იოგა სახლის პირობებში
იოგა სახლის პირობებში

იოგა სახლის პირობებში – მარტივი და ეფექტური გზა ჯანმრთელობისთვის
დღევანდელ სწრაფ და დატვირთულ სამყაროში სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს მარტივ და ხელმისაწვდომ გზებს საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. იოგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ფიზიკური და გონებრივი ბალანსის მიღწევა, სტრესის განთავისუფლება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა, ყველას არ აქვს დრო ან საშუალება, რეგულარულად ესტუმროს იოგას სტუდიას. სწორედ ამიტომ, იოგა სახლის პირობებში იდეალური გამოსავალია თანამედროვე ადამიანისათვის.
იოგა სახლის პირობებში – თქვენი პირადი სივრცე ჯანმრთელობისთვის
- ივარჯიშეთ თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.
- არ გჭირდებათ სპეციალური ინვენტარი – საკმარისია იოგას ხალიჩა და სურვილი.
- შეარჩიეთ პერსონალური ან ონლაინ გაკვეთილი.
- შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი იოგას ინსტრუქტორი.
იოგას უპირატესობები
- ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.
- აძლიერებს კუნთებს და ზრდის მოქნილობას.
- ხელს უწყობს სწორ სუნთქვასა და კონცენტრაციას.
- საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ყოველდღიურად.
დაიწყეთ იოგა სახლის პირობებში დღესვე!
იპოვეთ თქვენთვის სასურველი იოგას ინსტრუტორი ჩვენს საიტზე, მიჰყევით მის რჩევებს და დატკბით ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებით. იოგა სახლის პირობებში — მარტივი გზაა უკეთესი ყოფნისკენ!
პოსტები
კიფოზი
კიფოზი წარმოადგენს ხერხემლის ზედმეტად წინ მიმართულ გამრუდებას. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წინ გადახრა, თითქოს მოკუზული ხართ. აგრეთვე ზურგის ტკივილი და კუნთების შებოჭილობა. კიფოზის სამკურნალოდ არსებობს როგორც არაქირურგიული (კონსერვატიული), ისე ქირურგიული მკურნალობის ვარიანტები. კიფოზი იწვევს ხერხემლის გარე მიმართულებით გამრუდებას. ამის გამო შეიძლება ჩანდეს, თითქოს მოხრილი ხართ. კიფოზი არის მდგომარეობა, როდესაც ხერხემალი ნორმაზე მეტად მრუდდება გარე მიმართულებით. ეს იწვევს ზურგის ზედა ნაწილის, გულმკერდის არის (ხერხემლის ნაწილი კისერსა და ნეკნებს შორის) წინ გადახრას. გამრუდებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მოკუზული ან მოხრილი ხართ. ადამიანები მას ხშირად "კუზს" უწოდებენ. თქვენს ხერხემალს ბუნებრივი სიმრუდეები გააჩნია. ეს სიმრუდეები ხელს უწყობს პოზის შენარჩუნებას და გამართულად დგომას. თუმცა, ჭარბმა…
კითხვის გაგრძელებაკისრის კიფოზი
ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…
კითხვის გაგრძელებაპირიფორმისის სინდრომი
მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…
კითხვის გაგრძელებასომატოტროპინი
ადამიანის ზრდის ჰორმონი, ასევე ცნობილი როგორც HGH და სომატოტროპინი, არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც თქვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოიმუშავებს და გამოყოფს. იგი მოქმედებს სხეულის მრავალ ნაწილზე და ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას. მას შემდეგ, რაც ბავშვის ძვლებში ზრდის ფირფიტები (ეპიფიზები) შეერწყმის ერთმანეთს, HGH აღარ ზრდის სიმაღლეს, თუმცა თქვენს ორგანიზმს ის მაინც სჭირდება. ზრდის დასრულების შემდეგ HGH ეხმარება სხეულს ნორმალური სტრუქტურისა და მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში, მათ შორის სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის ნორმალიზებაში. ჰორმონები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ თქვენი ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციას, სისხლის მეშვეობით ატარებენ შეტყობინებებს თქვენს ორგანოებში, კუნთებსა და სხვა ქსოვილებში. ეს სიგნალები კარნახობს თქვენს სხეულს, რა გააკეთოს და როდის. თქვენი სხეული 50-ზე…
კითხვის გაგრძელებაანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 9
თავად ნელი ძილი სამ ქვესტადიად იყოფა. პირველი სტადია არის გარდამავალი მდგომარეობა პასიურ სიფხიზლესა და მსუბუქ ძილს შორის, ახასიათებს თვალების ნელი მოძრაობა და ცხადი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხილვები, რომლებსაც ჰიპნაგოგიკური (ბერძნულად „სიზმრებში გადამყვანი“) ხატები ეწოდება. როგორც წესი, თქვენ იოლად გადადიხართ პირველი სტადიიდან მეორეზე, რაც უკვე ნამდვილი ძილია და ახასიათებს ტვინის უნიკალური ტალღების მაგალითები, სახელად „ძილის ნართი“ ან “K-კომპლექსი“. მენტალური აქტივობა ამ სტადიაზე გაიშვიათებული, დამიწებული და ფიქრის მსგავსია. ჩვეულებრივ 20-30 წუთის მერე თქვენ უფრო ღრმა - „დელტა ძილში“ ეშვებით, ეს სახელი ჰქვია ტვინის ნელი რიტმული ტალღების გამო, რომლებიც ნელი ძილის ამ სტადიაზე ჩნდება. დელტა ძილიდან მეხსიერებაში ძალიან ცოტა რჩება. საინტერესოა, რომ ამ ძილის ღრმა…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 8 – Light on Yoga
ნიამა არის ქცევის წესები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ დისციპლინას, მაშინ როცა იამა უნივერსალურია თავისი გამოყენებით. პატანჯალის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნიამაა: შაუჩა (სიწმინდე), სანტოშა (კმაყოფილება), ტაპასი (გზნება ან ასკეტიზმი), სვადჰიაია (საკუთარი თავის/მეს შესწავლა) და იშვარა-პრანიდჰანა (უფლისადმი მიძღვნა). შაუჩა. სხეულის სიწმინდე აუცილებელია კეთილდღეობისთვის. მაშინ როცა კარგი ჩვევები, როგორიცაა ბანაობა, სხეულს გარეგნულად წმენდს, ასანა და პრანაიამა მას შიგნიდან ასუფთავებს. ასანების პრაქტიკა ტონუსს მატებს მთელ სხეულს და გამოდევნის ტოქსინებსა და მინარევებს, რომლებიც გამოწვეულია გადამეტებული სიამოვნებით. პრანაიამა წმენდს და აანიავებს ფილტვებს, ჟანგბადით ამარაგებს სისხლს და ასუფთავებს ნერვებს. მაგრამ სხეულის ფიზიკურ გაწმენდაზე უფრო მნიშვნელოვანია გონების გაწმენდა მისი შემაშფოთებელი ემოციებისგან, როგორიცაა სიძულვილი, ვნება, ბრაზი, ხორციელი გულისთქმა, სიხარბე, ცდომილება…
კითხვის გაგრძელებაიოგას ნათელქმნა ნაწილი 7 – Light on Yoga
პატანჯალის იოგა სუტრები ოთხ თავად ანუ პადად იყოფა. პირველი ეხება სამადჰის, მეორე — იოგას მიღწევის საშუალებებს (სადჰანას), მესამეში ჩამოთვლილია ძალები (ვიბჰუტი), რომლებსაც იოგი თავისი ძიების გზაზე ხვდება, ხოლო მეოთხე ეხება განთავისუფლებას (კაივალია). აჰიმსა. სიტყვა აჰიმსა შედგება უარყოფითი ნაწილაკისგან „ა“ (არა) და არსებითი სახელისგან „ჰიმსა“, რაც კვლას ან ძალადობას ნიშნავს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არა კვლის ბრძანება, რადგან მას გააჩნია უფრო ფართო, დადებითი მნიშვნელობა — სიყვარული. ეს სიყვარული მოიცავს მთელ შესაქმეს, რადგან ჩვენ ყველანი ერთი მამის — უფლის შვილები ვართ. იოგს სწამს, რომ ნივთის განადგურება ან არსების მოკვლა მისი შემოქმედის შეურაცხყოფაა. ადამიანები კლავენ ან საკვებისთვის, ან საფრთხისგან თავის დასაცავად. მაგრამ…
კითხვის გაგრძელებალუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 8
როდესაც ფხიზლობთ და დაკავებული ხართ რაიმე აქტივობით (სეირნობა, კითხვა და ა.შ) თქვენი ტვინი გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მეხსიერებასთან ერთად ქმნის ნედლეულს სამყაროს მოდელირებისთვის. სიფხიზლისა და აქტიურობის დროს ეს მოდელი ზედმიწევნით ასახავს თქვენს ურთიერთობებს გარე სამყაროსთან. თუ თქვენ ფხიზლობთ მაგრამ აქტიური არ ხართ მონაცემთა ბალანსი გარეგანიდან შინაგანში გადაინაცვლებს. თქვენი აზროვნება გარკვეულ დონეზე დამოუკიდებელი ხდება გარეგანი სტიმულატორებისგან გონება იფანტება და თქვენ ოცნებებში იძირებით. გონების რაღაც ნაწილში აგებთ სამყაროს რომელიც განსხვავდება რეალურისგან. ამავე დროს თქვენს ხელთ უკვე არსებული მოცემული სამყაროს გამარტივებული მოდელი ნებისმიერ დროს, მაგალითად რაიმე საფრთხის გაჩენის შემთხვევაში შეძლებს მიიპყროს თქვენი ყურადღება. ხოლო ძილისას გარე სამყაროდან ისე მცირე…
კითხვის გაგრძელება






