ლუციდური სიზმარი
ლუციდური სიზმარი

რა არის ლუციდური სიზმარი?
ლუციდური, იგივე გაცნობიერებული სიზმარი, სიზმრის ერთ-ერთი სახესხვაობაა. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სიზმარში მყოფი ადამიანი აცნობიერებს სად არის და სიზმრის მართვაც შეუძლია. ამის მიხედვით არსებობს ნაწილობრივი და სრული გაცნობიერება. შემთხვევათა უმრავლესობაში, ლუციდური სიზმარი დგება დილით, ე.წ სწრაფი ძილის ფაზაში, რომელსაც ასევე REM (rapid eye movement) ძილის სახელითაა ცნობილი. ადამიანთა დიდ ნაწილს გამოუცდია ნაწილობრივი გაცნობიერება, ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე, ზოგს -სრულიც.
არსებობს მთელი რიგი ტექნიკები თუ როგორ უნდა ვისწავლოთ სიზმარში გაცნობიერება და მერე ამ სიზმრის მართვა. ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ.
თავად გაცნოიერებისთვისაც ორი გზა არსებობს: შესაძლოა უკვე სიზმარში რაღაცამ მიგანიშნოთ, რომ ეს ცხადი ვერანაირად ვერ იქნება (უჩვეულო სიტუაცია, გარდაცვლილი ადამიანის ან რომელიმე მითიური პერსონაჟის ნახვა, ანიმაციურ სიუჟეტში მოხვედრა და ა.შ). ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ხშირად საკუთარი სხეულის აღქმა და უცვლელად შენარჩუნებაც უჭირთ. გაცნობიერებაც წამიერია; როგორც კი ხვდებით, რომ სიზმარში ხართ გეუფლებათ ძლიერი ემოცია – შიში ან სიხარული და უეცრად გეღვიძებათ, ან როგორც გამოცდილი სიზმარები* ამბობენ – სიზმრიდან გაგდებთ.
მეორე შემთხვევაში ადამიანი სპეციალური ტექნიკებით წინასწარ ემზადება და პირდაპირ ცხადიდან გადადის სიზმარში, ამჯერად უკვე ცნობიერად და მთელ პროცესს აკვირდება. ე.წ ამოვარდნა ან სიზმარსა და ცხადს შორის გამყოფი ველის გათხელება აქაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია. თუმცა მართვის შესაძლებლობა ამ გზით უფრო მეტია.
რა საჭიროა ლუციდური სიზმარი? ეს დაახლოებით ასეთი კითხვაა – რა საჭიროა ენის ცოდნა? ლუციდური სიზმარი ჩვენი ქვეცნობიერის და ასევე კოლექტიური არაცნობიერის სცენაა. იქ შეგიძლიათ რეჟისორიც იყოთ, მსახიობიც და მაყურებელიც. შეგიძლიათ განიცადოთ ის, რაც ცხადში შეუძლებელია – იცხოვროთ წყალქვეშ, უჰაერო სივრცეში, დაიშალოთ რამდენიმე ადამიანად ან არსებად, იფრინოთ ან გაითამაშოთ გარკვეული სცენები და მიაგნოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს, დაძლიოთ შიშები, გაიგოთ თქვენი ნამდვილი სურვილები და ა.შ.
ლუციდური სიზმრები არ არის რჩეულთა ხვედრი. თუ ადამიანს შეუძლია ილაპარაკოს რომელიმე ენაზე, მაშინ სიზმარში გაცნობიერებაც შეუძლია – უბრალოდ ამისთვის პრაქტიკაა საჭირო.
*სიზმარები – ადამიანები, რომლებიც აპრაქტიკებენ სიზმარხილვას
გინდათ ისწავლოთ თუ როგორ გააცნობიერო სიზმრები?
ჩაეწერეთ ჩვენ სიზმარხილვის ინსტრუქტორთან და მალე თქვენც დაიწყებ გაცნობიერებული სიზმრების ნახვას.
პოსტები

სომატოტროპინი
ადამიანის ზრდის ჰორმონი, ასევე ცნობილი როგორც HGH და სომატოტროპინი, არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელსაც თქვენი ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოიმუშავებს და გამოყოფს. იგი მოქმედებს სხეულის მრავალ ნაწილზე და ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას. მას…

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 9
თავად ნელი ძილი სამ ქვესტადიად იყოფა. პირველი სტადია არის გარდამავალი მდგომარეობა პასიურ სიფხიზლესა და მსუბუქ ძილს შორის, ახასიათებს თვალების ნელი მოძრაობა და ცხადი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხილვები, რომლებსაც ჰიპნაგოგიკური (ბერძნულად „სიზმრებში გადამყვანი“)…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 8 – Light on Yoga
ნიამა არის ქცევის წესები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ დისციპლინას, მაშინ როცა იამა უნივერსალურია თავისი გამოყენებით. პატანჯალის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნიამაა: შაუჩა (სიწმინდე), სანტოშა (კმაყოფილება), ტაპასი (გზნება ან ასკეტიზმი), სვადჰიაია (საკუთარი თავის/მეს…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 7 – Light on Yoga
პატანჯალის იოგა სუტრები ოთხ თავად ანუ პადად იყოფა. პირველი ეხება სამადჰის, მეორე — იოგას მიღწევის საშუალებებს (სადჰანას), მესამეში ჩამოთვლილია ძალები (ვიბჰუტი), რომლებსაც იოგი თავისი ძიების გზაზე ხვდება, ხოლო მეოთხე ეხება…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 8
როდესაც ფხიზლობთ და დაკავებული ხართ რაიმე აქტივობით (სეირნობა, კითხვა და ა.შ) თქვენი ტვინი გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მეხსიერებასთან ერთად ქმნის ნედლეულს სამყაროს მოდელირებისთვის. სიფხიზლისა და აქტიურობის…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga
იოგას ყველა მნიშვნელოვანი ტექსტი უდიდეს ყურადღებას უთმობს სადჰანას ან აბჰიასას (მუდმივ პრაქტიკას). სადჰანა არ არის იოგას ტექსტების მხოლოდ თეორიული შესწავლა; ეს სულიერი ძალისხმევაა. ზეთის მისაღებად აუცილებელია ზეთოვანი თესლის დაწნეხვა. შეშა…

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა
მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტა შეეწყვიტა ხორცის ჭამა და გამხდარიყვნენ ვეგეტარიანელები, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მალევე შეწყვიტეს ვეგეტარიანული კვება და დაუბრუნდნენ მანამდე უკვე ნაცნობ საკვებს.რა განაპირობებს ამას? სად…

ჰიპომაგნემია
ჰიპომაგნემია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მაგნიუმის დეფიციტი, ხდება მაშინ, როდესაც თქვენს სისხლში მაგნიუმის დონე ნორმაზე დაბალია. ის შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე.მაგნიუმი არის ელექტროლიტი, რომელიც წარმოადგენს მთავარ კომპონენტს მრავალი ორგანიზმის…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 7
ადამიანებს ყოველთვის უჩნდებოდათ კითხვები ძილის საჭიროებასთან დაკავშირებით. მართლაც რატომ ვთიშავთ საკუთარ თავს დღე-ღამეში რვა საათით? ყველაზე შესაბამისი პასუხია – გონებისა და სხეულის დასასვენებლად და კიდევ სიბნელის საათებში საფრთხისგან თავდასაცავად. მაგრამ…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga
„შივა სამჰიტა“ სულიერ მაძიებლებს ოთხ ტიპად ყოფს: 1) მრდუ — სუსტი, 2) მადიამა — საშუალო, 3) ადჰიმატრა — მაღალი და 4) ადჰიმატრატამა — უმაღლესი. ამ უკანასკნელს, ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომს,…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 6
ბევრი ადამიანი ხედავს ლუციდურ სიზმარს მას შემდეგ რაც პირველად კითხულობს ან ისმენს მასზე. ეს რაღაცით ახალბედას იღბალს ჰგავს; მათ ეუბნებიან რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ისინიც აკეთებენ. შედეგად ამ წიგნის…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 4 – Light on Yoga
გაფანტულობა და დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის მაძიებელს იოგას პრაქტიკაში, არის:ვიადი – ავადმყოფობა, რომელიც არღვევს ფიზიკურ წონასწორობასსტიანა – მოდუნება ან გონების შენელებასამშაია – ეჭვი ან გადაუწყვეტლობაპრამადა – გულგრილობა ან უგრძნობლობაალასია –…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 5
როგორ უკავშირდება თქვენი ღვიძილის მდგომარეობის განახლებული და გამდიდრებული ცნობიერება თქვენს ლუციდური სიზმრების გამოცდილებას? მრავალი დაკვირვება რეალურ სამყაროზე შეიძლება სიზმარხილვებს მივაკუთვნოთ. თქვენი შეგრძნებები სიზმარშიც შეიძლება ისეთივე მრავალფეროვანი იყოს როგორც ცხადში. თქვენ…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 4
თუ აქამდე ლუციდური სიზმრის გამოცდილება არ გქონიათ თქვენთვის ძნელი წარმოსადგენი იქნება თუ რა არის ეს. მიუხედავად იმისა რომ აუცილებელია გამოსცადოთ რომ გაიგოთ სინამდვილეში რა არის ეს, ვისაც უცდია იცის. მაინც…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 3 – Light on Yoga
იოგა სუტრებში პატანჯალი ასახელებს ჩიტა ვრტის ხუთ კატეგორიას, რომლებიც იწვევს სიამოვნებასა და ტკივილს. ესენია:პრამანა (სტანდარტი ან იდეალი) – რითაც გონება ზომავს ან ცნობს საგნებსა და ღირებულებებს, რასაც ადამიანები იღებენ (ა)…

იოგას სახეობები
იოგის უძველესი სისტემა, რომლსაც ფესვები ინდურ ფილოსოფიასა და ტრადიციაში მყარად აქვს გადგმული, ერთიან მიზანს — მოქშას, ანუ სულიერ გათავისუფლებას — ემსახურება. იგი ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას აღიარებს და მას ოთხ ძირითად…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga
სწორი საშუალებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასურველი მიზანი. პატანჯალი ჩამოთვლის ამ საშუალებებს, როგორც იოგას რვა შტოს ან ეტაპს სულის ძიებისათვის. ესენა: იამა (უნივერსალური მორალური მცნებები);
ნიამა (თვითგანწმენდვა დისციპლინით);
ასანა (პოზა);
პრანაიამა (სუნთქვის რითმული კონტროლი);
პრატიჰარა…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3
ამ თავში მიმოვიხილავთ წინამდებარე ნაშრომის ნაწილებს.თავი 2. “ლუციდური სიზმრებისთვის სასწავლებლად მომზადება” გვაწვდის ინფორმაციის აუცილებელ ნაწილს ძილის შესახებ და გვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი რეზერვაცია რომელიც შეიძლება ლუციდური სიზმარხილვებისას გაჩნდეს და ხელი შეუშალოს…

იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის
ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი ხერხემალია, ამიტომ მისი სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის. იოგა განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება ხერხემლის პრობლემების მართვისა და მათთან გასამკლავებლად. იოგის გარკვეული ასანები აძლიერებს ზურგის კუნთებს და…
