ლუციდური სიზმრების სამყარო

ლუციდური სიზმრების სამყარო​ ნაწილი 1

ლუციდური სიზმრების სამყარო​ ნაწილი 1

ავტორი: სტივენ ლაბერჟე

ლუციდური სიზმრის საოცრებები.

გა­ვაც­ნო­ბიე­რე რომ სიზ­მარ­ში ვი­ყა­ვი. ხე­ლე­ბი ავ­წიე და მე თვი­თო­ნაც ზე­ვით ავი­წიე (თით­ქოს ვი­ღა­ცა მე­წეო­და) შავ ცამ­დე მი­ვაღ­წიე, ცის ფე­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ირეო­და ინ­დი­გოს­ფე­რი, მუ­ქი იის­ფე­რი, მელ­ნის­ფე­რი, თეთ­რი მე­რე კი ძა­ლი­ან კაშ­კა­შა შუ­ქი წა­მო­ვი­და. მთე­ლი ის დრო რო­ცა ზე­მოთ მი­ვი­წევ­დი სა­ოცა­რი მუ­სი­კა ჩა­მეს­მო­და,  ამა­ზე ტკბი­ლი ხმა არა­სო­დეს მო­მის­მე­ნია. ეს უფ­რო ადა­მია­ნის ხმას გავ­და ვიდ­რე ინ­სტრუ­მენ­ტი­სას. სიტ­ყვე­ბით ძნე­ლია იმ სი­ხა­რუ­ლის გად­მო­ცე­მა რო­მელ­საც მე გან­ვიც­დი­დი. მე­რე ძა­ლი­ან რბი­ლად და­ვუბ­რუნ­დი დე­და­მი­წას. ვფიქ­როდ­ბი რომ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი იდ­გა და სწო­რი გზა შე­ვარ­ჩიე. სიზ­მა­რი და გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი თით­ქოს ჯილ­დო იყო, ან უბ­რა­ლოდ მე მე­გო­ნა ასე. ეს იყო გრძე­ლი, ნე­ლი,  უკან­ დატ­რია­ლე­ბუ­ლი კად­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბი­სას მუ­სი­კის ექო­თი ყუ­რებ­ში. ეი­ფო­რი­ამ რა­მო­დე­ნი­მე დღეს გას­ტა­ნა, მო­გო­ნებ კი მთე­ლი სი­ცოც­ხლე გამ­ყვა. (ა. ფ ბეი სი­თი. მი­ჩი­გა­ნი.)

მე და ჩე­მი ცო­ლი გაშ­ლილ მინ­დორ­ზე ვი­დე­ქით და მზის ჩას­ვლას ვუ­ყუ­რებ­დით. მე მივ­ჩე­რე­ბო­დი მას და ვფიქ­რობ­დი ;” რა უც­ნა­ურია ჯერ არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ასე­თი ფე­რე­ბი. ” შემ­დეგ კი გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და “ მე ეს მე­სიზ­მრე­ბა”. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩე­მი აღ­ქმა ასე­თი ნა­თე­ლი,  ფე­რე­ბი ისე­თი ლა­მა­ზი იყო და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა­საც ისე­თი სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ქონ­და, რომ ულა­მა­ზეს ოქ­როს­ფერ პუ­რის ყა­ნა­ში და­ვიწ­ყე სი­არუ­ლი, ხე­ლებს ჰა­ერ­ში ვიქ­ნევდი და თან მთე­ლი ხმით ვყვი­რო­დი “ მე ეს მე­სიზ­მრე­ბა, მე ეს მე­სიზ­მრე­ბა”. უცებ ვიგ­რძე­ნი, რომ სიზ­მა­რი მის­ხლტე­ბო­და, უეც­რად გა­მეღ­ვი­ძა კი­დე­ვაც. რო­გორც კი მივ­ხვდი რა გა­დამ­ხდა თავს მა­შინ­ვე ჩე­მი ცო­ლი გა­ვაღ­ვი­ძე სიტ­ყვე­ბით “მე ეს შევ­ძე­ლი, მე ეს შევ­ძე­ლი”. მე ცნო­ბიე­რად გა­და­ვე­დი სიზ­მრის მდგო­მა­რეო­ბა­ში და მსგავ­სი უკ­ვე ვე­ღა­რა­სო­დეს ვიქ­ნე­ბო­დი. სა­სა­ცი­ლოა ხომ? რო­გო­რი გავ­ლე­ნა აქვს მას­ზე ვინც ერ­თხელ მა­ინც გა­სინ­ჯავს. ესაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მივ­ხვდი რომ იმას ვხე­დავთ ვინც ვართ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენს სა­კუ­თარ სამ­ყა­რო­ში. (დ. ვ ელკ რი­ვე­რი. მი­ნე­სო­ტა).

ვსწავ­ლობ­დი მუ­სი­კას (ფრან­გუ­ლი საყ­ვი­რი) და ვცდი­ლობ­დი მსმე­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე დაკ­ვრის ში­შის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ თვით­ჰიპ­ნოზ­სა და ოც­ნე­ბა­საც მივ­მარ­თე, სხე­ული­სა და გო­ნე­ბის მო­დუ­ნე­ბით ძი­ლის წინ. შემ­დეგ კონ­ცენ­ტრა­ცია  გა­ვა­კე­თე ჩემს სურ­ვილ­ზე მე­ნა­ხა სიზ­მა­რი სა­დაც დი­დი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე და­უკ­რავ­დი ყო­ველ­გვა­რი აღელ­ვე­ბი­სა და ნერ­ვიუ­ლო­ბის გა­რე­შე. ამ ექ­სპე­რი­მენტის მე­სა­მე ღა­მეს, რო­გორც იქ­ნა ვნა­ხე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მა­რი სა­დაც ჩი­კა­გოს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში (აქ ერ­თხელ უკ­ვე და­მეკ­რა მაგ­რამ ორ­კეს­ტრთან ერ­თად) ვას­რუ­ლებ­დი სო­ლოს ორ­კეს­ტრის აკომ­პა­ნი­რე­ბის გა­რე­შე. არა­ნა­ირ აღელ­ვე­ბას მსმე­ნე­ლე­ბის გა­მო არ გან­ვიც­დი­დი და ყო­ვე­ლი აღე­ბუ­ლი ნო­ტით თავ­და­ჯე­რე­ბა უფ­რო მე­მა­ტე­ბო­და. მშვე­ნივ­რად შე­ვას­რუ­ლე ნა­წარ­მოე­ბი რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მხო­ლოდ ერ­თხელ მქონ­და მოს­მე­ნი­ლი. მე­ორე დღეს მე­ცა­დი­ნეო­ბი­სას მე გა­დავ­ხე­დე ამ ნა­წილს და თით­ქმის სრულ­ყო­ფი­ლად და­ვუ­კა­რი. ორი კვი­რი­სა (და რა­მო­დე­ნი­მე ლუ­ცი­დუ­რი პერ­ფორ­მან­სის) მე­რე მე შე­ვას­რუ­ლე შოს­ტა­კო­ვი­ჩის მე­ხუ­თე სიმ­ფო­ნია ორ­კეს­ტრთან ერ­თად. პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ნერ­ვიუ­ლო­ბას არ გა­უფუ­ჭე­ბია ჩე­მი დაკ­რუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნა­მაც ბრწყინ­ვა­ლედ ჩაი­არა. (ჯ. ს პროს­პე­რი ილი­ნოი­სი).

უც­ნაუ­რი, იდუ­მა­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მუდ­მე­ბით ხდე­ბა სიზ­მრებ­ში მაგ­რამ ადა­მია­ნე­ბი ვერ აც­ნო­ბიე­რე­ბენ, რომ ეს სიზ­მა­რია. რო­გორც წე­სი არ ნიშ­ნავს ყო­ველ­თვის და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ნაკ­ლი­სია. ხან და ხან სიზ­მარ­მხილ­ვე­ლი ნათ­ლად აც­ნო­ბიე­რებს, რო­ცა რა­იმე უც­ნაუ­რი ხდე­ბა, რომ ეს სი­ზამ­რია და ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბიც ასე­თებს მი­ეკუთ­ვნე­ბა.

აღ­ჭურ­ვი­ლი ცოდ­ნით, რომ სამ­ყა­რო რო­მელ­საც აკ­ვირ­დე­ბი­ან მა­თი­ვე წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფია, ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­მხილ­ვე­ლე­ბი გაც­ნო­ბიე­რე­ბუ­ლად ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას თა­ვი­ან­თი სიზ­მრის შე­დე­გებ­ზე. მათ შე­უძ­ლი­ათ შექ­მნან და გარ­და­სა­ხონ საგ­ნე­ბი, ადა­მია­ნე­ბი, სი­ტუ­აციე­ბი და სა­კუ­თა­რი თა­ვიც კი. ფსი­ქი­კუ­რი და სო­ცია­ლუ­რი სამ­ყა­როს სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით ისი­ნი თით­ქმის შე­უძ­ლე­ბელს აკე­თე­ბენ.

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მა­რი უფ­რო დიდ გა­სა­ქანს აძ­ლევს წარ­მო­სახ­ვას ვიდ­რე ყო­ველ­დღიუ­რი ცხოვ­რე­ბა, სრუ­ლი­ად ქა­რაფ­შუ­ტუ­ლი­დან ამაღ­ლე­ბუ­ლამ­დე. თუ გინ­და შე­გიძ­ლია სა­ტურ­ნა­ლიე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში იმო­ნა­წი­ლეო, ვარ­სკვლა­ვებ­ში ინა­ვარ­დო და იდუ­მალ ქვეყ­ნებ­ში იმოგ­ზაუ­რო. შე­გიძ­ლია შეუ­ერ­თდე მათ ვინც ლუ­ცი­დურ სიზ­მრებს აპ­რაქ­ტი­კებს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, თვით-გან­კურ­ნე­ბის ან­და პი­როვ­ნუ­ლი ზრდის­თვის. ან­და შე­გიძ­ლია უძ­ვე­ლე­სი სწავ­ლე­ბე­ბის ტრა­დი­ციე­ბის და თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქო­ლო­გე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბის, სა­დაც ისი­ნი ლუ­ცი­დურ სიზ­მარს გვთა­ვა­ზო­ბენ გზად რა­თა ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ღრმა არ­სის – ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი მეს სა­პოვ­ნე­ლად,  ქვე­ტექ­სტე­ბი გა­მო­იკ­ვლიო.

ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი ცნო­ბი­ლი იყო სა­უკუ­ნეე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ აქამ­დე მოი­აზ­რე­ბო­და რო­გორც იშ­ვია­თი და ნა­კლებ გა­სა­გე­ბი ფე­ნო­მე­ნი. ჩე­მი სა­მეც­ნიე­რო და პერ­სო­ნა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა სიზ­მრის მკვლე­ვა­რებ­თან ერ­თად ვეც­დე­ბი ნა­თე­ლი მოვ­ფი­ნო ცნო­ბიე­რე­ბის ამ უჩ­ვეუ­ლო მდგო­მა­რეო­ბას. ახ­ლა კვლე­ვის ამ ახალ­მა სფე­რომ მო­სახ­ლეო­ბის ყუ­რად­ღე­ბა სამ­ყა­როს მიღ­მიე­რის ძებ­ნას მი­აპ­ყრო ეს სწავ­ლე­ბა გაჩ­ვე­ნებს სა­ჭი­რო ტექ­ნი­კას და ხალ­ხი სწავ­ლობს რო­გორ ნა­ხონ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი.

მაგ­რამ რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ხალ­ხი სიზ­მარ­ში ცნო­ბიე­რად გა­დას­ვლის სწავ­ლით? ჩე­მი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სხვა ლუ­ცი­დურ სიზ­მარ­მხილ­ველ­თა ცდებ­ზე დაყ­რდნო­ბით ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი გა­მორ­ჩეუ­ლად ცოც­ხა­ლი, ინ­ტენ­სიუ­რი, სა­სია­მოვ­ნო და მხი­არუ­ლია. ხალ­ხი ლუ­ცი­დურ სიზ­მრებს ხში­რად თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის სა­უკე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბად თვლი­ან.

ეს რომ ყვე­ლა­ფე­რი იყოს რაც თით­ქოს­და არის, მა­შინ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი ყვე­ლა­ზე სა­სია­მოვ­ნო თუმ­ცა უკი­დუ­რე­სად ტრი­ვია­ლუ­რი გა­სარ­თო­ბი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ რო­გორც უკ­ვე ბევ­რმა აღ­მოა­ჩი­ნა მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ცხად­ში ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ათა­სო­ბით ადა­მია­ნი მწერ­და სტენ­ფორ­დში და მიყ­ვე­ბო­და რო­გორ იყე­ნებ­დნენ ისი­ნი იმ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას რო­მე­ლიც ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი­დან მი­იღეს და რაც ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რათ.

თუმ­ცა­ღა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის რო­გორც მეც­ნიე­რე­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის კონ­ტუ­რე­ბი ჯერ ახ­ლა იწ­ყებს გა­მოკ­ვე­თას. და მა­თი რო­გორც ფსი­ქო­ლო­გიუ­რი თვით-დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუა­ლე­ბის სის­ტე­მა­ტიუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ კი­დევ ჩა­ნა­სახ­შია. ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ვი­საც ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის არ მი­უმარ­თავს ის ხალ­ხია ცხა­დი და სა­კუ­თა­რი წარ­მო­სახ­ვა ერ­თმა­ნე­თის­გან რომ ვერ გა­ურ­ჩე­ვი­ათ. ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის სწავ­ლა ვერ გახ­დე­ბა მი­ზე­ზი ცხად­სა და წარ­მო­სახ­ვას შო­რის შე­ხე­ბის წერ­ტი­ლის და­კარ­გვის. პი­რი­ქით ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი გახ­დე­ბა უფ­რო გაც­ნო­ბიე­რე­ბუ­ლი.

სხვა პოსტები

იოგას სახეობები

იოგის უძველესი სისტემა, რომლსაც ფესვები ინდურ ფილოსოფიასა და ტრადიციაში მყარად აქვს გადგმული, ერთიან მიზანს — მოქშას, ანუ სულიერ გათავისუფლებას — ემსახურება. იგი ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას აღიარებს და მას ოთხ ძირითად გზას, ანუ იოგას, სთავაზობს. ეს ოთხი გზა ერთმანეთის გამორიცხავი არ არის, პირიქით — წარმოადგენს თვითშემეცნების განსხვავებულ მიდგომებს, რომლებიც თვითშემეცნებაზე ორიენტირებულ, ინტელექტუალურ, ემოციურ და აქტიურ ადამიანებს უმაღლეს რეალობასთან ერთიანობისკენ, იოგასკენ, მიუძღვება. პირველი, რაჯა იოგა, ანუ „სამეფო გზა“, არის მედიტაციისა და თვითკონტროლის მეთოდოლოგია. იგი პატანჯალის მიერ იოგას სუტრებშია სისტემატიზებული და წარმოადგენს მეცნიერულ, რვასაფეხურიან სისტემას (აშტანგა იოგა), რომელიც გონების დამორჩილებაზეა ორიენტირებული. მას „სამეფო“ გზას უწოდებენ, რადგან გონება შეგრძნებების მეფედ მიიჩნევა და მისი მართვა…

გურამ ჟღამაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga

სწო­რი სა­შუა­ლე­ბე­ბი ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნი. პა­ტან­ჯა­ლი ჩა­მოთ­ვლის ამ სა­შუა­ლე­ბებს, რო­გორც იო­გას რვა შტოს ან ეტა­პს სუ­ლის ძი­ები­სათ­ვის. ესე­ნა: ია­მა (უნი­ვერ­სა­ლუ­რი მო­რა­ლუ­რი მცნე­ბე­ბი); ია­მა და ნი­ამა აკონ­ტრო­ლებს იო­გის ვნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს და ინარ­ჩუ­ნებს მას ჰარ­მო­ნია­ში სხვა ადა­მია­ნებ­თან. ასა­ნე­ბი სხე­ულს ჯან­მრთელ­სა და ძლი­ერს ხდის და აყა­ლი­ბებს მას ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­აში. სა­ბო­ლო­ოდ, იო­გი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სხე­ულის ცნო­ბიე­რე­ბის­გან. ის იმარ­ჯვებს სხე­ულ­ზე და აქ­ცევს მას სუ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის სა­მო­სად. პირ­ვე­ლი სა­მი ეტა­პი არის გა­რე ძი­ებე­ბი (ბა­ჰი­რან­გა სად­ჰა­ნა). შემ­დე­გი ორი ეტა­პი – პრა­ნაი­ამა და პრა­ტი­ჰა­რა – ას­წავ­ლის მა­ძიე­ბელს სუნ­თქვის რე­გუ­ლი­რე­ბას და ამით გო­ნე­ბის კონ­ტროლს. ეს ეხ­მა­რე­ბა გრძნო­ბე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სურ­ვი­ლის ობი­ექ­ტე­ბის მო­ნო­ბის­გან. ეს ორი ეტა­პი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ში­ნა­გა­ნი…

გურამ ჟღამაძე

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3

ამ თავ­ში მი­მო­ვი­ხი­ლავთ წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მის ნა­წი­ლებს. თა­ვი 2. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის სას­წავ­ლებ­ლად მომ­ზა­დე­ბა” გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბელ ნა­წილს ძი­ლის შე­სა­ხებ და გვეხ­მა­რე­ბა დავ­ძლი­ოთ ნე­ბის­მიე­რი რე­ზერ­ვა­ცია რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მარ­ხილ­ვე­ბი­სას გაჩ­ნდეს და ხე­ლი შე­უშა­ლოს თქვენს პროგ­რესს. გარ­და ამი­სა გეხ­მა­რე­ბა უფ­რო კარ­გად გა­აც­ნო­ბიე­რო სა­კუ­თა­რი სიზ­მრე­ბი. ის­წავ­ლით რო­გორ აწარ­მო­ოთ სიზ­მრე­ბის დღი­ური და რო­გორ გაა­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­თი გახ­სე­ნე­ბა/და­მახ­სოვ­რე­ბა. თქვენ შეძ­ლებთ ყო­ვე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სიზ­მრის გახ­სე­ნე­ბას მა­ინც ვიდ­რე ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის შე­სა­ვალ ტექ­ნი­კებს და­იწ­ყებ­დეთ. რო­გორც კი გექ­ნე­ბათ სიზ­მრე­ბის დღი­ური გარ­კვეუ­ლი რა­ოდე­ნო­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, უკ­ვე მზად იქ­ნე­ბით თქვე­ნი სიზ­მრე­ბის მი­ნიშ­ნე­ბე­ბის კა­ტა­ლო­გიც შე­ად­გი­ნოთ. ესე­ნია თქვე­ნი სიზ­მრე­ბის სა­ხა­სია­თო თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ლუ­ცი­დუ­რო­ბის გზამ­კვლე­ვე­ბად გა­მოი­ყე­ნოთ. თა­ვი 3. “გა­მოღ­ვი­ძე­ბა სიზ­მრე­ბის სამ­ყა­რო­ში” გან­ვი­ხი­ლავთ ტექ­ნი­კებს რო­გორ…

ეკატერინე სამხარაძე

იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის

ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი ხერხემალია, ამიტომ მისი სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის. იოგა განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება ხერხემლის პრობლემების მართვისა და მათთან გასამკლავებლად. იოგის გარკვეული ასანები აძლიერებს ზურგის კუნთებს და აუმჯობესებს ტანდეგობას, რაც ამცირებს არასწორ დატვირთვას ხერხემლის მალებზე და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხერხემლის ნეიტრალური და უსაფრთხო პოზიციის შენარჩუნებაში. იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მისი ზოგიერთი ასანა ხელს უწყობს კუნთებისა და მყესების მოდუნებას და მათში სტრესის შემცირებას, რაც ხშირად კუნთების დაჭიმულობისა და ტკივილის მიზეზია. იოგის პოზები, რომლებსაც მოსწავლე რეგულარულად ასრულებს, ხელს უწყობს დაჭიმულობის მოხსნას, ზრდის ელასტიურობას და აუმჯობესებს ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონს. იოგის ასანები ზედმეტად არ ტვირთავს ხერხემალს, არამედ აძლიერებს მას. იოგა შვებას…

ირინე ნიკოლაიშვილი

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2

მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე ლუ­ცი­დურ სიზ­მრებ­ში რო­გორც ად­რეუ­ლი ისე თა­ნა­მედ­რო­ვე წყა­როე­ბი­დან. ვიდ­რე ეს წიგ­ნი გა­მოქ­ვეყ­ნდებ­ოდა ათა­სო­ბით ადა­მია­ნი მწერ­და და თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და აღ­მო­ჩე­ნებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ და ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის­თვის გა­მო­სა­დეგ ბევრ პრაქ­ტი­კულ რჩე­ვას მაძ­ლევ­დნენ. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­თა სა­პა­სუ­ხოდ მე გა­დავ­წყვი­ტე ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­მე­ცა ჰო­ვარდ რე­ინოლ­დთან ერ­თად. ჰო­ვარ­დი ვრცლად წერ­და ისეთ თე­მებ­ზეა რო­გო­რი­ცაა კრე­ატიუ­ლო­ბა, ცნო­ბიე­რე­ბა და სიზ­მრებ­ზე მუ­შაო­ბა. “ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის კვლე­ვა” არის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­თო­დი რო­მე­ლიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გას­წავ­ლით რო­გორ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოთ და გა­მოი­ყე­ნოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ის­წავ­ლოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი რიტ­მით და სიღ­რმით, რო­გორ გა­მო­იკ­ვლი­ოთ თქვე­ნი ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბი და გა­იმ­დიდ­როთ ამით ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ მა­გა­ლი­თე­ბის აუ­რაც­ხე­ლი რა­ოდე­ნო­ბა მო­იძი­ოთ ლუ­ცი­დუ­რი სიზ­მრე­ბის აქ­ტუა­ლო­ბის შე­სა­ხებ რო­მე­ლიც სტენ­ფორ­დის პროგ­რა­მის მი­ერაა აღრიცხუ­ლი,…

ეკატერინე სამხარაძე

იოგას ნათელქმნა ნაწილი 1 – Light on Yoga

სიტ­ყვა „იოგა“ წარ­მო­იშ­ვა სან­სკრი­ტუ­ლი ფეს­ვი­დან „იუჯ“, რაც ნიშ­ნავს შეკ­ვრას, შე­ერ­თე­ბას, მიბ­მა­სა და შე­კა­ვე­ბას, ყუ­რად­ღე­ბის მი­მარ­თვა­სა და კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გან­ხორ­ციე­ლე­ბას. ასე­ვე ნიშ­ნავს ერ­თო­ბას ან შერ­წყმას. ეს არის ჩვე­ნი ნე­ბი­სა და ღვთის ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი შერ­წყმა. რო­გორც მა­ჰა­დევ დე­საი ამ­ბობს თა­ვის შე­სა­ვალ­ში „გი­ტა­ზე“ (გან­დის მი­ხედ­ვით): „იო­გა ნიშ­ნავს სხე­ულის, გო­ნე­ბი­სა და სუ­ლის ყვე­ლა ძა­ლის ღვთი­სად­მი მიბ­მას; ნიშ­ნავს გო­ნე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტის, ემო­ციე­ბი­სა და ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნას, რა­საც იო­გა გუ­ლის­ხმობს; ნიშ­ნავს სუ­ლის წო­ნას­წო­რო­ბას, რაც ადა­მი­ანს აძ­ლევს სა­შუა­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში მშვი­დად აღიქ­ვას.“ იო­გა ინ­დუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ექ­ვსი ორ­თო­დოქ­სუ­ლი სის­ტე­მი­დან ერთ-ერ­თია. ის შეკ­რი­ბა, და­აკო­ორ­დი­ნი­რა და სის­ტე­მა­ტი­ზა­ცია გა­უკე­თა პა­ტან­ჯა­ლიმ თა­ვის კლა­სი­კურ ნაშ­რომ­ში „იო­გას სუტ­რე­ბი“, რო­მე­ლიც 185 მოკ­ლე აფო­რიზ­მის­გან შედ­გე­ბა. ინ­დურ…

გურამ ჟღამაძე

რა არის იოგა?

ოდესმე გიფიქრიათ, რა არის იოგა სინამდვილეში? ალბათ გინახავთ ადამიანები რთულ პოზებში ან მედიტაციის დროს და გაგჩენიათ კითხვა, რას აკეთებენ ისინი ან რის მიღწევას ცდილობენ ამით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. იოგა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები. ის არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სხეულს, გონებას და ემოციას, რათა მივაღწიოთ ჰარმონიასა და კეთილდღეობას. თუ იოგას სამყაროსთან შეხება არასდროს გქონიათ, ეს სტატია თქვენთვისაა! იოგა ათასობით წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა და თავდაპირველად სულიერი განვითარებისკენ იყო მიმართული. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და სახე იცვალა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს მას როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არიან ადამიანები, რომლებმაც შემოინახეს…

გურამ ჟღამაძე

თუ გინდა გაიღვიძო, ჯერ უნდა დაიძინო

„ჩემს წინ მოწინავეების რაზმი დგას. მოწინააღმდეგეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ, როგორ არაბუნებრივად ანათებს ქუჩას ჩვენსკენ წამოსული ჭურვები. მე არც იარაღი მაქვს, არც აღჭურვილობა. ვიცი, რომ სიზმარში ვარ, ვიცი, ვინ ვარ და აქ რატომ ვარ. მეთაური ყვირის: „წინ!“ პირველი ფიქრი: მოწინავეები ვერ გადარჩებიან, ყველა დაიხოცება. ამ დროს იწყება ტრანსფორმაცია — ფეხები იზრდება, იცვლება. ყველა სახსარში, ყველა უჯრედში ვგრძნობ, როგორ მეცვლება სხეული, სისხლიც კი სხვანაირია. ხელები აღარ მაქვს, ყელში ცეცხლოვანი ბურთი ამოდის და უცებ უზარმაზარ ფრთებს ვშლი — დრაკონი ვარ. სანამ ავფრინდები, ვგრძნობ, როგორ მერწყმიან უკვე დახოცილი მოწინავეები და მე ვარ მთელი ჯარი. ჩემი მოწინააღმდეგე დილის ნისლივით იფანტება..." სიზმარხილვის პრაქტიკამდე ძალიან გამოუცდელი…

ეკატერინე სამხარაძე

სუნთქვაზე დაკვირვება

ხში­რად ჩვე­ნი გო­ნე­ბა წარ­სულ­ში ან მო­მა­ვალ­ში დაფ­რი­ნავს, რაც სტრეს­სა და შფოთ­ვას იწ­ვევს. სუნ­თქვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა არის მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ძლი­ერი პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გეხ­მა­რე­ბათ აწ­მყო მო­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა­ში. ეს არ არის სუნ­თქვის კონ­ტრო­ლი, არა­მედ უბ­რა­ლოდ მი­სი შეგ­რძნე­ბა და გაც­ნო­ბიე­რე­ბა – რო­გორ შე­დის და გა­მო­დის ჰა­ერი, რო­გორ იბე­რე­ბა და ეშ­ვე­ბა სხე­ული. ამ პრაქ­ტი­კას უამ­რა­ვი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს: სცა­დეთ ყო­ველ­დღიუ­რად რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­აკ­ვირ­დეთ თქვენს სუნ­თქვას – ეს მარ­ტი­ვი პრაქ­ტი­კა თქვენს ყო­ველ­დღიუ­რო­ბა­ში ჰარ­მო­ნია­სა და სიც­ხა­დეს შე­მოიტა­ნს.

გურამ ჟღამაძე
Scroll to Top

თქვენ არ ხართ სისტემაში შესული

ჩაეწერე ინსტრუქტორთან

September 2026
კალენდარი იტვირთება…
?
Instructor
September 2026
კალენდარი იტვირთება…