იოგას სუნთქვითი ვარჯიშები

იოგას სუნთქვითი ვარჯიშები

იოგას სუნთქვითი ვარჯიშები

იოგას სუნთქვითი ვარჯიშები - პრანაიამა

პრანა და პრანაიამა

  1. პრანას ახსნა ისეთივე რთულია, როგორც ღმერთის. პრანა არის ენერგია, რომელსაც სამყარო ყველა დონეზე ატარებს. ეს არის ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური, სექსუალური, სულიერი და კოსმოსური ენერგია. ყველა ვიბრირებადი ენერგია არის პრანა. ყველა ფიზიკური ენერგია, როგორიცაა სითბო, სინათლე, გრავიტაცია, მაგნეტიზმი და ელექტრობა, ასევე არის პრანა. ეს არის დაფარული ან პოტენციური ენერგია ყველა არსებაში, რომელიც სრულად ვლინდება საფრთხის დროს. ის არის ყველა აქტივობის მთავარი მამოძრავებელი. ეს არის ენერგია, რომელიც ქმნის, იცავს და ანადგურებს. ძლიერება, ძალა, სიცოცხლისუნარიანობა, სიცოცხლე და სული ეს ყველა არის პრანის ფორმები.
  2. უპირანიშადების მიხედვით, პრანა სიცოცხლისა და ცნობიერების პრინციპია. იგი გაიგივებულია ნამდვილ მესთან (ათმა). პრანა არის ყველა არსების სიცოცხლის სუნთქვა სამყაროში. ისინი მისგან იბადებიან და მასით ცხოვრობენ, ხოლო როცა კვდებიან, მათი ინდივიდუალური სუნთქვა ერთიანდება კოსმიურ სუნთქვაში. პრანა არის სიცოცხლის ბორბლის ღერძი. ყველაფერი მასში დგას. ის ავსებს სიცოცხლის მომცემ მზეს, ღრუბლებს, ქარებს (ვაიუ), მიწას (ფრთჰვი) და ყველა მატერიალურ ფორმას. ის არის ყოფნა (სატი) და არ ყოფნა (ასატი). ის არის ყველა ცოდნის წყარო. ის არის კოსმიური პიროვნება (პურუშა) სამხიას ფილოსოფიაში. ამიტომ იოგი თავშესაფარს პოულობს პრანაში.
  3. პრანას ხშირად თარგმნიან როგორც სუნთქვას, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა ადამიანის სხეულში. თუ სუნთქვა ჩერდება, სიცოცხლეც წყდება. ძველმა ინდოელმა ბრძენებმა იცოდნენ, რომ სხეულის ყველა ფუნქციას ასრულებს ხუთი სახის სასიცოცხლო ენერგია (პრანა-ვაიუ). ესენია: პრანა (აქ ზოგადი ტერმინი კონკრეტულის აღსანიშნავად გამოიყენება), აპანა, სამანა, უდანა და ვიანა. ისინი ერთი სასიცოცხლო კოსმიური ძალის (სასიცოცხლო ქარი) კონკრეტული ასპექტებია, რომელიც ყველა არსებაში არსებობის საწყისი პრინციპია. ღმერთი ერთია, მაგრამ ბრძენნი მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ, ასეა პრანაც.
  4. პრანა მოძრაობს გულმკერდის არეში და აკონტროლებს სუნთქვას. ის იწოვს ატმოსფერულ სასიცოცხლო ენერგიას. აპანა მოძრაობს მუცლის ქვედა ნაწილში და აკონტროლებს შარდის, სპერმისა და განავლის გამოყოფას. სამანა აღვიძებს კუჭის ცეცხლს, ხელს უწყობს მონელებას და აბალანსებს მუცლის ორგანოების ფუნქციონირებას. ის აერთიანებს ადამიანის მთელ უხეშ სხეულს. უდანა, რომელიც ყელის (ფარინგსი და ლარინგსი) გავლით მოქმედებს, აკონტროლებს ხმოვან იოგებს და უზრუნველყოფს ჰაერისა და საკვების მიღებას. ვიანა ავსებს მთელ სხეულს, ანაწილებს საკვებისა და სუნთქვისგან მიღებულ ენერგიას არტერიებში, ვენებსა და ნერვებში.
  5. პრანაიამაში პრანა-ვაიუ აქტიურდება ჩასუნთქვისას, ხოლო აპანა-ვაიუ – ამოსუნთქვისას. უდანა ენერგიას ქვედა ხერხემლიდან ტვინისკენ ატარებს. ვიანა აუცილებელია პრანასა და აპანას ფუნქციონირებისთვის, რადგან სწორედ ის წარმოადგენს მათ შორის ენერგიის გადაცემის საშუალებას.
  6. არსებობს ხუთი დამხმარე განყოფილებაც, რომლებიც ცნობილია როგორც უპაპრანები ან უპავაიუები: ნაგა, კურმა, კრიკარა, დევდატა და დანანჯაია. ნაგა მუცლის წნევას აშორებს ღეჭვის (რეჩინის) საშუალებით. კურმა აკონტროლებს ქუთუთოების მოძრაობას, რათა თვალებში უცხო ნივთიერებები არ მოხვდეს; ასევე აკონტროლებს გუგის ზომას და არეგულირებს სინათლის ინტენსივობას მხედველობისთვის. კრიკარა ხელს უშლის ნივთიერებების ცხვირის არხებში ან ყელში მოხვედრას, რის გამოც ადამიანი ახველებს ან აცემინებს. დევდატა იწვევს მთქნარებას და ძილს. დანანჯაია წარმოქმნის ლორწოს, კვებავს სხეულს და სიკვდილის შემდეგაც კი რჩება სხეულში, ზოგჯერ კი გვამს აფუებს კიდეც.
  7. აიურვედას მიხედვით, ვატა, რომელიც სამ დოშათაგან (სხეულის ძირითად სითხეთაგან) ერთ-ერთია, პრანას სხვა სახელია. ჩარაკა სამჰიტა ვატას ფუნქციებს ზუსტად ისე განმარტავს, როგორც იოგას ტექსტები – პრანას. პრანას მოქმედების ერთადერთი შესამჩნევი გამოვლინება არის ფილტვების მოძრაობა, რომელსაც შიდა ენერგია ამოძრავებს და სუნთქვას იწვევს.

ჩიტა და პრანა

  1. ჩიტა და პრანა მუდმივად ურთიერთკავშირში არიან. სადაც ჩიტაა, იქაა პრანაც და სადაც პრანაა, იქაა ჩიტაც. ჩიტა ჰგავს ტრანსპორტს, რომელსაც ორი ძლიერი ძალა ამოძრავებს – პრანა და ვასანა (სურვილები). ის იმ მიმართულებით მოძრაობს, რომელი ძალაც უფრო ძლიერია. როგორც ბურთი, რომელსაც ძირს დაარტყამ, უკან ამოხტება, ასევე სადჰაკაც მოძრაობს პრანისა და ჩიტას მოძრაობის მიხედვით. თუ სუნთქვა (პრანა) დომინირებს, მაშინ სურვილები კონტროლდება, გრძნობები მოთოკილია და გონება მშვიდდება. თუ სურვილის ძალა ჭარბობს, სუნთქვა არათანაბარი ხდება და გონება აღელვებულია.
  2. ჰათჰა იოგა პრადიპიკას მესამე თავში სვატმარამა ამბობს, რომ სანამ სუნთქვა და პრანა მშვიდია, ჩიტაც მყარია და სემენის (შუკრა) გამოყოფა შეუძლებელია. დროთა განმავლობაში სადჰაკას გაზრდილი ენერგია უფრო მაღალ და კეთილშობილ მიზნებს ეძღვნება. ის აღწევს ურდჰვა-რეტასის მდგომარეობას (ურდჰვა – ზევით, რეტას – სემენი), ანუ ის, ვინც სექსუალური ენერგია და ჩიტა გააერთიანა სუფთა ცნობიერებაში.

პრანაიამა

  1. “პრანა” ნიშნავს სუნთქვას, რესპირაციას, სიცოცხლეს, სიცოცხლისუნარიანობას, ენერგიას ან ძალას. მრავლობითში გამოყენებისას აღნიშნავს სასიცოცხლო სუნთქვებს ან ენერგიის ნაკადებს (პრანა-ვაიუები). “აიამა” ნიშნავს გაწელვას, გაფართოებას, გაზრდას, სიგრძეს, სიგანეს, რეგულირებას, გახანგრძლივებას, შეზღუდვას ან კონტროლს. შესაბამისად, “პრანაიამა” ნიშნავს სუნთქვის გახანგრძლივებას და მის შეზღუდვას. შივა სამჰიტა მას ასე უწოდებს…

    ვაიუ სადჰანა (ვაიუ = სუნთქვა; სადჰანა = პრაქტიკა, ძიება). პატანჯალი თავის იოგას სუტრებში (თავი 2, სუტრები 49-51) პრანაიამას აღწერს როგორც სუნთქვის კონტროლირებულ შესუნთქვასა და ამოსუნთქვას მყარად დამყარებულ პოზაში.

  1. პრანაიამა ხელოვნებაა და მას აქვს ტექნიკები, რომლებიც სუნთქვის ორგანოებს განზრახ, რიტმულად და ინტენსიურად ამოძრავებს და აფართოებს. იგი შედგება ხანგრძლივი, უწყვეტი და ფაქიზი ჩასუნთქვის (პურაკა), ამოსუნთქვის (რეჩაკა) და სუნთქვის შეკავების (კუმბჰაკა) ნაკადისგან. პურაკა სისტემას ასტიმულირებს; რეჩაკა გამოყოფს დაბინძურებულ ჰაერსა და ტოქსინებს; კუმბჰაკა კი ენერგიას მთელ სხეულში ანაწილებს. მოძრაობები მოიცავს ფილტვებისა და ნეკნების ჰორიზონტალურ გაფართოებას (დაირღია), ვერტიკალურ აწევას (აროჰა) და წრიულ გაფართოებას (ვისალატა). პრანაიამას პროცესები და ტექნიკები დეტალურად არის ახსნილი შემდეგ თავებში.

    ეს დისციპლინირებული სუნთქვა გონების კონცენტრაციას უწყობს ხელს და სადჰაკას ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის მიღწევის საშუალებას აძლევს.

  1. პრანაიამა არ არის უბრალოდ ავტომატური, ჩვეული სუნთქვა, რომელიც სხეულსა და სულს ერთად ამყოფებს. მისი დისციპლინირებული ტექნიკებით ჟანგბადის უხვი მიღების შედეგად სადჰაკას სხეულში ნაზი ქიმიური ცვლილებები ხდება. ასანების პრაქტიკა ხსნის ბარიერებს, რომლებიც პრანას ნაკადის მოძრაობას აფერხებს, ხოლო პრანაიამას პრაქტიკა ამ ნაკადს მთელ სხეულში არეგულირებს. იგი ასევე არეგულირებს სადჰაკას ყველა ფიქრს, სურვილსა და მოქმედებას, ანიჭებს წონასწორობას და იმ ძლიერ ნებისყოფას, რომელიც აუცილებელია საკუთარი თავის ოსტატად ჩამოყალიბებისთვის.

პოსტები

კი­ფო­ზი

კიფოზი წარმოადგენს ხერხემლის ზედმეტად წინ მიმართულ გამრუდებას. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წინ გადახრა, თითქოს მოკუზული ხართ. აგრეთვე ზურგის ტკივილი და კუნთების შებოჭილობა. კიფოზის სამკურნალოდ არსებობს როგორც არაქირურგიული (კონსერვატიული), ისე ქირურგიული მკურნალობის ვარიანტები. კიფოზი იწვევს ხერხემლის გარე მიმართულებით გამრუდებას. ამის გამო შეიძლება ჩანდეს, თითქოს მოხრილი ხართ. კიფოზი არის მდგომარეობა, როდესაც ხერხემალი ნორმაზე მეტად მრუდდება გარე მიმართულებით. ეს იწვევს ზურგის ზედა ნაწილის, გულმკერდის არის (ხერხემლის ნაწილი კისერსა და ნეკნებს შორის) წინ გადახრას. გამრუდებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მოკუზული ან მოხრილი ხართ. ადამიანები მას ხშირად "კუზს" უწოდებენ. თქვენს ხერხემალს ბუნებრივი სიმრუდეები გააჩნია. ეს სიმრუდეები ხელს უწყობს პოზის შენარჩუნებას და გამართულად დგომას. თუმცა, ჭარბმა…

ეკატერინე სამხარაძე

კის­რის კი­ფო­ზი

ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…

ეკატერინე სამხარაძე

პირიფორმისის სინდრომი

მსხლისებრი კუნთის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მსხლისებრი კუნთი ზეწოლას ახდენს საჯდომ ნერვზე, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან დაბუჟება დუნდულის არეში და ფეხის უკანა მხარეს. სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის როგორც ცალ, ისე ორივე მხარეს. მსხლისებრი კუნთი (piriformis) ბრტყელი, ვიწრო კუნთია. იგი იწყება ხერხემლის ქვედა ნაწილიდან, გადადის დუნდულის არეში და უერთდება ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილს. მსხლისებრი კუნთი განლაგებულია სხეულის ორივე მხარეს და მონაწილეობს ქვედა კიდურების თითქმის ყველანაირ მოძრაობაში. საჯდომი ნერვი, როგორც წესი, მსხლისებრი კუნთის ქვეშ გადის. ეს ნერვი იწყება ზურგის ტვინიდან, გადადის დუნდულების არეში, მიემართება თითოეული ფეხის უკანა მხარეს და აღწევს ტერფებამდე. ის ადამიანის სხეულში ყველაზე გრძელი და…

ეკატერინე სამხარაძე

სომატოტროპინი

ადა­მი­ა­ნის ზრდის ჰო­რმო­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც HGH და სო­მა­ტო­ტრო­პი­ნი, არის ბუ­ნე­ბრი­ვი ჰო­რმო­ნი, რო­მელ­საც თქვე­ნი ჰი­პო­ფი­ზის ჯირ­კვა­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­მო­ყოფს. იგი მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის მრა­ვალ ნა­წილ­ზე და ბავ­შვებ­ში ხელს უწ­ყობს ზრდას. მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის ძვლებ­ში ზრდის ფირ­ფი­ტე­ბი (ეპი­ფი­ზე­ბი) შე­ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, HGH აღარ ზრდის სი­მა­ღლეს, თუმ­ცა თქვენს ორგა­ნიზმს ის მა­ინც სჭირ­დე­ბა. ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ HGH ეხმა­რე­ბა სხე­ულს ნო­რმა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რი­სა და მე­ტა­ბო­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში, მათ შო­რის სის­ხლში შა­ქრის (გლუ­კო­ზის) დო­ნის ნო­რმა­ლი­ზე­ბა­ში. ჰო­რმო­ნე­ბი არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თქვე­ნი ორგა­ნიზ­მის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ას, სის­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ატა­რე­ბენ შეტ­ყო­ბი­ნე­ბებს თქვენს ორგა­ნო­ებ­ში, კუნ­თებ­სა და სხვა ქსო­ვი­ლებ­ში. ეს სი­გნა­ლე­ბი კარ­ნა­ხობს თქვენს სხე­ულს, რა გა­ა­კე­თოს და რო­დის. თქვე­ნი სხე­უ­ლი 50-ზე…

ეკატერინე სამხარაძე

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი

შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ კვებისა და ვარჯიშის ისეთი გეგმების შესამუშავებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს მეტაბოლიზმზე (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას) და, საბოლოო ჯამში, თქვენს საერთო ჯანმრთელობაზე. მაგრამ კონკრეტულად რა არის ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი? ლიცენზირებული დიეტოლოგი ენტონი დიმარინო ხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესები და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს თქვენი მეტაბლიზმის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად. როდესაც კატაბოლიზმზე ფიქრობთ, წარმოიდგინეთ საჭმლის მონელება, - ამბობს დიმარინო. ამ პროცესისას ვიღებთ უფრო დიდ სტრუქტურებს - როგორებიცაა ცილები, ცხიმები ან…

ეკატერინე სამხარაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 9

თა­ვად ნე­ლი ძი­ლი სამ ქვეს­ტა­დი­ად იყო­ფა. პირ­ვე­ლი სტა­დია არის გარ­და­მა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა პა­სი­ურ სიფ­ხიზ­ლე­სა და მსუ­ბუქ ძილს შო­რის, ახა­სი­ა­თებს თვა­ლე­ბის ნე­ლი მოძ­რა­ო­ბა და ცხა­დი, ნაწ­ყვეტ-ნაწ­ყვე­ტი ხილ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ჰიპ­ნა­გო­გი­კუ­რი (ბერ­ძნუ­ლად „სიზ­მრებ­ში გა­დამ­ყვა­ნი“) ხა­ტე­ბი ეწო­დე­ბა. რო­გორც წე­სი, თქვენ იო­ლად გა­და­დი­ხართ პირ­ვე­ლი სტა­დი­ი­დან მე­ო­რე­ზე, რაც უკვე ნამ­დვი­ლი ძი­ლია და ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის უნი­კა­ლუ­რი ტალ­ღე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, სა­ხე­ლად „ძი­ლის ნარ­თი“ ან “K-კო­მპლექ­სი“. მენ­ტა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ სტა­დი­ა­ზე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, და­მი­წე­ბუ­ლი და ფი­ქრის მსგავ­სია. ჩვე­უ­ლე­ბრივ 20-30 წუ­თის მე­რე თქვენ უფრო ღრმა - „დელ­ტა ძილ­ში“ ეშ­ვე­ბით, ეს სა­ხე­ლი ჰქვია ტვი­ნის ნე­ლი რიტ­მუ­ლი ტალ­ღე­ბის გა­მო, რო­მლებიც ნე­ლი ძი­ლის ამ სტა­დი­ა­ზე ჩნდე­ბა. დელ­ტა ძი­ლი­დან მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რჩე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ძი­ლის ღრმა…

ეკატერინე სამხარაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 8 – Light on Yoga

ნი­ა­მა არის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ცი­პლი­ნას, მა­შინ რო­ცა ია­მა უნი­ვერ­სა­ლუ­რია თა­ვი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით. პა­ტან­ჯა­ლის მი­ერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­თი ნი­ა­მაა: შა­უ­ჩა (სიწ­მინ­დე), სან­ტო­შა (კმა­ყო­ფი­ლე­ბა), ტა­პა­სი (გზნე­ბა ან ას­კე­ტიზ­მი), სვად­ჰი­ა­ია (სა­კუ­თა­რი თა­ვის/მეს შე­სწავ­ლა) და იშ­ვა­რა-პრა­ნიდ­ჰა­ნა (უფლი­სად­მი მიძ­ღვნა). შა­უ­ჩა. სხე­უ­ლის სიწ­მინ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. მა­შინ რო­ცა კა­რგი ჩვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბა­ნა­ო­ბა, სხე­ულს გა­რე­გნუ­ლად წმენდს, ასა­ნა და პრა­ნა­ი­ა­მა მას ში­გნი­დან ასუფ­თა­ვებს. ასა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ტო­ნუსს მა­ტებს მთელ სხე­ულს და გა­მო­დევ­ნის ტოქ­სი­ნებ­სა და მი­ნა­რე­ვებს, რომ­ლე­ბიც გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით. პრა­ნა­ი­ა­მა წმენდს და აა­ნი­ა­ვებს ფილ­ტვებს, ჟან­გბა­დით ამა­რა­გებს სისხლს და ასუფ­თა­ვებს ნერ­ვებს. მა­გრამ სხე­უ­ლის ფი­ზი­კურ გაწ­მენ­და­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გო­ნე­ბის გაწ­მენ­და მი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა სი­ძულ­ვი­ლი, ვნე­ბა, ბრა­ზი, ხორ­ცი­ე­ლი გუ­ლის­თქმა, სი­ხარ­ბე, ცდო­მი­ლე­ბა…

გურამ ჟღამაძე

იო­გას ნა­თელ­ქმნა ნა­წი­ლი 7 – Light on Yoga

პა­ტან­ჯა­ლის იო­გა სუ­ტრე­ბი ოთხ თა­ვად ანუ პა­დად იყო­ფა. პირ­ვე­ლი ეხე­ბა სა­მად­ჰის, მე­ო­რე — იო­გას მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს (სად­ჰა­ნას), მე­სა­მე­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ძა­ლე­ბი (ვიბ­ჰუ­ტი), რომ­ლებ­საც იო­გი თა­ვი­სი ძი­ე­ბის გზა­ზე ხვდე­ბა, ხო­ლო მე­ოთ­ხე ეხე­ბა გან­თა­ვი­სუ­ფლე­ბას (კა­ი­ვა­ლია). აჰიმ­სა. სიტ­ყვა აჰიმ­სა შედ­გე­ბა უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის­გან „ა“ (არა) და არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის­გან „ჰიმ­სა“, რაც კვლას ან ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს. ეს უფრო მე­ტია, ვი­დრე უბრა­ლოდ არა კვლის ბრძა­ნე­ბა, რად­გან მას გა­აჩ­ნია უფრო ფარ­თო, და­დე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა — სიყ­ვა­რუ­ლი. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­ცავს მთელ შე­საქ­მეს, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თი მა­მის — უფლის შვი­ლე­ბი ვართ. იოგს სწამს, რომ ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა  ან არ­სე­ბის მოკ­ვლა მი­სი შე­მოქ­მე­დის შე­უ­რაც­ხყო­ფაა. ადა­მი­ა­ნე­ბი კლა­ვენ ან სა­კვე­ბის­თვის, ან საფ­რთხის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. მა­გრამ…

გურამ ჟღამაძე

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო ნა­წი­ლი 8

რო­დე­საც ფხიზ­ლობთ და და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბით (სე­ირ­ნო­ბა, კით­ხვა და ა.შ) თქვე­ნი ტვი­ნი გა­და­ა­მუ­შა­ვებს გა­რე სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბულ სენ­სო­რულ ინ­ფო­რმა­ცი­ას, რო­მე­ლიც თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად ქმნის ნედ­ლე­ულს სამ­ყა­როს მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. სიფ­ხიზ­ლი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის დროს ეს მო­დე­ლი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­რე სამ­ყა­როს­თან. თუ თქვენ ფხიზ­ლობთ მა­გრამ აქ­ტი­უ­რი არ ხართ მო­ნა­ცემ­თა ბა­ლან­სი გა­რე­გა­ნი­დან ში­ნა­გან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. თქვე­ნი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხდე­ბა გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლა­ტო­რე­ბის­გან გო­ნე­ბა იფან­ტე­ბა და თქვენ ოცნე­ბებ­ში იძი­რე­ბით. გო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილ­ში აგებთ სამ­ყა­როს რო­მე­ლიც განს­ხვავ­დე­ბა რე­ა­ლუ­რის­გან. ამა­ვე დროს თქვენს ხელთ უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი ნე­ბის­მი­ერ დროს, მა­გა­ლი­თად რა­ი­მე საფ­რთხის გა­ჩე­ნის შემთ­ხვე­ვა­ში შეძ­ლებს მი­იპ­ყროს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა. ხო­ლო ძი­ლი­სას გა­რე სამ­ყა­რო­დან ისე მცი­რე…

ეკატერინე სამხარაძე
Scroll to Top