იოგა სახლის პირობებში
იოგა სახლის პირობებში

იოგა სახლის პირობებში – მარტივი და ეფექტური გზა ჯანმრთელობისთვის
დღევანდელ სწრაფ და დატვირთულ სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს მარტივ და ხელმისაწვდომ გზებს საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. იოგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ფიზიკური და გონებრივი ბალანსის მიღწევა, სტრესის განთავისუფლება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა, ყველას არ აქვს დრო ან საშუალება, რეგულარულად ესტუმროს იოგას სტუდიას. სწორედ ამიტომ, იოგა სახლის პირობებში იდეალური გამოსავალია თანამედროვე ადამიანისათვის.
იოგა სახლის პირობებში – თქვენი პირადი სივრცე ჯანმრთელობისთვის
- ივარჯიშეთ თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.
- არ გჭირდებათ სპეციალური ინვენტარი – საკმარისია იოგას ხალიჩა და სურვილი.
- შეარჩიეთ პერსონალური ან ონლაინ გაკვეთილი.
- შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი იოგას ინსტრუქტორი.
იოგას უპირატესობები
- ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.
- აძლიერებს კუნთებს და ზრდის მოქნილობას.
- ხელს უწყობს სწორ სუნთქვასა და კონცენტრაციას.
- საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ყოველდღიურად.
დაიწყეთ იოგა სახლის პირობებში დღესვე!
იპოვეთ თქვენთვის სასურველი იოგას ინსტრუტორი ჩვენს საიტზე, მიჰყევით მის რჩევებს და დატკბით ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებით. იოგა სახლის პირობებში — მარტივი გზაა უკეთესი ყოფნისკენ!
პოსტები
იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga
იოგას ყველა მნიშვნელოვანი ტექსტი უდიდეს ყურადღებას უთმობს სადჰანას ან აბჰიასას (მუდმივ პრაქტიკას). სადჰანა არ არის იოგას ტექსტების მხოლოდ თეორიული შესწავლა; ეს სულიერი ძალისხმევაა. ზეთის მისაღებად აუცილებელია ზეთოვანი თესლის დაწნეხვა. შეშა უნდა დაიწვას და აალდეს რათა მასში დაფარული ცეცხლი გამოავლინოს. ანალოგიურად, სადჰაკამ მუდმივი პრაქტიკით უნდა გააღვივოს ღვთიური ალი საკუთარ თავში. „ახალგაზრდა, მოხუცი, ღრმად მოხუცებული, ავადმყოფი და უძლურიც კი აღწევს სრულყოფილებას იოგაში მუდმივი პრაქტიკით. წარმატებას იღებს ის, ვინც ვარჯიშობს და არა ის, ვინც უქმად არის. იოგაში წარმატება არ მიიღწევა წმინდა ტექსტების მხოლოდ თეორიული კითხვით. წარმატება არ მიიღწევა იოგის ან სანიასის (განდეგილის) სამოსის ტარებით და არც მასზე საუბრით. მხოლოდ მუდმივი პრაქტიკაა წარმატების საიდუმლო.…
კითხვის გაგრძელებაახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა
მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტა შეეწყვიტა ხორცის ჭამა და გამხდარიყვნენ ვეგეტარიანელები, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მალევე შეწყვიტეს ვეგეტარიანული კვება და დაუბრუნდნენ მანამდე უკვე ნაცნობ საკვებს. რა განაპირობებს ამას? სად ქრება ენთუზიაზმი? ძალიან ხშირად ეს უბრალოდ არცოდნაა და ამ არ ცოდნიდან გამოწვეული დისკომფორტი ან ჯანმრთელობის პრობლემები. რა თქმა უნდა, ვინ რას და როგორ ჭამს ჩემი საქმე არ არის, ეს ინდივიდის არჩევანია. ეს პოსტი იმისთვის არის შექმნილი, რომ განვიხილოთ ახალბედა ვეგეტარიანელების ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რათა ეს შეცდომები თავიდან ავიცილოთ და თქვენი არჩევანი არ გადაიქცეს დისკომფორტად, ჯანმრთელობის პრობლემებად და ხანდახან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად. ხშირად ახალბედა ვეგეტარიანელებმა არაფერი იციან ადამიანის…
კითხვის გაგრძელებაჰიპომაგნემია
ჰიპომაგნემია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მაგნიუმის დეფიციტი, ხდება მაშინ, როდესაც თქვენს სისხლში მაგნიუმის დონე ნორმაზე დაბალია. ის შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. მაგნიუმი არის ელექტროლიტი, რომელიც წარმოადგენს მთავარ კომპონენტს მრავალი ორგანიზმის რეაქციისა, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედულ ფუნქციაზე, ნერვულ გამტარობაზე და სხვა. თქვენი ტვინის, გულის და კუნთების ფუნქციების შესრულება მაგნიუმზე სერიოზულად არის დამოკიდებული. მაგნიუმი უშუალოდ ახდენს გავლენას სხვა ელექტროლიტების, მათ შორის ნატრიუმის, კალციუმისა და კალიუმის ბალანსზე. ჰიპომაგნემია ხშირად ვლინდება ჰიპოკალციემიასთან (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) და ჰიპოკალიემიასთან (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ერთად. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ორგანიზმის მაგნიუმის უმეტესი ნაწილი ინახება ძვლებში, მხოლოდ ექსტრაუჯრედულ სითხეში (ძირითადად სისხლის პლაზმაში) გახსნილი მაგნიუმია…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 7
ადამიანებს ყოველთვის უჩნდებოდათ კითხვები ძილის საჭიროებასთან დაკავშირებით. მართლაც რატომ ვთიშავთ საკუთარ თავს დღე-ღამეში რვა საათით? ყველაზე შესაბამისი პასუხია - გონებისა და სხეულის დასასვენებლად და კიდევ სიბნელის საათებში საფრთხისგან თავდასაცავად. მაგრამ ძილის მისტიფიკაცია უფრო მეტ კითხვას ბადებს, რა ნიშნავს სიფხიზლე? სიფხიზლის მთავარი ნიშანი - გაცნობიერებაა. რის გაცნობიერება? როცა ძილსა და სიფხიზლეზე ვლაპარაკობთ, ამაში გარე სამყაროს გაცნობიერებას ვგულისხმობთ. მიუხედავად იმისა, რომ ძილისას, როცა გარე სამყაროს უდიდეს ნაწილს ვერ ვაცნობიერებთ, მაინც შეგვიძლია გავაცნობიეროთ ჩვენს წარმოსახვაში მიმდინარე პროცესები. არსებობს სიფხიზლის ხარისხები. ლუციდური სიზმარმხილველები უკეთესად აცნობიერებენ რეალობას, რადგან მათ იციან რომ ეს ესიზმრებათ, ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ რომ ისინი ფხიზლობენ ძილში. უმაღლესი გაცნობიერების მეთოდების ტრადიციული სკოლები…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga
„შივა სამჰიტა“ სულიერ მაძიებლებს ოთხ ტიპად ყოფს: 1) მრდუ — სუსტი, 2) მადიამა — საშუალო, 3) ადჰიმატრა — მაღალი და 4) ადჰიმატრატამა — უმაღლესი. ამ უკანასკნელს, ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომს, ერთადერთს შეუძლია გასცდეს ხილული სამყაროს უსასრულო ოკეანეს. სუსტი მაძიებლები არიან ისინი, ვისაც აკლია ენთუზიაზმი, აკრიტიკებენ თავიანთ მასწავლებლებს, ხარბები არიან, ცუდი ქმედებებისკენ მიდრეკილნი, ბევრს ჭამენ, ვნებებს ჰყვებიან, არასტაბილურები, მშიშრები, ხშირად ავადმყოფები, სხვებზე დამოკიდებულნი, უხეშად მეტყველებენ, აქვთ სუსტი ხასიათი და შინაგანი ძალა აკლიათ. ასეთ მაძიებლებს გურუ მხოლოდ მანტრა-იოგის გზით უძღვება. დიდი ძალისხმევით, ასეთმა პრაქტიკოსმა შეიძლება თორმეტი წლის შემდეგ მიაღწიოს გამოღვიძებას. (სიტყვა „მანტრა“ მომდინარეობს ფესვიდან მან — „ფიქრი“. მანტრა ნიშნავს წმინდა აზრს ან…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 6
ბევრი ადამიანი ხედავს ლუციდურ სიზმარს მას შემდეგ რაც პირველად კითხულობს ან ისმენს მასზე. ეს რაღაცით ახალბედას იღბალს ჰგავს; მათ ეუბნებიან რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ისინიც აკეთებენ. შედეგად ამ წიგნის ყიდვისას ცნობისმოყვარეობას გაიღიზიანებთ და ამით ერთ-ორ ლუციდურ სიზმარს გამოიწვევთ, მაგრამ შესაძლოა ვერ ისწავლოთ როგორ გამოიწვიოთ ისინი მაშინ როცა მოგინდებათ. ამ თავში ნახავთ თუ რა უნარები და ცოდნა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ შემდგომ თავებში აღწერილი მეთოდები აითვისოთ. ვიდრე ლუციდური სიზმრების კვლევას დაიწყებთ უნდა იცოდეთ გარკვეული ძირითადი ფაქტები თქვენს გონებასა და სხეულის შესახებ სიზმარში. ეს დაგეხმარებათ თქვენი “მენტალური ბლოკების” წარმოშობის გაგებაში, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანებს სიზმარში გამოფხიზლებაში. ვარჯიში ლუციდურ სიზმრებში იწყება სიზმრების…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 4 – Light on Yoga
გაფანტულობა და დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის მაძიებელს იოგას პრაქტიკაში, არის: არსებობს კიდევ ოთხი დამატებითი დაბრკოლება: (1) დუხკჰა – ტკივილი ან ტანჯვა; (2) დაურმანსია – სასოწარკვეთა; (3) ანგამეჯაიატვა – სხეულის არამდგრადობა; (4) შვასა-პრაშვასა – სუნთქვის არამდგრადობა. ბრძოლის მოსაგებად, სარდალი სწავლობს გარემოსა და მტერს და გეგმავს საპასუხო ზომებს. ანალოგიურად, იოგი გეგმავს თავის თავზე გამარჯვებას. ვიადი: აღსანიშნავია, რომ პირველი დაბრკოლება ჯანმრთელობის დარღვევა ან სნეულებაა. იოგისთვის მისი სხეული მიღწევის უმთავრესი ინსტრუმენტია. თუ მისი „სატრანსპორტო საშუალება“ გაფუჭდა, მოგზაური შორს ვერ წავა. თუ სხეული ავადმყოფობით არის დასუსტებული, მაძიებელი ცოტა რამეს მიაღწევს. ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარებისთვის, რადგან გონება, ჩვეულებრივ, ნერვული სისტემის მეშვეობით ფუნქციონირებს. როდესაც სხეული ავადაა…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 5
როგორ უკავშირდება თქვენი ღვიძილის მდგომარეობის განახლებული და გამდიდრებული ცნობიერება თქვენს ლუციდური სიზმრების გამოცდილებას? მრავალი დაკვირვება რეალურ სამყაროზე შეიძლება სიზმარხილვებს მივაკუთვნოთ. თქვენი შეგრძნებები სიზმარშიც შეიძლება ისეთივე მრავალფეროვანი იყოს როგორც ცხადში. თქვენ შეიძლება ხედავდეთ, გესმოდეთ, გრძნობდეთ, გემოს შეიგრძნობდეთ, ფიქრობდეთ და იყოთ ისევე როგორც ახლა ხართ. მთავარი განსხვავება ისაა რომ თქვენს მიერ სიზმარში აღქმული მულტისენსორული სამყარო თქვენს შიგნით ჩნდება და არა გარეთ. ღვიძილის მდგომარეობაში თითქმის ყველაფერი რასაც აღიქვამთ უკავშირდება გარე სამყაროს ობიექტებს, ხალხსა და მოვლენებს. რადგან ღვიძილის მდგომარეობის ობიექტები სიზმარმხილველის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არსებობენ, ისინი შედარებით მუდმივია. მაგალითად ახლა ამ წინადადებას რო წაიკითხავთ და წიგნს დახურავთ მერე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისევ გადაშალოთ და ეს…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 4
თუ აქამდე ლუციდური სიზმრის გამოცდილება არ გქონიათ თქვენთვის ძნელი წარმოსადგენი იქნება თუ რა არის ეს. მიუხედავად იმისა რომ აუცილებელია გამოსცადოთ რომ გაიგოთ სინამდვილეში რა არის ეს, ვისაც უცდია იცის. მაინც შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ მისი თქვენთვის ჩვეული ცნობიერების მდგომარეობასთან შედარებით, მაგალითად იმასთან რომელშიც ახლა იმყოფებით. შემდეგი სავარჯიშო დაგეხმარებათ უფრო ჩაუღრმავდეთ ღვიძილის მდგომარეობას. ყოველი ეტაპი ერთ წუთს მაინც უნდა გაგრძელდეს. 1. მხედველობაგააცნობიერეთ რას ხედავთ. გამოყავით მრავალფეროვანი და თვალსაჩინო შთაბეჭდილებები - ხილული სამყაროს ფორმები, ფერები, მოძრაობები, სივრცე. 2. სმენა გააცნობიერეთ რა გესმით გამოყავით ყოველი ბგერა რომელსაც თქვენი ყური აღიქვამს, ინტენსივობის მრავალფეროვანი დიაპაზონი, ტონალობები - საუბრიდან დაწყებული მუსიკის მშვენიერებით დამთავრებული. 3. შეგრძნებაგააცნობიერეთ რას…
კითხვის გაგრძელება



