კისრის კიფოზი
ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს. ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის…






