ცეცხლოვანი ბურთი ამოდის და უცებ უზარმაზარ ფრთებს ვშლი — დრაკონი ვარ. სანამ ავფრინდები, ვგრძნობ, როგორ მერწყმიან უკვე დახოცილი მოწინავეები და მე ვარ მთელი ჯარი. ჩემი მოწინააღმდეგე დილის ნისლივით იფანტება..." სიზმარხილვის პრაქტიკამდე ძალიან გამოუცდელი…

ეკატერინე სამხარაძე

სუნთქვაზე დაკვირვება

ხში­რად ჩვე­ნი გო­ნე­ბა წარ­სულ­ში ან მო­მა­ვალ­ში დაფ­რი­ნავს, რაც სტრეს­სა და შფოთ­ვას იწ­ვევს. სუნ­თქვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა არის მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ერი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბათ აწ­მყო მო­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა­ში. ეს არ არის სუნ­თქვის კონ­ტრო­ლი, არა­მედ უბ­რა­ლოდ მი­სი შეგ­რძნე­ბა და გაც­ნო­ბიე­რე­ბა – რო­გორ შე­დის და გა­მო­დის ჰა­ერი, რო­გორ იბე­რე­ბა და ეშ­ვე­ბა სხე­ული. ამ პრაქ­ტი­კას უამ­რა­ვი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს: სცა­დეთ ყო­ველ­დღიუ­რად რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­აკ­ვირ­დეთ თქვენს სუნ­თქვას – ეს მარ­ტი­ვი პრაქ­ტი­კა თქვენს ყო­ველ­დღიუ­რო­ბა­ში ჰარ­მო­ნია­სა და სიც­ხა­დეს შე­მოიტა­ნს.

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

September 2026
კალენდარი იტვირთება…
?
Instructor
September 2026
კალენდარი იტვირთება…