იოგას გაკვეთილები

იოგას გაკვეთილები

იოგას გაკვეთილები

თუ ეძებთ გზას სხეულისა და გონების გასაძლიერებლად, იოგა იდეალური დასაწყისია. ბევრი ფიქრობს, რომ იოგა მხოლოდ რთული გაწელვებია, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით მეტია! იოგა არის პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებს (სხეულის პოზიციები), სუნთქვას და გონებას. როგორც დამწყები, თქვენი მიზანია:

  • ისწავლოთ სწორ სუნთქვა თქვენ ტემპში – ეს აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის დროს.

  • ისწავლოთ ყველა საჭირო საბაზისო პოზა (ასანა)

  • გაიცნოთ თქვენი სხეული: დააკვირდით და თავიდან აღმოაჩინეთ თქვენი სხეული, მის მოთხოვნილებები, მიდრეკილებები და შესაძლებლობები.

  • მოიპოვოთ სიმშვიდე: იოგას ვარჯიშები აუცილებლად მოიტანენ სიმშვიდეს. 

იოგას გაკვეთილები - რა უნდა გავითვალისწინოთ

იოგა სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პრაქტიკა. თუმცა, სანამ იოგას დაიწყებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობა — თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, ხერხემლის ტკივილი, მაღალი წნევა ან ქრონიკული დაავადებები), სასურველია, ექიმს მიმართოთ და მისი რეკომენდაცია მიიღოთ.

  • სწორი ინსტრუქტორი — იოგას სწავლისას მნიშვნელოვანია გამოცდილი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორის შერჩევა, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს გაითვალისწინებს.

  • კომფორტული გარემო — იოგასთვის შეარჩიეთ წყნარი, სუფთა და კარგად განიავებული სივრცე, სადაც თავს თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ.

  • შესაფერისი ტანსაცმელი — ჩაიცვით თავისუფალი ან ელასტიური ტანსაცმელი, რომელიც არ შეგიზღუდავთ მოძრაობაში.

  • მოთმინება და თანმიმდევრობა — იოგა შედეგებს ეტაპობრივად იძლევა. იყავით მოთმინებით და რეგულარულად ივარჯიშეთ, რათა იგრძნოთ მისი სარგებელი.

  • სწორი კვება და ჰიდრატაცია — ივარჯიშეთ ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2 საათის შემდეგ), სითხე მიიღეთ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ან ვარჯიშის შემდეგ. 

დაწყებამდე ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ იოგას გაკვეთილები იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და ეფექტური. წარმატებებს გისურვებთ იოგას სამყაროში!

როგორ დავიწყოთ?

  • იპოვეთ თქვენი ინსტრუქტორი: ჩვენი საიტის სამ განყოფილებაში შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინსტრუქტორი.

  • საჭირო აღჭურვილობა: სასურველია გქონდეთ იოგას მატი და კომფორტული ტანსაცმელი.

  • მოუსმინეთ სხეულს: თუკი ტკივილს იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა და აცნობეთ ამის შესახებ ინსტრუქტორს. იოგა არ არის შეჯიბრი.

პოსტები

სუნთქვაზე დაკვირვება

ხში­რად ჩვე­ნი გო­ნე­ბა წარ­სულ­ში ან მო­მა­ვალ­ში დაფ­რი­ნავს, რაც სტრეს­სა და შფოთ­ვას იწ­ვევს. სუნ­თქვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა არის მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ერი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბათ აწ­მყო მო­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა­ში. ეს არ არის სუნ­თქვის კონ­ტრო­ლი, არა­მედ უბ­რა­ლოდ მი­სი შეგ­რძნე­ბა და გაც­ნო­ბიე­რე­ბა – რო­გორ შე­დის და გა­მო­დის ჰა­ერი, რო­გორ იბე­რე­ბა და ეშ­ვე­ბა სხე­ული. ამ პრაქ­ტი­კას უამ­რა­ვი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს: სცა­დეთ ყო­ველ­დღიუ­რად რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­აკ­ვირ­დეთ თქვენს სუნ­თქვას – ეს მარ­ტი­ვი პრაქ­ტი­კა თქვენს ყო­ველ­დღიუ­რო­ბა­ში ჰარ­მო­ნია­სა და სიც­ხა­დეს შე­მოიტა­ნს.

გურამ ჟღამაძე

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

August 2026

Loading calendar…
?
Instructor

August 2026

Loading calendar…