ავტორი: სტივენ ლაბერჟე
ლუციდური სიზმრის საოცრებები.
გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი. ხელები ავწიე და მე თვითონაც ზევით ავიწიე ( თითქოს ვიღაცა მეწეოდა ) შავ ცამდე მივაღწიე, ცის ფერები ერთმანეთსი ირეოდა ინდიგოსფერი, მუქი იისფერი, მელნისფერი,თეთრი მერე კი ძალიან კაშკაშა შუქი წამოვიდა. მთელი ის დრო როცა ზემოთ მივიწევდი საოცარი მუსიკა ჩამესმოდა, ამაზე ტკბილი ხმა არასოდეს მომისმენია. ეს უფრო ადამიანის ხმას გავდა ვიდრე ინსტრუმენტისას. სიტყვებით ძნელია იმ სიხარულის გადმოვცემა რომელსაც მე განვიცდიდი. მერე ძალიან რბილად დავუბრუნდი დედამიწას. ვფიქროდბი რომ ჩემი ცხოვრების გადამწყვეტი მომენტი იდგა და სწორი გზა შევარჩიე. სიზმარი და განცდილი სიხარული თითქოს ჯილდო იყო, ან უბრალოდ მე მეგონა ასე. ეს იყო გრძელი, ნელი, უკანდატრიალებული კადრი გამოღვიძებისას მუსიკის ექოთი ყურებში. ეიფორიამ რამოდენიმე დღეს გასტანა, მოგონებ კი მთელი სიცოცხლე გამყვა.( ა.ფ ბეი სითი. მიჩიგანი.)
მე და ჩემი ცოლი გაშლილ მინდორზე ვიდექით და მზის ჩასვლას ვუყურებდით. მე მივჩერებოდი მას და ვფიქრობდი ;” რა უცნაურია ჯერ არასოდეს მინახავს ასეთი ფერები.” შემდეგ კი გონება გამინათდა “ მე ეს მესიზმრება”. არასოდეს ყოფილა ჩემი აღქმა ასეთი ნათელი, ფერები ისეთი ლამაზი იყო და თავისუფლების შეგრძნებასაც ისეთი სიხარული მოჰქონდა, რომ ულამაზეს ოქროსფერ პურის ყანაში დავიწყე სიარული , ხელებს ჰაერში ვიქნდი და თან მთელი ხმით ვყვიროდი “ მე ეს მესიზმრება, მე ეს მესიზმრება”. უცებ ვიგრძენი, რომ სიზმარი მისხლტებოდა, უეცრად გამეღვიძა კიდევაც. როგორც კი მივხვდი რა გადამხდა თავს მაშინვე ჩემი ცოლი გავაღვიძე სიტყვებით “მე ეს შევძელი, მე ეს შევძელი”.მე ცნობიერად გადავედი სიზმრის მდგომარეობაში და მსგავსი უკვე ვეღარასოდეს ვიქნებოდი. სასაცილოა ხომ? როგორი გავლენა აქვს მასზე ვინც ერთხელ მაინც გასინჯავს. ესაა თავისუფლება, მივხვდი რომ იმას ვხედავთ ვინც ვართ სინამდვილეში ჩვენს საკუთარ სამყაროში. (დ.ვ ელკ რივერი . მინესოტა).
ვსწავლობდი მუსიკას ( ფრანგული საყვირი ) და ვცდილობდი მსმენელების წინაშე დაკვრის შიშისგან გავნთავისუფლებულიყავი. რამოდენიმეჯერ თვითფიპნოზსა და ოცნებასაც მივმართე, სხეულისა და გონების მოდუნებით ძილის წინ. შემდეგ კონცენტრაცია გავაკეთე ჩემს სურვილზე მენახა სიზმარი სადაც დიდი აუდიტორიის წინაშე დაუკრავდი ყოველგვარი აღელვებისა და ნერვიულობის გარეშე. ამ ექსპერინეტის მესამე ღამეს ,როგორც იქნა ვნახე ლუციდური სიზმარი* სადაც ჩიკაგოს საკონცერტო დარბაზში ( აქ ერთხელ უკვე დამეკრა მაგრამ ორკესტრთან ერთად ) ვასრულებდი სოლოს ორკესტრის აკომპანირების გარეშე . არანაირ აღელვებას მსმენელების გამო არ განვიცდიდი და ყოველი აღებული ნოტით თავდაჯერება უფრო მემატებოდა. მშვენივრად შევასრულე ნაწარმოები რომელიც მანამდე მხოლოდ ერთხელ მქონდა მოსმენილი. მეორე დღეს მეცადინეობისას მე გადავხედე ამ ნაწილს და თითქმის სრულყოფილად დავუკარი. ორი კვირისა ( და რამოდენიმე ლუციდური პერფორმანსის ) მერე მე შევასრულე შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონია ორკესტრთან ერთად. პირველად მოხდა, რომ ნერვიულობას არ გაუფუჭებია ჩემი დაკრული და წარმოდგენამაც ბრწყინვალედ ჩაიარა. ( ჯ.ს პროსპერი ილინოისი).
უცნაური, იდუმალი და შეუძლებელი მოვლენები გამუდმებით ხდება სიზმრებში მაგრამ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ეს სიზმარია. როგორც წესი არ ნიშნავს ყოველთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისია. ხან და ხან სიზმარმხილველი ნათლად აცნობიერებს, როცა რაიმე უცნაური ხდება, რომ ეს სიზამრია და ლუციდური სიზმრებიც ასეთებს მიეკუთვნება.
აღჭურვილი ცოდნით, რომ სამყარო რომელსაც აკვირდებიან მათივე წარმოსახვის ნაყოფია, ლუციდური სიზმარმხილველები გაცნობიერებულად ახდენენ გავლენას თავიანთი სიზმრის შედეგებზე. მათ შეუძლიან შექმნან და გარდასახონ საგნები, ადამიანები, სიტუაციები და საკუთარი თავიც კი. ფსიქიკური და სოციალური სამყაროს სტანდარტების მიხედვით ისინი თითქმის შეუძლებელს აკეთებენ.
ლუციდური სიზმარი უფრო დიდ გასაქანს აძლევს წარმოსახვას ვიდრე ყოველდღიური ცხოვრება, სრულიად ქარაფშუტულიდან ამაღლებულამდე. თუ გინდა შეგიძლია სატურნალიების ფესტივალში იმონაწილეო, ვარსკვლავებში ინავარდო და იდუმალ ქვეყნებში იმოგზაურო. შეგიძლია შეუერთდე მათ ვინც ლუციდურ სიზმრებს აპრაქტიკებს პრობლემების მოგვარების, თვით-განკურნების ანდა პიროვნული ზრდისთვი. ანდა შეგიძლია უძველესი სწავლებების ტრადიციების და თანამედროვე ფსიქოლოგების მოხსენებების, სადაც ისინი ლუციდურ სიზმარს გვთავაზობენ გზად რათა ჩვენი პიროვნების ყველაზე ღრმა არსის – ჩვენი ნამდვილი მეს საპოვნელად, ქვეტექსტები გამოიკვლიო.
ლუციდური სიზმრები ცნობილი იყო საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ აქამდე მოიაზრებოდა როგორც იშვიათი და ნალკებ გასაგები ფენომენი. ჩემი სამეცნიერო და პერსონალური კვლევები მსოფლიოს სხვა სიზმრის მკვლევარებთან ერთად ვეცდები ნათელი მოვფინო ცნობიერების ამ უჩვეულო მდგომარეობას. ახლა კვლევის ამ ახალმა სფერომ მოსახლეობის ყურადღება სამყაროს მიღმიერის ძებნას მიაპყრო ეს სწავლება გაჩვენებს საჭირო ტექნიკას და ხალხი სწავლობს როგორ ნახონ ლუციდური სიზმრები.
მაგრამ რატომ დაინტერესდა ხალხი სიზმარში ცნობიერად გადასვლის სწავლით? ჩემი საკუთარი გამოცდილებისა და სხვა ლუციდურ სიზმარმხილველთა ცდებზე დაყრდნობით ლუციდური სიზმრები გამორჩულად ცოცხალი, ინტენსიური,სასიამოვნო და მხიარულია. ხალხი ლუციდურ სიზმრებს ხშირად თავიანთი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებად თვლიან.
ეს რომ ყველაფერი იყოს რაც თითქოსდა არის, მაშინ ლუციდური სიზმრები ყველაზე სასიამოვნო თუმცა უკიდურესად ტრივიალური გასართობი იქნებოდა. მაგრამ როგორც უკვე ბევრმა აღმოაჩინა მათი გამოყენება შესაძლებელია ცხადში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ათასობით ადამიანი მწერდა სტენფორდში და მიყვებოდა როგორ იყენებდნენ ისინი იმ ცოდნასა და გამოცდილებას რომელიც ლუციდური სიზმრებიდან მიიღეს და რაც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარათ.
თუმცაღა ლუციდური სიზმრების როგორც მეცნიერებისა და პრაქტიკული ხელოვნების კონტურები ჯერ ახლა იწყებს გამოკვეთას. და მათი როგორც ფსიქოლოგიური თვით-დაკვირვების საშუალების სისტემატიური გამოყენება ჯერ კიდევ ჩანასახშია. ალბათ ერთადერთი ვისაც ლუციდური სიზმრებისთის არ მიუმართავს ის ხალხია ცხადი და საკუთარი წარმოსახვა ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევიათ. ლუციდური სიზმრების სწავლა ვერ გახდება მიზეზი ცხადსა და წარმოსახვას შორის შეხების წერტილის დაკარგვის.პირიქით ლუციდური სიზმრები გახდება უფრო გაცნობიერებული.
*ლუციდური სიზმარი – გაცნობიერებული სიზმარი.





