იოგას გაკვეთილები
იოგას გაკვეთილები

თუ ეძებთ გზას სხეულისა და გონების გასაძლიერებლად, იოგა იდეალური დასაწყისია. ბევრი ფიქრობს, რომ იოგა მხოლოდ რთული გაწელვებია, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით მეტია! იოგა არის პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებს (სხეულის პოზიციები), სუნთქვას და გონებას. როგორც დამწყები, თქვენი მიზანია:
ისწავლოთ სწორ სუნთქვა თქვენ ტემპში – ეს აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის დროს.
ისწავლოთ ყველა საჭირო საბაზისო პოზა (ასანა)
გაიცნოთ თქვენი სხეული: დააკვირდით და თავიდან აღმოაჩინეთ თქვენი სხეული, მის მოთხოვნილებები, მიდრეკილებები და შესაძლებლობები.
მოიპოვოთ სიმშვიდე: იოგას ვარჯიშები აუცილებლად მოიტანენ სიმშვიდეს.
იოგას გაკვეთილები - რა უნდა გავითვალისწინოთ
იოგა სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პრაქტიკა. თუმცა, სანამ იოგას დაიწყებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი:
ჯანმრთელობის მდგომარეობა — თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, ხერხემლის ტკივილი, მაღალი წნევა ან ქრონიკული დაავადებები), სასურველია, ექიმს მიმართოთ და მისი რეკომენდაცია მიიღოთ.
სწორი ინსტრუქტორი — იოგას სწავლისას მნიშვნელოვანია გამოცდილი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორის შერჩევა, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს გაითვალისწინებს.
კომფორტული გარემო — იოგასთვის შეარჩიეთ წყნარი, სუფთა და კარგად განიავებული სივრცე, სადაც თავს თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ.
შესაფერისი ტანსაცმელი — ჩაიცვით თავისუფალი ან ელასტიური ტანსაცმელი, რომელიც არ შეგიზღუდავთ მოძრაობაში.
მოთმინება და თანმიმდევრობა — იოგა შედეგებს ეტაპობრივად იძლევა. იყავით მოთმინებით და რეგულარულად ივარჯიშეთ, რათა იგრძნოთ მისი სარგებელი.
სწორი კვება და ჰიდრატაცია — ივარჯიშეთ ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2 საათის შემდეგ), სითხე მიიღეთ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ან ვარჯიშის შემდეგ.
დაწყებამდე ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ იოგას გაკვეთილები იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და ეფექტური. წარმატებებს გისურვებთ იოგას სამყაროში!
როგორ დავიწყოთ?
იპოვეთ თქვენი ინსტრუქტორი: ჩვენი საიტის სამ განყოფილებაში შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინსტრუქტორი.
საჭირო აღჭურვილობა: სასურველია გქონდეთ იოგას მატი და კომფორტული ტანსაცმელი.
მოუსმინეთ სხეულს: თუკი ტკივილს იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა და აცნობეთ ამის შესახებ ინსტრუქტორს. იოგა არ არის შეჯიბრი.
პოსტები
იოგას სახეობები
იოგის უძველესი სისტემა, რომლსაც ფესვები ინდურ ფილოსოფიასა და ტრადიციაში მყარად აქვს გადგმული, ერთიან მიზანს — მოქშას, ანუ სულიერ გათავისუფლებას — ემსახურება. იგი ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას აღიარებს და მას ოთხ ძირითად გზას, ანუ იოგას, სთავაზობს. ეს ოთხი გზა ერთმანეთის გამორიცხავი არ არის, პირიქით — წარმოადგენს თვითშემეცნების განსხვავებულ მიდგომებს, რომლებიც თვითშემეცნებაზე ორიენტირებულ, ინტელექტუალურ, ემოციურ და აქტიურ ადამიანებს უმაღლესი რეალობასთან ერთიანობისკენ, იოგასკენ, მიუძღვება. პირველი, რაჯა იოგა, ანუ „სამეფო გზა“, არის მედიტაციისა და თვითკონტროლის მეთოდოლოგია. იგი პატანჯალის მიერ იოგას სუტრებშია სისტემატიზებული და წარმოადგენს მეცნიერულ, რვასაფეხურიან სისტემას (აშტანგა იოგა), რომელიც გონების დამორჩილებაზეა ორიენტირებული. მას „სამეფო“ გზას უწოდებენ, რადგან გონება შეგრძნებების მეფედ მიიჩნევა და მისი მართვა…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga
სწორი საშუალებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასურველი მიზანი. პატანჯალი ჩამოთვლის ამ საშუალებებს, როგორც იოგას რვა შტოს ან ეტაპს სულის ძიებისათვის. ესენა: იამა (უნივერსალური მორალური მცნებები); იამა და ნიამა აკონტროლებს იოგის ვნებებსა და ემოციებს და ინარჩუნებს მას ჰარმონიაში სხვა ადამიანებთან. ასანები სხეულს ჯანმრთელსა და ძლიერს ხდის და აყალიბებს მას ბუნებასთან ჰარმონიაში. საბოლოოდ, იოგი თავისუფლდება სხეულის ცნობიერებისგან. ის იმარჯვებს სხეულზე და აქცევს მას სულისთვის შესაფერის სამოსად. პირველი სამი ეტაპი არის გარე ძიებები (ბაჰირანგა სადჰანა). შემდეგი ორი ეტაპი – პრანაიამა და პრატიჰარა – ასწავლის მაძიებელს სუნთქვის რეგულირებას და ამით გონების კონტროლს. ეს ეხმარება გრძნობების გათავისუფლებას სურვილის ობიექტების მონობისგან. ეს ორი ეტაპი ცნობილია, როგორც შინაგანი…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3
ამ თავში მიმოვიხილავთ წინამდებარე ნაშრომის ნაწილებს. თავი 2. “ლუციდური სიზმრებისთვის სასწავლებლად მომზადება” გვაწვდის ინფორმაციის აუცილებელ ნაწილს ძილის შესახებ და გვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი რეზერვაცია რომელიც შეიძლება ლუციდური სიზმარხილვებისას გაჩნდეს და ხელი შეუშალოს თქვენს პროგრესს. გარდა ამისა გეხმარება უფრო კარგად გააცნობიერო საკუთარი სიზმრები. ისწავლით როგორ აწარმოოთ სიზმრების დღიური და როგორ გააუმჯობესოთ მათი გახსენება/დამახსოვრება. თქვენ შეძლებთ ყოველი ღამის განმავლობაში ერთი სიზმრის გახსენებას მაინც ვიდრე ლუციდური სიზმრების შესავალ ტექნიკებს დაიწყებდეთ. როგორც კი გექნებათ სიზმრების დღიური გარკვეული რაოდენობის ჩანაწერებით, უკვე მზად იქნებით თქვენი სიზმრების მინიშნებების კატალოგიც შეადგინოთ. ესენია თქვენი სიზმრების სახასიათო თავისებურებანი რომელიც შეგიძლიათ ლუციდურობის გზამკვლევებად გამოიყენოთ. თავი 3. “გამოღვიძება სიზმრების სამყაროში” განვიხილავთ ტექნიკებს როგორ…
კითხვის გაგრძელებაიოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის
ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი ხერხემალია, ამიტომ მისი სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის. იოგა განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება ხერხემლის პრობლემების მართვისა და მათთან გასამკლავებლად. იოგის გარკვეული ასანები აძლიერებს ზურგის კუნთებს და აუმჯობესებს ტანდეგობას, რაც ამცირებს არასწორ დატვირთვას ხერხემლის მალებზე და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხერხემლის ნეიტრალური და უსაფრთხო პოზიციის შენარჩუნებაში. იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მისი ზოგიერთი ასანა ხელს უწყობს კუნთებისა და მყესების მოდუნებას და მათში სტრესის შემცირებას, რაც ხშირად კუნთების დაჭიმულობისა და ტკივილის მიზეზია. იოგის პოზები, რომლებსაც მოსწავლე რეგულარულად ასრულებს, ხელს უწყობს დაჭიმულობის მოხსნას, ზრდის ელასტიურობას და აუმჯობესებს ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონს. იოგის ასანები ზედმეტად არ ტვირთავს ხერხემალს, არამედ აძლიერებს მას. იოგა შვებას…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2
მე მნიშვნელოვანი ცოდნა დავაგროვე ლუციდურ სიზმრებში როგორც ადრეული ისე თანამედროვე წყაროებიდან. ვიდრე ეს წიგნი გამოქვეყნდებოდა ათასობით ადამიანი მწერდა და თავიანთ გამოცდილებასა და აღმოჩენებს მიყვებოდნენ და ლუციდური სიზმრებისთვის გამოსადეგ ბევრ პრაქტიკულ რჩევას მაძლევდნენ. ამ შემოთავაზებათა საპასუხოდ მე გადავწყვიტე ახალი წიგნი გამომეცა ჰოვარდ რეინოლდთან ერთად. ჰოვარდი ვრცლად წერდა ისეთ თემებზეა როგორიცაა კრეატიულობა, ცნობიერება და სიზმრებზე მუშაობა. “ლუციდური სიზმრების კვლევა” არის თვითმასწავლებელი მეთოდი რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით როგორ უნდა გამოიწვიოთ და გამოიყენოთ ლუციდური სიზმრები. შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენთვის სასურველი რიტმით და სიღრმით, როგორ გამოიკვლიოთ თქვენი ლუციდური სიზმრები და გაიმდიდროთ ამით ცხოვრება. შეგიძლიათ მაგალითების აურაცხელი რაოდენობა მოიძიოთ ლუციდური სიზმრების აქტუალობის შესახებ რომელიც სტენფორდის პროგრამის მიერაა აღრიცხული,…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga
სიტყვა „იოგა“ წარმოიშვა სანსკრიტული ფესვიდან „იუჯ“, რაც ნიშნავს შეკვრას, შეერთებას, მიბმასა და შეკავებას, ყურადღების მიმართვასა და კონცენტრირებას, გამოყენებასა და განხორციელებას. ასევე ნიშნავს ერთობას ან შერწყმას. ეს არის ჩვენი ნებისა და ღვთის ნების ჭეშმარიტი შერწყმა. როგორც მაჰადევ დესაი ამბობს თავის შესავალში „გიტაზე“ (განდის მიხედვით): „იოგა ნიშნავს სხეულის, გონებისა და სულის ყველა ძალის ღვთისადმი მიბმას; ნიშნავს გონების, ინტელექტის, ემოციებისა და ნების დისციპლინას, რასაც იოგა გულისხმობს; ნიშნავს სულის წონასწორობას, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას, ცხოვრება ყველა ასპექტში მშვიდად აღიქვას.“ იოგა ინდური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთია. ის შეკრიბა, დააკოორდინირა და სისტემატიზაცია გაუკეთა პატანჯალიმ თავის კლასიკურ ნაშრომში „იოგას სუტრები“, რომელიც 185 მოკლე აფორიზმისგან შედგება. ინდურ…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 1
გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი. ხელები ავწიე და მე თვითონაც ზევით ავიწიე (თითქოს ვიღაცა მეწეოდა) შავ ცამდე მივაღწიე, ცის ფერები ერთმანეთში ირეოდა ინდიგოსფერი, მუქი იისფერი, მელნისფერი, თეთრი მერე კი ძალიან კაშკაშა შუქი წამოვიდა. მთელი ის დრო როცა ზემოთ მივიწევდი საოცარი მუსიკა ჩამესმოდა, ამაზე ტკბილი ხმა არასოდეს მომისმენია. ეს უფრო ადამიანის ხმას გავდა ვიდრე ინსტრუმენტისას. სიტყვებით ძნელია იმ სიხარულის გადმოცემა რომელსაც მე განვიცდიდი. მერე ძალიან რბილად დავუბრუნდი დედამიწას. ვფიქროდბი რომ ჩემი ცხოვრების გადამწყვეტი მომენტი იდგა და სწორი გზა შევარჩიე. სიზმარი და განცდილი სიხარული თითქოს ჯილდო იყო, ან უბრალოდ მე მეგონა ასე. ეს იყო გრძელი, ნელი, უკან დატრიალებული კადრი გამოღვიძებისას მუსიკის ექოთი ყურებში.…
კითხვის გაგრძელებარა არის იოგა?
ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…
კითხვის გაგრძელებათუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო
„ჩემს წინ მოწინავეების რაზმი დგას. მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ, როგორ არაბუნებრივად ანათებს ქუჩას ჩვენსკენ წამოსული ჭურვები. მე არც იარაღი მაქვს, არც აღჭურვილობა. ვიცი, რომ სიზმარში ვარ, ვიცი, ვინ ვარ და აქ რატომ ვარ. მეთაური ყვირის: „წინ!“ პირველი ფიქრი: მოწინავეები ვერ გადარჩებიან, ყველა დაიხოცება. ამ დროს იწყება ტრანსფორმაცია — ფეხები იზრდება, იცვლება. ყველა სახსარში, ყველა უჯრედში ვგრძნობ, როგორ მეცვლება სხეული, სისხლიც კი სხვანაირია. ხელები აღარ მაქვს, ყელში ცეცხლოვანი ბურთი ამოდის და უცებ უზარმაზარ ფრთებს ვშლი — დრაკონი ვარ. სანამ ავფრინდები, ვგრძნობ, როგორ მერწყმიან უკვე დახოცილი მოწინავეები და მე ვარ მთელი ჯარი. ჩემი მოწინააღმდეგე დილის ნისლივით იფანტება..." სიზმარხილვის პრაქტიკამდე ძალიან გამოუცდელი…
კითხვის გაგრძელება





