ავტორი: სტივენ ლაბერჟე
წიგნის მონახაზი
ამ თავში მიმოვიხილავთ წინამდებარე ნაშრომის ნაწილებს.
თავი 2. “ლუციდური სიზმრებისთვის სასწავლებლად მომზადება” გვაწვდის ინფორმაციის აუცილებელ ნაწილს ძილის შესახებ და გვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი რეზერვაცია რომელიც შეიძლება ლუციდური სიზმარხილვებისას გაჩნდეს და ხელი შეუშალოს თქვენს პროგრესს. გარდა ამისა გეხმარება უფრო კარგად გააცნობიერო საკუთარი სიზმრები. ისწავლით როგორ აწარმოოთ სიზმრების დღიური და როგორ გააუმჯობესოდ მათი გახსენება/დამახსოვრება. თქვენ შეძლებთ ყოველი ღამის განმავლობაში ერთი სიზმრის გახსენებას მაინც ვიდრე ლუციდური სიზმრების შესავალ ტექნიკებს დაიწყებდეთ. როგორც კი გექნებათ სიზმრების დღიური გარკვაული რაოდენობის ჩანაწერებით, უკვე მზად იქნებით თქვენი სიზმრების მინიშნებების კატალოგიც შეადგინოთ. ესენია თქვენი სიზმრების სახასიათო თავისებურებანი რომელიც შეგიძლიათ ლუციდურობის გზამკვლევებად გამოიყენოთ.
თავი 3. “გამოღვიძება სიზმრების სამყაროში” განვიხილავთ ტექნიკებს როგორ გააცნობიეროთ სიზმარში რომ სიზმარში ხართ. ორი მთავარი ტექნიკაა ჩაფიქრება-განზრახვის, რომელიც ეფუძნება კითხვებს სიზმარშიც და ცხადშიც და MILD – ლუციდურისიზმრების ტექნიკა რომელიც მე შევისწავლე.
MILD ის დაგეხმარებად სიზმრისას მიხვდეთ რომ სიზმარში ხართ.
თავი.4” გაცნობიერებულად ჩაძინება” აღგიწერს ტექნიკებს როგორ უნდა გადავიდეთ ლუციდურ სიზმარის მდგომარეობაში პირდაპირ ძილის მდგომარეობიდან.
თავი 5. “სიზმრების ფორმირება” გვაწვდის სოლიდურ ინფორმაციას სიზმრის წარმოშობასა და ბუნების შესახებ და ლუციდურ სიზმრებს ზოგადად დასიზმრების პოზიციიდან განიხილავს.
თავი 6.”ლუციდური სიზმრების პრაქტიკები და კანონები” გვაჩვენებს როგორ გავაუმჯობესოთ კონტროლი სიზმრებზე, როგორ გავიხსენოთ ლუციდურ სიზმარში, როგორ გავიღვიძოთ როცა მოგვინდება და როგორშევცვალოთ და დავაკვირდეთ სიზმრების სამყაროს. გარდა ამისა აღწერს მეთოდბეს როგორ მოვიპოვოთ ძალაუფლება სიზმრებზე, განვიხილავთ ლუციდური სიზმრის მიღების ღია, მოქნილი და არაორდინალური როლის უპირატესობებს.
თავი 7. “კვლევა და თავგადასავლები” გვიჩვენებს როგორ უნდა გამოვიყენოთ ლუციდური სიზმარხილვები სურვილებისა და ნატვრების შესასრულებლად. მაგალითები და რჩევები მოცემულია თქვენთვის ახალი სამყაროების კვლევაში დასახმარებლად და თქვენი სიზმრების საოცარი თავგადასავლების დასაწყებად,გაჩვენებთ როგორ უნდა დაუკავშიროთ თქვენი სიზმრის თავგადასავლები თქვენს პიროვნულ თვითგანვითარებას.
თავი 8. “ცხოვრების რეპეტიცია” გიხსნით როგორ შეიძლება ლუციდური სიზმრები პრაქტიკული საშუალება გახდეს ცხადში ცხოვრებისთვის. ლუციდური სიზმარხილვებს შეუძლია “ სიმულირებუი ფრენის” როლი შეასრულონ ცხოვრებისთვის, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხორები სხვა და სხვა გზები და უნარები გამოსცადოთ, სიზმრის მდგომარეობის პრაქტიკას შეუძლია გამოცდილების გაზრდაში შეგიწყოთ ხელი, გაგიუმჯობესოთ წარმოდგენა და უფრო ცხადში ცხოვრების უფრო ღრმად აღქმაში დაგეხმაროთ.
თავი 9. “პრობლემის გადაჭრისადმი შემოქმედებითი მიდგომა” განიხილავს ლუციდურ სიზმარხილვებს როგორც ხელოვნებაში, მეცნიერებაში,ბიზნესსა და პერსონალურ ცხოვრებაში შემოქმედებითობის ნაყოფიერ წყაროს. სხვა და სხვა მაგალითი გვაჩვენებს როგორ იყენებდნენ ადამიანები ლუციდურ სიზმახილვებს მომავალი შვილისთვის სახელის შესარჩევად, მანქანის შესაკეთებლად და აბსტრაქტული მათემატიკური დებულების გასაგებად.
თავი10. “კოშმარების დაძლევა” ლუციდური სიზმრები დაგეხმარებათ შიშებს პირისპირ შეხვდეთ და დაძლიოთ, აგრეთვე მრავალ ტაბუს რომელიც ხელს გიშლით განდევნიან თქვენი ცხოვრებიდან. ლუციდური სიზმარხილვები კოშმარებს დაგაძლევინებთ, ასე გასწავლით როგორ გაართვათ თავი ყველაზე ეფექტურად ყველაზე უარეს სიტუაციებს.
თავი 11.”სამკურნალო სიზმრები.” გვიჩვენებს როგორ აღწევენ ლუციდური სიზმარმხილველები მეტ ინტეგრირეულობასა და უკეთეს ჯანმრთელობას. ლუციდური სიზმრები ეხმარება მათაც ვისაც მოუგვარებელი კონფლიქტები აქვთ წარსულში ან ამჟამინდელ ურთიერთობებში, ანდა მეგობრებისა და ოჯახისწევრების ავადმყოფობის დროს. ლუციდურ სიზმრებში მენტალურ მოქნილობასაც ვსწავლობთ. რადგან სიზმარში შეუძლებელია რაიმემ გვავნოს,შეგვიძლია პრობლემის მოგვარება უჩვეულო და გაუგონარი ხერხით ვცადოთ. ეს გვეხმარება ცხადში ჩვენი შესაძლო ქცევების რეპერტუარი უფრო გავზარდოთ, აქედან გამომდინარე შემცირდება ალბათობა დავიბნეთ ისეთ სიტუაციებში სადაც არ გვეცოდინება როგორ მოვიქცეთ.
თავი 12. “ ცხოვრება სიზმარია. უფრო დიდი სამყაროს აღმოჩენა.” გადააბიჯებთ ყოველდღიური სამყაროს მიღმა, და ლუციდური სიზმრების საშუალებით შეძლებთ უფრო ჩუღრმავდეთ თქვენს თავსაც და თქვენსა და სამყაროს შორის კავშირსაც. სიზმარში ხართ ის ვისად ყოფნაზეც ოცნებობთ და ხვდებით როგორა ცხადი “მე” შეზღუდული მასზე თავსმოხვეული შეხედულებებით. ტრანსცენდენტური ექსპერიმენტების მაგალითები ლუციდურ სიზმრებში გაჩვენებთ მიმართულებებს რომლების კვლევისსურვილი შეიძლება გაგიჩნდეთ თქვენს შინაგან სამყაროში.
წიგნი მთავრდება სიტყებით – “თავგადასავლები გრძელდება” სადაც გეპატიჟებით შემოუერთდეთ ლუციდურობის ინსტიტუტს, იმ ადამიანების თანამეგობრობას,რომელიც ცნობიერი სიზმრების კვლევისა და მათი ბუნების გასაგებადაა შექმნილი.
სიცოცხლე ხანმოკლეა
ვიდრე ლუციდური სიზმრის ათვისების თავისებურებებს ჩავუღრმავდებით, აუცილებელია იმ მიზეზბშიც გავერკვეთ რაც ამის სწავლისკენ გვიბიძგებს. მართლაც ამართლებს სწავლებისგან მიღებული სარგებელი იმ დროსა და ძალისხმევას რაც რაც ლუციდურ სიზმარხილვაში დახელოვნებას სჭირდება? ჩვენ ვფიქრობთ რომ კი მაგრამ არჩევანი თქვენზეა.
უდავოა სიცოცხლე ხანმოკლეა. სინამდვილეში კი უფრო მოკლე რადგან ცხოვრების ერთ მეოთხედიდან ნახევრამდე ძილში ვატარებთ. ძირითადად ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს სიზმრებს. გაუცნობიერებლად გვძინავს და ცხადში ათასობით შესაძლებლობის ხელიდან გაშვება გვიხდება.
ნუთუ წყალში ჩაყრილი სიზმარხილვები ჩვენს ხანმოკლე ცხორებაში მათი გამოყენების საუკეთესო გზაა? ეს არა მხოლოდ დაკარგული დროა არამედ ცოდნის მიღებისა და ცხოვრების გამრავალფეროვნების ხელიდან გაშვებული შანსიც. სიზმრებში მოგზაურობით ცხოვრებისეული გამოცდილების გამდიდრება შეიძლება.
გარდა ამისა ლუციდურ სიზმრებს შეუძლიათ თქვენი გონება ავარჯიშონ და დიდი სარგებელიც მოგიტანონ. როცა ცხადში სიამოვნებით ვიცინით ლუციდურ სიზმარზე გასაკვირი სულაც არაა რომ ჩვენს ცხოვრებას ეს მხიარულლებით ავსებს. ახალგაზრდა ქალმა პირველად ნახა ლუციდური სიზმარი როცა მან ამის შესახებ სტატია წაიკითხა და ამით თვალსაჩინო მაგალითი მოგვცა. როგორც კი გააცნობიერა რომ სიზმარში იყო ის ეცადა გაეხსენებინა სტატიაში მოყვანილი რჩევა, მაგრამ ერთად ერთი რაც თავში მოუვიდა იყო “ ეს უმაღლესი სიამოვნებაა”. მან იგრძნო როგორ მოიცვა “ცვალებადმა და ერთიმეორეში გარდამავალმა ფერებისა და შუქის ნეტარმა შეგრძნებამ”, რაც ყოვლისმომცველი ორგაზმით დამთავრდა. ამის შემდეგ ის “რბილად მიუახლოვდა ცნობიერ გამოღვიძებას”, და კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში აღსავსე იყო სიხარულით.
დადებითი ემოციების ღვიძილის მდგომარეობაში გადატანა ლუციდური სიზმრების მნიშვნელოვანი ასპექტია. იმისგან დამოუკიდებლად ვიმახსოვრებთ თუ არა სიზმრებს მათ მაინც აქვთ გავლენა გაღვიძების მერე და ხშირად დიდი ხნის მანძილზეც. “ცუდი” სიზმრების მერე თითქოსდა “მარცხენა ფეხზე ავდექით”, სასიამოვნო სიზმრები კი ემოციურ გამოცოცხლებას იწვევენ. ეს კი ლუციდური სიზმრების სასწავლებლად საკმარისზე მეტი საფუძველია.
შესაძლოა ისევ ფიქრობდეთ “ ჩემი სიზმრის ცხოვრება ისედაც საკმაოდ საინტერესოა. რაღად მინდა კდევ ჩავუღრმავდე მათ?” თუ ეს ასე მოდით ტრადიციულ მისტიურ სწავლებებს მივმართოთ რომლის მიხედვითაც კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ძილშია. როცა გამოჩენილ სუფისტ მასწავლებელს იდრისა შახს სთხოვეს ადამიანის უდიდესი შეცდომა დაესახელებინა “ მისი შეცდომაა ისაა რომ ის ფიქრობს რომ ღვიძავს როცა უკვე ცხოვრების მისაღებში ჩაეძინა.”
ლუციდური სიზმრები შაჰის სიტყვების მნიშვნელობის გაგებაში დაგეხმარებათ. თუთქვენ ერთხელ მაინც მიხმდით ძილში რომ სიზმარში ხართიმასაც მიხმვდებოდით როგორ ფართოვდება ამ დროს შესაძლებლობები.თორაში ნათქვამია “ჩვენი რეალური ცხოვრება ეს სინამდვილაში სიზმარში გამოღვიძებაა.”





