იოგას გაკვეთილები
იოგას გაკვეთილები

თუ ეძებთ გზას სხეულისა და გონების გასაძლიერებლად, იოგა იდეალური დასაწყისია. ბევრი ფიქრობს, რომ იოგა მხოლოდ რთული გაწელვებია, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით მეტია! იოგა არის პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ მოძრაობებს (სხეულის პოზიციები), სუნთქვას და გონებას. როგორც დამწყები, თქვენი მიზანია:
ისწავლოთ სწორ სუნთქვა თქვენ ტემპში – ეს აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის დროს.
ისწავლოთ ყველა საჭირო საბაზისო პოზა (ასანა)
გაიცნოთ თქვენი სხეული: დააკვირდით და თავიდან აღმოაჩინეთ თქვენი სხეული, მის მოთხოვნილებები, მიდრეკილებები და შესაძლებლობები.
მოიპოვოთ სიმშვიდე: იოგას ვარჯიშები აუცილებლად მოიტანენ სიმშვიდეს.
იოგას გაკვეთილები - რა უნდა გავითვალისწინოთ
იოგა სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი პრაქტიკა. თუმცა, სანამ იოგას დაიწყებთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი:
ჯანმრთელობის მდგომარეობა — თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები (მაგალითად, ხერხემლის ტკივილი, მაღალი წნევა ან ქრონიკული დაავადებები), სასურველია, ექიმს მიმართოთ და მისი რეკომენდაცია მიიღოთ.
სწორი ინსტრუქტორი — იოგას სწავლისას მნიშვნელოვანია გამოცდილი და სერტიფიცირებული ინსტრუქტორის შერჩევა, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებს გაითვალისწინებს.
კომფორტული გარემო — იოგასთვის შეარჩიეთ წყნარი, სუფთა და კარგად განიავებული სივრცე, სადაც თავს თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ.
შესაფერისი ტანსაცმელი — ჩაიცვით თავისუფალი ან ელასტიური ტანსაცმელი, რომელიც არ შეგიზღუდავთ მოძრაობაში.
მოთმინება და თანმიმდევრობა — იოგა შედეგებს ეტაპობრივად იძლევა. იყავით მოთმინებით და რეგულარულად ივარჯიშეთ, რათა იგრძნოთ მისი სარგებელი.
სწორი კვება და ჰიდრატაცია — ივარჯიშეთ ცარიელ კუჭზე (ჭამიდან 2 საათის შემდეგ), სითხე მიიღეთ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ან ვარჯიშის შემდეგ.
დაწყებამდე ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, რომ იოგას გაკვეთილები იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და ეფექტური. წარმატებებს გისურვებთ იოგას სამყაროში!
როგორ დავიწყოთ?
იპოვეთ თქვენი ინსტრუქტორი: ჩვენი საიტის სამ განყოფილებაში შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინსტრუქტორი.
საჭირო აღჭურვილობა: სასურველია გქონდეთ იოგას მატი და კომფორტული ტანსაცმელი.
მოუსმინეთ სხეულს: თუკი ტკივილს იგრძნობთ, შეამცირეთ დატვირთვა და აცნობეთ ამის შესახებ ინსტრუქტორს. იოგა არ არის შეჯიბრი.
პოსტები
კისრის კიფოზი
ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…
კითხვის გაგრძელებაპირიფორმისის სინდრომი
მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…
კითხვის გაგრძელებასომატოტროპინი
ადამიანის ზრდის ჰორმონი, ასევე ცნობილი როგორც HGH და სომატოტროპინი, არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც თქვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოიმუშავებს და გამოყოფს. იგი მოქმედებს სხეულის მრავალ ნაწილზე და ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას. მას შემდეგ, რაც ბავშვის ძვლებში ზრდის ფირფიტები (ეპიფიზები) შეერწყმის ერთმანეთს, HGH აღარ ზრდის სიმაღლეს, თუმცა თქვენს ორგანიზმს ის მაინც სჭირდება. ზრდის დასრულების შემდეგ HGH ეხმარება სხეულს ნორმალური სტრუქტურისა და მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში, მათ შორის სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის ნორმალიზებაში. ჰორმონები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ თქვენი ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას, სისხლის მეშვეობით ატარებენ შეტყობინებებს თქვენს ორგანოებში, კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ეს სიგნალები კარნახობს თქვენს სხეულს, რა გააკეთოს და როდის. თქვენი სხეული 50-ზე…
კითხვის გაგრძელებაანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 9
თავად ნელი ძილი სამ ქვესტადიად იყოფა. პირველი სტადია არის გარდამავალი მდგომარეობა პასიურ სიფხიზლესა და მსუბუქ ძილს შორის, ახასიათებს თვალების ნელი მოძრაობა და ცხადი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხილვები, რომლებსაც ჰიპნაგოგიკური (ბერძნულად „სიზმრებში გადამყვანი“) ხატები ეწოდება. როგორც წესი, თქვენ იოლად გადადიხართ პირველი სტადიიდან მეორეზე, რაც უკვე ნამდვილი ძილია და ახასიათებს ტვინის უნიკალური ტალღების მაგალითები, სახელად „ძილის ნართი“ ან “K-კომპლექსი“. მენტალური აქტივობა ამ სტადიაზე გაიშვიათებული, დამიწებული და ფიქრის მსგავსია. ჩვეულებრივ 20-30 წუთის მერე თქვენ უფრო ღრმა - „დელტა ძილში“ ეშვებით, ეს სახელი ჰქვია ტვინის ნელი რიტმული ტალღების გამო, რომლებიც ნელი ძილის ამ სტადიაზე ჩნდება. დელტა ძილიდან მეხსიერებაში ძალიან ცოტა რჩება. საინტერესოა, რომ ამ ძილის ღრმა…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 8 – Light on Yoga
ნიამა არის ქცევის წესები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ დისციპლინას, მაშინ როცა იამა უნივერსალურია თავისი გამოყენებით. პატანჯალის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნიამაა: შაუჩა (სიწმინდე), სანტოშა (კმაყოფილება), ტაპასი (გზნება ან ასკეტიზმი), სვადჰიაია (საკუთარი თავის/მეს შესწავლა) და იშვარა-პრანიდჰანა (უფლისადმი მიძღვნა). შაუჩა. სხეულის სიწმინდე აუცილებელია კეთილდღეობისთვის. მაშინ როცა კარგი ჩვევები, როგორიცაა ბანაობა, სხეულს გარეგნულად წმენდს, ასანა და პრანაიამა მას შიგნიდან ასუფთავებს. ასანების პრაქტიკა ტონუსს მატებს მთელ სხეულს და გამოდევნის ტოქსინებსა და მინარევებს, რომლებიც გამოწვეულია გადამეტებული სიამოვნებით. პრანაიამა წმენდს და აანიავებს ფილტვებს, ჟანგბადით ამარაგებს სისხლს და ასუფთავებს ნერვებს. მაგრამ სხეულის ფიზიკურ გაწმენდაზე უფრო მნიშვნელოვანია გონების გაწმენდა მისი შემაშფოთებელი ემოციებისგან, როგორიცაა სიძულვილი, ვნება, ბრაზი, ხორციელი გულისთქმა, სიხარბე, ცდომილება…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 7 – Light on Yoga
პატანჯალის იოგა სუტრები ოთხ თავად ანუ პადად იყოფა. პირველი ეხება სამადჰის, მეორე — იოგას მიღწევის საშუალებებს (სადჰანას), მესამეში ჩამოთვლილია ძალები (ვიბჰუტი), რომლებსაც იოგი თავისი ძიების გზაზე ხვდება, ხოლო მეოთხე ეხება განთავისუფლებას (კაივალია). აჰიმსა. სიტყვა აჰიმსა შედგება უარყოფითი ნაწილაკისგან „ა“ (არა) და არსებითი სახელისგან „ჰიმსა“, რაც კვლას ან ძალადობას ნიშნავს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არა კვლის ბრძანება, რადგან მას გააჩნია უფრო ფართო, დადებითი მნიშვნელობა — სიყვარული. ეს სიყვარული მოიცავს მთელ შესაქმეს, რადგან ჩვენ ყველანი ერთი მამის — უფლის შვილები ვართ. იოგს სწამს, რომ ნივთის განადგურება ან არსების მოკვლა მისი შემოქმედის შეურაცხყოფაა. ადამიანები კლავენ ან საკვებისთვის, ან საფრთხისგან თავის დასაცავად. მაგრამ…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 8
როდესაც ფხიზლობთ და დაკავებული ხართ რაიმე აქტივობით (სეირნობა, კითხვა და ა.შ) თქვენი ტვინი გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მეხსიერებასთან ერთად ქმნის ნედლეულს სამყაროს მოდელირებისთვის. სიფხიზლისა და აქტიურობის დროს ეს მოდელი ზედმიწევნით ასახავს თქვენს ურთიერთობებს გარე სამყაროსთან. თუ თქვენ ფხიზლობთ მაგრამ აქტიური არ ხართ მონაცემთა ბალანსი გარეგანიდან შინაგანში გადაინაცვლებს. თქვენი აზროვნება გარკვეულ დონეზე დამოუკიდებელი ხდება გარეგანი სტიმულატორებისგან გონება იფანტება და თქვენ ოცნებებში იძირებით. გონების რაღაც ნაწილში აგებთ სამყაროს რომელიც განსხვავდება რეალურისგან. ამავე დროს თქვენს ხელთ უკვე არსებული მოცემული სამყაროს გამარტივებული მოდელი ნებისმიერ დროს, მაგალითად რაიმე საფრთხის გაჩენის შემთხვევაში შეძლებს მიიპყროს თქვენი ყურადღება. ხოლო ძილისას გარე სამყაროდან ისე მცირე…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga
იოგას ყველა მნიშვნელოვანი ტექსტი უდიდეს ყურადღებას უთმობს სადჰანას ან აბჰიასას (მუდმივ პრაქტიკას). სადჰანა არ არის იოგას ტექსტების მხოლოდ თეორიული შესწავლა; ეს სულიერი ძალისხმევაა. ზეთის მისაღებად აუცილებელია ზეთოვანი თესლის დაწნეხვა. შეშა უნდა დაიწვას და აალდეს რათა მასში დაფარული ცეცხლი გამოავლინოს. ანალოგიურად, სადჰაკამ მუდმივი პრაქტიკით უნდა გააღვივოს ღვთიური ალი საკუთარ თავში. „ახალგაზრდა, მოხუცი, ღრმად მოხუცებული, ავადმყოფი და უძლურიც კი აღწევს სრულყოფილებას იოგაში მუდმივი პრაქტიკით. წარმატებას იღებს ის, ვინც ვარჯიშობს და არა ის, ვინც უქმად არის. იოგაში წარმატება არ მიიღწევა წმინდა ტექსტების მხოლოდ თეორიული კითხვით. წარმატება არ მიიღწევა იოგის ან სანიასის (განდეგილის) სამოსის ტარებით და არც მასზე საუბრით. მხოლოდ მუდმივი პრაქტიკაა წარმატების საიდუმლო.…
კითხვის გაგრძელება





